შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვებრძვი გარდაუვალობას!


17-08-2016, 13:05
ავტორი trisi
ნანახია 1 365

"ყველაფერი წარმავალია:სიყვარული,ხელოვნება,დედამიწა,თქვენ,მე.სიკვდილი იმდენად გარდაუვალია,რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს.აბა,როგორ უნდა მიხვდე,რომ მაინცდამაინც დღევანდელი დღეა შენი ცხოვრების უკანასკნელი დღე?არადა,სულ გგონია,რომ დრო კიდევ გაქვს!მერე,უცებ,ერთ მშვენიერ დღეს-ბრახ! და გადატრიალდები,რეგლამენტი ამოწურულია.სიკვდილი ერთადერტი პაემანია,რომელიც თქვენს ორგანიზმში წინასწარ ვერ ჩაინიშნება."(ციტირება)უკვე ისე შევეჩვიე სიკვდილის გარდაუვალობას,რომ ბრძოლაც კი აღარ მინდა ხოლმე და სწორედ აქ ვუშვებ ცხოვრების უდიდეს შეცდომას.უკვე წარმოვიდგენ კიდეც თუ როგორ მოდის ნელა და უკიუკითხავად,როგორ ისაკუთრებს ჩემს სხეულს ნელი ნაბიჯებით,აუჩქარებლად იწყებს სვლას ორგანიზმში და მალე სრულიად ეუფლებ მას.როგორ უსიცოცხლოდ აგდია ჩემი გაძარცვული სხეული საწოლზე,მიწაზე,ქვაზე,წყალზე რა მნიშვნელობა აქვს,მაგრამ ამბობენ ლამაზად უნდა მოკვდეო,ჰოდა მეც წარმოვიდგენ,რომ სადღაც მდინარესთან ახლოს,მწვანე,ნამიან,ხასხასა მინდორზე ვწევარ,ყურში კი ჩამესმის ნაკადულის მხიარული ჩუხჩუხი,ციდან გაბმული რითმით ეცემა წვეთები.ნამი ტანსაცმელს ასველებს და თავის კვალს ტოვებს,ჩემი თვალები კი უსასრულოდ იკარგებიან ზეცაში.ვგრძნობ როგორ მინდა დავახამხამო,მაგრამ ვერ ვახერხებ.ერთადგილას გაყინული ვაგდივარ.სუსტი სიო,უკვე საგრძნობლად შეთხელებულ თმას ოდნავ მირხევს.უბრალოდ,აი ასე უბრალოდ და ლამაზად ვკვდები მე.მაინცდამაინც კარგი წარმოსადგენი არაა,მაგრამ მიწევს შევეჩვიო.ეს ხომ გარდაუვალია!მითუმეტეს ჩემ შემთხვევაში."იტირეს,იტირეს და შეეჩვივნენ....რა საზიზღარია ადამიანი,ყველაფერს ადვილად ეჩვევა".მიუხედავად ამ გრძნობისა,ამ შეჩვევისა,მაინც არ მინდა ცხოვრების მიტოვება.მატემატიკური გამოთვლებიტ,მედიცინური გამოკვლევებით,ცხოვრებისეული მინიშნებებით,ალბათობის თეორიით თუ უბრალოდ ადამიანური გაგებით დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია.მე მხოლოდ თვეებისთვის და თუნდაც დღეებისტვის ვიბრძვი.ალბათ ჩემზეც იტყვიან:"სახეზე ჩამოაფარეთ,რა ახალგაზრდა მოკვდაო".სიკვდილის მწველი მზერა ყოველდღე მანახებს სიმართლეს,თვალს მიხელს და ვხვდები თუ აქამდე როგორ ტყუილში ვცხოვრობდი.როცა მივხვდი,რომ ყველაფერი რაც იყო,იყო ტყუილი ვერ დავსვი კითხვა, რატომ?ადამიანები ხომ ასე კარგად ვახერხებთ ვიყოთ ცხოველები,გავიმეტოთ ერტმანეტი ტკივილისათვის და მეორე დღეს ამაყად წამოვდგეთ,საწოლიდან და დამპალი სხეულით შევძლოტ არსებობა.ყოველთვის მჯეროდა,მაგრამ ახლა მტელი არსებით დარწმუნებული ვარ,რომ ნამდვილი მეგობრები,ადამიანები ან თუნდაც ოჯახის წევრები მაშინ გამოჩნდებიან როცა გიჭირს.ყველაზე ამაზრზენი კი ისაა,რომ ასეთი ადამიანები ისე ცოტანი დარჩნენ,რომ თითებიც კი მომრჩება მათ ჩამოსათვლელად.ამბობენ:"სწორედ იქ,სადაც შენ ფიქრობ,რომ დასასრულია...შეიძლება იწყებოდეს მთელი შენი ცხოვრება".მეც მაშინ დავიწყე ახალი ცხოვრება,როცა ექიმის კაბინეტში,მოხერხებულ შავ სკამზე ვიჯექი,როცა შემზარავად გაიღო კარი და შიგნით დაღონებული,თავჩაქინდრული შემოვიდა ექიმი და თქვა სიტყვები:"თქვენ მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე გაქვთ,ვხუხარ!".ამ ამბით თავზარდაცემული ერთ ადგილას გავშეშდი,ემოციის გამოხატვა მიჩირდა,მხოლოდ ის მოვახერხე,რომ ჩემი გაშეშებული თვალებიდან,ერთი გაყინული ცრემლი გადმომეგდო.სწრაფად წამოვვარდი სკამიდან და კარებში მთელი სისწრაფით გავვარდი.არ ვიცოდი სად,მაგრამ მაინც მივრბოდი.aravis ხმა აღარ მესმოდა,რომელიც გამალებით გაიძახოდა ჩემს სახელს.ყველაფერი წამიერად გაითიშა,დრო გაჩერდა.....
ამ დღის შემდეგ შევიცვალე მე!
მე ვებრძვი გარდაუვალობას!



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent