შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბატონ რევაზ ინანიშვილს

8-09-2016, 18:35
ავტორი qetiqetiA3
ნანახია 4 871

საქართველო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სოფელი ხაშმი

09.08.2016
ბატონ რევაზ ინანიშვილს

მოგესალმებით ბატონო რევაზ.

მინდა რომდენიმე შეკითხვა დაგისვათ და ჩემი ემოციები გაგანდოთ თქვენს ნაწარმოებთან დაკაშირებით "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
".
თქვენი ნაწარმოები პირველად რომ წავიკითხე პატარა ვიყავი,იმდენად პატარა რომ ვერ გავიაზრე თუ რამხელა აზრი გედოთ თითოეულ სიტყვაში და მოქმედებაში.მაშინ ვერ ჩავწვდი თქვენი პერსონაჟის სულიერ სიძლიერეს და ვერც ფიზიკურ აღნაგობას,ვერ გავიგე თუ რატომ მიიღო გენერალის მოქმედება შეურაწყოფად და რატომ შესწირა თავი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს.მინდა გამოგიტყდეთ და გითხრათ რომ მაშინ ვაკრიტიკებდი თავადს,დღეს ვნანობ,შეიძლება ითქვას მრცხვენია კიდეც,მაგრამ თავს გავიმართლებ და ვიტყვი რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ყველაფრის სწორად გასაგებად.მაშინ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით წავიკითხე,მასწავლებელი გაკვეთილის მოყოლას გვთხოვდა,მაშინაც რაღაც თავისებური გარდატეხა მოახდინა ჩემში თავადმა ვიტგენშტეინმა,საკმაოდ დიდი,მაგრამ ათი წლის ბავშვისთვის გაუგებარი.
ბატონო რევაზ მეორედ თქვენს ნაწარმოებს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში,ინტერნეტს შეიძლება XXI საუკუნის ბიბლიოთეკა ვუწოდოთ თქვენს ენაზე,ჩემ ენაზეც ასე ითარგმნება დაახლოვებით.მაშინ თხუთმეტი წლის მოზარდი გოგონა ვიყავი,გამოგონილ სიყვარულზე შეყვარებული ,გოგონა რომელსაც წიგნის პერსონაჟები უყვარდებოდა.გაგეცინებათ ალბათ, მაგრამ ერთი პერიოდი ავთანდილი მიყვარდა,დიახ "ძე ამირ სპასალარისა ",მაშინ ვეფხისტყაოსანს სკოლაში გავდიოდი.თქვენი ნაწარმოების წაკითხვისას კი თავადი ვიტგენშტეინი შემიყვარდა,დიახ შემიყვარდა,ძალიან შემიყვარდა,იმდენად რომ საათობით ვოცნებობდი მასზე,მინდოდა ნამდვილი ყოფილიყო ჩემთან მოსულიყო და თავისი სიდინჯით შემოეხედა, ჩემი დანახვისას კი ოდნავ შეპარვოდა ღიმილი.მინდოდა მისი ჩახუტება მეგრძნო,ძალიან მინდოდა,მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი რომ ის ასე უბრალოდ არასოდეს ჩამეხუტებოდა ,ის ხო სხვა ეპოქის შვილი იყო მე კი სხვა,მე ხომ XXI საუკუნის ხელიდან წასული გოგო ვიყავი.ხშირად ვფიქრობდი ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო რას მეტყოდა,როგორ მოიქცეოდა.შებყრობილი ვიყავი თავადი ვიტგენშტეინით,ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე.ძალიან მაინტერესებს ბატონო რევაზ როგორ შექმენით ასეთი უნაკლო პერსონაჟი?იმდენად უნაკლო რომ მე XXI საუკუნის გოგონას შემაყვარეთ,"ვიღაც" წარსულში ჩარჩენილი არარსებული ადამიანი.თხუთმეტი წლის ასაკში ვიგრძენი რას ნიშნავს ნამდვილი გმირობა,როგორია ღირსეული ადამიანი.
ბატონო რევაზ უზომოდ მაინტერესებს როგორ დაიბადა ასეთი არაჩვეულებრივი ნაწარმოების დაწერის იდეა თქვენში?მესმის რომ მწერალი იყავით,თანაც უდიდესი მწერალი,ჩემთვის მისაბაძი და საამაყო პიროვნება,მაგრამ მაინც,ძალიან მაინტერესებს რა ფაქტმა გამოიწვია თქვენში ასეთი ნაწარმოების დაწერის სურვილი?მაინტერესებს ვისგან შექმენით თავადი ვიტგენშტეინი?შეიძლება რამოდენიმე ადამიანის ნაზავიცაა,ძალიან მაინტერესებს.ვისგან აიღეთ მისი პიროვნული თვისებები ან გარეგნობა?თქვენ რამდენად გგავთ თავადი?მაინტერესებს სათაურად რატომ მაინც და მაინც "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?" ?
ბატონო რევაზ მესამედ თქვენი ნაწარმოების წაკითხვის სურვილი ერთმა სიტუაციამ მომანდომა,მოგიყვებით,იმედია თავს არ შეგაწყენთ:ამ ზაფხულს მეგობრებთან ერთად საღამოს მდინარის პირას
ვიჯექი სოფელში,ჩვენი საუბრის თემა ქართველი მწერლები და ნაწარმოებები იყო,განვიხილავდით ყველაფერს რაც მაშინ გვახსენდებოდა და ერთმანეთს ჩვენ განცდებს ვუზიარებდით ,ჩვენთან შედარებით პატარა გოგონამ,მე პირადად ძალიან გამახარა ამ ფაქტმა,თქვენი ნაწარმოები წამოჭრა სალაპარაკო თემად "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?
",გვკითხა,რას იტყვით მწერლის შვილის რეაქციაზეო?დავიბენი,მართლა დავიბენი,ჩემი სიამაყე სადღაც გაქრა,ვფიქრობდი რომ ეს ნაწარმოები ბოლომდე მქონდა გაშიფრული და ყველაფერზე ვიყავი დაფიქრებული,თუმცა შევცდი,თქვენი შვილის რეაქციაზე არასოდეს მიფიქრია ,ხოლოდ მის კითხვაზე უკმაყოფილოდ ვიქნევდი თავს,მაშინ კი ჩავფიქრდი,იმის მიუხედავად რომ ბევრი მქონდა სასაუბრო თქვენს ნაწარმოებზე გავჩუმდი,ჩავფიქრდი,ჩემ შინაგან სამყაროში ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამოისახა,დავიბენი,თავი არასრულფასოვნად ვიგრზენი,ამიტომ როგორც კი სახლში დავბრუნდი მაშინვე მოვძებნე ინტერნეტში "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?"
" კიდევ ერთხელ წავიკითხე და ფიქრის მორევში გადავეშვი,ვერაფლით გავიგე თქვენი ქალიშვილის ასეთი რეაქცია რამ გამოიწვია,რატომ გაუჩნდა ესეთი კითხვა,თქვენ რას ფიქრობთ?ან რა იფიქრეთ იმ მომენტში როცა ეს შეკითხვა დაგისვათ?რა დაინახეთ მის თვალებში?როგორ წარიმართა თქვენი საუბარი შემდეგ,რაც ნაწარმოებში არ ჩანს?რას გრძნობდით თქვენ?...
ძალიან ჩამაფიქრა თქვენმა ქალიშვილმა,თუმცა პასუხი მაინც ვერ ვიპოვე.
ამ ამბიდან დაახლოვებით ორი კვირა გავიდა ბატონო რევაზ როდესაც ჩემი კითხვის პასუხი ვიპოვე,თქვენც გეტყვით იქნებ დაგეხმაროთ,მანამდე კი კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით რომლითაც პასუხამდე მივედი,საღამოს მეგობრებთან ერთად ვბრუნდებოდი სახლში,მათ ჩემი ახლად გაცნობილი მეგობრის გატაცებას ვუყვებოდი დიდი ემოციით,ვეუბნებოდი:'ეკუნა ფოთლებს აგროვებს,დიდ ფოთლებს,ვაზისას ან კაკლისას ძირითადად,შემდეგ ახმობს და ზედ თავის დაწერილ ლექსებს წერს' მეთქი ვუთხარი ,თან მეტისმეტი აღტაცებისგან ხელებსაც ვიქნევდი აქეთ იქით და ღიმილიანი სახით ვუყურებდი ორივეს,ერთ_ერთმა გამომხედა და სრუიად სერიოზული სახხით ურეაქციოდ მკითხა _ " ფოთლებზე რომ წერს,ფოთლები არ ეხევა?"_ო,ჩამეღიმა ,მაშინვე თქვენი ქალიშვილი წარმომიდგა გონებაში,და მივხვდი რომ ჩემს თავში ის კითხვის ნიშანი გაქრა.მივხვდი რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის ბატონო რევაზ,მივხვდი რომ ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს,ადამიანები ორ ნაწილად გავყავი , რომლებსაც ხელოვნება ესმით და რომლებსაც არ ესმით ხელოვნება უფრო ზუსტად პოეზია და მწერლობა.რას იტყვით ბატონო რევაზ?შეესაბამება ვითომ სიმართლეს ჩემი აღმოჩენა?ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით?
ბატონო რევაზ,როგორ მინდა შესაძლებელი იყოს თქვენამდე მოვიდეს ეს წერილი.
ნეტავ რას მიპასუხებდით ამ წერილზე თქვენ?
ბატონო რევაზ წერილს თქვენს დაბადების ადგილას გამოგიგზავნით ,მშობლიურ სოფელში.

პატივისცემით ქეთევანი XXI საუკუნიდან.

№1  offline მოდერი Eleniko13

ზუსტად ის არის,
რასაც ელოდება ჟიური.
ვფიქრობ, მოეწონებათ.

მე არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა
და თუ რამე მნიშვნელობა აქვს
ჩემს აზრს, გეტყვი რომ
არასდროს წერო ასე.
და თუ შენი მიზანი გამარჯვებაა,
ყველას გვჯობდი ამ ეტაპზე და
ყოჩაღ, წარმატებები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№2  offline წევრი Shokoladi :D

თავი მომაბეზრა და კითხვა შევწყვიტე მე მეტს ველოდი თუმცა წარმატებები შენ დავალება შეასრულე ნამდვილად მითითებების მიხედვით <3 <3

№3  offline წევრი qetiqetiA3

Eleniko13
ზუსტად ის არის,
რასაც ელოდება ჟიური.
ვფიქრობ, მოეწონებათ.

მე არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა
და თუ რამე მნიშვნელობა აქვს
ჩემს აზრს, გეტყვი რომ
არასდროს წერო ასე.
და თუ შენი მიზანი გამარჯვებაა,
ყველას გვჯობდი ამ ეტაპზე და
ყოჩაღ, წარმატებები.

ანი ნემსიწვერიძე
მართლაც რომ ზუსტად აკმაყოფილებდა ეს წერილი იმ კრიტერიუმებს რაც საკონკურსო სიახლისთვის იყო საჭირო.
ელენიკოს უნდა დავეთანხმო რატომღაც არც მე მომეწონა.
არ ვიცი, უბრალოდ კითხვა, როდესაც დავიწყე უფრო მეტს მოველოდი, უფრო მეტ ემოციასა და განცდეს.
მე ვერ დავინახე ის განცდები რატომღაც ამ ყოველივეს გადმოსაცემად იყო საჭირო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კარგი იყო.

წარმატებები.

okay
ელენიკოს ვეთანხმები.
აი, დაახასიათა პერსონაჟიც, ისაუბრა შინაარსზეც.
უბრალოდ ასეთი თემა, შარშან დავწერე ქართულში.
ალბათ გაიმარჯვებ,
უბრალოდ მირჩევნია წავაგო,
ვიდრე ასე დავწერო.
ეს არ იყო არაფერი.
ეს იყო სიცარიელით სავსე ნაწერი.
ყოჩაღ

ნამდვილად ძალიან დავიბენი ძალიან,პირველ რიგში გმადლობთ რომ კომენტარი დამიწერეთ მკითხველის აზრი ძალიან მაინტერესებდა და დიდ პატივსაც ვცემ თითოეული თქვენგანის აზრს,სიმართე რომ ვთქვა ვერ ვიგენ ემოცია რატომ დაგაკლდაც მართალია არ არის ემოციებით გაჟღენთილი მაგრამ ეს ხო წერილია?საჭიროდ არ ჩავთვალე ბევრი რაღაცის დაწერა.აქ რაც წერია ყველაფერი აბსოლიტურად მართალია პირადად ჩემი ემოციებია ამიტომ თავს უფლება მივეცი და ასე დავწერე,თითოეულს 50_50ზე მოგეწონათ და არ მოგეწონათ,მახარებს რომ სულ უარყოფითი შეფასებაც არ არის რა რაღავ მაინც არის დაწერილი კარგად,საკუტარ თავს ვაკრიტიკებ,თუმცა ვერ ვხვდებიი რა შეიძლება დამემატებინა ემოციურად ამ წერილისთვის..ამის შემდეგ აუცილებლად გავითვალისწინებ და შევეცდები მეტი და მეტიი ემოცია ჩავდო.გმადლობთ <3

№4  offline წევრი lisebeth

1-2 გან შიფტი გაქვს არეული მეც მემარტება მასე, მაგრამ ეგ არაფერი მხოლოდ ტექნიკური საკითხია
ისე კარგად გქონდა დაწერილი მომინდა ეს ნაწარმოები ისევ წამეკითხა
ყოჩაღ
დანარჩენს ხმის მიცემისას დავაფიქსიებ
პირველ რიგში სასიამოვნოა რომ ''წერილი''_ს მნიშვნელობა მიღწეულია

№5  offline წევრი qetiqetiA3

Shokoladi :D
თავი მომაბეზრა და კითხვა შევწყვიტე მე მეტს ველოდი თუმცა წარმატებები შენ დავალება შეასრულე ნამდვილად მითითებების მიხედვით <3 <3

გმადლობ აზრისთვის,მე წერილი დავწერე ჩემი ნამდვილი განცდებით ხელოვნურად ვერაფერს დავამატებდი ნამდვილად,ცუდია რომ ბოლომდე არ წაიკითხე თუმცა შენი გადასაწყვეტია blush
lisebeth
1-2 გან შიფტი გაქვს არეული მეც მემარტება მასე, მაგრამ ეგ არაფერი მხოლოდ ტექნიკური საკითხია
ისე კარგად გქონდა დაწერილი მომინდა ეს ნაწარმოები ისევ წამეკითხა
ყოჩაღ
დანარჩენს ხმის მიცემისას დავაფიქსიებ
პირველ რიგში სასიამოვნოა რომ ''წერილი''_ს მნიშვნელობა მიღწეულია

ძალიან ძალიან დიდი მადლობა შენ რომ გაიგეე ჩემი სურვილიი,წინა კომენტარებიდან გამომდინარე მეგონა ყველა იმას მეტყოდა რომ დააკლდათ ემოცია sweat და გული მწყდებოდა რომ ვერ გამიგეს პირადად მე.ნამდვილად არაჩვეულებრივი ნაწარმოებია და ჩემთვის ძალიან ძვირფასი,ამ წერილში ყველაფერი ნამდვილია არაფერი დამატებული .კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა შენ უზომოგ გამახარა ამ კომენტარმა heart_eyes heart_eyes

№6  offline წევრი bethelimit

minda gitxra rom dzalian, dzalian momecona!!! tavidan bolomde cavikitxe da is simsubukis shegrdzneba dameufla rac chemi azrit msgavsi cerilis cakitxvisas unda geuflebodes adamians. arvici ra emocia daaklda sxvas namdvilad, magram me vigrdzeni bunebrivoba. araris sachiro maincdamainc aghmafrtovanebeli sitkvebit saubari da gancdebit maksimaluri datvirtba, ai ise sabolood araferi ro ar grcheba xelshi! sheni cerilis cakitxvisas kide erti camit gulit mominda adresattan mighceuliko da pasuxi gaeca kvela dasmul kitxvaze. mokled bevri rom aghar vilaparako, dzalian magari gogo xar

№7  offline წევრი qetiqetiA3

bethelimit

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო heart_eyes უზომოდ მიხარია რომ მიმიხვდი სათქმელს heart_eyes დიდი მადლობა კეთილი სურვილისთვის იზომოზ გამეხარდებოდა ჩემ კითხვებზე ბატონი რევაზის პასუხებიი ,გმადლობ ასეთი თბილი კომენტარისთვის <3

№8  offline წევრი bethelimit

qetiqetiA3

arafris ra madloba, rac sachiroa unda itkvas !! <3 samcuxarod ar makvs jer-jerobit eg nacarmoebi cakitxuli da imdenad momandome axla am certilit ro sascrafod unda cavikitxo <3

№9  offline წევრი qetiqetiA3

აუცილებლად წაიკითხე,არაჩვეულებრივი ნაწარმოებია,ინტერნეტში ადვილად შეგიძლია ნახო,დიდ სიამოვნებას მიიღებ ამ მოთხრობის წაკითხვით არც ძალიან დიდია kissing_heart კიდევე რთხელ დიდი მადლობა kissing_heart

№10  offline მოდერი Eleniko13

რა სისულელეა.
მე არანაირ ემოციაზე და
გრძნობაზე არ დამიწერია არაფერი.
გადაიკითხე ჩემი კომენტარი,
სულ სხვა რაღაცას ვამბობ.

კარგი გოგო ხარ შენ. ძალიან კარგი გოგო.
ერთადერთი რაც გაკლია,
შენი ხელწერაა
და კიდევ,
საკუთარი თავი.

დარწმუნებული ვარ ათეულშიც მოხვდები
და გამარჯვების დიდი შანსებიც
გექნება. ეს ის წერილია,
რომელსაც ითხოვდნენ ჩვენგან და
შენ ზუსტად გააკეთე ყველაფერი.
უბრალოდ, ეს იმას არ ნიშნავს
რომ კარგია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№11  offline წევრი qetiqetiA3

Eleniko13
რა სისულელეა.
მე არანაირ ემოციაზე და
გრძნობაზე არ დამიწერია არაფერი.
გადაიკითხე ჩემი კომენტარი,
სულ სხვა რაღაცას ვამბობ.

კარგი გოგო ხარ შენ. ძალიან კარგი გოგო.
ერთადერთი რაც გაკლია,
შენი ხელწერაა
და კიდევ,
საკუთარი თავი.

დარწმუნებული ვარ ათეულშიც მოხვდები
და გამარჯვების დიდი შანსებიც
გექნება. ეს ის წერილია,
რომელსაც ითხოვდნენ ჩვენგან და
შენ ზუსტად გააკეთე ყველაფერი.
უბრალოდ, ეს იმას არ ნიშნავს
რომ კარგია.

მადლობა blush გასაგებია რისი თქმაც გინდოდა heart_eyes

№12  offline წევრი zoi

ბატონი რევაზიც "მოგწერს" ალბათ მაგრამ მეც გეტყვი,თავადი ვიტგენშტეინი მეც ძალიან მიყვარს და ის რეალური პიროვნება იყო ამავე გვარით,მის შესახებ საინტერესო ცნობებს აქვეყნებს პაპუნა წერეთელი....მოთხრობაში აღწერილია რეალური ვიტგენშტეინი მისი ფოტოც არსებობს

№13  offline წევრი qetiqetiA3

zoi
ბატონი რევაზიც "მოგწერს" ალბათ მაგრამ მეც გეტყვი,თავადი ვიტგენშტეინი მეც ძალიან მიყვარს და ის რეალური პიროვნება იყო ამავე გვარით,მის შესახებ საინტერესო ცნობებს აქვეყნებს პაპუნა წერეთელი....მოთხრობაში აღწერილია რეალური ვიტგენშტეინი მისი ფოტოც არსებობს

გმადლობ იმფორმაციისთვის heart_eyes გადავამოწმებ აუცილებლად და ცჰემს რამოდენიმე კიტხვას პასუხსაც გავცემ,გმადლობ smile

№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მოდი ჯერ იმას გეტყვი, რომ საოცრად გამიხარდა ქართველი მწერალი რომ აგირჩევია, თანაც როგორი მწერალი. კიდევ ის გამიხარდა, რომ ნაწარმოებიც კარგად შეგირჩევია. ამ მხრივ სუბიექური ვარ, რა ვქნა, ფილოლოგი ვარ და შესაბამისად ეგოიტურად მიხარია, როცა ქართველ მწერლებს ანიჭებენ უპირატესობას...
რაც შეეხება საკონკურსო სიახლე, ეს ნამდვილად იყო წერილი, ნამდვილად ჩანდა საკუთარი აზრი, გააზრებული და ნათლად გადმოცემული. მომეწონა შენი დამოკიდებულება საკითხისადმი.
ხო სადღაც მარტლები არიან ბავშვები, რაღაცით სასკოლო დავალებას ჰგავს, მაგრამ კონკურსიც ხომ ეგაა, მიიღო დავალება და შეასრულო სწორად, კარგად.
გრამატიკული შეცდომები გქონდა. ვერაფელი, მესმის რომ ეს გარემოს გავლენით არის., რადგან ზოგიერთ კუთხეში რ და ლს დამსგავსება ხდება. იგივე ხდება შებყრობილთანაც, სწორია შეპყრობილი, რადგანაც სიტყვის ფუძე არის პყრობა-შეპყრობა,თუმცა ამის სწავლა რა თქმა უნდა შეიძლება. სხვა რა გითხრა, კარგი გოგო ხარ, წარმატებები.

№15  offline წევრი qetiqetiA3

ლორელაი

გმადლობ,გამიხარდა შენი კომენტარი,თან ასეთი შეფასება,გმადლობ heart_eyes აუცილებლად გავითვალისწინებ და ამ გრამატიკულ შესწორებას დავიმახსოვრებ relaxed გმადლო kissing_heart

№16  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

წერილი იყო?- კი ნამდვილად წერილი იყო,ყოველგვარი ზედმეტობისა და მაღალფარდოვნების გარეშე.მე მომეწონა,ყველაფერი სწორად გქონდა გააზრებული.
ცოტა-ცოტა შეცდომა იყო,მაგრამ თათასი არ იყოს + 1 ქარველი მწერლის გამო,რომ დავინახე რაღაც ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი,სადღაც ვიღაცას კიდევ ახსოვს ჩვენი დიდებული მწერლები.ყოჩაღ,ამ კონკურსის არსს კარგად ჩაწვდი და წარმატებები. heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№17  offline წევრი qetiqetiA3

მორი-ელი
წერილი იყო?- კი ნამდვილად წერილი იყო,ყოველგვარი ზედმეტობისა და მაღალფარდოვნების გარეშე.მე მომეწონა,ყველაფერი სწორად გქონდა გააზრებული.
ცოტა-ცოტა შეცდომა იყო,მაგრამ თათასი არ იყოს + 1 ქარველი მწერლის გამო,რომ დავინახე რაღაც ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი,სადღაც ვიღაცას კიდევ ახსოვს ჩვენი დიდებული მწერლები.ყოჩაღ,ამ კონკურსის არსს კარგად ჩაწვდი და წარმატებები. heart_eyes

უღრმესი მადლობა უზომოდ მიხარია ასე რომ მოგეწონა heart_eyes გმადლობ heart_eyes

№18  offline აქტიური მკითხველი grafo

ვაიმეეე, რა ბედნიერება "ამქვეყნიურობის" შესახებ რომ წერ:))). ყველა შენიშვნა დაიკიდე( გრამატიკულის გარდა), ყოველთვის ისე წერე როგორც შენ გსიამოვნებს.
პ.ს. ქალბატონ ლორელაის და შენ დაახლოებით ერთი სტილის შეცდომები გაქვთ, მაგასაც უყვარს მ-ს მაგივრად ვ და ა.შ:)))).

№19  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

grafo
ვაიმეეე, რა ბედნიერება "ამქვეყნიურობის" შესახებ რომ წერ:))). ყველა შენიშვნა დაიკიდე( გრამატიკულის გარდა), ყოველთვის ისე წერე როგორც შენ გსიამოვნებს.
პ.ს. ქალბატონ ლორელაის და შენ დაახლოებით ერთი სტილის შეცდომები გაქვთ, მაგასაც უყვარს მ-ს მაგივრად ვ და ა.შ:)))).

გრაფო ეგ გამოვასწორე, როგორც ქეტას მეც გონებაში მქონდა გამჯდარი.

№20  offline წევრი jinjeri

ძლიან იშვიათად ვკითხულობ საკონკირსო ნაწარმოებებს და ჩანახატებს, ესეც ერთი-ერთი მათაგანია, რომელიც წავიკითხე და იმდენად მომეწონა, რომ სხვა საკონკურსო ნამუშევრების კითხვის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ არცერთმა ისეთ ემოცია არ დამიტოვა, (მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგია)როგორიც შენმა მოახერხა! ყოჩაღ მოახერხე ჩემი შეყოლიება მადლობა შენ ამისთვის!

№21  offline წევრი qetiqetiA3

grafo
ვაიმეეე, რა ბედნიერება "ამქვეყნიურობის" შესახებ რომ წერ:))). ყველა შენიშვნა დაიკიდე( გრამატიკულის გარდა), ყოველთვის ისე წერე როგორც შენ გსიამოვნებს.
პ.ს. ქალბატონ ლორელაის და შენ დაახლოებით ერთი სტილის შეცდომები გაქვთ, მაგასაც უყვარს მ-ს მაგივრად ვ და ა.შ:)))).

ძალიან დიდი მადლობა ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონა და სათქმელს მიმიხვდი heart_eyes აუცილებლად გრამატიკულ შენიშვნას გამოვასწორელ ლორელაინმაც მომცა მსგავსი შენიშვნა და უკვე დავიწყე ამ შეცდომაზე მუშაობა,სიმართე რომ ვთქვა არასოდეს დავკვრვებივარ ვ_სმაგივრად სხვა ასოს რომ ვიყენებდი რატომღაც მაგრამ ამის შემდეგ ძალიან ძალიან დავუკვირდები და გამოვასწორებ.გმადლობ kissing_heart
jinjeri
ძლიან იშვიათად ვკითხულობ საკონკირსო ნაწარმოებებს და ჩანახატებს, ესეც ერთი-ერთი მათაგანია, რომელიც წავიკითხე და იმდენად მომეწონა, რომ სხვა საკონკურსო ნამუშევრების კითხვის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ არცერთმა ისეთ ემოცია არ დამიტოვა, (მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგია)როგორიც შენმა მოახერხა! ყოჩაღ მოახერხე ჩემი შეყოლიება მადლობა შენ ამისთვის!

მადლობა შენ რომ წაიკითხე და აზრი დააფიქსირე heart_eyes უზომოდ მიხარია ასე რომ მოგეწონა heart_eyes გმადლობ kissing_heart

№22  offline წევრი qetiqetiA3

თუკა
არ შემიძლია თათას არ დავეთანხმო, ძალიან გამიხარდა რომ ქართველ მწერალს მიანიჭე უპირატესობა...
სწორია ძალიან კარგად აქვს გათავისებული ის თუ რა უნდა დაეწერა და როგორ..
იყო რაღაც პატარა შეცდომება თმცა არაფერი საგანგაშო..

პ.ს ერთი მონწილის მეორე შეფასებისას სხვანაირ კომენტარს ვერც წავიკითხავდი...

ძალიან დიდი მადლობა მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

№23  offline წევრი 5th Angel

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.
შარშანწინ წავიკითხე ეს ნაწარმოები პირველად და საოცრად მომეწონა.

შენც არაჩვეულებრივად გაქვს გადმოცემული ყველაფერი.
წარმატებები!

№24  offline წევრი N7

ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილის ეს ნაწარმოები. ყველასგან გამორჩევით. რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ. ძალიან კარგია და იმიტომ.
ეს წერილიც მომეწონა, უბრალო და ადვილად ჩასაკითხი იყო, მაგრამ, ალბათ, მისმა უბრალოებამ ვერ გამაოცა ზუსტად.
ისეთი სავსე წერილები წავიკითხე, რომ ამისგანაც ამას მოველოდი.
ისე, დანარჩენი ათიანზე იყო.
მაგრამ, რადგან ეს ჩემი შეფასებაა და "ნიშანიც" მე უნდა დავწერო, ათ ბალიანი სისტემიდან 7–ს დავუწერდი.
კარგი გოგო ხარ, წარმატებები!
--------------------
ქოქოსის გოგო.

№25  offline წევრი qetiqetiA3

5th Angel
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია.
შარშანწინ წავიკითხე ეს ნაწარმოები პირველად და საოცრად მომეწონა.

შენც არაჩვეულებრივად გაქვს გადმოცემული ყველაფერი.
წარმატებები!

გმადლობ მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes
N7
ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილის ეს ნაწარმოები. ყველასგან გამორჩევით. რამდენჯერმე მაქვს წაკითხული და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ. ძალიან კარგია და იმიტომ.
ეს წერილიც მომეწონა, უბრალო და ადვილად ჩასაკითხი იყო, მაგრამ, ალბათ, მისმა უბრალოებამ ვერ გამაოცა ზუსტად.
ისეთი სავსე წერილები წავიკითხე, რომ ამისგანაც ამას მოველოდი.
ისე, დანარჩენი ათიანზე იყო.
მაგრამ, რადგან ეს ჩემი შეფასებაა და "ნიშანიც" მე უნდა დავწერო, ათ ბალიანი სისტემიდან 7–ს დავუწერდი.
კარგი გოგო ხარ, წარმატებები!

გასაგებია გმადლობ heart_eyes heart_eyes

№26  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

სკოლის პროგრამა აშკარად შესაცვლელია. საქართველოს მომავალი თაობების სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია წამოჭრილი. 10 წლის ბავშვის არც გონებაა მზად ამ ნაწარმოებისთვის და არც ფსიქიკა. ძალიან საინტერესოა, ბავშვთა ფსიქოლოგებთან კონსულტაციას არ გადიან წიგნის სარჩევის ჩამოყალიბებისას?

,,21-ე საუკუნის ხელიდან წასული გოგო..." - არ ვიცი სწორად დავინახე თუ არა, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტის მიმართ ირონია ვიგრძენი. ხშირად მეც ცინიკური ვარ როცა დოგმებსა და სტერეოტიპებს ეხება საკითხი, ამიტომ კარგად მესმის შენი.

მწერალს წერ, რომ უნაკლო პერონაჟი შექმნა... (რევაზ ინანიშვილი მეზღაპრე არ არის იდეალური პერსონაჟები რომ შექმნას.) გირჩევ ნაწარმოებს კვლავ მიუბრუნდე და უფრო ჩაუღრმავდე კაცს, რომლითაც ამდენად ხარ მონუსხული. უნაკლო ადამიანები, შესაბამისად პერსონაჟები არ არსებობენ. ჩემთვის, რომ ვინმეს მოეწერა უნაკლო პერსონაჟი შექმენიო, გული დამწყდებოდა, იქნებ მწყენოდა კიდეც... გამოდის, რომ სათქმელი ბოლომდე ვერ მივიტანე მივიტანე მკითხველამდე. ადამიანი შეიძლება ნაკლოვანებებზე აღმატებული იყოს და ხშირ შემთხვევაში მისაბაძად იქცეოდეს, მაგრამ რა უბედურებაა მისი გასრულყოფილება?! (ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრია.)

მომწონს, რომ ავტორს კითხვებს უსვამ.

სწორად მიხვდი, რომ ადამიანები განსხვავდებიან, მაგრამ, მგონი, მათ მხოლოდ ორ ნაწილად არ უნდა ვყოფდეთ. რატომ მაინც და მაინც ისინი, ვისაც ხელოვნება ესმის და არ ესმის? სხვები? რატომ იმეტებ მათ სიცარიელისთვის? ვიწრო ჩარჩოეს ქმნი და, როგორც სხვებს, ასევე საკუთარ თავს მასში აქცევ... არა და სწორედ ჩარჩოებისადმი ირონია იგრძნობოდა წერილის დასაწყისში.

მომწონს, რომ კითხვებზე პასუხი თავად იპოვე... ხო უმეტესწილად ასე ხდება... დრო და გამოცდილება ბევრი კარის გასაღებს გვაძლევს. ასეც უნდა იყოს... რადგან როცა რაიმეს თავად ხვდები, ვითარდები, საკუთარ თავს ჯობნი.

ასევე მომეწონა, რომ შენი პატარა გამოცდილება (რეალური ისტორია) ჩაურთე წერილში. წესით, ინანიშვილისთვისაც საინტერესო წასაკითხი უნდა ყოფილიყო.

კომენტარებში წერენ: ეს ზუსტად ის არის, რასაც ჟიური ელოდება.
ჩემი პასუხი ასეთია: არა, გენაცვალეთ!

წერისას დისტანცია გაქვს დაცული. ასევე ვხედავ წერილის წერის გავრცელებულ ფორმატს. ვერ ვიტყვი რომ ყოველივე ამან ჩემ თვალში პლუსები დაგიწერა.

საერთო ჯამში, ნორმალური ნამუშევარია. რაღაცით სკოლაში დაწერილ თემას ნამდვილად ჰგავს...

წარმატებები!

№27  offline წევრი qetiqetiA3

tgvinianidze29

წერისას დისტანცია გაქვს დაცული. ასევე ვხედავ წერილის წერის გავრცელებულ ფორმატს. ვერ ვიტყვი რომ ყოველივე ამან ჩემ თვალში პლუსები დაგიწერა. ყველაფერში გეთანხმებიი,გულზე თბილად მომხვდა *წესით ინანიშვილისთვისაც კარგი წასაკითხი უნდა იყოს* ....დზალიან დიდი მადლობა შენ ასეთი კარგი,რეალური და საუკეთესო შეფასებისთვის ყველაფერი გასაგებიაა heart_eyes

საერთო ჯამში, ნორმალური ნამუშევარია. რაღაცით სკოლაში დაწერილ თემას ნამდვილად ჰგავს...

წარმატებები!

პირველ რიგში დიდი მადლობა ასე ვრცლად რომ განიხილე და მითხარი შენი სათქმელი,მე ყველაფერში დაგეთანხმები რაც შენი სუბიექტური აზრია არ შეგეკამატები,უნაკლო პერსონაჯს რაც შეეხება ეს ჩემი გადმოსახედიდან არის უნაკლო რადგან დღეს დღევანდელობაში ასეთი ადამიანები თითქმის არ მხვდება,ჩემთვის პირადად რომ მოეწერათ უნაჯლოაო ნამდვილად არ მივიღებდი ცუდად,რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შეიძელბა სხვას არც აღექვა უნაკლოდ,მე ამ შემთხვევაში თავადში დავინახე ის რაც ჩემ თვალში უნაკლოდ აქცია და ამის დაწერის უფლება მივეცი ჩემ თავს,ჩემთვის ნამდვილად უნაკლო პერსონაჟია,ამ ნაწარმოებში ნაკლი ნამდვილად ვერვუპოვე?თუ მეტყვი მის ნაკლს აუცილებლად ჩავფიქრდები ამაზე kissing_heart შენ რჩევას გავითვალისწინებ და აუცილებლად წავიკითხავ კიდევ ერთხელ.

დიდი მადლობა ასეთი კარგი,რეალური და ვრცელი შეფასებისთვის,აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაფერს

№28  offline ახალბედა მწერალი ერკე

აქ შეფასებას არ დავწერ მე განგებ, რადგან ობიექტურობა შევინარჩუნო და ბოლოს გადავწყვიტო ეს, თუმცა ის მართლა ძალიან გამიხარდა, რომ ქართველი მწერალი შემხვდა და ყველამ არ მოჰკიდა ხელი უცხოურ წიგნებსა თუ პერსონაჟებს. ეს შენზეც მეტყველებს!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№29  offline წევრი qetiqetiA3

ერკე
აქ შეფასებას არ დავწერ მე განგებ, რადგან ობიექტურობა შევინარჩუნო და ბოლოს გადავწყვიტო ეს, თუმცა ის მართლა ძალიან გამიხარდა, რომ ქართველი მწერალი შემხვდა და ყველამ არ მოჰკიდა ხელი უცხოურ წიგნებსა თუ პერსონაჟებს. ეს შენზეც მეტყველებს!

გასაგებია გმადლობ blush blush

№30  offline ახალბედა მწერალი lullaby

რაც აქამდე წავიკითხე, მათ შორის ყველაზე არაპათეტიკურია და მარტო ამიტომ დიდი მოწონება ჩემგან...
თათას დავეთანხმები მხოლოდ გრამატიკულ შეცდომებზე...
წარმატებები!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent