შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ცხოვრება თვალწინ


4-09-2016, 19:28
ავტორი katie_sur
ნანახია 1 560

ეს ისტორია დაიწყო იტალიის ულამაზეს კუნძულზე სიცილიაში ქალაქ პალერმოში,სადაც მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობდით.მე ვარ 17 წლის გოგონა - ფრანჩესკა.დიდი ოჯახი არ მყავს მაგრამ ძალიან მიყვარს ისინი: მამა-პაოლო, დედა-კლაუდია და მყავს პატარა 12 წლის და-ვანესა.
მშობლებს ყოველთვის ძალიან ვუყვარდი და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემთვის განათლება მოეცათ.მე ვცდილობდი მათი იმედების გამართლებას. დღე და ღამეს ვასწორებდი,რომ მესწავლა და წარჩინებული მოსწავლე ვყოფილიყავი.რაც შეეხება ჩემი ოჯახის ფინანსურ საშუალებებს საკმაოდ ნორმალურად ვცხოვრობდით.ერთი სიტყვით განებივრებული ბავშვი ვიყავი და ყოველთვის მეგონა, რომ დამნაშავე არასოდეს ვიყავი. ყველა თვისებებთან ერთად ძალიან ამაყი ვიყავი,რამაც ჩემს ცხოვრებაზე წარუშლელი კვალი დატოვა...
სკოლაში ჩვეულებრივ 6 წლის შევედი.სკოლა ძალიან მომწონდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ მოვლენით.ჩემი კლასელები, როცა გავიცანი თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა, რადგან მეგონა, რომ ჩემსავით ბევრი ამხანაგი არავის ჰყავდა. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი...
გადიოდა დრო და მეც ვიცვლებოდი... ჩემი ხასიათი უფრო და უფრო იცვლებოდა, ხოლო მე ადამიანად ვიზრდებოდი...
რამდენიმე თვეა, რაც სკოლა დავამთავრე და წარმატებით ჩავაბარე ჩემს სასურველ უნივერსიტეტში. ყოველთვის ვოცნებობდი პალერმოს უნივერსიტეტში სწავლაზე,რომელიც თავისი განათლების დონით ერთ–ერთი წამყვანი უნივერსიტეტია.
როგორც იქნა დაიწყო სწავლა... ერთი სული მქონდა, რომ გამეცნო ახალი ჯგუფელები..პირველი დღე ქაოსი იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე და გავიცანი რამდენიმე ახალი მეგობარი.მათ შორის იყო ერთი პიროვნება,რომელიც განსაკუთრებით მომეწონა – კრისტიანო.

მე და კრისტიანოს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თავიდანვე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. იმდენადაც,რომ ერთმანეთს ყველაფერს ვუმხელდით...
გავიდა რამდენიმე თვე და მე და კრისტიანოს ერთმანეთი შეგვიყვარდა..ყველა ამბობდა, რომ საუკეთესო წყვილი ვიყავით...მე ქერა-ცისფერთვალება,ის კიდე შავგვრემანი და ლურჯი თვალებით.. მშობლებსაც მოსწონდათ ჩემი შეყვარებული და არ იყვნენ მისი წინააღმდეგნი. თითქმის ერთი წელი ერთად ვიყავით და ერთმანეთი უზომოდ გვიყვარდა,მაგრამ შურის მსხვერპლი გავხდით ორივე...
ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა ჯოვანომ გაავრცელა ჭორი თითქოს მასთან ისევ მქონდა ურთიერთობა,არავინ არ დაუჯერებდა, მაგრამ მას ჰქონდა სურათი,რომელშიც მე ვიყავი ნახევრად შიშველი. ფოტოზე თარიღი კი ამტკიცებდა რომ ეს სურათი ერთი კვირის გადაღებული იყო..ყველაფერი კი ასე დაიწყო..
ერთი კვირის წინ დამირეკა მობილურზე ,აღელვებული ხმა ჰქონდა მითხრა ცუდად ვარ მჭირდები მინდა რაღაც გითხრაო..ძალიან შემეშინდა და მივედი მომიყვა თითქოს ალკოჰოლისტი გახდა და თავს ვერ ანებებდა და უნდოდა დავხმარებოდი..სინამდვილეში ბლეფი იყო ეს ყველაფერი... შემდეგ სასმელი შემომთავაზა დავლიე და ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი..ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს..
დილას გავიღვიძე მის საძინებელში შიშველმა და მითხრა თითქოს ერთად ვიყავით გუშინო. ძალიან გავბრაზდი, რადგან მივხვდი რომ გამომიყენა და გამოვიქეცი.. არ ვიცოდი რა მექნა, რომ მეთქვა კრისტიანოსთვის ძალიან გაბრაზდებოდა და მიმატოვებდა, რადგან ძალიან თავმოყვარე იყო და არავის აპატიებდა ასეთ საქციელს– მეც კი, ამიტომაც გადავწყვიტე არაფერი მეთქვა..
ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში.მე,რომ სიმართლე მეთქვა შეიძლება ჩემი ცხოვრება ასე არ არეულიყო .. გულის სიღრმეში ისედაც ვიცოდი, რომ ამ ამბავს გაიგებდა და სჯობდა ეს ამბავი ჩემგან გაეგო,იქნებ ეპატიებინა მაშინ მაინც.
ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთ წვეულებაზე იმ დღეს გადაღებული ფოტო ყველას აჩვენა და მათ შორის კრისტიანოსაც.. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე; ცხოვრებაში ასეთი ზიზღით ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს და მაშინ მივხვდი, რომ სამუდამოდ დავკარგე და რაც არ უნდა მეთქვა ამ დამცირებას არასოდეს მაპატიებდა.. სადღაც გაიქცა...დავედევნე მინდოდა ამეხსნა რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ არც კი მომისმინა, მარტო ის მითხრა, რომ აღარასოდეს მენახა.... ასეც მოვიქეცი, რაღა უნდა მექნა, სირცხვილისგან თვალებში ვერ ვუყურებდი...
ერთმა შეცდომამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა და რაც ყველაზე სამწუხაროა ჯოჯოხეთად აქცია.. გავიდა რამდენიმე კვირა და ყველამ დაივიწყა ეს ინციდენტი, გარდა ორი ადამიანისა ჩემი და ჩემი ყოფილი შეყვარებულის –კრისტიანოსი.
რაც დრო გადიოდა მით უფრო ვბრაზდებოდი ჩემს თავზე და კრისტიანოზე , რადგან ასე ადვილად დაიჯერა ეს ყველაფერი და საშუალებაც არ მომცა მეთქვა სიმართლე... ერთხელ წვეულებაზე შევეცადე ამეხსნა ამჯერად მომისმინა , მაგრამ არ დამიჯერა.. მითხრა :
-შენ გგონია ამ სისულელეს დაგიჯერებდი?
გაიცინა და წავიდა.. თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი. გავეკიდე, გავაჩერე და ვუთხარი:
-ინანებ, რომ არ დამიჯერე.. დრო მოვა და დაჩოქილი მთხოვ პატიებას...როდესაც ეს მოხდებოდა მეც ისევე მოგექცევი, როგორც შენ მომექეცი...
გავტრიალდი და წავედი...
ამ დღის შემდეგ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ დავივიწყებდი კრისტიანოს და აღარ ვნახავდი მის სახეს.. მართლაც ჩემი ახალი ცხოვრება ახალ სასწავლებელში თავიდან დაიწყო.. ჩემი სანატრელი უნივერსიტეტი დავტოვე , რომ დამეწყო ახალი ცხოვრება სადაც თვალში კრისტიანო არ შემეჩეხებოდა..გავიდა რამდენიმე თვე და თითქოს შევძელი მისი დავიწყება.. მართალია სულ არ დამვიწყებია, მაგრამ ისე ხშირად მაინც აღარ ვფიქრობ მასზე.. ალბათ მართალს ამბობენ,რომ “დრო ყველაფრის მკურნალია”.. კრისტიანოზე ინფორმაციას მაინც ვიგებდი---მინდოდა ეს თუ არა, რადგან საერთო მეგობრები გვყავდა და რატომღაც ეგონათ, რომ დამაინტერესებდა მისი ამბავი და როდესაც ჩემთან მოდიოდნენ ყოველთვის ახსენებენ მას..არ ჯეროდათ, რომ დავივიწყე, რადგან იციან როგორ გვიყვარდა ერთმანეთი..თუმცა მართლა..ძნელია იმის დაჯერება, რომ ასეთი სიყვარული უბრალოდ გაქრა...
ერთხელ როცა ჩემი მეგობრები : ჯულიეტა და კლაუდია მოვიდნენ შევატყვე, რომ ნერვიულობდნენ..ცოტა არ იყოს შემეშინდა და ვკითხე რა ხდებოდა. თავიდან არ აპირებდნენ თქმას ,მაგრამ მერე მომყვეს, რომ კრისტიანო სულ სვამს და დედამის ეჩხუბა ყველას თვალწინ არა და ყველამ ვიცით დედაზე გიჯდებოდა ისე უყვარდა.. დავინტერესდი და ვკითხე: კი მაგრამ რატო მ ეჩხუბა დედამისს? გოგოები დაიბნენ და მითხრეს:
-შენს გამო..
სიმართლე გითხრათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთ პასუხს..გავშეშდი,გავფითრდი გოგოებს შეეშინდათ და გაჩუმდნენ ..
ერთი სული მქონდა გამეგო რატომ ჩემს გამო. გოგოებმა მითხრეს:
-მთელ დარბაზში ადანაშაულებდა დედას, რომ მისი ბრალი იყო თქვენი დაშორება და მის უბედურებაში ის იყო დამნაშავე..
ვერაფერი გავიგე დედამისი რაღა შუაში იყო.?.ძალიან დავიბენი.. ერთი დაზუსტებით ვიცოდი , რაღაც იყო ისეთი, რაც არ ვიცოდი ამ ამბის შესახებ. გოგოებმა არაფერი იცოდნენ თუ რატომ ადანაშაულებდა დედას. გადავწყვიტე მივსულიყავი და პირდაპირ მისთვის მეკითხა..გზაში რომ მივდიოდი გული ამიჩქარდა, რადგან ვნახავდი ადამიანს, რომელიც მიყვარდა და ალბათ ახლაც მიყვარს, მაგრამ არ ვუტყდები ჩემს თავს..ძალიან ვნერვიულობდი. სანამ სახლთან მივიდოდი რამდენჯერმე გადავიფიქრე კიდეც წასვლა,მაგრამ უკვე სადარბაზოსთან ვიყავი...
შევედი სადარბაზოში და როდესაც კარებს მივუახლოვდი, იგი უცებ გაიღო და კრისტიაონო გამოვიდა. გაშეშდა და მიყურებდა... ეტყობოდა, რომ ჩემს ნახვას არ მოელოდა.. მეც დავიბენი ხმა ვერ ამოვიღე.. კრისტიანომ მკითხა მის სანახავად თუ ვიყავი მისული. მე კიდევ ვიუარე და ვუთხარი, რომ სანახავად არა, უფრო რაღაცის გასარკვევად..გაჩუმდა არ ვიცი მიხვდა თუ არა რისი მოსმენა მინდოდა მისგან. სახლში დამპატიჟა და შევედით.. ისევ თვითონ განმუხტა სიტუაცია დასალევი შემომთავაზა.მე უარი ვუთხარი და პირდაპირ ვკითხე:
- მითხარი სიმართლე იმ დღეს რა მოხდა სინამდვილეში?..
დაიბნა და მითხრა:
-მგონი შენ იყავი იქ და არა მე...
ძალიან გავბრაზდი თავს, რომ ისულელბდა და ვუთხარი:
-მშვენივრად მიხვდი რასაც გეკითხები. მითხარი დედაშენი რა შუაშია ამ ამბავთან?!
გაშეშდა მიხვდა, რომ ყველაფერი ვიცოდი იმ დღის შესახებ როცა დედას ეჩხუბა.. მან მკითხა:
-უკვე მოასწრეს შენთვის ენის მოტანა?!
-და მაგას ენის მოტანა რად უნდა?! ისეც მთელი ქალაქი მაგაზე საუბრობს.
-ხო მართალია დედაჩემი დამნაშავეა და ამ ამბავთან პირდაპირი კავშირი აქვს ამიტომაც წამოვედი სახლიდან და აღარ მინდა მისი დანახვა.
ასეთ პასუხს არ მოველოდი გავჩუმდი და ვუთხარი:
-იქნებ თქვა რაც შენ იცი, თუმცა არა მე...
კრისტიანოც მიხვდა,რომ შეწინააღმდეგებას და დროის უაზრო გაწელვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც დაიწყო:
-მე ერთადერთი ის ვიცი, რაც ჯოვანოს წამოცდა სიმთვრალეში.მან მითხრა, რომ თურმე სინამდვილეში დედაჩემის იდეა იყო, რომ შენთვის თავი შეეცოდებინა და ესე მოეგო შენი გული, შემდეგ კი მის სახლში მისულიყავი. ისიც მითხრა, რომ დედაჩემს ერთი სული ჰქონდა დავეშორებინეთ და ფული გადაუხადა, რომ ეს სიბინძურე გაეკეთებინა. ეს ამბავი, რომ გავიგე ძალიან გავბრაზდი შენზეც და დედაზეც.
გამიკვირდა:
- ჩემზე რატომ?! მე ხომ მათი მსხვერპლი ვარ ...
დადუმდა შევატყვე, რომ ამის თქმა არ უნდა და მაინც მითხრა:
-შენზე იმიტომ, რომ დედა მართალი აღმოჩნდა..შენ მართლაც მიირბინე მასთან, როგორც კი დაგირეკა..
-კი მაგრამ ჩვენ მეგობრებად დავრჩით და როცა მეგობარი გირეკავს და გეუბნება ცუდად ვარო,შენი დახმარება მჭირდებაო რას იზამდი?მიატოვებდი?
გაჩუმდა მისმენდა და ფიქრობდა...არაფერს ამბობდა...უცებ ხმა ამოიღო და მკითხა:
-როგორ აღმოჩნდი მის საწოლში თან შიშველი...???
წარმოდგენა არ მქონდა რა მეპასუხა,როგორ ამეხსნა ის რომ აზრზე არ ვიყავი და არ ვიცოდი ის თუ, როგორ აღმოვჩნდი იქ..არ დამიჯერებდა..მაგრამ მაინც ვუთხარი:
- წარმოდგენა არ მაქვს როგორ აღმოვჩნდი საწოლში თან შიშველი..ერთადერთი რაც მახსოვს სასმელი დავლიე ერთი ჭიქა და მერე თავი ცუდად ვიგრძენი..მან მითხრა წამოწექიო და მე უარი ვუთხარი..მერე რა მოხდა არ ვიცი..დილას გავიღვიძე და შიშველი ვიწექი საწოლში..ძალიან დავიბენი.ჩავიცვი და გავიქეცი..ვაპირებდი შენთვის თქმას, მაგრამ არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ის, რაც თვითონაც არ მახსოვდა..თან ვიცოდი არ დამიჯერებდი და ამას არ მაპატიებდი..
მისმენდა..შევატყვე რომ გულზე მოხვდა ჩემი სიტყვები..სახე შეეცვალა უცებ და მითხრა:
-ესე არაფერი ხდება..უცებ სხვის საწოლში შიშველი აღმოჩნდი და არ იცი როგორ?! ხუმრობ? ნუთუ გგონია ამას დავიჯერებ?... კარგი, მგონი სჯობს წახვიდე, აღარ მინდა ამაზე საუბარი..როგორც ჩანს ეს იყო ჩვენი ბედი.

ძალიან მეწყინა..მეგონა დამიჯერებდა, მაგრამ შევცდი..ხმა არ ამომიღია ავიღე ჩანთა და წამოვეიდი...გზაში ვფიქრობდი მართლა, რომ ვყვარებოდი მაპატიებდა და ისევ ერთად ვიქნებოდით..მე კი მზად ვიყავი,რომ მისი სიტყვები დამევიწყებინა..მაგრამ მან სხვა გზა აირჩია და შემდეგ თავის თავს დააბრალოს ყველაფერი...
მთელი გზა ვფიქრობდი იმ ადამიანზე ვინც ცხოვრება დამინგრია..კრისტიანოს დედაზე..ის, რომ არა ჩემი ცხოვრება არ აირეოდა ასე..ყოველთვის ვიცოდი, რომ მას არ ვუყვარდი..სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვიცი ასე რატომ ვეზიზღები .. სულ ამბობდა,რომ მისი შესაფერისი არ ვიყავი..ალბათ იმიტომ, რომ კრისტიანო მდიდარი და ცნობილი ოჯახიდან იყო, მე კი - ერთი ჩვეულებრი ოჯახი მყავდა არც მდიდარი და არც არაფრით გამორჩეული...
არ ამო,დიოდა კრისტიანოს სიტყვები..”ესე უბრალოდ სხვის საწოლში შიშველი ?!“ ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი სიმართლის დამტკიცება..

სანამ ჯოვანოსთან წავიდოდი, თავში ერთი აზრი მომივიდა: გადავწყვიტე ჩემი და ჯოვანოს საუბარი ჩამეწერა...
მივედი ჯოვანოსთან და ვუთხარი, სიმართლე უნდა ეთქვა, რომ მე უდანაშაულო ვარ..გაეცინა ეს რომ ვუთხარი და მითხრა:
-შენ რა მართლა გჯერა, რომ სიმართლეს ვიტყვიი???
-ირონიული ტონის გარეშე.. იტყვი აბა რას იზამ ?! ამის პირობას მე გაძლევ...
მან კი გადაიხარხარა და დამცინავად თქვა:
-იმაზე მეამიტი ყოფილხარ ვიდრე მეგონა ..არაფერსაც არ ვიტყვი ,ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, რომ სინამდვილეში ჩვენ შორის არაფერი ყოფილა, იმას,რომ სინამდვილეში სასმელში ძილის წამალი ჩაგიყარე და ჩაგეძინა... ჰო ისე სიმართლე გითხრა ეს ყველაფერი კრისტიანოს დედამ მოიფიქრა..
– აჰააა, აი თურმე როგორ აღმოვჩნდი შენს საწოლში...
სახეში გავარტყი და ვუთხარი:
–ნაძირალა ხარ!!! მალე შენს საქციელს მწარედ განანებ !! პირობას გაძლევ!!!
დუმილი ჩამოვარდა...
ცოტა ხნის შემდეგ კი ვკითხე:
-რატომ მიყურებ ასეთი გაოცებული თვალებით, რა იყო არ მოელოდი იმას, რომ მეც გავიგებდი ამას?! იმ დღეს სულ შემთხვევით გავიგონე ეს ლაპარაკი..რატომ არასდროს გაგჩენია კითხვა თუ რატომ დაგშორდიი?!
დუმდა და ცოტახანში ხმა ამოიღო:
-მე სიმართლე ვთქვი, არცერთი ქალი არ იმსახურებს, რომ მისი ერთგული იყო.. ყველა ერთნაირი მოღალატეა და უნდა მოექცე ისე როგორც მონას.. მე ვამაყობ ამით, რადგან ეს ამტკიცებს, რომ ნამდვილი კაცი ვარ . ქალი თავის ჭკუაზე ვერასოდეს მატარებს..
ამ სიტყვების მერე რაღა უნდა მეთქვა მისთვის ? ან აზრი ჰქონდა კი რამის თქმას? გამოვბურნდი და წავედი ...
გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი: რა იცის, რომ ეს ყველაფერი ჩავიწერე და ყველა მოისმენს ამას ?ჰო რაც მთავარია კრისტიანოც!
ეეეჰ,როგორ მინდა ამ დროს მას თვალებში ვუყურებდე...
როგორც იქნა გავიდა სამი დღე,და ჩემი გეგმაც მალე შესრულდებოდა. საღამოს წვეულება იყო სადაც მეც ვიყავი დაპატიჟებული..იქ ყველა იყო ,კრისტიანოც და ჯოვანოც..მოსაღამოვდა, მეც გამოვიპრანჭე– ცოტათი გამომწვევად, თუმცა სადად მეცვა, და ისეთი თავდაჯერებული მივაბიჯებდ,როგორც არასდროს,რადგან დრო იყო ჩემი რეპუტაცია აღმედგინა..როცა ყველა შეიკრიბა და სიმშვიდე ჩამოვარდა–სიტყვით გამოვედი... ყველა მე მიყურებდა ეტყობოდათ, რომ არ მოელოდნენ.
მეც ხმის ამოუღებლად ჩავრთე ჩანაწერი. მთელ დარბაზში ისმოდა ჯოვანოს ლაპარაკი..ყველა გაოცებული იყო.. არასოდეს დამავიწყდება კრისტიანოს სახე.ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მეხი დაეცა. მე კიდევ ვიდექი და ვტკბებოდი ჩემი გამარჯვებით და მათი რეაქციების ხილვით..
შემდეგ კი პირდაპირ მივედი ჯოვანოსთან და ვუთხარი:
-მე ხომ დაგპირდი, რომ ამას ყველა გაიგებდა?! და აი დანაპირებიც..ახლა კი აღარასოდეს დამენახო! არსად გადმეყარო!
ხმა არ ამოუღია, გამწარებული მიყურებდა და ალბათ, რომ შეძლებოდა დამახრჩობდა კიდეც. მალევე მივედი კრისტიანოსთან, თვალი თვალში გავუყარე და ისე ვუთხარი:
-მე ხომ გითხარი,რომ ინანებდი თუ არ დამიჯერებდი?! შენ ორჯერ გქონდა შანსი მაგრამ არცერთხელ გამოიყენე..აი ახლა კი მე აღარ მინდა შენი დანახვა, მშვიდობით!
ეს ვუთხარი და წამოვედი..რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არც კი მომისმენია..უკვე აღარ მაინტერესებდა... როგორც ჩანს სამართალი მართლაც არსებობს..ცხოვრებაში დგება მომენტები როცა გგონია, რომ ყველაფერი თავზე გენგრევა, მაგრამ ყველა ქარიშხალს მოჰყვება სიმშვიდე, ისევე როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო.

ამ დღის შემდეგ უნივერსიტეტში თავაწეული დავდიოდი,ყველა მე მიყურებდა. არავის ეგონა, რომ ასეთი უსუსური არსება იმას შეძლებდა,რაც მე შევძელი...
გავიდა დრო და შემთხვევით გავიცანი ერთი ბიჭი..საკმაოდ სიმპათიური იყო და შევატყვე, რომ მასაც მოვეწონე..საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა,რომელიც ჩემი ჯგუფელი იყო და რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო:
-გამარჯობა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაურისიო.
-ჩემთვისაც ,ფრანჩესკა.
იმ დღეს სასიამოვნო საღამო გავატარეთ..მომიყვა თავის შესახებ. მეც მოვუყევი ჩემი ისტორია გარდა კრისტიანოსი...
მეორე დღეს მობილურმა დარეკა. როცა ავიღე აღმოჩნდა რომ მაურისიო რეკავდა:
-გამარჯობა ფრანჩესკა..როგორ ხარ? იმედია არ გაწუხებ..გუშინ სასიამოვნო საღამო გავატარეთ და თუ წინააღმდეგი არ იქნები მინდა ვახშამზე დაგპატიჟო...
უარი არ მითქვამს, მე ხომ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი და დავიწყებ კიდეც..
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ყველამ გაიგო ჩემი უდანაშაულობის შესახებ..მას შემდეგ სულ ერთხელ ვნახე ჩემი მეგობრები..სიმართლე გითხრათ თავს ვარიდებდი, რადგან ვიცოდი, რომ ისევ კრისტიანოზე დამიწყებდნენ ლაპარაკს.მე კიდევ არ მინდოდა მისი სახელის გაგონება და არც მაინტერესებდა როგორ იყო..მე გადავშალე ცხოვრების ახალი ფურცელი და შევეცადე ცხოვრება თავიდან დამეწყო და მოვახერხე კიდეც..მაურისიო კარგად მექცეოდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ გავეხალისებინე და ერთად მშვენიერ დროს ვატარებდით..როცა მასთან ვიყავი კრისტიანოზე არ ვფიქრობდი... რაც მახარებდა კიდეც..მეგონა როგორც იქნა დავივიწყე ის..მაგრამ ერთ დღეს, როცა მაურისიო სახლში მაცილებდა ჩემს სადარბაზოსთან დავინახე ის..ხო – კრისტიანო.. ეტყობოდა რომ ნასვამი იყო,თან ისე რომ ფეხზე ძლივს იდგა..
მაურისიომ მითხრა :
–ვიღაც მთვრალი კაცია შენს სადარბაზოსთან და ჯობს აგაცილო..
დავდუმდი, არ ვიცოდი როგორ მეთქვა მისთვის,რომ ეს ჩემი ყოფილი შეყვარებულია და არც ის ვიცოდი როგორ ამეხსნა აქ რას აკეთებდა..სამწუხარო ის იყო, რომ კრისტიანოს შესახებ არასოდეს მომიყოლია მისთვის..ალბათ არ მინდოდა გაეგო, რომ დამამცირა და ჩემში ეჭვი შეეპარა,მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი დახმარება.. მაგრამ დრო მოვიდა გაეგო სიმართლე ის, რასაც ამდენიხანი ვმალავდი..
როგორც იქნა ამოვილუღლუღე..:
-იცი ეს ჩემი ყოფილი შეყვარებულია და წარმოდგენა არ მაქვს აქ რას აკეთებს..
ეს ვთქვი და სახეზე შევხედე ეტყობოდა, რომ არ მოელოდა ასეთ პასუხს და არ ესიამოვნა..მაურისიო გაბრაზდა და მითხრა:
-ხო და თუ არ იცი აქ რას აკეთებს, მოდი გავარკვიოთ!
ძალიან შემეშინდა ეს რომ თქვა, თან მის ტონში იგრძნობოდა გაბრაზება და მეშინოდა რამე სისულელე არ ექნა..დავედევნე, შევაჩერე და ვუთხარი:
-სჯობს მე დაველაპარაკო.. მთვარლია და არ მინდა რაღაც სისულელე გააკეთოს..შენ აქ დამელოდე..
გაბრაზებულმა შემომხედა და მითხრა:
-კარგი, როგორც გინდა, მაგრამ თუ რამეა დამიძახე მე აქედან გიყურებ..
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და პირდაპირ კრისტიანოსკენ წავედი.. რომ დამინახა ეტყობიდა რომ გაუხარდა..მე კიდე უხეშად ვკითხე:
-აქ რას აკეთებ? რა გინდა ჩემგან? მგონი კარგად აგიხსენი, რომ შენი ნახვა არ მინდა.. გაიგე?
მიყურებდა და სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მქონდა გაიგო თუ არა რაც ვუთხარი..ისეთი მთვრალი იყო ნეტა თავისი სახელი თუ ახსოვს მეთქი გავიფიქრე...დადუმდა, თუმცა მალევე დაიწყო:
-შენთან ბოდიშის მოსახდელად მოვედი..მათლა ძალიან ვწუხვარ შენში ეჭვი, რომ შემეპარა.ვიცი, რომ ძალიან გაწყენინე და ამას ძალიან განვიცდი..შენს გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია..სულ ვსვამ რომ ის ტკივილი დავივიწყო რასაც ვგრძნობ,მაგრამ უკვე ესეც აღარ მშველის და ერთადერთი, რაც მიშველის შენი პატიებაა..

ეს თქვა და უცებ დაიჩოქა ჩემს ფეხებთან და მითხრა:
მაპატიე...
გავშედი არასოდეს მეგონა, რომ ასეთი ამაყი ბიჭი ასე დაეცემოდა და მთხოვდა პატიებას თან დაჩოქილი..მართალია ხშირად გამიფიქრია დრო მოვა და ჩემს წინ დაჩოქილს ვნახავდი და მაშინ დავმშვიდდებოდი და ვიტყოდი რომ ჩემი შურისძიების სურვილი სრულიად შესრულდა..მაგრამ ახლა რომ ვუყურებდი და მას ჩემს წინ დაჩოქილს ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი რომ მიხაროდა ეს.. პირიქით გამაღიზიანა რომ ჩემს წინ დაჩოქილი იდგა და ასე დაიმცირა თავი.. მე ხომ ის მიყვარდა იმიტომ, რომ ამაყი იყო და მისი ხასიათი მომწონდა.. დღეს კი სულ სხვა ადამიანი დავინახე და მივხვდი რომ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია..ეტყობა მართლა შეიცვალა,როცა მეუბნებოდნენ დარდობს,შეიცვალა და ცხოვრებას ინგრევს სულ სვამს..რომ ნახო ვერ იცნობო..მეგონა რომ აზვიადებდნენ..მაგრამ რაც ჩემი თვალით ვნახე ამას ამტკიცებდა..უცებ მოვედი აზრზე ავაყენე და ვუთხარი:
-შენ გგონია მოხვალ ,ბოდიშს მოიხდი და გაპატიებ?? მართლა გგონია რომ გაპატიებ იმის მერე რაც გამიკეთე..ამას არასოდეს გაპატიებ, ჯობია მოხვიდე აზრზე და მორჩე დალევას..დროა დამივიწყო და გააგრძელო ცხოვრება ისე, როგორც მე..
უცებ ამომხედა, მის სახეზე გაოცება შევატყვე..მეგონა უკვე იცოდა, რომ სხვა შეყვარებული მყავდა, მაგრამ შევცდი..გაოცებული სახით მკითხა:
-ნუთუ მართლა შეძელი ჩემი დავიწყება? როგორ დაივიწყე ის რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა.?ჩვენ ხომ ერთმანეთი ასე გვიყვარდა?!
არ ვიცოდი რა მეპასუხა და უცებ, სპოტანურად ვუთხარი:
-მე დიდიხანია დაგივიწყე და აღარ მინდა შენი ნახვა..ის რაც იყო იმ დღეს გაქრა,როცა ჩემში ეჭვი შეგეპარა..შენ გქონდა შანსი და არ გამოიყენე, ახლა კიჯობია წახვიდე..ტაქსს გამოგიძახებ...
გაოცებული მიყურებდა... არ იცოდა რა ეთქვა:

– მე ძალიან მიყვარხარ..ყოველთვის მიყვარდი და მეყვარები..მნიშვენლობა არ აქვს შენ რას იტყვი.მე ხომ ვიცი რომ გიყვარვარ..ვიცი რომ ეხლა გაბრაზებული ხარ და მესმის შენი, მაგრამ მე არ შეგეშვები…მეორეჯერ ვეღარ დაგკარგავ...
-შენ დიდიხანია დამკარგე..და ამას აღარაფერი ეშველება გესმის? ასე რომ ჯობია დამივიწყო და გააგრძელო ცხოვრება…არ მინდა ტყუილი იმედი გქონდეს..მე შენ არასოდეს დაგიბრუნდები.. მე უკვე სხვა მიყვარს.
უცებ ხელი მომკიდა და შემანჯღრია..
-რას ნიშნავს სხვა გიყვარს???.
ამ დროს მაურისიო მივარდა.:
-ხელი არ დააკარო თორემ ინანებ, რომ საერთოდ არსებობ გაიგე?!
მაურისიოს მივვარდი:
-არ გინდა, შეეშვი, მთვრალია და სჯობს ტაქსი გააჩერო და სახლში წავიდეს..
წამოდგა კრისტიანო და გვითხრა:
-არ მჭირდება. მე თვითონ წავალ..როგორც ჩანს მართლაც გაგიჩენია ახალი შეყვარებული..მე კიდე დებილივით მოვედი, რადგან მეგონა შენც გიყვარდი ისე როგორ მე მიყვარხარ და პატიება გთხოვე.... ოოჰ ღმერთო! რა სულელი ვარ!
ეს თქვა და წავიდა.. სიმართლე გითხრათ ფეხი არ მომიცვლია სანამ არ დავრწმუნდი რომ ტაქსში ჩაჯდა..არ მინდოდა რამე მოსვლოდა თორემ არასოდეს ვაპატიებდი ამას ჩემს თავს, რომ ასეთ მდგომარეობაში გავუშვი სახლში..როცა წავიდა მაურისიომ მითხრა:
-ჩემი წასვლის დროა..ნახვამდის..მგონი უკვე მშვიდობით მიხვალ სახლში..არც კი მაკოცა ისე გატრიალდა და წავიდა..მინდოდა დამეძახა მაგრამ მივხვდი, რომ დრო სჭირდებოდა..იმასაც მივხვდი რომ შეიძლება არც ეპატიებინა ეს ჩემთვის..ურთიერთობა ხომ ნდობაზეა დამყარებული..მე კიდევ იმედი გავუცრუე და მენდობა კი??? ამ ფიქრებით ავედი სახლში და მთელი ღამეც ამაზე ფიქრში გავატარე....
გავიდა ორი დღე და არ დაურეკავს... ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი მარტო ტელეფონს ვუყურებდი..იმედი მქონდა რომ დარეკავდა..მაგრამ რაც დრო გადიოდა იმედი მიქრებოდა... მივხვდი რომ დავკარგე..
უკვე მეორედ დავუშვი შეცდომა, რომელიც არ უნდა დამეშვა რატომ მეგონა რომ ტყუილზე აწყობილი ურთიერთობა არ დაინგრეოდა?!...ისევ ტყუილი..როგორც ჩანს არ ვიმსახურებ, რომ ვიყო ბედნიერი..რატომ ხდება ასე?! ამ მოთქმაში ვიყავი როდესაც ტელეფონმა დარეკა..უცებ ავიღე ნომერი არც მინახავს დარწმუნებული ვიყავი, რომ მაურისიო იყო..არც შევმცდარვარ ..ძლივს როგორც იქნა დარეკა..იმას მაინც გავიგებ რას აპირებს.. ყურმილი ავიღე და გავჩუმდი:

-ფრანჩესკა მე ვარ..მინდოდა მეთქვა რომ დროა ყველაფერი გავარკვიოთ..მინდა მითხრა ყველაფერი ის რაც მოხდა..არ მინდა მოტყუებულად ვგრძნობდე თავს და ვფიქრობდე,რომ გამომიყენე..არ მინდა ამის დაჯერება..ამიტომ მინდა შევხვდეთ. 5 საათზე გელოდები იქ, სადაც ვხვდებით ხოლმე......
შევთანხმდით-ვუთხარი მე.
სახეზე ფერი შემეცვალა...თან გამიხარდა,რომ დარეკა, თან შემეშინდა იმის, რაც უნდა მეთქვა..იქნებ არ ეპატიებინა ჩემთვის..ან ვერ გაეგო ჩემთვის რატომ დავუმალე ეს ამბავი...რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც უნდა მეთქვა სიმართლე..მერე კი მისი გადასაწყვეტი იყო რას იზამდა..
5 საათზე დანიშნულების ადგილას შევხვდი..მოვიდა და გადამკოცნა. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა მაგრამ მის თვალებში ყველაფერი ჩანდა...ჩანდა ის ტკივილი და დარტყმა, რაც მე მივაყენე.
დავიწყე:
-მეგონა რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე საშენელი ფურცელი წარსულს ჩავაბარე და ყველაფერი თავიდან დავიწყე ახალი ფურცლიდან, მაგრამ ეტყობა წარსულს ვერსად გაექცევი...
დუმდა და მისმენდა..ეტყობოდა ,ერთი სული ჰქონდა მომეყოლა სიმართლე და გაეგო ყველაფერი ჩემს შესახებ..მეც გავაგრძელე... მოვუყევი როგორ გავიცანი..რამდენიხანი ვიყავით ერთად..და მერე მოვუყევი ის თუ რატომ დავშორდით..მისმენდა და ისევ დუმდა, მეგონა ენა გადაყლაპა..თან მაღიზიანებდა,რომ არაფერს ამბობდა რადგან ვერ ვიგებდი რას ეძნობდა ჩემი ნათქვამის მოსმენისაას .მოკლედ მოვუყევი ყველაფერი დაწვრილებით და ახლა მისი ჯერი იყო...
-ხოო... რთული ამბავია..სიმართლე გითხრა ვერ ხვდები, ეს ამბავი რატომ დამიმალე.????.შენ ხომ არაფერ შუაში იყავი..შენ მოგატყუეს და გამოგიყენეს და თან საყვარელმა ადამიანმა გიღალატა მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა!!!!
არ ვიცოდი რა მეპასუხა..:
-მეშინოდა, რომ ვერ გაიგებდი და მეც დამადანაშაულებდი იმაში რომ სიმართლე არ ვუთხარი მაშინ კრისტიანოს და მეთვითონ დავინგრიე ცხოვრება.. სიჩუმე ჩამოვარდა..
მისმენდა და მითხრა:
-მე მიყვარხარ და მე ყოველთვის გაგიგებდი..ისე არასოდეს მოგექცეოდი როგორც კრისტიანო..
ამ სიტყვებზე ცრემლები წამომივიდა.. ყველაფერი ძალიან მოქმედებდა ჩემზე აღარ შემეძლო, უკვე მომბეზრდა ყველაფერი.. ავდექი და წასვლას ვაპირებდი:
-მე აგიხსენი ყველაფერი და ახლა შენი გადასაწყვეტია.. მთავარია სწორი არჩევანი გააკეთო..რასაც არასდროს ინანებ..
ეს ვუთხარი და წამოვედი..
რამდენიმე დღე არ შემხმიანებია მაურისიო და ვიფიქრე გააკეთა უკვე თავისი არჩევანი..მაგრამ შევცდი..დარეკა რამდენიმე დღის შემდეგ და მითხრა რომ ვუყვარვარ და უნდა ერთად ვიყოთ ისევ და რომ რაც არ უნდა მოხდეს დღეიდან ერთმანეთს არაფერს დავუმალავდით..
გახარებული ვიყავი... როგორც იქნა დავიწყებ მშვიდ ცხოვრებას.. მაგრამ როგორც ამბობენ “კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო..”
ორი კვირის შემდეგ გოგოებმა დამირეკეს და მკითხეს კროსტიანო ჩემთან ხომ არ იყო..გამიკვირდა..ჩემთან?? კი მაგრამ ჩემთან რატომ უნდა ყოფილიყოი?.. გუშინ სვამდა ბიჭებთან ერთად და მერე შენთან წამოვიდა უნდა დაველაპარაკოო..ბიჭები აჩერებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს..
გავოცდი..კი მაგრამ ჩემთან არ მოსულა.. გუშინ ღამე სახლში ვიყავი და არავინ მოსულა..სიმართლე გითხრათ ძალიან შემეშინდა..
გოგოებმა მითხრეს თუ გამოჩნდა შეგვატყობინე..მეც იგივე ვთხოვე მათ..დავკიდე ტელეფონი და დავიწყე ფიქრი სად შეიძლებოდა წასულიყო..ნუთუ რამე დაემართა..იქნებ მანქანამ დაარტყა ან გაძარცვეს... ამის გაფიქრებაზეც კი ცუდად გავხდი..
ამ ფიქრებში ვიყავი როცა გოგოებმა დამირეკეს და მითხრეს რომ სავადმყოფოშია და არ იციან გადარჩება თუ არა..ავარიაში მოყვა და ბოძს შეასკდაო..
მაშინვე სავადმყოფოში გავიქეცი..მაურისიოსთვის არაფერი მითქვამს..მაგის თავი არ მქონდა..რომ მივედი ყველა იქ იყო.. დედამისმა, რომ დამინახა მომვარდა და მლანძღავდა შენი ბრალია ყველაფერი..აქ როგორ გაბედე მოსვლა..შენ დაღუპე ჩემი შვილი...
ისედაც ცუდად ვიყავი.. ამის ატანა აღარ შემეძლო და დერეფანში გავედი..გოგოები გამომყვნენ მითხრეს:
-ძალიან ცუდად არის, ექიმებმა არ იციან გადარჩება თუ არა და სულ შენს სახელს იმეორებს..
ამ ლაპარაკში ექიმიც გამოვიდა..გონზე მოვიდა..მძიმედაა მაგრამ იმედია მისი ორგანიზმი გაუძლებს ამ კრიზისს.. ექიმმა იკითხა:
-რომელია ფრანჩესკა? მისი ნახვა უნდა პაციენტს, სულ მის სახელს გაიძახის..
მე ძვლივს ამოვიღე ხმა:
-მე ვარ..
ექიმმა მითხრა:
-შებრძანდით..
დაუფიქრებლად გავემართე პალატისკენ..დედამისი ისე მიყურებდა თითქოს ჩემი მოკვლა უნდოდა..ალბათ ფიქრობდა ”ნეტა შენ იყო მის ადგილას”–ო.
შევედი პალატაში და მიუახლოვდი კრისტიანოს... გაუხარდა ჩემი დანახვა..და მითხრა:
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი ჩემს ამბავს, რომ გაიგებდი.. დარწმუნებული ვიყავი ამაში,რადგან ვიცი შენ მაინც გიყვარვარ..ისევე როგორც მე..მახსოვს მითხარი, რომ როცა ყველაზე მეტად დაგჭირდები მაშინ მიგატოვებო, მაგრამ შენ აქ ხარ..
ცრემლები მომდიოდა..და ძვლივს ვუთხარი:
-ხო აქ ვარ..შენთან..რომ გავიგე რაც შეგემთხვა დაუფიქრებლად წამოვედი შენთან..
გაეღიმა და მითხრა:
-ხომ გითხარი ისევ გიყვარვარ..ამას შენს თვალებში ვკითხულობ. არ მინდოდა ისე მომკვდარიყავი რომ ბოლოჯერ არ მენახე და არ გეპატიებინა ჩემთვის ის რაც გაგიკეთე..ვიცი რომ არასოდეს მაპატიებ მაგრამ მე ბოლოჯერ მინდა მოგიხადო ბოდიში და გითხრა რომ მიყვარხარ..ეხლა რომც მოვკვდე აღარ მეშინია.. მთავარია მოვასწარი შენთვის ამის თქმა..
ვტიროდი და არ ვიცოდი რა მეთქვა..მივხვდი რომ ისევ მიყვარდა..არა იმიტომ რომ კვდებოდა..ეს არ იყო სიბრალული..ეს იყო სიყვარული...იმის გაფიქრებაც რომ შეიძლებიდა აღარასდროს მენახა ცუდად მხდიდა..
-მე დიდიხანია გაპატიე..მივხვდი რომ ამას თუ არ გავაკეთებდი ვეღარ გავაგრძელებდი ცხვრებას..მეც მიყვარხარ...,მაგრამ ეტყობა ღმერთს არ სურდა ჩვენი ერთად ყოფნა..
-ალბათ,მაგრამ ჩვენც ვართ დამნაშავე , არ დავაფასეთ ერთმანეთი და არ გავუფრთხილდით ჩვენს სიყვარულს..მაგრამ რაც იყო-იყო..მე მაინც მადლობელი ვარ ღმერთის იმ წუთებისთვის რაც ერთად გავატარეთ..
-და გავტარებთ...ისე ამბობ თითქოს მემშვიდობები..შენ კარგად გახდები და ისევ ერთად ვიქნებით ისე, როგორც მაშინ..
-მაგას ვერ დაგპირდები..ეტყობა ჩემი ცხოვრება.. ამით დასრულდება..
ამ დროს ექიმი შემოვიდა და მთხოვა წავსულიყავი..პაციენტს დასვენება სჭირდებაო..მეც ავდექი დავემშვიდობე ..შუბლზე ვაკოცე და წამოვედი..
რომ გამოვედი ბავშვები მომვარდნენ..როგორაა,რა თქვა?რამე გითხრაა რამე?..
მე კი მათ ვუპასუხე: ისეთი არაფერი.. მოკითხვა დამაბარა თქვენთან..
უცებ გამახსენდა რომ 3 საათზე მაურისიოს უნდა შევხვედროდი და ალბათ ძალიან გაბრაზდება, რომ არაფერი მითქვამს. ჩავრთე ტელეფონი და დავურეკე..ძალია გაბრაზებული იყო ..ტელეფონში მიყვიროდა :
-სად ხარ შეიძლება ესე უყურადღებო იყო და არ შემატყობინო სად ხარ? მე ხომ ვნერვიულობდიი?იქნებ რამე დაგემართა.
საუბარი შევაწყვეტინე და ვუთხარი:
-კრისტიანო ავარიაში მოყვა და სავადმყოფოში ვარ..ძალიან ცუდადაა, არ იციან გადარჩება თუ არა..
-მერე მე რა შუაში ვარ, თუნდაც მოკვდეს!!! ეგ შენ აღარ გეხება..არ მინდა მანდ იყო..ახლავე მოგაკითხავ და წამოგიყვან..
ძალიან გავბრაზდი..არ მეგონა ასეთი უგულო თუ იყო:
-რას ნიშნავს თუნდაც მოკვდეს..ან შენ აღარ გეხებაო?? ეტყობა რაღაც მომესმა ხომ? როგორ ბედავ ამის თქმას??
-არაფერი არ მოგესმა..შენ ჩემი შეყვარებული ხარ და იმას გააკეთებ რასაც გეუბნები..გასაგებია შენთვის თუ არა??
გავგიჟდი. პირველად მოხდა რომ ასე დამელაპარა..ყოველთვის თავაზიანად მელაპარაკებოდა..ხმაც კი არასდროს აუმაღლებია ჩემთან..თითქოს სულ სხვა ადამიანი მელაპარაკებოდა..
-ეხლა მომისმინე..დამივიწყე რომ ვარსებობ..შენნაირი ადამიანი ჩემი შეყვარებული ვერ იქნება..აღარ მინდა შენი ნახვა გაიგე? მე კრისტიანო მიყვარს..შენ არასოდეს მყვარებიხარ, უბრალოდ საჭირო დროს გამოჩნდი..მეტი არაფერი..ნახვამდის..
ეს ვუთხარი და გავუთიშე..ერთადერთი რაც გავიგე –მითხრა: “ინანებო”.
გაოცებული ვიდექი დერეფანში და ვფიქრობდი..ამ დროს გამოვიდა ექიმი და თქვა რომ ყველაფერი რიგზეა და რომ კრისტიანო გადარჩება..
ეს,რომ გავიგე ძალიან გამიხარდა და მაშინვე მასთან შევედი.
ორ კვირაში გამოწერეს კრისტიანო... სახლში მე წამოვიყვანე.. ორივე ბედნიერები ვიყავით..როგორც იქნა ერთად ვიქნებით და ამჯერად ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას..
მე და კრისტიანო ერთად ვცხოვრობდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით.. მაგრამ ერთ დღეს როცა სახლში ვბრუნდებოდი კარი ღია დამხვდა... არადა მახსოვდა, რომ დავკეტე..შევედი და დავინახე კრისტიანო..უსულოდ ეგდო იატაკზე..გარშემო სულ სისხლი იყო..
ვიყვირე..დახმარებას ვითხოვდი..სასწრაფოში დავრეკე.. ღმერთს ვთხოვდი რომ გადაერჩინა..სასწრაფოდ წაიყვანეს.. დითხანს ვიყავი სავადმყოფოს დერეფანში, ველოდებოდი როდის გამოვიდოდა ექიმი და მეტყოდა როგორ იყო კრისტიანო..როგორც იქნა გამოვიდა..როგორც კი სახეზე შევხედე მივხვდი რომ ცუდი ამბავი უნდა ეთქვა..:
-ვწუხვარ მაგრამ პაციენტმა ბევრი სისხლი დაკარგა და ვერ შევძელით მისი გადარჩენა..ვწუხვარ და ვიზიარებ.
ვუსმენდი და გაშეშებული ვიდექი..ღმერთს ვთხოვდი რომ გამომღვიძებოდა და ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს რეალობა იყო.. დითხანს ვიდექი გაშეშებული და ვიხსენები იმ დროს როცა ერთად ვიყავით..იმ წამებს რაც ბოლო დროს გავატარეთ..მის სიტყვებს:
“მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები...
არ ვიცოდი რა მექნა როგორ მეთქვა ეს ამბავი დედამისისთვის, რომელიც ვერ მიტანდა..გოგოებს დავურეკე. ჯულიეტას და კლაუდიას, მათ ვთხოვე კრისტიანოს დედასთვის ეს ამბავი ეთქვათ.. როცა ეს ამბავი გაიგეს მისმა მეგობრებმა, ყველა სავადმყოფოში მოვიდა..ტიროდნენ..მეკითხებოდნენ რა მოხდა.. მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა..ამ დროს პოლიცია მოვიდა და მითხრეს რომ მათ უნდა გავყოლოდი..
წამიყვანეს და დამკითხეს..მკითხეს როგორ აღმოვაჩინე კრისტიანო და რამე საეჭვო თუ დავინახე..ასევე მკითხს მქონდა თუ არა ვინმეზე ეჭვი..ისეთი დაბნეული ვიყავი არ ვიცის გარდა არაფერი მითქვამს.. და გამომიშვეს..
კრისტიანო მიწას გავატანეთ..ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები გადავიტანე..უკვე ცრემლიც აღარ მქონდა რომ მეტირა.. გაშეშებული ვიყავი..ვერაფერს ვგრძნობდი..თითქოს მეც მოვკვდი მასთან ერთად..
ჩემს სანახავად სულ მოდიოდნენ ჩემი მეგობრები.. მომიკითხავდნენ ცდილობდნენ გავემხიარულებინე. მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდათ.. ერთხელ ძალით წამიყვანეს წვეულებაზე.. სადაც შემთხვევით შევხვდი მაურისიოს..სიმართლე გითხრათ არ მინდოდა მისი ნახვა..ეტყობოდა თან ნასვამი რომ იყო.. მოვიდა და მითხრა :
-გავიგე შენი კირისტიანო გარდაცვლილა... კი მაგრამ ნეტა ვინ მოკლა..?ვინ გაამწარე ასე რომ შენს შეყვარებულზე იძია შური??
ამ სიტყვებმა გამაოგნა... უცებ გამახსენდა მისი სიტყვები “ინანებ”..
-შენ მოკალი ხომ? ვერ აიტანე ის რომ გამჯობინე, ვერ შეეგუე იმ აზრს, რომ არასოდეს მყვარებიხარ ხომ?
-მაინც ვერაფერს დაამტკიცებ..შენ გგონია შენი შეყვარებული პირველია ვისაც სიცოცხლე მოვუსწრაფე?..არა ძვირფასო..აქამდე ვერავინ დამიჭირა იცი რატომ.?. მაფიის წევრი ვარ და მე ჩემი ნაცნობები მყავს..პოლიციაც ჩვენთანაა შეკრული..ასე რომ არაფერი გამოგივა..
ამ სიტყვებზე გავცოფდი..:
-პირობას გაძლევ განანებ..გპირდები მკვლელო!!..
გაცოფებული გავვარდი ... ვტიროდი, რადგან აღმოჩნდა მე ვიყავი დამნაშავე მის სიკვდილში და ამას ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებდი... “შურს ვიძიებ გპირდები.. არ მოვისვენებ სანამ არ ვნახავ ციხეში მას..” ამ ფიქრებში ვიყავი,როცა სახლს მივუახლოვდი.
მეორე დღეს სულ იმაზე ვფიქრობდი როგორ მეძია შური..მე ხომ სამხილი არ მქონდა..რა მექნა... საბოლოოდ გადავწყვიტე , რომ ერთი ჩემი ნაცნობი მენახა..პალერმოში ერთ-ერთი ცნობილი კლუბის მფლობელია და მახსოვს, რომ ამბობდა მაფიასთან მქონდა კავშირიო.. უეჭველად ეცოდინება მეთქი ვიფიქრე და გადავწყვიტე წავსულიყავი მის სანახავად.
როდესაც მივედი ჯერ არ მიშვებდნენ კლუბში, რადგან დახურული ფართი იყო.. ზუსტად ამ დროს დავინახე მარიო.. დავუძახე და რომ დამინახა შევატყვე რომ გაუხარდა.. დიდიხანია არ მინახავს და მეც ძალიან მომენატრა არა და ერთი პერიოდი თითქმის ყოველდღე ვნახულობდი .. მომესალმა და კლუბში შემიპატიჟა..მომიკითხა და კრისტიანოზე მკითხა:
-კიდევ ერთად ხართ?
დავდუმდი არ მეგონა თუ არ იცოდა..ისე ეხლა გამახსენდა,რომ პანაშვიდზე არ იყო..:
-იცი სიმართლე გითხრა კრისტიანოს ეხება ის რაღაც რის გამოც შენთან მოვედი..დახმარება მჭირდება და მარტო შენ თუ დამეხმარები..
დაიბნა და მითხრა:
-კი მაგრამ რაა ასეთიი??იჩხუბეთ ალბათ და გინდა შეურიგდე ხო?არაა პრობლემა დაგეხმარები ხო იცი შერიგების ოსტატი ვარ.
გაეცინა..ისე მართალს ამბობდა..დრო იყო გვარიგებდა ხოლმე. მაგრამ ამჯერად სამწუხაროდ სულ სხვა რამე მინდოდა.:
-პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ კრისტიანო გარდაიცვალა. მეორე ის რომ მოკლეს საკუთარ სახლში..და მესამე ის რომ ვიცი ვინც მოკლა..
გაშეშდა..მე ხომ ყველაფერი ესე სწრაფად მივაყარე..ჯერ ისიც არ ჰქონდა გააზრებული რომ კრისტიანო ცოცხალი აღარაა.
-კი მაგრამ ეგ როგორ..ვინ მოკლა? ან რატომ? ან მე რატომ არ ვიცოდი ეს ამბავიი?
–არ ვიცი ყველაფერი ისე უცებ მოხდა..ისეთ დღეში ვიყავი საკუთარი სახელი არ მახსოვდა..რამდენიმე კვირა სახლიდან არ გავსულვარ..ძალიან ვდარდობდი..მაშინ არ ვიცოდი რომ მკვლელმა ჩემს გამო მოკლა…
-შენს გამო?რატო?რა დაუშავე ასეთიი?
-საქმეც ისაა რომ არაფერი...ყოველ შემთხვევაში არ მეგონა ,რომ თუ მივატოვებდი ჩემს შეყვარებულს მოკლავდა...
-როგორ? ვერაფერი გავიგე..შენ რა სხვა გყავდა ვინმე?
-კი..შენ არ იცი რაღაც მოხდა სერიოზული და მე კრისტიანო დავშორდით..მერე შევხვდი მის ...მკვლელს. თავიდანვე კარგად მექცეოდა,ზრდილობიანად..მაცილებდა სახლამდე..რას წარმოვიდენდი მაფიის წევრი და მკვლელი თუ იყო..
შევატყვე მაფია, რომ ვახსენე აშკარად არ ესიამოვნა..სახე შეეცვალა..ეტყობა მიხვდა რის გამოც მოვედი...გავაგძელე მოყოლა:
-როცა მივხვდი რასაც წარმოადგენდა უმალვე დავშორდი. ისედაც დავშორდებოდი, რადგან არ მიყვარდა უბრალოდ ვცდილობდი კრისტიანო დამევიწყებინა,მაგრამ ვერ შევძელი..ვერც ვერასოდეს დავივიწყებ..ახლაც ისე მიყვარს,რომ ყოველ დღე მასზე ვფიქრობ..როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება,რომ არ მომკვდარიყო..
-გაოცებული ვარ..ამის გამო კაცის მოკვლა..ეს ხომ სიცხოველეა. ვიცი როგორ გიყვარდათ ერთმანეთი იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დაშორდებოდით..ეჰჰჰ..ეტყობა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ზუსტად მაშინ, როცა ვერც კი წარმოიდგენ..
-არ მაპატია ის რომ კრისტიანო ვარჩიე მას და იცოდა რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრისტიანო იყო..მან იცოდა ჩემი სუსტი წერტილი და ამით იძია შური..თვითონ მითხრა რომ მე მოვკალი და ვერაფერს დამიმტკიცებო..იცი რამდენი მყავს მოკლულიო ჯერ ვერავინ გაბედა ჩემს წინააღმდეგ წასვლაო..
-ვინ არის ეგ ტიპი??რა ქვია?
-მე გამეცნო როგორც მაურისიო..
ამ სახელის წარმოთქმაზე ფერი შეეცვალა..ეტყობა იცოდა ვინც იყო..თან კარგად, რადგან შიში ამოვიკითხე მის თვალებში..
-მაურისიო?!?!დარწმუნებული ხარ???
-კი..მაურისიო..იცნობ ხომ? გეტყობა, რომ იცი ვინცაა...
-კი ვიცი და გირჩევ ახლოს არ გაეკარო,თორე ისე მოგიშორებს თვალს არ დაახამხამებს..დამიჯერე დაივიწყე..ვიცი რაც გაქვს ჩაფიქრებული არც იფიქრო მაგაზე...
ტირილი დავიწყე..კი მაგრამ ეს როგორ ვაპატიო..პოლიციაშიც აზრი არ აქვს მისვლას ყველა მოსყიდული ჰყავს..ვტიროდი რადგან ვიცოდი რომ მარიოზე ყოველთვის ჭრიდა ტირილი..ვერ იტანდა როცა ვტიროდი..საერთოდ ვერ იტანს გოგო რომ ტირის..
-გეყოფა..ხო იცი არ მიყვარს როცა ტირი...კარგი ხო ნუ ტირი გეტყვი რაც ესე გაინტერესებს,მაგრამ დამპირდი რომ ფრთხილად იქნები..
-კი გპირდები..შენ არ გაგრევ ამ საქმეში..ისიც მეყოფა კრისტიანო ჩემს გამო რომ დაიღუპა..ვერ გადავიტან შენც რომ რამე დაგემართოს..ერთადერთი რაც მინდა მითხრა მისი სუსტი წერტილი.. ყველა ადამიანს აქვს აქილევსის ქუსლი და არც ეგ იქნება გამონაკლისი..
-კი მართალი ხარ..ერთი ის რომ შვილი ჰყავს..მართალია დედასთან ცხოვრობს მაგრამ გიჟდება შვილზე..
-არა ეგ გამორიცხულია..მე მაურისიო არ ვარ..ბავშვს არაფერს დავუშავებ..მაგაზე არც ღირს ფიქრი...და სხვა კიდე..??
-მეორე ის რომ საერთოდ მაფიის წევრებს ჰყავთ უფროსი..ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ..ამ ბოლო დროს გავიგე რომ უკმაყოფილოა მისი უფროსი მისით..მოცილება უნდაო,მაგრამ არ შეუძლია ესე უმიზეზოდ ვერ გააგდებს..თან ბევრი იცის და პირი რომ გააღოს ბევრ შარში გაეხვევა..ოღონდ იცოდე შენ რომც უთხრა და მოუყვე რაც გაგიკეთა მაურისიომ არ გაჭრის მასზე..რამე სხვა უნდა მოიფიქრო..
-მშვენიერია..ზუსტად ისაა რასაც ვეძებდი..მხოლოდ მაურისიო დაზარალდება..ინანებს რომ გადამეკიდა...
-რას აპირებ?იცოდე საშიშია..ეს არაა ხუმრობა..გაიგე !რატომ არასდროს მისმენ??იყოველთვის ასეთი ჯიუტი იყავი..მოგკლავენ იცი?? თუ შეტოპავ უკან ვერ დაბრუნდები..ვერასდროს..არასოდეს მოგცემენ მაგის ნებას..შეეშვი გთხოვ..
-არა..არასოდეს..მე ისედაც მკვდარი ვარ..მაშინ მოვკვდი როცა კრისტიანო უსამართლოდ მოკლეს.. მის ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი. .ეხლა აღარ აქვს ჩემთვის არაფერს მნიშვნელობა...მე დავკარგე ის..იქნებ კარგიცაა თუ მომკლავენ..იქ ერთად ვიქნებით და ვეღარავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას..
-ვიცი რომ გიყვარდა,მაგრამ არ ღირს მაგაზე ხელის გასვრა.. ვიცი რომ არ გადაიფიქრებ,მაგრამ დამპირდი რომ როგორც კი დაგჭირდები დამირეკავ..ხომ იცი არასოდეს მიგატოვებ..
-ვიცი..იმიტომ მოვედი შენთან როცა ყველაზე მეტად დამჭირდი. .გპირდები,რომ დაგირეკავ..კიდე ერთი თხოვნა მაქვს..მითხარი მაგ უფროსის ნახვა სად შეიძლება..???
-ჩემს ბარში ხვალ უნდა მოვიდეს წესით..
-ძალიან კარგი..ხვალ სტუმრების სიაში ჩამწერე..და კიდევ ერთი არ უნდა გაიგოს ჩვენ, რომ ვიცნობთ ერთმანეთს..არ მინდა შენ დაგიშავოს რამე..
-კარგი,მაგრამ ხო გახსოვს რას დამპირდიი?
-კი მახსოვს..ეხლა წავედი ხვალამდე..
დავემშვიდობე და წამოვედი..გზაში ვფიქრობდი,რომ როგორც იქნა შურისძიების დრო მოვიდა...
მთელი დღე ვფიქრობდი გეგმაზე..იმაზე რასაც ვაპირებდი..არ ვიცი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ მთავარი ისა, რომ უფროსი როგორც გავიგე 34 წლისაა მე კიდე 23..უნდა მოვახერხო და მოვეწონო..მერე უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული...
მივედი როგორც იქნა კლუბში..მაგიდა დამიჯავშნა ზუსტად მის გვერდზე..დავჯექი, ჯერ არ იყო მოსული.. მარიო მოვიდა და მომესალმა..მითხრა რომ მიხვდა რასაც ვაპირებდი..ცდილობდა რომ გადამეფიქრა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა..ცოტახანში დამტოვა..
ველოდებოდი….რატომღაც იგვიანებდა..უკვე წასვლას ვაპირებდი და გამოჩნდა..სურათი მქონდა ნანახი და მაშინვე ვიცანი.. დაჯდა თავის მეგობართან ერთად ჩემს წინ..პირდაპირ მიყურებდა..მეც ტელეფონს მივაჩერდი ვითომ ვიღაცას ველოდებოდი და ასე ვთქვათ გადამაგდო..თან ვამჩნევდი,რომ მიყურებდა.. მერე სიგარეტი ამოვიღე და ვითომ სანთებელას ვეძებდი..
ეს იყო მიზეზი რომ გამოვლაპარაკებოდი მას..მივედი პირდაპირ მასთან და სანთებელა ვთხოვე..ამათვალიერა და მითხრა ასეთი გოგო სიგარეტს არ უნდა ეწეოდესო..მე გამეცინასავით.. ამოიღო და ამინთო სანთებელა..მეც მისკენ დავიხარე..საკმაოდ გამომწვევად თან თვალებში ვუყურებდი..
წასვლას ვაპირებდი და ხელი ხელზე წამავლო.:
-იქნებ შემოგვიერთდეთ?
-იცით ვიღაცას ველოდები,მაგრამ ეტყობა აღარ მოდის..ასე რომ რატომაც არა..
-მშვენიერია..დაბრძანდით..
შევამჩნიე რომ რაღაც ანიშნა მეგობარს და დაგვტოვა მეგობარმა..
-თქვენს მეგობარს რამე ხომ არ ვაწყენინე?
-არა რას ამბობთ უბრალოდ საქმე ჰქონდა..მაგას სჯობს მითხრათ თქვენს შესახებ რამე..
-იცით საერთოდ ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს..საერთოდ მიმაჩნია რომ სხვამ უნდა ილაპარაკოს შენზე..
-ხო გასაგებია..მგონი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს..არც მე მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი..
-ხო როგორც ჩანს საერთოც აღმოვაჩინეთ უკვე..
-აქამდე არ მინახიხართ ამ კლუბში
-საერთოდ არ მიყვარს კლუბები,მაგრამ მეგობარმა მთხოვა შემხვდიო და რატომღაც თვითონ არ მოვიდა..
-შეიძლება გავიგო მეგობარი გოგონაა თუ ბიჭი??
-გოგონა..დიდიხანია მთხოვს კლუბში გავყვე და როგორც იქნა მოვიცალე და თვითონ ვერ მოვიდა..
-ეგრეც ვიფიქრე,რადგან ასეთ გოგოსთან ბიჭი რომ ყოფილიყო არ მოვიდოდა კი არა არც დააგვიანებდა.
-მგონი აზვიადებთ
-არა სერიოზულად ვამბობ..მგონი ამის საბაბს თქვენი გარეგნობა მაძლევს..
-მთავარი გარეგნობა არა..მთავარი სულია..
-მე მჯერა რომ ასეთ ლამაზ სხეულში ასეთივე სულია..
ამ საუბარში ვიყავით როცა მიმტანი მოვიდა და მკითხა რამეს ხომ არ მინდოდა..მე წვენი შევუკვეთე..
-როგორც ჩანს არ სვამთ ხო??
-არა დიდიხანია უკვე..დრო იყო ვსვამდი, ახლა მხოლოდ წვენი
-გასაგებია..შეიძლება რაღაც გკითხოთ?? გყავთ ისეთი ადამიანი ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებდით?
-არა..მყავდა..მაგრამ აღარ მყავს...გარდაიცვალა..არ მინდა ამის გახსენება..
-ვწუხვარ..არ ვიცოდი..
-არაუშავს ალბათ ეგრე იყო საჭირო..
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...დავარღვიე სიწყნარე და ვუთხარი:
-იცით მე უნდა წავიდე ხვალ საქმე მაქვს და სამწუხაროდ ვეღარ დავრჩები..
-კარგით როგორც გინდათ..მიგაცილებთ სახლამდე..თან საშუალება მექნება უკეთ გაგესაუბროთ..
უარი არ მითქვამს, მთავარი ის იყო რომ მე ცალკე ვცხოვრობდი და ჩემი ოჯახი ცალკე..არ ჰქონდა მნიშვნელობა გაეგო სად ვცხოვრობ..
მიმაცილა.. გზაშიც ვისაუბრეთ..დამშვიდობებისას მობილურის ნომერი მთხოვა.რა თქმა უნდა მივეცი მე ხომ ზუსტად ეს მინდოდა.. დამთავრდა ეს დღე.საბედნიეროდ მშვიდობით..
დილას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა..მარიო იყო..გამომკითხა ყველაფერი დაწვრილებით..და ბოლოს მითხრა..როგორც ყოველთვის ეს საქმეც გამომივიდა..დავპირდი რომ ყველაფერს მოვუყვებოდი..
დაახლოებით სამ საათზე ისევ დარეკა ტელეფონმა.დავხედე და უცნობი ნომერი აღმოჩნდა..მაშინვე მივხვდი ვინც იყო.. არ შევმცდარვარ – ფაბრიციო იყო..ვახშამზე დამპატიჟა და მითხრა,რომ 6 საათისთვის გამომივლიდა..
გამოვიპრანჭე და ზუსტად 6 საათზე მოვიდა... წავედით სადღაც მდიდრულ რესტორანში..ბევრი ვისაუბრეთ..ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. ისიც კი მითხრა რომ გაუხარდა ჩემი გაცნობა...
ჩემი ჩანაფიქრი სრულდება...მთავარია ეხლა ცოლობა მთხოვოს თორე ისე ვერაფერს მივაღწევ... ამას დრო დასჭირდება მაგრამ მოვიცდი...
დროც გადიოდა..ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით..საკმაოდ საინტერესოდ ვსაუბრობდით ხოლმე…და როგორც იქნა დადგა ის დრო როცა ცოლობა მთხოვა..ამას კი 6 თვეზე მეტი დასჭირდა..
ერთხელ წამიყვანა რესტორანში სადაც მარტო ჩვენ ვიყავით და ცოლობა მთხოვა, თან ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა..მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი და ისე ვიქცეოდი თითქოს ძალიან გამიხარდა.. რეალურად მართლა გამიხარდა მაგარმ სხვა რამის გამო..

2 თვე ვემზადებოდი ქორწილისთვის..ულამაზესი კაბა ავარჩიე..წვეულებაზე უამრავი ადამიანი იყო დაპატიჟებული და მათ შორის იყო მაურისიოც..დრო იყო გაეგო ვინ იყო მისი ბოსის ცოლი.. ამ მომენტზე დიდხანს ვოცნებობდი..
რატომღაც არ დამიხასიათებია თავად ფაბრიციო..გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველი იყო..მამაკაცური იყო და ეტყობოდა რომ მაფიის ბოსი იყო..სიმართლე გითხრათ ვერც წარმოვიდგენდი რომ რომანტიკოსიც იყო..ხასიათები რაც ჩემთან გამოავლინა ამ ხნის განმავლობაში იყო ის რომ მკაცრად ელაპარაკებოდა ქვეშევრდომებს..საკმაოდ ფიცხი იყო რაც არ ვიცი უნდა გამხარებოდა თუ არა...
როგორც იქნა დადგა ჩემი ქორწილის დღე, ყველა ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრი იყო დაპატიჟებული..მათ შორის იყო მარიოც..როცა მოსალოცად მოვიდა მითხრა:
-არ მეგონა თუ ასე შორს შეტოპავდი..
-ხო ეგრე იყო საჭირო..სიმართლე გითხრა ფაბრიციო საკმაოდ კარგად მექცევა ასე რომ ნუ გეშინია..თან ვუყვარვარ თორემ ცოლობას არ მთხოვდა..ასეთ ტიპებს რომ უყვართ..ესეიგი სამუდამოდ...
-იმედია არ ცდები ... მითხრა მარიომ და წავიდა..
დადგა მომენტი რასაც ამდენიხანი ველოდი..დააგვიანა მაგრამ მაინც მოვიდა ..გამოჩნდა მაურისიო.. მოგვიახლოვდა მე ზურგით შევტრიალდი..ამ დროს დამიძახა ქმარმა მეგობარი უნდა გაგაცნოო..
შემოვტრიალდა და რომ დამინახა ცუდად გახდა..სახეზე ფერი არ ედო..გაიცანი ეს ჩემი ცოლია ფრანჩესკა..უთხრა ფაბრიციომ.. ერთადერთი რაც თქვა იყო სასიამოვნოა..არაფერი უთქვამს რომ ვიცნობდი..და იმაზე ხო არაფერს იტყოდა რომ მისი შეყვარებული ვიყავი... რატომ დადუმდა და არ თქვა,როგორც ჩანს სუსტი წერტილი მართლაც ზუსტად ამირჩევია..
ესეც ასე...მიზანს ბოლომდე მივაღწიე..ვცდილობდი ფაბრიციოსთვის უფრო მეტად შემეყვარებინა თავი,რადგან როცა საჭირო იქნებოდა მე ავერჩიე და არა მაფია.
ერთ დღეს ფაბრიციომ მითხრა რომ საზღვარგარეთ მიდიოდა და ორ დღეში დაბრუნდებოა..მეც დრო მქონდა შეტევაზე გადავსულიყავი..საჭირო იყო მომეფიქრებინა რამე ისეთი რაზეც გაბრაზდებოდა ფაბრიციო და მაურისიოს გაანადგურებდა ...
გავიდა ორი დღე და ფაბრიციო როდესაც ჩამოფრინდა დამირეკა 15 წუთში მოვალო..თან მკითხა მაურისიო უნდა იყოს ეზოში და გადაამოწმეო..გადავიხედე და იქ იდგა.. ვუთხარი აქ არის მეთქი. გარეთ დგას..მითხრა შემოიპატიჟე მეც მალე მოვალო..
უცებ გონება გამინათდა ... რა თქმა უნდა ფაბრიციო არასოდეს აპატიებდა მაურისიოს ჩემთვის ხელის დაკარებას..
შემოვიპატიჟე, ვუთხარი:
-ფაბრიციომ თქვა სახლში დამელოდოსო...
შემოვიდა და ხმას არ იღებდა..ერთადერთი რაც თქვა ის იყო რომ რას წარმოვიდგენდი ოდესმე რომ შენ ჩემი ბოსის ცოლი გახდებოდიო...
ამ დროს უაზროდ მივვარდი და სახე ჩამოვაკაწრე..გაგიჟდა და ხელი დამარტყა..ვიცოდი რომ დამარტყამდა..სახე გამიწითლდა.. ყვირილი დავიწყე მიშველეთ..ვყვიროდი გამწარებული..მომვარდა გაჩუმდი პირზე მაფარებდა ხელს და უნდოდა გავეჩერებინე..მეც ვყვიროდი გამწარებული და ამ დროს შემოვარდა ფაბრიციო..
ზუსტად ეს მინდოდა მეც.. საკუთარი თვალით ნანახს რა ჯობია მეთქი გავიფიქრე... გაცეცხლდა მივარდა მაურისიოს და ცემა დაუწყო... მე კი ვტიროდი..ფაბრიციო მომმვარდა:
–სახეზე რა გჭირს? გაბედა და ხელი გახლო?? მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს!
მაურისიო წაათრიეს სადღაც..არ ვიცი სად..ეტყობა მართლა ცუდად იყო მისი საქმე.. ფაბრიციომ ყინული გამომიღო.. მე ვტიროდი:
-ჩემი გაუპატიურება უნდოდა..და სახეში გამარტყა როცა წინააღმდეგობა გავუწიე..მითხრა პირადული არაფერია, უბრალოდ შენს მეუღლეს ვერ ვიტან და სამწუხაროდ შენ მოგიწევს პასუხი გებაო.
ყველაფერი მოვიგონე..ამას არ მეტყოდა რა თქმა უნდა.. დამიჯერა ეჭვიც არ შეპარვია..ერთადერთი რაც მითხრა –მაგას მე მოვუვლიო..მთავარია ახლა კარგად ხარო...
ისე სიმართლე გითხრათ მართლაც დარდობდა ჩემზე. როგორც ჩანს მართლაც ძალიან ვუყვარდი..
ოთახში შემიყვანა და დამაწვინა..მითხრა :
–დაისვენე, მე გავალ და მალე დავბრუნდები...
მშვენივრად მივხვდი სადაც მიდიოდა.. დაცვას უთხრა არავინ შეუშვათ მის ოთახში და საერთოდ რაიმე თუ დასჭირდა მე დამირეკეთო და წავიდა..
როგორც კი წავიდა მაშინვე ავდექი და სიხარულისგან ვიცინოდი.. სამწუხაროდ სილურჯეები მქონდა, მაგრამ ეგეც მალე გავიდოდა..მთავარი იყო ის, რომ ყველაზე გეგმის რთული ნაწილი შესრულებული იყო..
კარის ხმა მალევე გავიგე და დავწექი... ფაბრიციო შემოვიდა და ვ თავი მოვიკატუნე თითქოს მეძინდა და გამეღვიძა..მან მკითხა:
-როგორ ხარ? რამე ხომ არ გტკივა?
-უკეთესად..არა არაფერი არ მტკივა.. რა მოუვიდა მაურისიოს??
-ეგ შენ არ გეხება..
ჩავაცივდი მითხარი მეთქი..
-ნუ დარდობ არ მომიკლავს მკვლელი არ ვარ..
არც მწყენია, რომ არ მოუკლავს,რადგან ასე შანსი მქონდა კიდევ არაერთხელ გამემწარებინა..
ერთი კვირის შემდეგ კაბინეტში შემთხვევით მოვკარი ყური ფაბრიციოს ლაპარაკს ტელეფონზე..ვიღაცას ეუბნებოდა:
– ისე გააკეთე რომ მაურისიო მაფიიდან გაქრეს და გაკოტრდეს..მინდა მათხოვარი ვნახო..რაც მივეცი ის უნდა წავართვა და ისევ მათხოვარი გავხადო..
სიმართლე გითხრათ გამიხარდა ამის მოსმენა, მეც ხომ დატანჯული მაურისიოს ხილვა მსურდა...
რამდენიმე კვირის შემდეგ სულ შემთხვევით სასტუმროს წინ დავინახე მაურისიო,რომელიც მათხოვრობდა..ძლივს ვიცანი : გაჩეჩილი თმით.ბინძური.. დაუფიქრებლად მივედი და ვუთხარი:
– ზუსტად ასეთი მინდოდა მენახე მაურისიო..ხომ დაგპირდი შურს ვიძიებ მეთქი?... მიდი ახლაც იცინე ისე როგორც მაშინ იცინოდი..რატომ არ იცინი??
დადუმებული იყო და ისევ ის სიტყვა გავიგე :
–“ინანებ”..
წამოვედი და ვფიქრობდი ამ სიტყვაზე..ცოტა არ იყოს შემეშინდა.. წინაზე ეს რომ მითხრა კრისტიანო დავკარგე და არ მინდოდა ფაბრიციოს დაკარგვაც..ჩემი მიზნის მიღწევაზე ფიქრში ეს ადამიანი მართლა შემიყვარდა..ვერც წარმოვიდგენდი ამას,მაგრამ ეხლა ჩემი მისია შესრულებულია, თუმცა არსად მინდა წასვლა..პირიქით მინდა მთელი ცხოვრება მასთან გავატარო..მასთან თავს დაცულად ვგრძნობ და რაც მთავარია დანამდვილებით ვიცი,რომ მართლა ვუყვარვარ..
მარიოს,რომ დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი.. ძლივს დაიჯერა, გაოცებული იყო... მარიოს ვუთხარი რომ ფაბრიციო მართლა შემიყვარდა და მასთან ვაპირებდი მთელი ცხოვრების გატარებას...
მძღოლს ვთხოვე სასაფლაოზე წავეყვანე.. კრისტიანოსთან მივედი სასაფლაოზე..მოვუყევი ყველაფერი..ისიც ვუთხარი:
-ეხლა შეგიძლია წყნარად იყო…მან მიიღო რაც დაიმსახურა.. მე კი ყოველთვის მეყვარები..ყოველთვის...
სახლში რომ მოვედი ფაბრიციო დამხვდა და მკითხა სად ვიყავი.. რომ ვუთხარი არ ესიამოვნა..მაგრამ არაფერი უთქვამს.. მე კიდევ დავაწყნარე და ვუთხარი :
–ფაბრიციო მიყვარხარ უსასრულოდ და უსაზღვროდ! თუმცა კრისტიანო ჩემი წარსულია შენ კიდევ ჩემი აწმყო და მომავალი ხარ ამიტომაც მინდა მთელი ცხოვრება შენთან გავატარო..
შევატყვე ესიამოვნა..აქამდე ეს სიტყვები არასდროს მითქვამს მისთვის..დღეს თითიქოს კიდევ ერთხელ ვიწყებდი ახალ ბედნიერ ცხოვრებას...
დრო გადიოდა და ყველაფერი ძალიან კარგად იყო..იმდენად კარგად რომ მეშინოდა კიდეც რამეს არ შეეშალა ხელი ჩვენი ბედნიერებისთვის..
მალევე გავიგე სასიხარულო ამბავი .. თურმე ფეხმძიმედ ვიყავი..უკვე 3 თვის.. ფაბრიციო როგორც კი სახლში მოვიდა მაშინვე მივახარე..ძალიან გაუხარდა.. ვიცოდი რომ ძალიან უნდოდა შვილი.. სახელის არჩევაც კი დავიწყეთ.. ასე გაიარა შემდგომმა 6 თვემ და დრო იყო უკვე მემშობიარა..
წინასწარ ვიცოდი სად ვიმშობიარებდი..რატომღაც საკეისრო კვეთა გამიკეთეს ... აზრზე რომ მოვედი ბავშვის შესახებ ვკითხე ექიმს მან კი მითხრა რომ ჩემი პატარა ერთი დღე დარჩებოდა სავადმყოფოში გამოკვლევებისთვის და თქვენი პატა ბიჭუნას ნახვას უკვე ხვალ შეძლებთ.
ფაბრიციო იყო შემოსული და მომახარა შორიდან ვნახე ჩვენი ბიჭუნაო. დავწყნარდი ცოტა..დილას რომ გავიღვიძე ექიმი შემოვიდა და მითხრა:
-ვწუხვართ მაგრამ თქვენ ბიჭს სუსტი გული აღმოაჩნდა და გარდაიცვალა....
გავგიჟდი..ისტერიკა დამეწყო.. ვერაფრით ვმშვიდდებოდი.. ამიტომაც წამალი გამიკეთეს რომ დამეძინა..
ფაბრიციო შემოვიდა რომ გამეღვიძა..სახეზე ფერი არ ედო.. ეტყობა სიმართლე იყო რაც ექიმმა თქვა..ძალიან ვინერვიულე.. მეხუტებოდა და მეუბნებოდა :
–არ ინერვიულო, ჩვენ კიდევ ბევრი შვილი გვეყოლება და ყველაფერი კარგად იქნებაო..
სახლში დავბრუნდი..სულ ბავშვზე ვფიქრობდი. თავიდანვე საეჭვო იყო ბავშვს რომ არ გვანახებდნენ.. კი მაგრამ ექიმს რატომ უნდა მოვეტყუებინე?
ცხოვრება გრძელდებოდა… 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ტრაგედია მოხდა... სამწუხაროდ ისიც გავიგე რომ უკვე შვილები არასდროს მეყოლებოდა..ამან კიდევ უფრო დამამწუხრა..ფაბრიციო მართლაც ძლიერი პიროვნება იყო.. ყველაფერში მეხმარებოდა..მაწყნარებდა…
დარდით არ ვიცოდი რა მექნა და გადავწყვიტე ბავშვთა სახლში წავსულიყავი და ბავშვებს დავხმარებოდი ..უამრავი სათამაშო და საჭმელი წავუღე..მას შემდეგ ხშირად ვსტუმრობდი ამ ბავშვთა სახლს..
მათ ბედნიერ თვალებს რომ ვუყურებდი ასე მეგონა ჩემს შვილსაც უხაროდა... სულ მახსენდებოდა და ვფიქრობდი მასზე. ფაბრიციოსთან არაფერს ვამბობდი ისეც საკმარისად დარდობდა ისიც და არ მინდოდა კიდევ უარესად დამემძიმებინა მისი მდგომარეობა ..
გავიდა 3 უსასრულო წელი.. ბავშვთა სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთი გოგონაა, რომელსაც სასწრფოდ სჭირდება გულის ოპერაცია თორემ დაიღუპება..მშობლებს არ აქვთ ამის საშუალება..ოპერაცია 200000 $ ჯდება.. იქნებ რამენაირად დაეხმაროთო..
ეს როგორც გავიგე ფაბრიციოს დავურეკე და ვუთხარი ამ ბავშვის შესახებ.. უპრობლემოდ მომცა ფული..არაფერი უთქვამს, გადარიცხა ეს თანხა და ბავშვს ოპერაცია გაუკეთეს..
ორ კვირაში სავადმყოფოში მივედი ბავშვის სანახავად.. დირექტორმა მითხრა მშობლებს თქვენი ნახვა უნდათ, რომ მადლობა გადაგიხადონ.. რომ მივედი მარტო დედა იყო..ფაბრიციოც ჩემთან ერთად იყო.. იმ ქალმა მადლობა გადაგვიხადა..ღმერთი გადაგიხდით სიკეთესო..ტიროდა და გვლოცავდა..გამიხარდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. ამ დროს კარი გაიღო და შემოვიდა ბავშვის მამა.. ვერც წარმოიდგენთ ვინ... მაურისიო...
რომ დავინახეთ შოკში ჩავვარდით..:
-შენ აქ რას აკეთებ რა გინდა აქ? ვკითხე მე..
-მე თუ თქვენ რა გინდათ აქ..მე ჩემს შვილთან მოვედი..
ღმერთო ჩემო..ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი..შენი შვილი?? ესეიგი ჩვენ შენი შვილი გადავარჩინეთ სიკვდილისგან??....
-თქვენ თქვენ ხართ ის ცოლ ქმარი??
გაოცებულები ვიყავით ყველა..არავინ მოელოდა ამას..
მე და ფაბრიციომ გამოჯანმრთელება ვუსურვეთ ბავშვს და წამოვედით..
აი ბედის ირონიაც…
მეორე დღეს კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა, რომ გავაღე მაურისიო და მისი ცოლი იყვნენ.. გამიკვირდა არ მოველოდი მათ ნახვას.. შემოვიპატიჟე..საბედნიეროდ ფაბრიციოც სახლში იყო, რომ გაიგო მათ შესახებ მასაც ძალიან გაუკვირდა..
მაურისიომ დაიწყო მოყოლა:
- 4 წლის წინ ჩემი ცოლი მუშაობდა იმ სავადმყოფოში მედდად სადაც ფრანჩესკამ ბავშვი გააჩინა..მე სულ შემთხვევით შევამჩნიე ის, ჩმს ცოლს როცა ვკითხე მითხრა, რომ ამ სავადმყოფოში უნდა გაეჩინა ბავშვი..ძალიან გაბრაზებული ვიყავი თქვენზე და ამიტომაც გადავწყვიტე შური მეძია..ამაზე დიდხანს ვოცნებობდი..ამ შანს ვერ გაუშვებდი ხელიდან..ჩემს ცოლს მოვუყევი რაც გამიკეთეთ და გადაწყვიტა დამხმარებოდა.. როდესაც შენ ბავშვი გააჩინე იმ დღეს სხვა ბავშვიც გაჩნდა ისიც ბიჭი..მაგრამ სუსტი გულით... თქვენი შვილი კი სრულიად ჯანმრთელია და ცოცხალია..
ამის გაგონებაზე ცუდად გავხდი..ცოცხალია?..მართლა? მე ხომ ამდენი ხანი ჩემი შვილი მკვდარი მეგონა..არ მჯერა ნუთუ მართლა ცოცხალია..
-კი მასეა... ჩემმა ცოლმა ბავშვები შეცვალა..მან არ იცოდა რომ ის ბავშვი მოკვდებოდა..უბრალოდ გულის პრობლემები ექნებოდა.. მინდოდა რომ დატანჯულიყავით..მერე გავიგეთ რომ ბავშვი მოკვდა..მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდით.. ჩემმა ცოლმა გაიგო, რომ თქვენი ბავშვი კარგადაა და რომ ისეთ ოჯახში ცხოვრობს,სადაც არაფერი აკლია..
ამის გაგონებაზე არ ვიცოდი რა მექნა, თითქოს ჩემი ოცნება ახდა..:
-კი მაგრამ ვინაა ეს ოჯახი?სად ვნახოთ ჩვენი შვილი???
-ეგ არ ვიცით..სამწუხაროდ..2 წლის შემდეგ ჩვენი შვილი ავად გახდა და მაშინ მივხვდით ღმერთმა დაგვსაჯა იმის გამო რაც გავაკეთეთ..ძალიან ვწუხვარ შენი შეყვარებულის გამო..და იმის გამო რაც ცხოვრებაში გაგიკეთე..2წელია ეკლესიაში დავდივარ და ღმერთს ვთხოვ პატიებას, ვლოცულობდი ,რომ ვინმე ჩემს შვილს დახმარებოდა..და თქვენც გამოჩნდით..რომ დაგინახეთ მაშინ მივხვდი რომ დრო იყო სიმართლე გაგეგოთ..თქვენ ხომ ჩვენი შვილი გადაარჩინეთ და მადლობას მხოლოდ ასე თუ გადაგიხდიდით..
ახლა კი ჩვენ წავალთ და იმედია იპოვნით თქვენს შვილს.. გვაპატიეთ..ღმერთმა საკმარისად დაგვსაჯა ამის გამო..
ეს თქვეს და წავიდნენ...
ფაბრიციომ მკითხა:
-რას ნიშნავდა რომ თქვა ვწუხვარ შეყვარებულის გამოო?რა შუაშია მაურისიო??
მე მოვუყევი, რომ მან მოკლა ის..ყველაფერი ვუთხარი იმის გარდა რომ შურისძიების გამო გავიცანი. უბრალოდ ვუთხარი, რომ ქორწილში, რომ ვნახე მერე გადავწყვიტე შური მეძია..ის ამას იმსახურებდა.. ერთადერთი ვინც იცოდა სინამდვილეში რატომ გავიცანი მარიო იყო და ის არასდროს ეტყოდა..ასე რომ ჯობდა არ გაეგო.. არის რაღაცეები რაც არ უნდა თქვა,რომ შენი ბედნიერება არ დაანგრიო…
ჩუმად მისმენდა და მითხრა:
-შენ იმაზე ძლიერი პიროვნება ხარ ვიდრე მეგონა..რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები ამაში.. ბევრჯერ დაეცი მაგრამ ყოველთვის მოახერხე ფეხზე წაომდგარიყავი , რამდენადაც მტკივნეული არ უნდა ყოფილიყო ეს..
მეორე დღესვე ფაბრიციომ დაურეკა თავის ნაცნობებს და თხოვა მოეძებნათ ვინ იმშობიარა იმ დღეს ჩემთან ერთად და რამდენი ბიჭი დაიბადა.. როგორც გაარკვიეს იმ დღეს რამდენიმემ იმშობიარა ამ სავადმყოფოში და მათ შორის მხოლოდ ორი იყო ბიჭი..და ერთი დაიღუპა..
ფაბრიციომ მათ თხოვა, რომ ბავშვის მშობლების ვინაობა გაერკვიათ .ადვილი არ ყოფილა.. მეშინოდა, დიდი შანსი იყო რომ შვილი ვერასოდეს მენახა.. მაგრამ ერთი მახარებდა რომ ვიცოდი ცოცხალი იყო და არაფერი აკლდა..
ერთ კვირაზე დიდხანს ეძებდნენ მათ,მაგრამ სასიხარულო ვერაფერი გაიგეს..იმედი გადამეწურა..თითქოს მქონდა შანსი შვილი მენახა, მაგრამ უცებ გაქრა ეს იმედიც... გაიარა კიდევ ერთმა კვირამ და ფაბრიციომ დამირეკა და მითხრა რომ ჩვენი შვილი იპოვნეს..
ძალიან გამიხარდა , მეგონა გული გამისკდებოდა..მე ხომ 4 წელზე დიდხანს ველოდი ამ მომენტს..გულის სიღრმეში მართლაც ვიცოდი რომ ცოცხალი იყო..ალბათ იმიტომ,რომ დედა ვარ ვგრძნობდი ამას..იმიტომ ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემთან აღარ იყო..მისი სიკვდილიც ისეთი საეჭვო იყო..
ეხლა ვბრაზდები ჩემს თავზე, მაშინვე უნდა გამერკვია სინამდვილეში რა მოხდა..რატომ დავიჯერე?!, მაგრამ ეხლა მაინც ვერაფერს შევცვლი.. სამწუხაროდ... ამ ფიქრებში ვიყავი როცა ფაბრიციო მოვიდა ჩემს წასაყვანად..
წავედით და გზაში ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა მშობლებისთვის..იცით ეს ჩემი შვილია სამშობიაროში შეეშალათ და თქვენი გარდაიცვალა..საშინელებაა ამას ვერ ვეტყოდი მეთვითონაც დედა ვარ და ჩემთვის ვინმე ეს რომ ეთქვა ვერ გადავიტანდი..

მივედით..ეტყობოდათ რომ შეძლებულები იყვნენ..უზარმაზარი სახლი ჰქონდათ…ზარი დავრეკეთ და ჩემი შვილის დედამ გამიღო კარი.. მკითხა რა გნებავთო..სასიამოვნო გარეგნობის ქალი იყო..დავდუმდი ხმას ვერ ვიღებდი..ამ დროს ფაბრიციომ უთხრა:
-თქვენი ქმარი სახლშია?
-კი სახლშია ბავშვთან ერთად..დავუძახო?შემობრძანდით
შევედით სახლში და ამ დროს გამოჩნდა ქმარიც ბავშვით ხელში მეგონა,რომ გული წამივიდოდა..ბავშვს ვუყურებდით მეც და ფაბრიციოც.. გაოცებული გვიყურებდნენ ცოლ-ქმარი..წარმოდგენა არ ჰქონდათ ასე რატომ ვუყურებდით ბავშვს..მე კიდე ვტიროდი,,
ფაბრიციომ დაიწყო მოყოლა:
-ბოდიშს ვიხდით რომ შემოგეჭერით,მაგრამ ჩვენც აღელვებული ვართ..სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ რომ ჩვენი შვილი ცოცხალია.. ვიცით დაიბენით მაგრამ სადაც თქვენ იმშობიარეთ 4 წლის წინ ჩემმა ცოლმაც მანდ იმშობიარა... მოხდა ისე რომ თქვენი და ჩვენი შვილები აერიათ..ვიცი ძალიან ძნელია ამის გაცნობიერება მესმის თქვენი მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ . 4 წელი ვოცნებობდით რომ ჩევნ შვილს ვნახავდით და როგორც იქნა აგვიხდა ოცნება..
-მგონი რაღაც გეშლებათ..ეს ჩვენი შვილია..მინდა ახლავე დატოვოთ ჩვენი სახლი..ჩემს შვილს ვერავინ წამართმევს.არავის მივცემ ამის უფლებას...გაიგეთ?!?!?!წადით!!!!!!!!!
-ჩვენ მის წასაყვანად არ მოვსულვართ მის სანახავად მოვედით. ვიცით რომ დრო გჭირდებათ ამის გასაცნობიერებლად მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ..ძალიან ვწუხვართ,მაგრამ ჩვენს შვილს ვერავის დავუთმობთ..ბოლომდე ვიბრძოლებთ მისთვის..
-კი მაგრამ თუ სიმართლეა ეს მეორე ბავშვი როგორც თქვენ ამბობთ ჩვენი შვილი სად არის?
-სამწუხაროდ დაბადების შემდეგ მეორე დღეს გარდაიცვალა.. ვწუხვართ... გული ჰქონდა სუსტი
-არ მჯერა თქვენი წადით ჩვენი სახლიდან თორემ პოლიციას გამოვიძახებთ... გაიგეთ?
-ახლა წავალთ მაგრამ იცოდეთ სასამართლოშიც რომ მოგვიწიოს ჩივილი..გიჩივლებთ და ბავშვს დავიბრუნებთ..
მე ისევ ბავშვს ვუყურებდი და ცრემლები მომდიოდა..შევეხვეწე ხელში ავიყავნ მეთქი და დედამისმა უარი მითხრა..
წამოვედით..
გული მტკიოდა რომ მისი მოფერება და ჩახუტება ვერ შევძელი.. ახლა მიკვირს თუ როგორ ვცხოვრობდი ეს წლები მის გარეშე.. ის ჩემს წინ იდგა და ჩემი თვალები ჰქონდა…ისეთივე ცისფერი როგორც მე..თმა კიდე მამიკოსი– გიშერივით შავი... ის ნამდვილად ჩვენი შვილი იყო.. ჩემი ბიჭი რომელიც უსამართლოდ წამგლიჯეს.. მაგრამ ახლა მის გარეშე აღარ ვაპირებდი ცხოვრებას..ისიც საკმარისი იყო, რომ ამდენი წელი ჩვენთან არ იყო.
ფაბრიციომ დაცვის ერთი წევრი დატოვა რომ ეთვალთვალა მათთვის და ყველაფერი მოეხსენებინა მისთვის.. რამდენიმე დღე გავიდა და ფაბრიციომ გაიგო რომ სადღაც აპირებდნენ წასვლას.. როგორც გაიგო ჩემოდნები ჩაალაგეს და მიდიოდნენ..ეტყობა საზღვარგარეთ აპირებდნენ გაქცევას, რომ შვილი არ წაგვერთმია..
ფაბრიციომ უთხრა რომ გაჰყოლოდა უკან..მაგრამ ისე რომ არ შეემჩნიათ..ისიც უთხრა რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდნენო და ორივე ნერვიულობდაო..სიმართლე გითხრათ შემეშინდა..ხო შეიძლება რამე მომხდარიყო..აი მაშინ შვილის მეორედ დაკარგვას ვერ გადავიტანდი. მეც მოვკვდებოდი მასთან ერთად.
დაცვა გაყვა მათ უკან.როგორც გვითხრა უბრალოდ ქალაქგარეთ მიდიოდნენ.მაგრამ გზაში უბედურება მოხდა.. ის მანქანა სადაც ჩემი შვილი იჯდა გადატრიალდა და ხეს შეასკდა..არ ვიცით რა მოხდა ზუსტად,მაგრამ როცა დაცვა მივიდა მხოლოდ ბავშვის გამოყვანა მოახერხა და მანქანა აფეთქდა..სამწუხაროდ ორთავე მშობელი დაიღუპა..
ჩვენ სასწრაფოდ სავადმყოფოში გავარდით..აღმოჩნდა,რომ ბავშვს თირკმელის გადანერგვა ჭირდებოდა.. მე და ფაბრიციომ ანალიზები ჩავაბარეთ.ექიმებმა გამოიკვლიეს და მითხრეს,რომ მე გამოვდგებოდი დონორად..გამიხარდა რომ შემეძლო ჩემი შვილი გადამერჩინა.. მაგრამ ექიმმა გამაფრთხილა,რომ ჩემს ორგანიზმს შეიძლება ოპერაციის მერე ვერ გაეძლო და შანსი იყო რომ ვერ გადავრჩებოდი.
ერთი წუთით არ დავფიქრებულვარ ამაზე..ჩემი შვილისთვის ყველაფერზე თანახმა ვიყავი..მთავარი იყო ის ყოფილიყო კარგად.. ფაბრიციომ მითხრა რომ შენ როგორც გადაწყვეტ ისე მოიქეცი, ეს შენი არჩევანიაო..მეც გავაკეთე ჩემი არჩევანი.. მის გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა და ასე რომ არჩევანიც გასაგებია.
სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია.. მეორე დღესვე მოამზადეს საოპერაციო..ფაბრიციოს ვუთხარი:
-რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს შვილს მიხედე..
თუმცა ამის თქმა საჭირო არც იყო,ისედაც ვიცოდი რომ ფაბრიციო საუკეთესო მამა იქნებდოა.
დავემშვიდობე ფაბრიციოს და შემიყვანეს საოპერაციოში საიდანაც შეიძლება ვერც გამოვსულიყავი,მაგრამ ბედნიერი ვიყავი რომ ჩემი შვილი იცოცხლებდა და თუნდაც მომკვდარიყავი ეს მიღირდა ამად.. ესაა დედის სიყვარული შვილის მიმართ, რასაც ვერავინ ვერასდროს ახსნის..
ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა..როგორც იქნა დასრულდა კიდეც..ფაბრიციო ძალიან ნერვიულობდა, რადგან მთელი მისი ოჯახი ჩვენ ვიყავით და ჩვენს გარეშე ალბათ ვერც იცოცხლებდა.. გამოვიდა ექიმი და შეატყობინა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.. უთხრა:
-თქვენს ბიჭს საფრთხე არ ემუქრება..,მაგრამ ცოლის საქმე არც ისე კარგად არის..
როცა გონზე მოვედი ფაბრიციო თავზე მედგა..პირველი რაც კი ვკითხე იყო ის რომ :
–ბავშვი როგორაა??..გემუდარები, მითხარი რომ კარგადაა..
-ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,ბავშვიც კარგადაა,მაგრამ ექიმს შენი ჯამრთელობა ადარდებს..
მე კი ვუთხარი:
-ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს..შემიძლია წყნარად მოვკვდე.. მთავარია ჩემი შვილი ცოცხალია..და მას შენ ყავხარ..ვიცი რომ კარგი მამა იქნები მისთვის..
-ნუ ამბობ მაგას..შენც ჩვენთან ერთად იქნები... და როგორც იქნა ერთად ბედნიერები ვიქნებით..
-ეგ მხოლოდ ზღაპრებშია ფაბრიციო..მე ისიც მახარებს რომ ვიცი თქვენ ერთად იქნებით.
ამ დროს ექიმი შემოვიდა..მკითხა:
-როგორ ხარ.რამე ხომ არ გაწუხებსო?
-არამიშავს..კარგად ვარ..
არა და მოვატყუე ..არ მინდოდა ფაბრიციოს ენერვიულა ისედაც ბევრი გადაიტანა..
ერთი კვირა სავადმყოფოში გავატარე. გამოკვლევებს მიტარებდნენ,მკურნალობდნენ.. მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ იცვლებოდა..პირიქით უარესდებოდა..ექიმმა საბოლოოდ დაკარგა იმედი.. და ფაბრიციოს უთხრა:
-წაიყვანეთ სახლში ნუ აწვალებთ. ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით.. უკეთესი იქნება სიცოცხლის ბოლო დღეები თქვენთან და შვილთან ერთად გაატაროს..მისი იმუნიტეტი დაქვეითებულია და ვეღარ შევძლებთ დახმარებას..ვწუხვართ..
ფაბრიციომ სახლში წამომიყვანა..ჩემთვის არ უთქვამს ექიმმა რაც უთხრა,მაგრამ მე შემთხვევით მოვისმინე ეს..
ახლა სახლში ვარ და ჩემს პატარას ვუყურებ როგორ ძინავს..ღამეც კი არ მინდა დაძინება არ მინდა 1 წამი მაინც დავკარგო ისე რომ მას არ ვუყურო..დასვენება იქაც მეყოფა..
როგორც ჩანს ეს იყო ჩემი ბედისწერა..ცხოვრების ეს რთული გზა იმისთვის გამოვიარე რომ ჩემი შვილისთვის მეორეჯერ მეჩუქებინა სიცოცხლე...მაგრამ ამისთვის ნამდვილად ღირდა ცხოვრება...
ეხლა კი შემიძლია ვთქვა,რომ ამქვეყნიდან ბედნიერი მივდივარ. ყველაფერს გავცემდი ოღონდ შემეძლოს ჩემს შვილთან და ფაბრიციოსთან
დარჩენა,მაგრამ ეს შეუძლებელია..



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent