შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა დ ა მ ი ა ნ ი


9-09-2016, 01:34
ავტორი ქაოსი
ნანახია 1 300

საღამოს 18:45 იც არ იქნებოდა საათი, როცა სახლის კარი შეაღო...ო როგორ ვეღარ იტანდა ამ ბინას... მიუხედავად ამისა ამ ოთხ კედლა ვაკუუმს მაინც „შინ“ ერქვა და ეს ბევრ რამეს ამართლებდა კიდეც.... ზოგჯერ უბრალოდ ძალიან გინდება ხოლმე შინ ყოფნა... და ზოგჯერ ეს „შინ“ მართლაც ამსუბუქებს ტკივილს....
ახლაც შინ იყო.... იდგა ღია კარებში და ხარბად ისუნთქავდა სიმშვიდით, მარტოობითა და მტვრით გაჟღენთილ ჰაერს....ფეხსაცმელები გაიხადა თუ არა, შეაცურა ფეხი ჯერ მარჯვენა ჩუსტში, მერე იქვე მიგდებულ მარცხენასაც გადასწვდა და... უნებლიედ გაახსნდა ფრაზა რომელიღაც ლექსიდან... „გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები“..... ეს სხვა კონტექსტით თუ იქნებოდა ნათქვამი მაგრამ ახლა მართლაც რომ არ სურდა გარეთ გასვლა... არანაირ კონტექსტში....
„გარეთ სიცივეა...“
„გარეთ ცარიელი ქუჩები დგანან და კანკალებენ....“
„ცოტაც და ლამპიონები უბრალოდ ფარხმალს დაყრიან....“
„დროა ყველა გაეშუროს „შინ“...“
მაცივარში ორი ყუთი ზეთისხილია.... უკვე თვეზე მეტია წინა მაღაზია მადლობას უხდის საქონლის ასეთი ტემპით გაყიდვისთვის... ალბათ ვადა გასული თუ იქნება.... ბევრს არ უყვარს შავი,წვნიანი და მომჟავო ხილი.... ის მასში იმ სიძულვილსა და ბოღმას ხედავს რასაც ახლა მარტოობას ეძახიან.... შეიძლება არც უყვარს.... მაგრამ თანაუგრძნობს და მარტო ამისთვისც იყიდის....
ზეთისხილით ივახშმა და დაწვა...
ჭერი სხვა სახლების მსგავსად მისიც თეთრია... შეიძლება ოდნავ მოკრემისფროც...
„რა აზრი აქვს ფერების დახარისხებას“
„ხვალაც ასეთივე იქნება, ზეგაც და რომ გადაღებონ იქნებ მაშინაც ამ სევდისფერ ფერად მოგეჩვენოს“
იწვა ასე მზერა გაყინული.. ცივი სათამაშოსავით ერთ მოძრაობაში გაშეშებული და ვერ დაეჯერებინა, როგორ არაფრისთვის მოევლინა ღმერთს ქვეყნად.... როგორ არ შეეძლო შეეცვალა სამყარო.....



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent