შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარადოქსული ბედნიერება


3-09-2016, 13:05
ავტორი enni
ნანახია 1 407

პლანეტა-ამოუცნობი,მდებარეობა-ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო.სახელმწიფო-იკიგა.მმართველობა-სახეცვლილი ტირანია.მმართველები: ძალმომრეობა,სიყვარული,რწმენა,იმედი.საუკუნე-XIX -ე... აი,სწორედ ამ პატარა სახელმწიფოში ვცხოვრობ მე.რაო,არ გაგიგიათ?ალბათ,იმიტომ,რომ ეს პატარა სახელმწიფო და პლანეტა თვითონ შევქმენი ჩემს გონებაში,როდესაც დედამიწიდან წასვლა გადავწყვიტე.უბრალოდ,ერთხელაც მივხვდი,რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა და რადგან თვითმკვლელობა ცოდვა თუ არა დიდი მინუსი მაინც არის გადავწყვიტე ამ გზით გავცლოდი ყოველივეს.საოცარი კი ის იყო,არავის უგვრძვნია ჩემი დედამიწაზე არყოფნა.ვინაიდან,მხოლოდ გონებრივად დავტოვე თქვენი სამყარო,მაგრამ მუდმივად ვადევნებდი თვალს ყოველგვარ ცვლილებებს,იქნებ დაბრუნება ღირდეს მეთქი,მაგრამ წლები შემოდგომის ფოთლებივით გაიცრიცა და მივხვდი,რომ არასდროს დავტოვებ იკიგას.
დიდხანს ვფიქრობდი,როდის დაიწყო ეს ყველაფერი და დავასკვენი ერთი რამ:ყოველთვის ჩემებურად რთული ვიყავი,მაგრამ სიტუაცია მაშინ დამძიმდა,როცა სრულიად გაუცნობიერებლად კალამი ავიღე ხელში და სუფთა ფურცელზე ლამაზად გადავიტანე ჩემი არეული ფიქრები.შევაკოწიწე დამსხვრეული იმედები და ოცნებები...გარკვეული დრო დამჭირდა იმის მისახვედრად,რომ რასაც ვაკეთებდი ლამაზი იყო და გავაცნობიერე ისიც თუ რას ნიშნავდა ჩემთვის სილამაზე.სწორედ მაშინ გავუღიმე სამყაროს პირველად და მზემ ღიმილი მომტაცა,იმ დღიდან ვისწავლე ღიმილი და შემდგომ თამამად განვაგრძე წინსვლა.როცა მივხვდი,მიზანი მიღწეული იყო მინდოდა ბედნიერებისგან მეყვირა,მაგრამ ვისწავლე დუმილი და აღმოჩნდა,რომ ამის მერე აღარაფერი დამრჩა სასწავლი...მერე კი შეიქმნა იკიგა.პატარა სახელმწიფო.თითქოს არაფერი,მაგრამ რეალურ დროს მოვწყდი და ჩემი სახელმწიფო ორი საუკუნით უკან დავაბრუნე.მიუხედავად იმ პერიოდის პოლიტიკური ვითარებისა ვფიქრობ,რომ მაშინ უნდა დავბადებულიყავი.ვინმეზე რამეთი მეტი ნამდვილად არ ვარ,მაგრამ არ მსურს უბრალო მოკვდავობა,ეს არ მაკმაყოფილებს,სწორედ ამიტომ შევცვალე დრო ჩემს განზომილებაში.ვთვლი,რომ უკვდავება მხოლოდ თავგანწირვით მიიღწევა,მაშასადამე თუ ერთადერთ სიცოცხლეს სწირავ რაღაცას ან ვიღაცას ამას აზრიც უნდა ჰქონდეს.თქვენს სამყაროში კი აბსურდულია თავგანწირვა.მწამს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ.სხეული ისედაც იხრწნება,მაგრამ ცოცხალ სულს,ვერ მოერევა დრო,რადგან თვითონ დრო უკვდავების მონაა.ხანდახან დროსაც უნდა გაჩერდეს და არ შეუძლია,ამიტომ გულმოსული აჩქარებს თავის მდინარებას და ყველა მოკვდავს ფსკერისკენ მიითრევს...ნებისმიერ შემთხვევაში მინდა თავისუფლება და მინდა უკვდავება.ჩემს სახელმწიფოში ტირანიის მიუხედავად მე თავისუფალი ვარ,სულერად თავისუფალი და ვებრძვი საკუთარი ფიქრების ზღვაზე ამოვარდნილ ქარიშხალს და ვერევი ტალღებს.იქნებ რაღაცით ვგავარ დონ კიხოტს,მაგრამ ეს ჩემი სიცოცხლეა და წარვმართავ ისე,როგორც მსურს.თუ მოვისურვებ სულ თავდაყირა დავაყენებ სამყაროს,დავწერ სულის მტკივან ძარღვებზე,შევძლებ შეუძლებელს და მიწიერ სიცოცხლეს შევწირავ მარადიულს.ცისფერი ანგელოზი მაჩუქებს ცისფერ ფრთებს,რომლითაც გავფრინდები სულების სასაფლაოსკენ,ზეცისკენ იქ სადაც არის უკვდავება და დედამიწაზე მოხეტიალე,მეამბოხე,ბრძოლით დაღლილი სული გადავალ მარადისობაში...
უკანასკნელი გაჩერება და მიღწეული სანატრელი განზომილება... სახელმწიფო- იმედისფერი.პლანეტა-სულეთი.მდებარეობა მე-9 ცა.მმართველი:პარადოქსული ბედნიერება...



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent