შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ფიქრი სარკის მირმა


22-08-2016, 11:04
ავტორი kero
ნანახია 1 502

დგახარ სარკესთან , უყურებ საკუთარ თავს, არ იცი ვინ ხარ, საიდან მოხვედი ან საით მიდიხარ, მაგრამ იცი ,რომ გინდა დარჩე ისეთად , როგორიც ხარ. შენს თავს აძლევ პირობას, რომ არ დაუშვებ ვინმემ შენი მიზნები შეცვალოს. იცი ,რომ ყველა სამართლიანად არ მოგექცევა ,მაგრამ უყურებ შენ წინ მდგარ ადამიანს და ხვდები , თვითონ უნდა იყო ისეთი, რომ სხვებმა შეგიყვარონ და დაგაფასონ . ხუჭავ თვალებს, ცდილობ შენს გულში მოათავსო სამყარო , მაგრამ ხვდები , რომ ცარიელი ადგილიც დაგრჩა და გეშინია აქ ბოროტებამ არ დაისადგუროს. გახსენდება ყველაფერი ,კარგიც და ცუდიც, უეცრად ახელ თვალებს და გახსენდება ის , რაც არ უნდა გაგხსენებოდა. გინდა დაინახო ადამიანი , რომელიც უსასრულოდ გეყვარება , თუმცა შენ ხვდები , რომ ის ცხადშიც ნახე და ვერ დაიჭირე წამი, რომელიც გაგაბედნიერებდა. უეცრად ადამიანი , რომელიც სარკიდან მიყურებს მეკითხება :
-რაზე ან ვიზე დარდობ? რა საჭიროა ამდენი ფიქრი ? არ შეგიძლია უბრალოდ იცხოვრო?
ბევრი რამ მადარდებს მეგობარო, მაგრამ ამ წუთას ის , რომ წამები არ წყვეტენ სვლას. სარკეში იყურები , რაღარ მომენტში ხვდები ,რომ ეს ცხოვრება ამაოებაა, დროის უსასრულო, უწყვეტი სვლა, რომელსაც არ ადარდებს შენი განცდები და მისწრაფებები . გრძნობ უდიდეს ტკივილს, თითქოს ამაოდ გადის ჩვენი ცხოვრება .ხშირად მდომებია გაჩერებულიყო დრო , მაგრამ არასდროს მინატრია სწრაფად გასულიყო წუთები . სამწუხარო ის კი არ არის , რომ საათები მალე გადის, ორშაბათის მალე მოდის და ზაფხულიც მალე მთავრდება . სამწუხარო ისაა, რომ ერთხელაც დრო იმაზე სწრაფად გავა , ვიდრე ველოდებით . ყველაფერი დამთავრდება და უკან მოსახედათაც აღარ გვეყოფა დრო. მივხვდებით , რომ შეგვეძლო გვეცხოვრა უფრო აზრიანად და ყოველი წამი გამოგვეყენებინა. დაგვწყდება გული ,რომ ვტოვებთ იმათ ,ვინც გვიყვარს , მაგრამ შევხვდებით მათ , ვინც ურო მეტად გვიყვარდა . მოვიკრებთ უკანასკნელ ძალებს და მაგრად ჩავეუბღაუჭებით სიცოცხლეს, თუმცა ის აღარ მიგვიღებს უკან , რადგან ჩვენი დრო ამოიწურა და ახლა სხვებმა უნდა იცხოვრონ .წასვლის დრო რომ დადგება, მივხვდებით როგორ გვიყვარს , თუნდაც ის კენჭები ჩვენს ეზოში რომ ყრია. უფრო მეტად დავაფასებთ ადამიანებს და შევიყვარებთ . დაგვწყდება გული ,რომ ვერ ავისრულეთ ოცნებები და აღარ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ მიზნებს , ბავშვობაში რომ დავისახეთ. მივხვდებით შეცდომებს და მოვინდომებთ გამოსწორებას ,მაგრამ რამდენიმე წამი ამისთვის ნამდვილად არ გვეყოფა. ამიტომაც უნდა ვიჩქაროთ , თუკი რაიმე ღირებულის შექმნას ვაპირებთ .
- და მაინც, რატომ ვუშვებთ შეცდომებს , რომლებსაც ზუსტად ვიცით რომ ვინანებთ? რატომ ვყვირით მაშინ , როდესაც გაჩუმება სჯობს?
ჩვენ ასეთები შეგვქმნა ღმერთმა და ამიტომაც ხდება ყველაფერი ეს. ან იქნებ უკეთესები შეგვქმნა , მაგრამ თვითონ გავიუბედურეთ თავი? უცნაურები ვართ ადამიანები. ყოველ წამს ვეძებთ სიმშივიდესა და ბედნიერებას, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ იგი ჩვენ გვერდითაა. მთელი ცხოვრება ვეძებთ ადგილს, რომელიც გვეყვარება . ვპოულობთ , მაგრამ მაინც არ ვრჩებით იქ სამუდამოდ . ვეძებთ ადამიანს , რომელის ჩვენი სულის ნაწილი გახდება, საბოლოოდ ვპოულობთ , მაგრამ მაინც არ ვართ მის გვერდით . ვაშენებთ სახლს, სადაც ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ მაინც არ ვცხოვრობთ იქ . აი რატომ ვართ უბედურები.
-ამ ყველაფრის შემდეგ როგორღა ვართ ბედნიერები? რას ვებღაუჭებით?
ეს ყველაზე საინტერესო რამაა. ჩვენ რასაც ვებღაუჭებით მეგობარო , იმას იმედს ეძახიან .პატარა ნაპერწკალია , რომელიც მომავალს უფრო ნათელს ხდის . იმედი ყველაზე ძვირფასი რამაა. აბა წარმოიდგინეთ , რა შეედრება იმ გრძნობას,რომელსაც ზამთრის სუსხში წარმოშობილი აზრი შობს -„ მალე ისევ გაზაფხულდება .“ როგორი სასიამოვნოა იმის გაფიქრება , რომ მზე კვლავაც ამოვა, მდინეარეები ისევ იჩუხჩუხებენ და ბულბული კვლავაც დგავატკბობს თავისი გალობით.
-და თუ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ლამაზი წამი?
თუ არ შეგიძია შეაჩერო მომენტი , ცუდად მაინც ნუ დაასრულებ მას. გახადე ყოველი წამი განსაკუთრებული . არ აქვს მნიშვნელობა სად იქნები , მთავარია ბედნიერი იყო.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მარიამ, დროზე იმდენჯერ მაქვს დაწერილი,წესით,უკვე უნდა გაბანალურებულიყო ჩემთის ეს თემა,თუმცა ასე არაა,ამიტომ ჩემთვის საინტერესო იყო ის,რაც წავიკითხე.
ქართულის გამოცდის გამსწორებელი არ ვარ,ამიტომ გრამატიკას არ გამოვეკიდები.
ვფიქრობ,საინტერესოდ შეგიძლია წერა და ასე გააგრძელე.
ემოციებს კარგად მართავ,წერ დალაგებულად და აზრები ერთმანეთში არ გერევა.

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent