შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროს მიაქვს


28-08-2016, 23:51
ავტორი N.yviralashvili
ნანახია 1 617

-ეს იყო მისი ბოლო შეხება! - იმ დღის შემდეგ მე ის აღარ მინახავს, მისი ხმაც აღარ მსმენია, არც მიმოწერა, საერთოდ არაფერი. ის ჩემი ცხოვრებიდან გაქრა.. ჰოო, ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ მან მე სიკვდილისთვის გამიმეტა..! იცით, მისი წასვლის შემდეგ ყოველი დღე ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, ვხვდებოდი დღითი დღე როგორ ვკვდებოდი..ვიცოდი ის აღარასდროს მოვიდოდა, გულის სიღრმეში მაინც მქონდა მისი დაბრუნების იმედი...მე ის სამყაროს მერჩია, მის გამო თავსაც გავწირავდი, ის კიი...უბრალოდ დაიკარგა,სიყვარულს ხომ ვერ დააძალებ ადამიანს, აღარ ვუყვარდი, ან შეიძლება არც არასდროს ვყვარებივარ! მე კი ყოველ დღე ველოდი მის გამოჩენას...მან მე დიდი ნაკვალევი დამიტოვა, ისეთი ნაკვალევი, რომელის წაშლასაც ვერასოდეს ვერავინ შეძლებს! ის ჩემში დავმარხე, როგორც სამუდამო სიყვარული, ის სულ ჩემთან იცხოვრებს, მის მეტი ვერასოდეს ვერავინ შემეხება, ვერავინ მაკოცებს, ვერავინ მომეფერება, მასავით თბილად ვერავინ ჩამეხუტება... იცით, ერთ დღესაც გავიღვიძე, თვალები გავახილე და დავინახე ჩემს წინ ის ადამიანი, ვის გამოჩენასაც წლები ველოდი და ვოცნებობდი. ჩემი სიყვარული დამიბრუნდა, მე ის ისევ გაგიჟებით მიყვარდა, მისმა დანახვამ ისევ ძველებურად იმოქმედა ჩემზე, ტანში გამცრა, რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა დამეუფლა, მინდოდა ჩავხუტებულიყავი, მეკოცნა და მეთქვა თუ როგორ ვოცნებობდი მასზე და როგორ ველოდი ამ დღის დადგომას, თუ როგორ მიყვარდა, და რომ მისი წასვლის შემდეგ ჩემთვის არავის უარსებია, თუმცა ვერ შევძელი...მას ვერ ვაპატიე საკუთარი თავის ცოცხლად გლოვა, ვერ ვაპატიე ჩემი უაზროდ დაღვრილი ცრემლი, სისხლი მეყინებოდა ისე მინდოდა მასთან, მაგრამ ვერ შევძელი....ვერ ავხსნი ეს რა იყო, მე ხომ მის გამოჩენას ყოველ დღე ველოდი, მე ხომ ის ისევ მიყვარდა, აბა ეს რა იყო? რატომ ვერ შევძელი მის გვერდით ყოფნა? - არ ვიცი, ერთადერთი რამ რასაც ალბათ ვერასოდეს ავხსნი ჩემი ასეთი რეაქცია იყო...მე მის გარეშე ცხოვრება ვისწავლე, მე ის გამოვიგლოვე, თუმცა ვერ დავივიწყე...მე ის დღესაც მიყვარს, ის ჩემი ერთადერთია, ის ჩემს გულში დავმარხე როგორც "სამუდამო სიყვარული"..!!!



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent