უბრალოდ
ახლა როდესაც უშფოთველად და ტკბილად უნდა მეძინოს , ემოციის მოზღვავებას ვგრძნობ , მტკივა გაურკვევლად , არ ვიცი რა მაწუხებს მაგრამ ვიცი რომ მტკივა . ალბათ ყველა ტკივილი მას უკავშირდება , ამდენიხნის დაფარულმა , გულის სიღრმეში დამალულმა ტკივილმა თავი იჩინა და ამოხეთქა. მეგონა რომ ძლიერი ვიყავი , სხვებისთვის ალბათ ასეც არის , მე დღემდე ასე მეგონა , მჯეროდა რომ გადავლახე ის უფსკრული, რასაც თავის დამცირება და სისუსტე ერქვა , მაგრამ შევცდი . გარეთ მომღიმარი , უდარდელი მარი ვარ, რომელიც კითხვაზე იმასთან რას შვები ამაყად პასუხობს არაფერს-თქო . ვინმემ იცის მაინც ამ სიტყვის წარმოთქმა ჩემთვის რა რთულია? ვინმეს უფიქრია თუ რა იმალება იმ სიცილს უკან ? რატო ვიღიმი სულ ? ერთი მარტივი მიზეზის გამო , უბრალოდ რომ არ ავტირდე ... ადრე კარგი იყო .ემოციისგან დაცლა შემეძლო , ახლა კი როდესაც ვგრძნობ რომ შინაგანად ცუდად ვარ , თავს ვაიძულებ ვიტირო , მაგრამ არ გამომდის , დრო არ მაქვს .. კითხვაზე ნინ რატო არ გძინავს ამ დროს ?რატო ათენებ სულ ? ვპასუხობ რავიცი უძილობა მჭირსთქო . ხო მართლა უძილობაა , ბალიშზე თავის დადება და ის უცბად ჩემთან ჩნდება , ის ჩემს წარმოსახვაში უცოდველი პიროვნებაა , თან გათვითცნობიერებული მაქვს რომ ასეთები არ არსებობენ , ყველას რაღაც სასჯელი გვაქვს მხრებზე , მაგრამ ამავდროულად , ის მაინც უნაკლოა . არ ვიცი საიდან მოდის მისი გაღმერთება , შესაძლოა პირველი დანახვიდანვე... ასე არ ვყოფილვარ დიდიხანია , ჩემთვის სიტყვა დეპრესია ახლობელივითაა , რადგან ის სულ ჩემშია , უბრალოდ მალულად ... როდესაც ვაპირებ მის ამოშლას , სწორედ მაშინ ჩნდება , მაშინ უჩნდება ჩემთან შერიგების სურვილი , რა დონემდეც საკუთარ თავში არ უნდა ვიყო დარწმუნებული და რაც არ უნდა ამაყად მქოდნეს გადაწყვეტილი რაიმე , მას მაინც ვურიგდები . მის დანახვაზე სხვა რაღაც მჭირს ... პარადოქსია , მაგრამ ურთიერთობის აღდგენისთანავე ყოველთვის მე ვურევ , მესმის მისი , მაგრამ თან არ მესმის . ჩემნაირი ,,ისტერიჩკის’’ გაგება არც ისე ადვილია. მე მისი ნდობა არ მაქვს , ბევრმა მიზეზმა გამოიწვია ეს და ესეც მისი ბრალია . აქედან გამომდინარეობს ჩემი მუდმივი ეჭვები , რატო უნდა უჩნდებოდეს კითხვა , ნინი ესე რატო იქცევი ? მაშინ როდესაც პასუხს თავის თავში უნდა ეძებდეს . ასე არ ვყოფილვარ მაშინაც კი როდესაც სხვასთან ვნახე . სად დაიკგა ის ნინი ? რატო დამიკარგა ის 3 წელი ბედნიერების ? თავს რატო არ მანებებს , არასდროს არ მაცდის ვიყო ბედნიერი , იმ დონეზე ეგოისტია, რომ არ ვუყვარვარ მაგრამ მაინც საკუთრებად მიმიჩნევს . სასაცილოა არა , როცა იცი რომ არ უყვარხარ , მაგრამ მის ყოველ თხოვნეას მაინც უპრობლემოდ უსრულებ ? საშინელი გრძნობაა , რაღაც შიგნიდან გჭამს და შენ ვეღარ იცლები . ძველ რითმს უბრუნდება ცხოვრება . ისევ იწყებ სიცილს , ტკივილი კი ისევ იმალება გულის კუნჭულში და ღმერთმა არ იცის როდის გამოყოფს თავს... ბოლოს მახსოვს მომწერა , გაერკვიე შენს თავშიო, მალე შეგეხმიანებიო . გავერკვიე უკვე , მასთან მინდა , მაგრამ ის სად არის ? მისი ჩახუტება მომენატრა , მისი მოფერება , ის კიდე ალბათ სხვასთანაა ... შესაძლოა მართალიც იყოს მითი, პირველი სიყვარული დაუვიწყარიაო . რა გამოდის მე ის სულ უნდა მახსოვდეს ? არ მინდა , ან ჩემთან იყოს ან გაქრეს . მაგრამ მე პირველ ვარიანტს ვირჩევ... მინდა მერქვას მისი გოგო, მინდა ამაყად ვიარო ქუჩაში , მესმოდეს : ,,ესენი შერიგდნენ ? ‘’ ,, კიდე ერთად არიან ? ‘’ და ა.შ. ნეტა დაბრუნდება ეგ დრო ? მინდა რომ ისევ ისე გიყვარდე , როგორც თავიდან ... რაც მოხდა უნდა მოხდენილიყო აუცილებლად .. ყოველთვის გეუბნებოდი მადლობას ჩემი გაზრდისთვის , შეცვლისთვის , შენ კი დღემდე უარყოფ მე არაფერ შუაში ვარო . მართალია , შენ თავში ხარ ... ყველაფერს ვაკეთებდი , ჩემით რომ ეამაყა . რაც კი მიზანი მქონდა ყველას ახდენა მის გამო მინდოდა , რომ გასულიყო და ეთქვა ძმაკაცებში რა გოგო მყავსო ... მინდა ჩემი იყოს , ჩემთან იყოს და ის გეგმები ავასრულოთ რასაც ის მპირდებოდა. არ მინდა ეს ყველაფერი ლამაზ მოგონებად დარჩეს . საქმე როდესაც საქმე მას გეხება სულ არეული ვარ, ხან ვამბობ დავშორდეთქო ხან კიდე ერთად ვიყოთთქო . გადაწყვეტა კი არ შემიძლია ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.