მეექვსე გრძნობა
ხეები მატარებლის ფანჯრებში მიფრინავენ...მთელი სისწრაფით მირბიან არავის და არაფრის ნახვა არ სურთ...ბინები დიდი ხანია გათავდა და ტყე დაიწყო, მწვანე, დაბურული ტყე...ფანჯარაში ჩემს ანარეკლს ვხედავ, მოწითალო თმებს... თავი მინაზე მაქვს მიყრდნობილი და შორს ვიყურები...არა, მე არც ხეებს ვუყურებ, არც მთებს ტყის უკან და არც იმ მთებს დიდი ხნის ცქერის შემდეგ რომ შეამჩნევ ... არა, მე სადღაც უფრო შორს ვიყურები, არაამქვეყნიურ სამყაროში ვიცქირები და ვეძებ...არ ვიცი ვის ან რას ვეძებ...იქნებ მას ვეძებ ან პასუხს კითხვაზე...ხანდახან მატარებლის შეხტომა გამომაფხიზლებს, შევხტები, შევცბუნდები როგორ გაბედეთ ჩემი დაბრუნება–მეთქი ვფიქრობ. მოვიხედავ და კუპეში ჩემს ძმას ვხედავ კართან ზის და იქიდან უყურებს ფანჯარაში ბუნებას, თითქოს ახლოს მისვლის და შიგნით ჩაკარგვის ეშინია...ჩემი მზერა გამოაფხიზლებს შემომხედავს არ იღიმის, არც ტირის, მაგრამ ვხვდები იმას ეძებს რასაც მე...,,უსიტყვო დიალოგით’’, თვალებით ვსაუბრობთ, დიდი ხანი და მერე ისევ ფანჯარაში ვიყურებით...თითქოს ეს მატარებელიც რაღაც დიდი, ძალიან დიდი მოგონების, ტკივილიანი მოგონების მატარებელი ხუნჯინია... ვჩერდებით, ორიოდე ჩანთას ვიღებთ სკამებზე ერთმანეთზე რომაა დალაგებული, ვიღებთ და მივდივართ...მატარებლიდან ჩამოვდივართ და გზას უსიტყვოდ ვაგრძელებთ... ნაცნობმა მოსახვევმა ტკივლი მოიტანა...ვხვდები რომ დემეტრეც ფეხს უჩქარებს, ძალიან უჩქარებს... და ჩერდება, ტრიალდება და მიყურებს, მის თვალზე ცრემსლ ვხედავ...უჩვეულო არ არის ცრემლი. ის ჩვენი ახლო ,,ნათესავია’’, შეიძლება ითქვას ყველაზე ახლოც კი...თავს დაბლა ხრის, ჩანთას დებს, ქვეშიდან მიყურებს... მოდის და მეხუტება...ყელში ბურთი მაწვება, მაგრამ ვყლაპავ და ამ ცრემლის მაგიერ მაისურზე ვუჭერ ხელს...მერე ნელ–ნელახელს ვადუნებ, ჩახუტება იშლება და ერთმანეთს ვშორდებით, ვაგრძელებთ გზას თითქოს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს ისევ იმ დისტანციით მივდივარ და ნაცნობ მოსახვევში აჩქარებული პულსით და შენელებული ნაბიჯით ვუხვევ... გზის ბოლოს კაცი დგას, თეთრი კაცი...თეთრი წვერით და თმით...თითქოს თოვლმა გაუთეთრა მაგრამ ვის გაუგია აგვისტოს თოვა?! ტკივილით დათოვლილია, შეკრული კოპებით იყურება და ოდნავშესამჩნევი ღიმილით იღიმის...მტკივა...ეს პაპაჩემია...ჩემი თეთრი პაპა, ჩემი პაპიკოა, მონატრებული პაპიკო...,,ხელში ქუდს ნერვიულად ჭმუჭნის’’ და უკვე ფართო ღიმილით იღიმის. დემეტრეც ფეხს საგრძნობლად უმატებს, არა კი არ უმატებს მირბის...მირბის და მიაღწია...რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას ჩანთას ძირს დებს, ჩერდება, პაპა ხელებს შლის, ისიც ნაძალადევი ნაბიჯებით მიდის და გულში ისე ეკრობა, ისე ეხუტება, ერთიშეხედვით იფიქრებ ვერ ააგლეჯო...ასე დიდხანს არიან...მეც ვუახლოვდები ნელი ნაბიჯით. თქვენი აზრით გაქვცევა არ შემიძლია? თქვენი აზრით მასზე ნაკლებად მიყვარს პაპა? არა უბრალოდ რაღაც გრძნობა არ მაძლევს ამის უფლებას, სიამაყე თუ თავმოყვარეობა...არ ვიცი, მაგრამ არ შემიძლია წამები საუკუნეებად მექცევა, ვგრძნობ რომ პაპა მიყურებს, ვგრძნობ მისი მზერა ჩემსკენაა მომართული... მივდივარ და არ ვჩერდები ჩანთასაც მოძრავი ფეხით ვდებ მიწაზე, მივდივარ და ვდგები, მის წინ ვდგები და ლურჯ ზღვაში ვიყურები...პაპა დემეტრეს ,,იგლეჯს’’ მე აღარ მივდივარ, პაპა მოდის ჩემთან და მეხუტება. –ჩემი თამარ დედოფალი!..–ესღა აღმოხდება და რაღაც ძალიან ნაცნობი, ტკბილი და მძლავრი ჩახუტებით მეხუტება...მე კი ხელებში ძალა მელევა მხოლოდ იმის უნარი მაქვს რომ ხელები მოვხვიო, ვხვდები რამხელაა პაპა და რაოდენ პატარა ვარ მე... სოფლისკენ გზას ფეხით მივუყვებით...მე და პაპა ერთად მივდივართ, დემეტრე წინ მიდის ცხენთან ერთად. ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ ყველაფერზე...გზა დიდია, სლაპარაკო ბევრი...მთები გვისმენენ, ფოთლები დედებს წყდებიან და ძირს ჩვენთან მოფრინავენ რომ ერთი სიტყვა მაინც გაიგონ, ერთი სიტყვა ჩვენი დიალოგისა...ნაცნობი მთები, ნაცნობი ველები, ნაცნობი სახლები აქაიქ ჩადგმული, ბალახით დაფარული მინდვრები...ესაა ჩემი სახლი, ესაა ჩემი ოჯახი...აი ორღობეც... უკვე ვხედავ... სულ მალე შევუხვევ და სახლს დავინახავ, სახლს ლურჯი ჭიშკრით და დიდი ეზოთი...ეს ორღობე სიხარულის ორღობეა ერთადერთი რამ სიხარულისა ამ სოფელში, მხოლოდ ამ ორღობის დანახვისას არ მეუფლება ტკივილი, სულისშემძვრელი ტკივილი, ტკივილი მთელს ჩემ სხეულს რომ დაეუფლება და მოიცავს ხოლმე... პ.ს. გთხოვთ შემიფასეთ კომენტარებში და თუ მოგეწონათ აუცლებლად გავაგრძელებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.