სტატუსები
რა არის სიყვარული ? მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები: 6 წლის: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული. 6 წლის: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ. 5 წლის: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ. 7 წლის: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა. 7 წლის : სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს. 5 წლის: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე. 7 წლის: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული. 6 წლის: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა. 8 წლის: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.