შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველი დილა...


17-02-2016, 11:50
ავტორი Ubralod Chemi Saxeli
ნანახია 2 990

ყოველი დილა ისევ დამღლელია,
მე რასაც ვეძებ, ერთი სანთელია,
ღამეს მოველი,
თითქოს საშველია,
ჩემი ტკივილების ჩუმი მფარველია...

მომინდა უცებ ერთიც დამელია,
თითქოს ოცნებები იმ დროს ნათელია,
თუმცა რა აზრი აქვს,
მგონი ამერია,
ჩემი მათრობელა შენი თვალებია...

რაც მზეს მაშორებს დიდი ფანჯრებია,
დილის ნამი რომ მძივად დაბნევია...
ჩემი იმედი კი გულის სარკმელია,
შენ რომ შეაღე და...
ღია დაგრჩენია.

წუთიერ ცხოვრებაში,
წამიც სათვლელია,
თითქოს აღმართზე ვარ,
ღონეც დამელია,
ხელს რომ მომაშველებს ციცქნა ფანტელია,
თითონაც უკვირს,
ფიქრი დაბნევია...

მე რაც მაწუხებს რთული სათქმელია,
მაგრამ ცხოვრების აზრის ჩამდგმელია,
ერთ ლამაზ ანგელოზს იცი რა რქმევია?
ჩემი ბედისწერა...
- მისი სახელია!



№1  offline მოდერი ლილიანა

ერთხელ პოზიტიური და ნათელი ფერებით სავსეც შემოგვთავაზე ❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი თამუნა

ძალიან მომეწონა, მე შენს ლექსებზე არანაირი შენიშვნა არ მაქვს არასდროს, რა ვქნა ყველა ერთმანეთზე უფრო უკეთესია, წარმატებები... love love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent