შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ არსებობ! შენ ცოცხლობ!


22-08-2016, 23:14
ნანახია 1 558

გაიღვიძე, გამოფხიზლდი! შენ არსებობ! შენ სუნთქავ! შენ ღმერთმა გაჩუქა სიცოცხლე! არ გაქვს უფლება დანებდე, არ გაქვს უფლება ხელი ჩაიქნიო ყველაფერზე. აწიე თავი, გამოფხიზლდი, გაიღიმე, მყარად დადექი და გაიარე! ყველგან სადაც ფეხს დადგამ მნიშვნელოვან ადამიანად უნდა იქცე. დაივიწყე ფრაზა მე ამას ვერ შევძლებ ძალა მოიკრიბე და წარმოსთქვი სიტყვები მე ძლიერი ვარ და არ არსებობს პროლემა, რომელსაც ვერ გავუმკლავდები. სათქმელად მარტივია და შესასრულებლად რთული, მაგრამ როდესაც გონებრივად გააცნობიერებ, რომ შენი უბედური სახე ვიღაცეებს ( აუცილებლად არსებობს ის ვიღაცეები) სასაცილოდ ეჩვენებათ ნუთუ მაშინ მაინც არ გიჩნდება სურვილი გამოფხიზლების? იცი კიდევ რამდენ ტკივილს გადაიტან? უამრავს. სამწუხაროდ ვერ დაგამშვიდებ და ვერ გეტყვი რომ ყველაფერი იდეალურად იქნება მაგრამ სამაგიეროდ ის ელემენტარულები აუცილებლად გექნება თუ გამოფხიზლდები და იბრძოლებ. შენ დაიბადე, შენ ვალდებული ხარ მიყვე ამ ცხოვრების დინებას შენ არ გაქვს უფლება სიცოცხლე მოისპო! გთხოვ იყავი ძლიერი. შეგიყვარდა და არ გაგიმართლა? დამიჯერე აუცილებლად გაგიმართლებს თუ მოინდომებ! შენი საყვარელი ადამიანი მიაბარე სასუფეველს?მისი სული არასოდეს დაგავიწყდება ძალიან რთულია, მაგრამ შენ ამასაც გადაიტან. თავს მარტო გრძნობ და ყველამ მიგატოვა? იქნებ ასე საჭიროა რადგან ყველა ყალბი ადამიანი მოგცილდა? შენში არ მოძებნო პრობლემა! შენ ძლიერი ხარ, შენ შეგიძლია სიცოცხლე, შენ არ გჭირდება სიყალბე! ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რთული პრობლემები გაქვს? იცი არც მაშინ ღირს თავის დახრა სიცოცხლის დარჩენილი დრო ისე გაატარე რომ დანარჩენი სასუფეველში გააგრძელო. მშობელს (მშობლებს) კარგავ? იტირე, იკივლე და მაინც იცოცხლე რადგან მას (მათ) სურს რომ შენმა გულმა დიდხანს იფეთქოს. სახლში რთული ოჯახური პრობლემები გაქვს და შესაბამის ზომებს ვერ მიმართავ? ნუ ჩადიხარ სუიციდს! დაელაპარაკე შენზე ბევრად უფროსს ის გირჩევს როგორ უნდა მოიქცე! თუ სწორედ ისწავლი ნაბიჯების გადადგმას ფეხი არასოდეს გადაგიბრუნდება! გამოფხიზლდი ადამიანო შენ არსებობ!



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent