გრძნობა სახელად სიყვარული
როდესაც შენს გვერდით შენი საყვარელი ადამიანია და ვერ ეუბნები ,რომ გიყვარს ტკივილია,როდესაც უყურებ და გტკივა რაღაც სულში სიყვარულია .უყურო მის ტკივილს და გტკიოდეს სიყვარულია..გიღიმის და ბედნიერეი ხარ გიყვარს.ოცნებობდე -გიყვარს .არ არსებობს გრძნობა ამაზე ყოვლისმომცვლელი და სულის შემძვრელი. სიყვარული ეს ის გრძნობაა რომელსაც სამყარო ვერ იტევს .ეს გაუცვეთავი ფრაზაა უბრალოდ მას გამგები შემოაკლდა. დრო დაუნდობელი მსახვრალია ,რომელსაც წინ ვერაფერი ვერასდროს ვერ აღუდგება..სიყვარული კი ერთადერთია ,რომელმაც ეს შეძლო..და მან გაუძლო დროის გაუმაძღარ და სასტიკ კლანჭებს.უბრალოდ ამ სიტყვის გამგებ ადამიანთა რიცხვმა იკლო..წიგნს თუ მკითხველი არ ყავს ეს წიგნი თაროზე გადუშლელობით დაობდება.სიყვარული კი არასდროს დაძველდება ის არასდროს გახდება “ცუდი” წიგნივით თაროზე შემოსადები..სიყვარული ისაა რაც ყოველთვის გაგოცებს და ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებს..მისი წაკითხვა ყოველთვის მოგინდება და ყოველთვის ახალ განცდებს შეიგრძნობ.მისი ბოლომდე წვდომა ვერავინ შეძლო ,ამიტომაც არის ის იდუმალებით და მუდმივი მოულოდნელობებით სავსე.სიყვარული გამუდმებული აღმაფრენითა და დაცემით არის სავსე.უსიყვარულო ადამიანის ცხოვრებას არსებობას ვერ ვუწოდებთ.“უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“ ეს ფრაზა საუკუნეების პასუხს იტევს ჩემთვის კითხვაზე „რა არის სიყვარული?“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.