შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკითხაობა გვირილაზე


4-09-2016, 10:20
ავტორი enni
ნანახია 3 366

მახსოვს ბავშვობაში საათობით ვიჯექით ვარდისფერ ღრუბლებზე და მზის სხივებს ვიყოფდით.ხან თმას მიწეწავდი,რომ შენივე თითებით დაგევარცხნა.ამ დროს ისე მეკიდებოდა ლოყებზე ალმური,როგორც ზღვას ეწვის პირი,როდესაც საღამოობით მზეს ყლაპავს.ერთხელაც ,,ჩაჭრობანა“-ს თამაში მოგვინდა.მე გავექეცი ბურთს,მაგრამ დროის სარკმელს მოხვდა,მინა გაიბზარა.დრომ ბურთი კი არ წაგვართვა,როგორც ამას ჩვენი მეზობლები აკეთებდნენ,ორივეს ხელი გვკრა და ღრუბლებიდან მოგვისროლა დედამიწაზე.დამეკარგე.ეს ყველაზე ხანგრძლივი ,,დამალობანა“ იყო ჩვენს ცხოვრებაში.თითქმის შეუძლებელი შევძელი,დიდი ხნის ძებნის შემდეგ კიბეზე გიპოვე.ადიოდი,დაგიძახე,მაგრამ არც კი გაჩერებულხარ და მე მაშინ მივხვდი შენს გულს გერდა სჭირდებოდა,რადგან აშკარა იყო ჩვენს შორის ყინულის კედელი.
ყველაფერი ჩემი გვირილასთან სტუმრობით დაიწყო.პირდაპირ მთავარ კითხვაზე გადავედი.არ გამიმართლა,აღარ უყვარხარო ისეთი სიმკაცრით მითხრა გვირილამ,როგორც მშობლებმა იციან ჭამამდე ტკბილეულის აკრძალვა.არადა ყოველთვის ჯიუტად მწამდა,რომ სიყვარული ქმნის მარადისობას.მაგრამ სადღა იყო სიყვარული?ისიც კი არ ვიცოდი ჩამქრალი ნაკვერჩხალი თუ იყო მაინც დარჩენილი იმ გრძნობისაგან.ჰოდა,შენი გულის უბინაო მდგმურმა გადავწვიტე,სული შემებერა ფერფლისთვისაც კი,იქნებ ჩემი სითბოთი გამეღვიძებინა.შენ ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა იყავი,მე ერთით დაბლა.შენს დევნაში ვინ იცის მუხლები რამდენჯერ ვიტკინე,ამ დროის განმავლობაში კი ხელისგულებზე შევიგროვე ცრემლები,როგორც ყვავილის მტვერი და მოგიტანე.ვიგრძენი როგორ გაიღო შენი გულის დარაბები.სიყვარული ჯერ შეიჭვრიტა შიგნით,მერე ბეღურასავით მობუზული კუთხეში მოკალათდა. როცა მოშინაურდა ჩემი გულიდან წამოღებული სითბო შეურია მზის ცრემლებს და შენი გულის კედლების შეღებვა დაიწყო ვარდისფრად.ესეც არ იკმარა.იმედის წვეთები ბედისწერის ძაფზე წამოაცვა და კისერზე დამკიდა.ნელ-ნელა მივიწევდი ზემოთ შენსკენ.აი,რა მაკლდა მთელი ეს დრო,რწმენის ფრთები.შენს საფეხურზე დავეშვი.როცა იქიდან ქვემოთ ჩავიხედე პირღია ურჩხულივით მომეჩვენა სიცარიელე საფეხურებს შორის.რა მირაჟივით რამ ყოფილა კიბე.ასვლისას გგონია,რომ ერთი საფეხურიც და მორჩა,მაგრამ ხედავ,რომ ეს ბევრად მეტია.ფიქრებიდან შენმა შეხებამ გამომარკვია.ჩემი ხელები ისე გქონდა ჩაბღუჯული თითქოს გეშინოდა გალიიდან გათავისუფლებული ჩიტივით შენგან არ წავსულიყავი.არადა ადამიანებს ზუსტად ჩიტისოდენა გული აქვთ.სულ ცოტა სითბოა საკმარისი იმისთვის,რომ თევზივით აფართხალდეს,საზღვრებს მიაწყდეს და ისევ უკან დაბრუნდეს.მე გაგიღიმე.გულში ჩავიკარი შენი გაყინული თითები.მე ხომ იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები ვისთვისაც სიყვარული იწყება თვალებიდან,გრძელდება თითებით და გულში დაბინავებით სრულდება.
ახლა ჩვენ ხელჩაკიდებულები ავდივართ უსასრულო საფეხურებზე.ქარში ვფანტავთ ბედნიერ მზერას და ნელ-ნელა ღრუბლებს ვუბრუნდებით,სიყვარულის ღრუბლებს.ახლა მხოლოდ ერთი რამ მაფიქრებს,რა იყო გვირილას სიცრუის მიზეზი?ალბათ, მისი მარადიული მარტოობა არ აძლევს საშუალებას სხვების ბედნიერებით დატკბეს.როგორც ამბობენ: ,,გვირილა ყვავილთა სამეფო კონკიაა“,დედინაცვალმა ბუნებამ კი მას მინდვრებში მიუჩინა ადგილი.თანამედროვე პრინცები იქ აღარ დადიან.მე მჯერა, აუცილებლად დადგება დღე,როცა გვირილას სიმორცხვე და მხიარული პრინცი მიიზიდავენ ერთმანეთს.ახლა ქარიანი შემოდგომის დღეა.ბაბუაწვერები იფანტებიან ირგვლივ.სურვილი ჩაიფიქრე გვირილავ,საუკუნეების წინ სწორედ ასეთ დღეს იშვა სიყვარული...



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 


№2 სტუმარი Anuki

Ar mimartlebs siyvarulshi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent