შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


25-08-2016, 02:07
ავტორი Niad13
ნანახია 1 310

ქარია.ალბათ წვიმაც მალე დაიწყებს ციდან ცრემლებად დაღვრას.ჩვენს ქუჩას მივყვები."ჩვენი" ჩემს ოცნებებში თორემ ამ ქუჩაზე ერთად მხოლოდ რამდენიმე მეტრის დაშორებით გვივლია.ჩუმად.ულაპარაკოდ.მაგრამ რად უნდა ამ ყველაფერს საუბარი.მივდივარ მონოტონურად და ვგრძნობ,რომ ყველაფერს აკლიხარ.ქუჩას.სკოლის ეზოს.სკოლის გვერდიზთ პატარა პარკს და რაც მთავარია ჩემი თვალთახედვის არეს.ვფიქრობ და ვხვდები,რომ უკვე ძალიან დიდი ხანია არ მინახიხარ.უკვე ორი თვეა აკლიხარ ქუჩას.სკოლის ეზოს.სკოლის გვერდით პატარა მარკს და ჩემი თვალთახედვის არეს.ყურსასმენიდან მელოდია იღვრება.მელოდია რომელიც ძალიან შენია და ვხვდები,რომ რატომღაც ჩემიც ხდება.რკინის კონსრტუქციას ვუახლოვდები ჩვენი სკოლის წინ,რომელიც უშველებელ გზატკეცილზეა გადაჭიმული.(ძალიან მიყვარს სკოლა,მისი დერეფნები,ბავშვები სკოლაში რადგან ისინი სიტყვა "ჩვენში" ერთიანდებიან.ჩვენი სკოლა.ჩვენი დერეფნები.ჩვენი ნაცნობები.რაღაც მაინც ხომ გვაქვს "ჩვენი".რკინის კონსტრუქციას რამოდენიმე მეტრით მოვშორდი.მელოდია ისევ იღვრება ყურსასმენიდან და ვხვდები,რომ ჩემთან ერთა ქუჩაში მოსიარულე ხალხში გეძებ.უკვე დიდი მანძილი გვაშორებს მე და სკოლას.შენს პარკს ვუახლოვდები.გულისცრმა გახშირებული.სუნთქვაც.უკანასკნელი იმედი,რომ გნახავ.მიჭირს თავს მარცხნივ შებრუნება.იქ ხომ შენ მეგულები.შენ მეგულები და მეშინია.მეშინია ძალიან.იქ რომ არ დამხვდე?თავს ძალას ვატან და ვიხედები იმ მიმართულებით სადაც წესით შენ უნდა იყო.უეჭველად უნდა იყო!იმიტომ რომ უკვე ორი თვეა.მთელი ორი თვეა აკლიხარ ჩვრნს სკოლას.ჩვენს დერეფნებს.ჩვენს ქუჩას და რაც მთავარია ჩემი თვალთახედვის არეს.ახლა ისე როგორც არასდროს ვგრძნობ,რომ მჭირდები.მჭირდები ჩემი ყველა ნერვით თუ უჯრედით.მენატრები.მენატრები სუნთქვის გაჩერებამდე.მარცხნივ გამოპარებული მზერით ვიაზრებ რომ არ ხარ!უკანასკნელი კი რითიც თავს ვიმშვიდებ ის არის,რომ ჩვრს უბანში ვარ.ჩემ და შენს უბანში.მარცხნივ რაღაც სითბო მეღვრება,მაგრამ ისევ აკლიხარ ქუჩას,სკოლას,მის დერეფნებს და რაც მთავრია ჩემი თვალთახედვის არეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent