შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ყველგან ხარ


31-08-2016, 22:53
ავტორი VIKTA
ნანახია 2 796

მეუბნებიან დრო გავა და დაგავიწყდებაო.
მეუბნებიან დრო გავა და მოგონებები გაუფერულდებაო.
მეუბნებიან დრო გავა და გადაგიყვარდებაო... მაგრამ მათ რა იციან, რომ ეს ყოველივე შეუძლებელია.
როგორ დაგივიწყო, როცა ყველაფერი ჩემს ირგვლივ შენს თავს მახსენებს. ყველაფერს წავშლი, გადავაგდებ, დავხევ, გავაქრობ, მაგრამ მოგონებებს რა ვუყო?! როგორ გავაუფერულო ? საკუთარ სახლშიც კი სული მეხუთება, აქაც ყველგან ხარ მოდებული, ყველა კუთხეში შენს სახეს ვხედავ. სადაც არ უნდა გავიხედო, სადაც არ უნდა წავიდე, რაც არ უნდა ვქნა, მაინც ყველგან ხარ. სულ თან დამსდევ და მოსვენებას არ მაძლევ. ღამით ფანჯრიდან ვიყურები და მეტირება, მეტირება იმიტომ რომ იქ ხარ, უფრო სწორედ იქ ვართ, ჩემს ფანჯარასთან ვდგავართ წვიმისგან სრულიად გალუმპულები და ერთმანეთს ვემშვიდობებით, შემდეგ მარტო ვრჩები და სახლში შემოვდივარ, უაზროდ ბედნიერი..
იქნებ ეს არის ჩემი ტვირთი? მთელი ცხოვრება უნდა გხედავდე და თან ჩემს გვერდით არ უნდა იყო.
იცი? დამღალე! ძალიან!
ნეტავ იცოდე როგორ მინდა ყველაფერი გაქრეს. აი ასე, მინდა რომ მორჩეს!
მინდა თვალები დავხუჭო და რომ გავახელ აღარ მიყვარდე! მინდა!
ღმერთო! საკუთარი თავის მოტყუებაა ეს ყველაფერი. მენატრები.. რაც არ უნდა ვთქვა, როგორც არ უნდა დავმალო მაინც ყელში მიჭერს ეს გრძნობა.
მაბნევ...
ისევ მაბნევ...
წვიმს და მე გელოდები, იმედს არ ვკარგავ რომ მოხვალ. სასწაულს ველოდები, მინდა გამოჩნდე, ვიცი შეუძლებელია, მაგრამ გელოდები, სრულიად სველი ვარ და გელოდები!
მოდი
მოდი, გთხოვ...



№1  offline წევრი Naniko123

საინტერესო ჩანახატია... მომწონს შენი წერის სტილი . იმედია ახლო მომავალში უფრო ვრცელ ისტორიებს ატვირთავ

 


№2  offline წევრი VIKTA

Naniko123
საინტერესო ჩანახატია... მომწონს შენი წერის სტილი . იმედია ახლო მომავალში უფრო ვრცელ ისტორიებს ატვირთავ

დიდი მადლობა !

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent