შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტაჭკე

26-08-2016, 03:56
ავტორი VIKTA
ნანახია 1 496

სოფელში,ჩემი სახლის ქვედა სართული გაქირავებული ჰქონდა ბებიაჩემს, საწყობი იყო და წინა ეზოშიც მუდმივად ირეოდა უამრავი ადამიანი. მაგრამ ჩემს ყურადღებას ყოველთვის ერთი კაცი იქცევდა,არც მოხუცი იყო და არც ახალგაზრდა, ალბათ 50 წელს გადაცილებული იქნებოდა,ან ვინ იცის ? ეგებ უფრო ახალგაზრდაც კი ყოფილიყო, მაგრამ ვაი ამ ცხოვრებას! ხანდახან ისე გვექცევა, ისე გვტკენს და ჩნდება ჩვენს სახეზეც ადრეული ნაოჭები, სხვებს სიბერის ჰგონიათ მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თითოეული ნაოჭი, ჩვენი დარდია... იმ კაცის, არც სახელი ვიცი არც გვარი, მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცი რომ, როგორც ჩვენთან ეძახიან "მეტაჭკეა", დადის დასვრილი ტანსაცმლით, და ძლივს ძლივობით დაათრევს "ტაჭკას" რომელზეც უამრავი რამ უდევს. რადგან ჩემს ეზოში საწყობია, ხშირად ვხედავ, მაგრამ გულს რაც მტკენს ისაა, რომ ყველა ეჩხუბება, ეზოს შემოსასვლელთან დიდხანს თუ გაჩერდა მანქანიდან ყვირილით ეძახიან გაიწიეო, ესეც შეშინებული, ხმას არ იღებს, წვალებით გაწევს "ტაჭკას" და უხმოდ მიდის გზაზე. მანამ ვუყურებ ხოლმე, სანამ თვალს არ მოეფარება, მე ვერ მხედავს, ჩემი ოთახის ფანჯარა წინა ეზოს გადაჰყურებს, ფანჯრიდან ჩუმად ვიჭყიტები ხოლმე და მის შემხედვარეს გული მეკუმშება. ერთხელ ეზოში შემოვიდა,იმდენი რამე მოჰქონდა თავი ვერ შეიმაგრა, დაეცა და რასაც ეზიდებოდა ისიც ძირს გადმოეყარა, მხოლოდ ერთი კაცი მიეშველა და წამოაყენა, ტვირთზე ხელი არ ახლებინა თვითონ დააწყო, და ისევ წვალებით გავიდა ეზოდან...
უცნაური კაცია, ეზოში ვიდექი, ყურსასმენები მეკეთა და ჩემი მეგობრის მოლოდინში საერთოდ ვერ შევამჩნიე როგორ მომიახლოვდა, შეხება რომ ვიგრძენი ყურსასმენი მოვიძვრე და გავხედე, უხეშად მეუბნებოდა გაიწიე გზა მომეციო. სხვა შემთხვევაში ალბათ გავბრაზდებოდი, მაგრამ მის უხეშ და ბრაზიან ტონს ჩემზე არ უმოქმედია, უკაცრავად-თქო ვუთხარი, გავუღიმე და გვერდზე გავიწიე. ახლაც, ორიოდ წუთის წინ დავინახე ფანჯრიდან როგორ უყვიროდნენ ისევ." მეტაჭკეც" ჩუმად იყო, გატრიალდა და წავიდა, მანამ ვუყურებდი სანამ თვალს არ მოეფარა. ცრემლი წამომივიდა, ნუთუ ასეთია ცხოვრება? ისიც ხომ იყო ჩემხელა ? მასაც ჰქონდა ოცნებები, მიზნები, იმედები! ალბათ არასდროს წარმოედგინა, რომ ოდესმე ტვირთის გაჭირვებით ზიდვა და სხვების ჩხუბის, გაბოროტებული, გაბრაზებული და ქედმაღალი მზერის ატანა მოუწევდა! ცხოვრება მწარეა! ძალიან მწარე! მაგრამ სინათლის წერტილი ხომ ყველგანაა? ჰოდა მეც, ფანჯრიდან მომზირალი, იმედს არ ვკარგავ, რომ იმ კაცს, იმ "მეტაჭკეს" რომელიც ჩაფიქრებული მიუყვება გზას და მიაგორებს "ტაჭკას", საღამოს სახლში დაღლილს მისი ოჯახი დახვდება, თბილი თვალებით მომზირალი ცოლ-შვილი, რომლებიც დაავიწყებენ მთელს დაღლილობას და აჩვენებენ მას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მშენიერია!

№1  offline წევრი mimimimo

სათაური რა უბედურებაა?
მეტაჭკე? - იქნებ გამარკვიო.
სხვათაშორის 'ტაჭკა' კი - არა, 'ტაჩკაა' ეგ.
(რუსული სიტყვა.)
მოცულობა მცირეა.
ამდენი 'ტაჭკა, მეტაჭკე' რა ამბავია?
ნაცვალსახელებიც არსებობს.

მეთქი, თქო, ო - არასწორად იყენებ.
უბრალოდ რაღაც მცირე აღწერაშიც ჩანს, რომ შეგიძლია წერა.
სხვა სათაური, რომ ჰქონოდა უკეთესი იქნებოდა.

წარმატებები!

№2  offline წევრი nini :)

auuu dzaaan momewonaaa dzaan interesic vkitxulobdi, mcire iyo magram dasafiqrebeliiii, martlac metachke tu ara arseboben iseti adamianebi romlebic tundac imis gamo rom lukma-puri ishovon dzalian mizerul tanxasac kmayofildebian da mushaoven iset samyshaoze rac sxvisi tvalit mis damcirebas gamoiwvevs, magram yvela adamianebi vart sheidzleba chvenc mogviwios aset samushaoze mushaoba magram cavfiqrdet ert rameze, mashin roca chven davcinodit adamians mashin chvenc dasacinebi vart, amitom gavitvalidwinot es

№3  offline წევრი VIKTA

mimimimo
სათაური რა უბედურებაა?
მეტაჭკე? - იქნებ გამარკვიო.
სხვათაშორის 'ტაჭკა' კი - არა, 'ტაჩკაა' ეგ.
(რუსული სიტყვა.)
მოცულობა მცირეა.
ამდენი 'ტაჭკა, მეტაჭკე' რა ამბავია?
ნაცვალსახელებიც არსებობს.

მეთქი, თქო, ო - არასწორად იყენებ.
უბრალოდ რაღაც მცირე აღწერაშიც ჩანს, რომ შეგიძლია წერა.
სხვა სათაური, რომ ჰქონოდა უკეთესი იქნებოდა.

წარმატებები!

მეტაჭკე, ისე მიწერია როგორც ეძახიან რეალურად. ჩემი პირველი ჩანახატია, შენიშვნებს გავითვალისწინებ შემდეგში, მადლობა!

nini :)

შრომა და არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახის იქნება ეს, დასაცინი არასდროსაა, უბრალოდ ძალიან ბევრს ეს არ ესმის, სამწუხაროდ.
მიხარია თუ მოგეწონა:)

№4  offline წევრი mimimimo

VIKTA

ელემენტარული ის მაინც უნდა იცოდე რომ რუსულად არის Тачка.
მეტაჭკეს სად "ხმარობენ"? smirk

№5  offline წევრი VIKTA

ყველგან სადაც ეს სიტყვა გამიგონია მხოლოდ ამ ფორმით, იმ ადამიანსაც სწორედ ასე მიმართავენ და მეც ასე დავწერე. მაგრამ ვფიქრობ,რომ აქ მთავარი არ არის ტაჩკა ეწერება თუ ტაჭკა.

№6  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent