შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულნაკლული


22-08-2016, 14:41
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 560

დღეს დილით
სახლიდან რომ გამოვდიოდი,
ფეხსაცმლის ჩაცმისას,
თასმებში ჩარჩენილი ბალახი შევამჩნიე
და
ვიგრძენი,
რამდენად ცოტა ჰაერი,
სითბო
და
სინათლე იყო,
ფანჯრებ გამოღებულ,
მზიან ოთახში.
შევხედე გასწორებულ ლოგინს,
დაკეცილ ტანსაცმელს,
მოწმენდილ იატაკს
და
უცებ ძალიან მაგრად მომინდა,
ჩემს სულშიც შემოსულიყო დედა
და
მიელაგებინა.
ასეთ სურვილს შეუძლია დაგანგრიოს,
გაჩერებულ გულსაც ხეთქავს,
ოცნების გადაჭარბებული დოზა.
თვითგანადგურება,
საკუთარი თავისთვის იმის მტკიცებაა,
რომ
ძლიერი ხარ.
გვერდს ვერ აუვლი,
რაც თვალწინაა
და
მაინც,
კილომეტრების გავლა გიწევს,
რომ
მიწვდე.
არის რაღაც,
რაც მხოლოდ ღმერთს უნდა სთხოვო,
რასაც მთლიანი გული სჭირდება.
არ ვიცი,
არის თუ არა,
ეს ის მომენტი,
როცა
სასოწარკვეთას შეუძლია გადაგარჩინოს,
რადგან
თუ გინდა გახდე უკეთესი,
ჯერ უნდა მოკვდე როგორიც ხარ,
მაგრამ
მკვდრეთით აღდგომა უფრო დიდი ტანჯვაა,
ვიდრე სიკვდილი.
არ მაინტერესებს,
რამხელა ცეცხლის დანთება შეუძლია,
ერთ გაღვივებულ ნაპერწკალს,
მე ვფიქრობ იმაზე,
რამდენი კვამლი ეტევა,
ერთ ჩამქრალ ნაპერწკალში.
იქ კი,
სამასი ქუჩის გადაღმა,
ჩემი მეგობარია ჩაძირული,
ხელი არავინ გაუწოდა,
საკუთარ გულს მოეჭიდა
და
ჩაუწყდა.
ასეა როცა დანაღმულ ბილიკებს კვალავ
და
ამისთვის გაკრავენ ჯვარზე.
შეუძლებელია შველა,
როცა სიყვარულისგან კვდები.
პოეტებს არ ჰყავთ,
ბედის გამზიარებლები.
როგორც ყვავილი მოწყვეტისას,
მიწაში ტოვებს საკუთარ ფესვებს,
ისე ტოვებენ ტკივილები სხეულში ნერვებს,
ლექსები კი ტკივილების საყვავილეა,
არ შეიძლება მათი გადარგვა,
ისინი მხოლოდ უნდა ითმინო,
ან გააყუჩო.
და
როცა სევდაში მეტი სიმშვიდეა,
ვიდრე
სიხარულში,
შეგიძლია საკუთარ თავს ჰკითხო,
ბევრი არაფერი,
მხოლოდ
ტანჯვა
რომ
მოვაცილოთ,
რა დარჩებოდა სიყვარულისგან...

სულნაკლული


არ არის მართალი, რომ ადამიანს, რომელსაც უყვარხართ, არ შეუძლია თქვენი მიტოვება. შეუძლია! დამიჯერეთ! შეიძლება ეს მოხდეს მალევე, ან ცოტა მოგვიანებით — გააცნობიერებს რა, რომ ამ კავშირს მისთვის არ მოაქვს არანაირი სიხარული და ბედნიერება. მაშინ, როცა თვითონ საკუთარ თავს მთლიანად გიძღვნით, ყველაფერს მსხვერპლად სწირავს ამ ურთიერთობას და სანაცვლოდ ვერაფერს იღებს, მუდმივად უცრუვდება იმედები — თქვენ არ გაუწოდეთ მას ხელი, რომ იმ პიედესტალზე, რომელზეც მან თავისი ნებით დაგაყენეთ, ისიც აგეყვანათ.
ის ამას იმსახურებდა. განა ახლაც მისი წყალობით არ დგახართ პიედესტალზე? მან იცის, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული, დაუბრუნოთ საპასუხო გრძნობები, ან აიყვანოთ იგი მის მიერვე შექმნილ სიმაღლეზე, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული, მისი გულისათვის გარისკოთ და თუნდაც სულ უმნიშვნელო მსხვერპლი გაიღოთ, ამის გამო ეს ურთიერთობა მისთვის სრულიად აუტანელი ხდება. მიგატოვებთ მაშინვე, როცა მიხვდება, რომ თქვენთვის ის გაცილებით ცოტას ნიშნავს, ვიდრე თქვენ მისთვის. ის არაფერს გეტყვით, არაფერში დაგადანაშაულებთ, თქვენ ეჭვიც კი არ გაგიჩნდებათ… შეუძლებელია მოსთხოვო ან თუნდაც სთხოვო საპასუხო გრძნობები ვინმეს, ეს სისულელე და აბსურდი იქნება…ის წავა ჩუმად, წყნარად… და ყველზე ცუდი რაც არის — მოულოდნელად… რაც კიდევ უფრო ცუდია — ის არასოდეს დაბრუნდება უკან.

სულნაკლული


იქ სადღაც შორს,
მთებთან ახლოს,
ვიღაცა ქსოვს,
ვიღაცა თმობს, თავის სითბოს.
იქ სადაც ორს,
თან ერთად მყოფს,
ვიღაცა, რომ
მოსტაცებს სევდას.
მათ ლამაზ ქოხს,
თეთრად ნათოვს,
კვამლით აფერადებს
ცეცხლის მქუხარება.
იქ სადაც ორს,
თან ერთად მყოფს,
ხელით რომ უჭირავთ
სულის ნეტარება.
უსტუმრო ქოხს,
დამტვერილ ქოხს,
ბევრჯერ რომ უგრძვნია
ღრუბლების სითბო.
ამ ლამაზ ქოხს,
ბევრჯერ ახსოვს,
ორი მარტოსულის,
ჩუმი მღელვარება.
ვერავინ ცნობს
და ვეღარც გრძნობს,
გაუფერულების
მძიმე აპათეას.
და მაინც შორს,
მთებთან ახლოს,
ვიღაცა ქსოვს,
ვიღაცა თმობს თავის სითბოს!!!

სულნაკლული


უკვე დიდი ხანია ვგრძნობდი, რომ გადავატრიალე მთელი მისი სული და გული, და რაც უფრო მეტად ვრწმუნდებოდი ამაში, მით უფრო მეტად და რაც შეიძლება ძლიერად მინდოდა მისი დაპყრობა. თამაში, თამაში მართობდა; თუმცა კი არა მხოლოდ თამაში

სულნაკლული


“თავგამოდებით გიმტკიცებთ, მხრების გამო მიიქციეთ-მეთქი ჩემი ყურადღება, თან გულში ვფიქრობ, ეს მხრები რომ სხვისი ყოფილიყო, მივაქცევდი კია ამ „სხვას“ ყურადღებას? ალბათ, არა. მაშ, რა მოხდა? ჩემი აზრით, საქმე ისაა, რომ სხვისთვის ეს მხრები შემთხვევითი დეტალი იქნებოდა და ამიტომ შეუმჩნეველი დარჩებოდა, თქვენთვის კი იგი არსებითია, რაღაც შინაგანის გამომხატველი, რაღაც შორეულის დამადასტურებელი.”

სულნაკლული



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent