შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ჩემს ჯერ არ დაბადებულ გოგონას


25-08-2016, 12:38
ავტორი amordzali
ნანახია 1 540

შენ ჯერ არც კი ჩასახულხარ.შენ წარმოიდგინე უკვე მიყვარხარ,სასაცილოდ ჟღერს არა? გეთანხმები.წარმოიდგინე რა გრძნობაა როცა აღმოაჩენ რომ შენში ცოცხლობს სხვა არსება და ეს შენ ხარ. ჯერ სულ პაწაწინა მერე ნელნელა იზრდები იზრდები და სულ უფრო მეტად გჭირდება ზრუნვა.წარმოგიდგენია გაბერილ მუცელზე შენს კვალს რომ ვხედავ, ზოგჯერ მარჯვნივ მოაწვები ზოგჯერ მარცხენა მხარეს მე კი ამას რა სიხარულით შვხვდები.ეს ერთერთი ბედნიერი წამები იქნება იმ წუთებამდე სანამ შენს სუნთქვას ვიგრძნობ ჩემს გულზე რომ დაგაწვენენ.მთელი ცხრა თვე იქნები ჩემში ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს.უკვე წარმომიდგენიხარ როგორი იქნები, სახელი ჯერ ვერ მოგიფიქრე როცა ამას წაიკითხავ უკვე დიდი ხანი იქნება გასული თუმცა აუცილებლად მიხვდები , რომ ეს შენ გეხება შენ ჩემო ანგელოზო.
საშინლად მეშინია მშობიარობის ამაზე მეტად არაფრის მეშინია თუმცა ეს იმასტან შედარებით არაფერია შენი ხილვის ბედნიერება ,რომ მექნება.სუნთქვა მეკვრის რომ წარმოვიდგენ.დეე სამყაროში ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს.შენი დაბადების წამებში დამეუფლება შიში ,სიხარული, ტკივილი და მოლოდინი სასწაულის იმ სასწაულის რომელიც შენ ხარ.სიცოცხლის დაბადება ხომ ყველაზე დიდი სასწაულია.
შენს ხმაზე დამავიწყდება ყველაფერი ყველა განცა და ემოცია და გაიყინება დრო გაჩერდება მხოლოდ ვიქნებით მე და შენ ხილულისასწაული რომელსაც ჩემს გულზე დააწვენენ და ვგრძნობ შენს სუნს ღრმად ჩავისუნთქავ,გიგრძნობ შენს სუნთქვას ჩემს ყელში და პაწაწინა ხელებს ,ასე პაწაწინა რომელიც ჩემს ლავიწის ძვლებს ეკვრება და ეკონება. ჩემო ანგელოზო გულისყურით ვადევნებ თვალს შენს ყველა ნაქვთს როგორ სუნთქავ როგორ ჭამ როგორ გძინავს, მერე ნელნელა როგორ იზრდები. პირველ სიტყვებს და ნაბიჯებს, პირველ დაცემაზე შენზე მეტად მე მეტკინება და შენთან ერთად ვიტრებ, ნელნელა გასწავლი ცხოვრებას არა ერთად ვისწავლით. ცხოვრება რთულია დეე მაგრამ შენ მე გეყოები არასოდეს მოგცემ ნებას დანებდე, გაიზრდები ალაბთ ოდესმე გვექნება პრობემები ურთიერთობებში ეს არ მინდა ყველაზე ემტად არ მინდა მაგრამ მე და შენ ორი სხვადასხვა პიროვნება ვართ და განსხვავებულები,მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები, როცა დაეცემი ისევე წამოგაყენებ როგორც ბავშვობაში, ისევე მეტკინება როგორც შენი პირველი ნაბიჯების დაცემისას მტკიოდა.ცხოვრება რთულია იქნება ბევრი ტკივილი ბევრი სიხარული არასოდეს დაგავიცკდეს ავდარს ყოველთვის მოსდევს დარი. ყველა ტკივილი გაივლის, როდესაც გექნება რთული პერიოდი ეს მუდამ გახსოვდეს.რამდნეიმე რჩევა მექნება რომელიც მე გამომადგა ცხოვრებაში. არასოდეს დანებდე არასოდეს ბოლომდე იბრძოლე, არასოდეს დაკარგო რწმენა ეს ერთადერთია რაც გვაძლიერებს და სწორ გზაზე გვაყენებს,მოხუცები გიყვარდეს დე, ყოველთვის მოეფერე როცა მოგინდება თუნდაც უცხო იყოს მოეფერე ჩაეხუტე უბრალოდ ეს ყოველთვის გააკეთე, დამიჯერე მათ თვალებში დანახულ სითბოს არაფერი ჯობია.
ჩემო ჯერ არ ცასახულო ჯერ არ დაბადებულო გოგონავ , შენ ხარ ჩემი ხილული სასწაული ამ სამყაროში.ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.სახელი ჯერ ვერ მოგიფიქრე არაუშავს დრო გავა წლები გაივლის და მიხვდები ოდესმე ალბათ მიხვდები რომ ეს წერილი მხოლოდ შენ გეკუთვნის შენ რომლის სუნთქვა სდა პაწაწანი ხელებს ახლა ვგრძნობ ჩემს გულზე ისე ცხადად ვგრძნობ შენს სუნს მინდა რომ წამი გაიყინოს ყველაფერი გაჩერდეს და ეს წამები სამუდამად ჩამებეჭდოს მეხსიერებაში.

სიყვარულით დედა



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

ძალიან თბილი სიტყვებია❤❤❤ცოტა სევდიანიც❤❤❤გული ამიჩქროლდა :'( ❤❤❤❤სასწაულიაა დედაშვილობა❤

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent