შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო გავა და...


12-04-2015, 22:43
ავტორი BvBArMy
ნანახია 4 889

ზოგჯერ, რომ გადარჩე, ისიც საკმარისია, ადგე და წყლის ნაცვლად არაყი დალიო, მოკლემკლავიანი მაისურის ნაცვლად გრძელსახელოიანი ჩაიცვა, თმა აიჩეჩო, წვერი მოუშვა და ასე… უბრალოდ, რაღაც უნდა შეცვალო, ძველებურად აღარ გაგრძელდე.

დრო გავა და...


თუკი ამბავი, რომელიც მოხდა,მხოლოდ მაშინ გახსენდება,როცა ჩაივლი იმ ადგილთან, სადაც ეს მოხდა,საკითხავია,რომელ თქვენგანს ახსენდება–შენ თუ ადგილს?და თუკი ადგილს,საკითხავია, მუდამ ახსოვს ის ამბავი, რომელიც მოხდათუ მხოლოდ მაშინ ახსენდება,როცა ჩაივლი?

დრო გავა და...


თუ მატარებლები სადგურში დგანან, ადამიანები როგორღა გვტოვებენ? უცებ რომ მორჩეს ყველაფერიდა თვალები აღარ იყოს თვალებიდა ხელები აღარ იყოს ხელებიდა გული აღარ იყოს გული...მე არავინ მყავს, ვინც ადგილზე გაიყინება. უცნაურია, ბედნიერებაზე ვფიქრობ და ის საღამოები მიდგას თვალწინ,ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს დადგება. ვერცერთი ღამე გავიხსენე, ვერცერთი დილა,შენი სუნით გაჯერებული. რა მაწერინებს ამ ყველაფერს, რა არ მეშვება? ... არ ვარ ის კაცი, ვინც ცხოვრებას თავიდან იწყებს.არც ის კაცი ვარ,კატასავით ცხრა სული რომ აქვს. მე თუ წავედი, მატარებლით არასდროს წავალ.მე თუ წავედი, მოაჯირზე დავკიდებ სხეულს

დრო გავა და...


მხოლოდ მუსიკა იყო ძვირფასი ჩვენს სახლში და მხოლოდ მას ვერ ეხებოდა ჩვენი სიღარიბე.

დრო გავა და...


ისეთი ადამიანებიც არიან, რომ გტოვებენ მაგრამ არსად მიდიან. საკუთარ სისხლში იგროვებენ შენს სიმარტოვეს და არასოდეს ბრუნდებიან.

დრო გავა და...


ჩაკეტავს მალე ეს ზამთარი ყველა შესასვლელს, და აპრილამდე სულში სითბოს რაღა შეავსებს...

დრო გავა და...


ყველაფერს თავისი დრო აქვს! ყველაფერს თავისი დრო აქვს! ვუმეორებ საკუთარ თავს და ვიმსუბუქებ ცხორებას , რომელსაც ყველა ხორცისმჭამელ ცხოველზე - ბასრი კბილები აქვს !



№1  offline წევრი ReeD ))

რა კარგი სიახლე იყო, აიი რაღაცნაირიი <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent