შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პემბე კადერი. ანუ, ვარდისფერი ბედისწერა!

7-09-2016, 08:39
ავტორი 5th Angel
ნანახია 2 881

არც კი ვიცი, როგორ დავიწყო.. :„ძვირფასო პემბე!“, „საყვარელო წიგნის გმირო!“ ან, უბრალოდ“გამარჯობა, ქალბატონო პემბე!
ჰო, მგონი ასე უფრო მისაღები და მოსახერხებელი იქნება თქვენთვისაც, და ჩემთვისაც. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ დედა ნეიზს თქვენთვის და თქვენი ტყუპისცალი დისთვის, შესანიშნავი სახელები დაურქმევია.

ვარდისფერი ბედისწერა და საკმარისი მშვენიერება.

გიკვირთ, უცხო ადამიანმა რომ ამდენი იცის თქვენზე, ხომ ასეა, ქალბატონო პემბე?
დღეს დილით რომ გათენდა, ვიფიქრე და უეცრად აზრი მომივიდა გონებაში, საყვარელ პერსონაჟს მივწერ ჩემ განცდილ გრძნობებს მის ცხოვრებასთან დაკავშირებით-მეთქი. მოვუყვები, თუ რას ვგრძნობდი ყოველი ფურცლის წაკითხვისას, ყოველი მისი ნათქვამი ფრაზის თუ უმნიშვნელო სიტყვის დროს..
და მაინც, ხომ არ ფიქრობთ, რომ გავკადნიერდი, ასე შინაურულად რომ მოგიხსენიებთ?! თუ ასე ფიქრობთ, მინდა იცოდეთ, რომ წამითაც არ გამივლია გულში თქვენი წყენინება.
უბრალოდ მინდოდა, თქვენთვის ჩემი აზრი გამეზიარებინა. და რჩევაც მომეცა.

ცოტა უსიამოვნოა, დამეთანხმებით, შენზე შედარებით უმცროსისგან შენიშვნების და რჩევის მიღება. თუმცა, დღეს სამყარო ისეა მოწყობილი, პატარებისგან ვსწავლობთ ჩვენ და ჩვენგან სწავლობენ პატარები.
ვიღაც იტყვის, გიჟიაო, რადგან პერსონაჟის რეალური არსებობის სჯერაო. მაგრამ, მოდით, აბა გულზე ხელი დაიდეთ, და ისე თქვით, რომ თქვენი საყვარელი პერსონაჟი არ არსებობს!

არ არსებობს ის წუთები, რომელიც მისი ცხოვრების კითხვაში გაატარე. არ არსებობს ის წამები, როდესაც მისი თითოეული მოქმედება გულთან ახლოს მიიტანე, განიცადე, შეიგრძენი და მის ადგილას საკუთარი თავი წარმოიდგინე..
მიდი, და თქვი! რომ ყველაფერი, რისიც გჯეროდა, გწამდა, და აღმერთებდი, გამოგონილია..

ასე, რომ.. ქალბატონო პე-მ-ბე! მე მჯერა თქვენი არსებობის, და იმისიც მჯერა, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს. წერილი ყოველთვის პოულობს თავის ადრესატს.

იცით? დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თქვენი ცხოვრების მოზიარე გახლავთ. თუმცა ცოტა გავთამამდები და გეტყვით, რომ მე - განსაკუთრებული.
ახლაც ზეპირად მახსოვს, თქვენი თითოეული გულში ჩამწვდომი სიტყვა, რომელიც ლოდივით მაწევს გულზე და არ მეშვება..
რომელიც შეცდომის დაშვების დროს თავს მახსენებს და მეუბნება, რომ ეს არ გავაკეთო,რომ იგივე შეცდომა არ გავიმეორო. რომ გაგიხსენოთ, მაგრამ მან არ იცის, რომ არც არასდროს დამვიწყებიხართ და ვერც მომავალში შევძლებ ამას..

ალბათ, თითოეული პერსონაჟის დანიშნულებაც ესაა, უპირველეს ყოვლისა კი ავტორის! და თქვენ ამით, აუცილებლად უნდა იამაყოთ!

თურმე ქალები მსუბუქი თეთრი ბატისტისგან იყვნენ შეკერილები, კაცები კი სქელი, მუქი ნაჭრისგან. უფალმა ასე შეკერა ქალი და კაცი: ერთი მეორეზე აღმატებულია.
მუქ ნაჭერზე ლაქები არ ჩანდა, თეთრზე კი მტვრის ნაწილაკიც შესამჩევი იყო.

მე იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც თქვენი ცხოვრება, სუფთად და ფაქიზად დაწერილი, საყვარლად აკინძული და გაფორმებული, პირდაპირ ხელის გულებზე დამიდო.
აბა..
ქალბატონო პემბე! როგორ შეიძლება დამავიწყდეს ის მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვობაში დაკარგულმა, და მომავლის მოლოდინში მყოფმა ახალგაზრდამ, არ იცოდით რა გრძნობა იყო:თბილად მოკალათებულ დივანზე, საკუთარ შვილებთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად, რომანტიული საოჯახო ფილმის ყურება.

მახსოვს რას ღიღინებდით, კინოთეატრიდან დაბრუნებული. როგორი აპლოდისმენტები იყო სამზგავრო ავტობუსში. და იცით? მაგ დროს, მეც გიკრავდით ტაშს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ხმა არ მესმოდა.
მდიდრულ უბანში სადღეღამისო სალონში მუშაობის დროს, როდესაც მოკლეთმიანი, მოვლილი ქალბატონი შემობრძანდებოდა, და თმის შეჭრას მოგთხოვდათ, ფიქრობდით, ნეტავ რა აქვს შესაჭრელიო. ან თუნდაც იმას, რატომ ვარ მე პემბე კადერი, უქონელი,უყოლელი, საკუთარ ოჯახს მოშორებული, დედამკვდარი, უბედური ქალი, რომელიც ღამითაც კი, როდესაც გრძნობების კორიანტელი უფრო იმატებს, იმაზე ფიქრობს, მეორე დღეს შვილები როგორ გამოკვებოს. ალბათ ყველაფერ ამასთან ერთად, გეცინებოდათ კიდეც მის დახვეწილობაზე.

ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი თქვენთან! უბრალოდ კარგად მესმის რას გრძნობდით მაშინ, როდესაც გეშინოდათ, დედათქვენის განრისხებული სული, მხოლოდ იმის გამო რომ ბიჭი არ გაუჩნდა, თავს არ დაგსხმოდათ, რადგან პირველივე შესაძლებლობაზე, ღმერთმა ბიჭის დედობა გარგუნათ.

ყველაზე მეტად კი იმას თანაგიგრძნობთ, რომ ღმერთმა თქვენ და თქვენი ტყუპისცალი და, ისეთ სოციუმში დაგბადათ, სადაც ქალები მანამ აჩენენ შვილებს სანამ ბიჭი არ ეყოლებათ და სადაც გოგოები სკოლაში არ დადიან რადგან მათი მთავარი ფუნქცია არა – სწავლა, არამედ გათხოვებაა. მათ საზოგადოებაში ჩადებულია ღირსების კოდი, რომელიც სხვა ყველაფერზე მაღლა დგას. ღირსება არის სახელი, რომელსაც მხოლოდ ბიჭებს არქმევენ.
თქვენც ხომ სწორედ ამიტომ გქვიათ „ვარდისფერი ბედისწერა“..

და მაინც, წარმოდგენა არა გაქვთ როგორ მიყვარხართ! მიყვარხართ იმის გამო, რომ იმ მომენტშიც კი, საკუთარი და - ხელებში რომ ჩაგაკვდათ, სამყაროს არ აჯანყებიხართ. არც ვინმე გაგიკიცხავთ. უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს თა ვი სუ ფლე ბის საშუალება.
აი, ახლა კი ვიცი! თქვენ ამ ფრაზას ამართლებთ..:უდიდესი სიმტკიცე , არის ლმობიერება.

ბოლოს, რჩევა კი ის არის.. რომ იქ მაინც, სადაც ახლა ხართ, იცხოვრეთ სიყვარულით, იყავით ბედნიერი, და ნუ მოუსმენთ ნურავის, გარდა საკუთარი გულისა!
ზოგჯერ გგონია, რომ ვეღარ გააგრძელებ ცხოვრებას. გგონია, რომ შენი სულის სინათლე ჩაქრა და სამუდამო ბნელში ჰგიებ. მაგრამ სწორედ ბნელში დანთქმისას, როცა ორივე თვალი დახუჭული გაქვს და სამყაროს აღარ ჭვრეტ, უცებ მესამე, გულისთვალი აგეხილება და მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ თვალით ხედვა ერთია, გულით ხედვა კი სულ სხვა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღეს, სტამბულის გახრიოკებულ მიწაზე, ან ლონდონის ჩამქრალ ლამპიონებთან, მე თქვენ შეგხვდებით. გზააბნეულს, შავ კოჭებამდე კაბაში გამოწყობილს,როგორც ყოველთვის შოკოლადის ეკლერით ხელში, შიშით ანთებულ,მოციმციმე თვალებში გამოგიჭერთ! თქვენ გაიხსენებთ ჩემ მოწერილ წერილს და უაზროდ გაგეღიმებათ. არა იმიტომ, რომ გესიამოვნებათ ჩემი დანახვა, არამედ იმიტომ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ხდება!
და თქვენ ამას მიხვდებით, ერთხელ და სამუდამოდ..
ანდაც, უკვე ჩამოყალიბებული ქალი, თეთრ ხალათში გამოწყობილი, ზამთრის სუსხიანი ნიავით შეციებული, ცხელი თურქული ჩაით ხელში მდგარი. კარების გაღებისთანავე დაინახავთ, ახალგაზრდა ბიჭუნას, რომელიც გეტყვით:
„თქვენთვის წერილია, მემ!“

№1  offline წევრი Shokoladi :D

მართლა მომეწონა. ძალიან დახვეწილი და საინტერესო იყო. წარმატებები <3

№2  offline წევრი 5th Angel

Shokoladi :D
მართლა მომეწონა. ძალიან დახვეწილი და საინტერესო იყო. წარმატებები <3

მადლობა დიდი!

№3  offline მოდერი Eleniko13

კარგი იყო,
კონკურსის წესებს ზუსტად
აკმაყოფილებდა,
მაგრამ მე ოდნავადაც არ მომეწონა.
შენ ვერ დაგინახე ვერსად,
მომეჩვენა რომ გეგმის მიხედვით
წერდი სასკოლო თემას
და გული დამწყდა.

წარმატებებს გისურვებ,
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№4  offline წევრი 5th Angel

okay
ძალიან მომეწონა.
დახვეწილი და გამართული იყო.
მე პირადად, ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩინე.
წაკითხულმაც მასიამოვნა.
ყოჩაღ

მადლობა ძალიან დიდი!

Eleniko13
კარგი იყო,
კონკურსის წესებს ზუსტად
აკმაყოფილებდა,
მაგრამ მე ოდნავადაც არ მომეწონა.
შენ ვერ დაგინახე ვერსად,
მომეჩვენა რომ გეგმის მიხედვით
წერდი სასკოლო თემას
და გული დამწყდა.

წარმატებებს გისურვებ,

შენც ასევე.

№5  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

პირველ რიგში, მადლობას გიხდი რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტე. მარტივად წერ, ეს მომწონს, თუმცა ეცადე ძალიან არ გაიუბრალოო ხელი. ამ შემთხვევაში შენს ინდივიდუალიზმს, ხელწერას დაკარგავ. ახალბედა მწერლებმაც და მომავალმა ახალბედა ავტორებმაც უნდა ვცადოთ, რომ მკითხველი ჩვენს ნამუშევარს წერის მანერით ცნობდეს და არა დასაწყისში/ბოლოში მიწერილი სახელ-გვარით.

,,დღეს სამყარო ისეა მოწყობილი, ჩვენ პატარებისგან ვსწავლობთ და ჩვენგან პატარებიც სწავლობენ." - შეუძლებელია არ დაგეთანხმო. ძალიან სწორად გაქვს დაჭერილი ეს საკითხი.

,,მე მჯერა თქვენი არსებობის. წერილები ყოველთვის პოულობს ადრესატს." - მომწონს პოზიტიური განწყობა. ადამიანს, რა თქმა უნდა, სჯერა იმის, რისაც სურს რომ სჯეროდეს. ხანდახანა ადრესატთან ისეთი წერილებიც კი მიდის, რომელიც არასდროს გაგვიგზავნია ან დაგვიწერია (მხოლოდ ფიქრიც კი საკმარისია. უზარმაზარი ენერგია არსად იკარგება.)

,,თურმე ქალები ასე ყოფილან შეკერილები მსუბუქი ბატისტისგან, კაცები კი სქელი, მუქი ნაჭრისგან." - მიკვირს რომ ამას ეუბნები ქალს, რომელმაც ცხოვრებაში ურთულესი ეტაპები გადალახა. რით არის კაცზე სუსტი ან ნაკლები? მაშინაც კი თუ ცხოვრობს საზოგადოებაში სადაც ქალებს მაქსიმალურად ზღუდავენ. ის, რომ სამყარო გეუბნება ,,სუსტი ხარ!" სულაც არ ნიშნავს, რომ სინამდვილეშიც არ შეგწევს რაიმეს ძალა. გულახდილად რომ ვთქვათ, ძალიან სექსისტური ფრაზაა. მე ყოველგვარი სექსიზმი მაღიზიანებს და საკუთარ თავსაც თუ გამოვიჭერ სექსიზმში, პროტესტ მიჩნდება (თათული გამოფხიზლდი!) აქვე დავურთავ, მომდევნო ფრაზით ,,ერთი მეორეზე აღმატებული..." საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. წამის წინ ხომ ქალი უნებურად ან ნებით კაცზე დაბლა დააყენე. გაგრძელებით კვლავ პირველ აზრს უბრუნდები, კაცებს შეუძლიათ შესცოდონ, ქალებს - არა. შენი მსჯელობიდან გამომდინარე ვხვდები, როგორ ეპოქას და საზოგადოებას ასახავს ნაწარმოები, მაგრამ ვერ ვწვდები პირადად შენს პოზიციას. (რაც წერილის ფორმატში, სასურველი იყო, გამოჩენილიყო.)

,,მდიდრულ უბანში სადღეღამისო სალონში..." ამ აბზაცით ვიგებ რამდენად საინტერესო და რთულ პერსონაჟთან გვქონია საქმე (ეს წიგნი წაკითხული არ მაქვს და გამიხარდება თუ ავტორსა და სათაურს მომწერ), ვფიქრობ მეტი შეგეძლო გეთქვა მისთვის. ისიც მესმის რომ რთულია, მაგ ქალის გასაჭირი ხომ ფანტაზიაში გადაიტანე და არა რეალურად.

ვხედავ, რომ სიკვდილის გარდაუვალობას შეგუებული ხარ. ეს ცუდი არ არის... თუმცა საყვარელი ადამიანის გარდაცვალების უპროტესტოდ გადატანა, პირადად ჩემთვის, უცნაურია.
რაღაც მხრივ ძლიერია შენი სყავარელი პერსონაჟი და ძლიერი ხარ შენც.

ბოლოდან მეორე აბზაცი ძალიან პათეტიკურად ჟღერს. პირდაპირ გეტყვი, გადაპრანჭული და ყალბია. სამაგიეროდ მოვიხიბლე ბოლო ამზაცით... <3 დასასრულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ითქვას წინა აბზაცის ჩავარდნას ანეიტრალებს და მკითხველს საბოლოო ჯამში სასიამოვნო განცდას უტოვებ.

№6  offline წევრი 5th Angel

tgvinianidze29

რაღაც მხრივ, გეთანხმები. მკითხველი წერის სტილით უნდა გცნობდეს და არა მინაწერით.
იმაშიც გეთანხმები, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილის უროტესტოდ გადატანა შეუძლებელიც კია, არათუ იცნაური. უბრალოდ ადამიანი ყველაფერს ეგუები საბოლოოდ, და გიქრება ყველანაირი გრძნობის განცდა.

ბოლო აბზაცი მეც მომწონს *-* მაგრამ არ არის ისეთი, როგორიც მინდოდა ყოფილიყო.
ნუ, რას ვიზამთ, მგონი სათქმელი მაინც ვთქვი.
მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის.
წიგნის სახელწოდებაა: ელიფ შაფაქი "ღირსება".

№7  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

აუცილებლად წავიკითხავ წიგნს.შენ ჩემამდე ის მოიტანე,რაც ყველაზე აუცილებელია,ნამდვილად ვგრძნობდი რომ რეალურად გსურდა მისთვის წერილის მიწერა.ძალიან საინტერესო იყო და ამაღელვებელი,რადგან კადერის ცხოვრების რთული პერიოდები გქონდა აღწერილი.(ემოციური ვარ) შენ ნამდვილად გაქვს ნიჭი. წერილს ყველა ვერ წერს.ბევრს არც კი ესმის მისი მნიშვნელობა.
heart_eyes heart_eyes კარგი გოგო ხარ,ასე გააგრძელე და ბევრ წარმატებასაც მიაღწევ.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№8  offline წევრი 5th Angel

მორი-ელი
აუცილებლად წავიკითხავ წიგნს.შენ ჩემამდე ის მოიტანე,რაც ყველაზე აუცილებელია,ნამდვილად ვგრძნობდი რომ რეალურად გსურდა მისთვის წერილის მიწერა.ძალიან საინტერესო იყო და ამაღელვებელი,რადგან კადერის ცხოვრების რთული პერიოდები გქონდა აღწერილი.(ემოციური ვარ) შენ ნამდვილად გაქვს ნიჭი. წერილს ყველა ვერ წერს.ბევრს არც კი ესმის მისი მნიშვნელობა.
heart_eyes heart_eyes კარგი გოგო ხარ,ასე გააგრძელე და ბევრ წარმატებასაც მიაღწევ.

ოჰ, როგორ მიხარია ახლა, არც იცი.. მადლობა უდიდესი!
მართლაც ძალიან მინდოდა მისთვის მიმეწერა, აქამდეც. უბრალოდ ახლა მეტად მოვინდომე..ხოდა, შედეგიც აქაა..
მიხარია რომ მოგწონს.

№9  offline წევრი ტანიტა

ძალიან კარგი გოგო ხარ, საინტერესოდ და ლამაზად გადმოეცი. წარმატებას გისურვებ

№10  offline წევრი 5th Angel

ტანიტა
ძალიან კარგი გოგო ხარ, საინტერესოდ და ლამაზად გადმოეცი. წარმატებას გისურვებ

როგორი ბედნიერი ვარ!
მადლობა თქვენ,
შეფასებებისთვის. heart_eyes kissing_heart

№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერტგვარი ნიჭია ნაამბობიდან ადამიანს წაკიტხვის სურვილი გაუჩინო, შენ ეს მშვენივრად გამოვივიდა. შაფაქის მხოლოდ " სიყვარულის 40 წესი" მაქვს წაკიტხული და ამ წერილის წაკიტხვის შემდგომ მომინდა წამეკითხა ეს წიგნიც. მიჭირს შეფასება, რადგან მე მხოლოდ სენს დანახულ და არქმულ ქალბატონ პემბეს ვიცნობ, ამიტომ ვეცდები რაც ვიგრძენი და გავიგე ის გიტხრა. მკითხველის აყოლა შეგიძლია, ფიქრი შეგიძლია პერსონაჟების მაგივრად, მათ ადგილას შეგიძლია თავი დააყენო. მომწონს როგორც გადმოსცემ, როგორც წერ, მომეწონა ასეთი პემბე კადარი, როგორსაც შენ აღწერ. მომეწონა დასასრული, და გადავირიე იმ სიტყვებზე:"უკვე ჩამოყალიბებული ქალი, თეთრ ხალათში გამოწყობილი, ზამთრის სუსხიანი ნიავით შეციებული, ცხელი თურქული ჩაით ხელში მდგარი. კარების გაღებისთანავე დაინახავთ, ახალგაზრდა ბიჭუნას, რომელიც გეტყვით:
„თქვენთვის წერილია, მემ!“
მეტი რა გითხრა, წარმატებები, მარიამ!

№12  offline წევრი 5th Angel

ლორელაი

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ევა. ყველანაირად ვეცადე და სასიამოვნოა დადებითი შეფასებების კითხვა..

№13  offline წევრი 5th Angel

თუკა
Eleniko13
კარგი იყო,
კონკურსის წესებს ზუსტად
აკმაყოფილებდა,
მაგრამ მე ოდნავადაც არ მომეწონა.
შენ ვერ დაგინახე ვერსად,
მომეჩვენა რომ გეგმის მიხედვით
წერდი სასკოლო თემას
და გული დამწყდა.

წარმატებებს გისურვებ,

შენი მოსაწონი რაიმე იწერება ელენიკო??
ძალიან მაინტერესებს ყველას ასე ძალიან "მკაცრად" აფასებ თუ როგორაა საქმე???
*****

შაფაქის "სიყვარულის 40 წესი" მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს, უფრო მეტიც იმ დროს როცა წავიკითხე აჟიტირებული დავდიოდი კარგა ხანს..
ეს წიგნი არ წამიკითხავს თუმცა ძალიან დამაინტერესე.
აუცილებლად შევიძენ და მერე მე თავად მოგწერ ჩემს პირად აზრს.

მომწონს რომ ასე კარგად გაქვს გაზიარებული ამ ქალის რთული ცხოვრება და ასე კარგად გრძნობ მის განცდას..

თათული ვეთანხმები ბევრი ისეთი ფრაზა დავიჭირე შენს ნაწერში რაც ძალიან სასიამოვნდ მომედო გულზე..

ძალიან გამეხარდა შენი კომენტარი. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ წიგნის წაკითხვის სურვილი გაგიჩინეთ..
ჩემი უპირველესი მიზეზი სწორედაც რომ ეს იყო.
მადლობა კიდევ ერთხელ

№14  offline წევრი N7

მე სანამ არ დავასრულე წიგნი, მანამ ვერ ჩავწვდი პემბეს პერსონაჟს. ამიტომ, ვერც კი მოვასწარი მისი შეყვარება.
ძალიან კარგი იყო, კარგი გოგო ხარ.
მართლა მსუბუქი და დახვეწილი წერის სტილი გაქვს.
ყველაფერი თავის ადგილზე იყო.
ყოჩაღ.
--------------------
ქოქოსის გოგო.

№15  offline წევრი 5th Angel

N7
მე სანამ არ დავასრულე წიგნი, მანამ ვერ ჩავწვდი პემბეს პერსონაჟს. ამიტომ, ვერც კი მოვასწარი მისი შეყვარება.
ძალიან კარგი იყო, კარგი გოგო ხარ.
მართლა მსუბუქი და დახვეწილი წერის სტილი გაქვს.
ყველაფერი თავის ადგილზე იყო.
ყოჩაღ.

მადლობა დიდი. მე კი პირიქით. წიგნის დაწყებისთანავე შევიცანი მისი პერსონაჟი. ალბათ ამიტომაც გავითავისე და მესმის მისი მდგომარეობა..
მადლობა კიდევ ერთხელ! *-*

№16  offline მოდერი Eleniko13

თუკა, ჩემი მოსაწონი უამრავი რამ იწერება. გემოვნების საკითხია, ხომ ხვდები. შენ რაღაც ძალიან ხშირად აღნიშნავ და აპროტესტებ ჩვენს კომენტარებს... დამიჯერე, არ არის საჭირო. თუ იქნება, მე თვითონვე გეტყვი:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№17 სტუმარი Guest eni

sasiamovno casakitxia, martivi ..
kargi gogo xar da carmatebebi shen!

№18  offline ადმინი უნდა ვწერო

ზოგი რამ ზედმეტად პათეტიკურიც კი მომეჩვენა, ზოგში არ გეთანხმები, თუმცა გამიჩინე იმ ნაწარმოების წაკითხვისსურვილი, რომელსაც აქამდე არ გავცნობილვარ.
საკუთარი სტილი გაქვს და არ დაკარგო.

№19  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent