გამონათქვამები სიკვდილზე
"სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს,არამედ იმის,რომ ვერასოდეს დაიწყებ სიცოცხლეს." –მარკუს ავრელიუსი "აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას.სიკვდილის შიში უფრო საზარელია,ვიდრე თვით სიკვდილი." –ჟან დე ლა ბრუიერი "როგორც კარგად გატარებულ დღეს მოაქვს ბედნიერი ძილი,ასევე კარგად გატარებული ცხოვრებაა ბედიერი სიკვდილის მომტანი." –ლეონარდო დავინჩი "ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან,სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან,სადაც სინამდვილეში ელოდება ის." –გოდერძი ჩოხელი "სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს,როგორც მზე და მთვარე ალამაზებს წყვდიადს." –გოდერძი ჩოხელი "რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი,ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა.ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში,მანამ სულ–ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს." –გოდერძი ჩოხელი "–რა არის სიცოცხლე? –სიცოცხლე სევდა არის,ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. –სიკვდილი? –სიკვდილიც სევდა არის,ადამიანად არ ყოფნის სევდა" –გოდერძი ჩოხელი "არავინ იცის რა არის სიკვდილი,და არის თუ არა იგი უდიდესი სიკეთე ადამიანისათვის,მიუხედავად ამისა,მისი ეშინიათ,თითქოსდა იციან,რომ იგი უდიდესი ბოროტებაა" –პლატონი "კარგად მოწყობილი გონების პატრონი ადამიანისათვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია" –ჯოან როულინგი "ყველაფერი შეიძლება წავართვათ ადამიანს:სიმდიდრე,ნიჭი,სამშობლო,სიცოცხლე და ა.შ.,მაგრამ ვერავინ ვერ წაართმევს სხვას მის სიკვდილს." –ჰაიდეგერი "თუ იცხოვრებ ისე,თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია,ერთ მშვენიერ დღეს მართალი აღმოჩნდები." –სტივ ჯობსი "ყველამ იცის,რომ სიკვდილი გარდაუვალია,მაგრამ რაკი ის მოახლოვებული არ არის,არავინ მის შესახებ არ ფიქრობს." –არისტოტელე "ყველა ადამიანს აკისრია სიკვდილის ვალი საკუთარი სიცოცხლის ფასად." –სტივენ კინგი "სიკვდილის შიში სიცოცხლის შიშს მოსვენებას არასოდეს მისცემს.თუ გსურს,რომ შენს ცხოვრებას აზრი მიეცეს,ნუ შეგეშინდება სიკვდილის." –მარკ ტვენი "სიკვდილის არ მეშინია,მაგრამ არ მინდა შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებოდე,როცა ის მოხდება." –ვუდი ალენი "უკვდავება სიკვდილზე ბევრად უფრო საზარელი რამ არის." –ბენჟამინ ფრანკლინი "ჯობია მოულოდნელად მოკვდე,ვიდრე ცხოვრების ყოველი ეტაპი სიკვდილის მოლოდინში გაატარო." –მაიკლ კრიკტონი "თუ ადამიანმა არ იცის რისთვის მოკვდებოდა,ის არც სიცოცხლის ღირსია." –მარტინ ლუთერ კინგი "ცხოვრეიბს აზრი იმაში მდგომარეობს,რომ ოდესმე იგი შეწყდება." –ფრანც კაფკა "მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავს." –გუსტავ ფლობერი "ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.მე მეშინია...ვფიქრობ:მოვა წამი,როცა არ ვიქნები ცოცხალი.მაინც მჯერა ჩემი უკვდავება." -ტერენტი გრანელი "სიკვდილი ერთი ოთახიდან მეორეში გასვლას ჰგავს,მაგრამ არასოდეს იცი,თუ ვინ დაგხვდება იქ." –ჰელენ კელერი "მეგონა ვსწავლობდი თუ როგორ უნდა მეცხოვრა,მაგრამ მისწავლია თუ როგორ მოვმკვდარიყავი." –ლეონარდო დავინჩი "უკვდავება არ ნიშნავს უვადო არსებობას დროში,უფრო ნიშნავს არსებობას დროის გარეშე.განსხვავება წარსულს,აწმყოსა და მომავალს შორის არის მხოლოდ მყარი ილუზია." –ალბერტ აინშტაინი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.