შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი გეგა კობახიძეს ჯინსების თაობის წარმომადგენელს.

9-09-2016, 17:00
ავტორი lucifer :)
ნანახია 3 233

საბჭოთა კავშირი დაიშალა! იმპერია განადგურდა!
ალბათ ახლა გეღიმება და ფიქრობ რომელ სულელს მოაფიქრდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში ასეთი წერილის გაგზავნა და მითუმეტეს მისთვის ვინც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად არის შერაცხული და დასახვრეტად ამზადებენ. მაგრამ ამ წერილში იმდენ უცნაურ რამეს გეტყვი ალბათობის თეორიით გიჟად შემრაცხავ. სანამ გიჟის იარლიყს მომაკრავდე ბოლომდე წაიკითხე.
მეც საქართველოში ვცხოვრობ ერთი განსხვავებით ახლა 2016 წელია მე კი წერილს დროის მანქანით 1983 წელში ვაგზავნი. რაც სულ პირველად გითხარი სიმართლეა გეგა, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ახლა სხვა ხელისუფლების მმართველობის ქვეშ ვართ. საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული რესპუბლიკაა (რამდენადაც შეგვიძლია იმდენად დემოკრატიული) ბევრ ისეთ რამეს გეტყვი რაც სახეზე ბედნიერების ღიმილს მოგგვრის, მაგრამ ეცადე ჯალათებმა სიხარული არ შეგატყონ სახეზე. თუ შეამჩნიეს რომ სიკვდილმისჯილ პატიმარს რაღაც ახარებს დაეჭვდებიან და წერილს წაგართმევენ მე კი მინდა რომ ბოლომდე წაიკითხო. თუმცა ისიც კი არ ვიცი მოვიდა თუ არა ჩემი წერილი შენს დრომდე და საკნამდე.
კარჩაკეტილი ოთახიდან გწერ. შენთან წერილის მოწერით კანონებს ვარღვევ და საფრთხეს ვუქმნი დროსა და სივრცეს, მაგრამ მაინც გავბედე შენთვის წერილის მოწერა. ვინაობას ვერ გეტყვი მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა ხელისუფლება აღარ ვრცელდება და აღარც კაგებშნიკები არსებობენ, მაინცდამაინც დიდი თავისუფლებით ვერ დავიკვეხნით. ახლაც არ ვარ დარწმუნებული რომ საკუთარ სახლში ვინმე არ მითვალთვალებს. თუმცა ახალი თაობა მაგალითს თქვენგან, თვითმფრინავის ბიჭებისგან იღებს და ჯერ კიდევ იბრძვის.
საბჭოთა ხელისუფლება რომ დაიშლებოდა თქვენ ყველამ კარგად იცოდით მაგრამ არ მგონია იცოდეთ რომ თვითმფრინავის გამტაცებელი ბიჭები მაგალითი ხართ ჩვენთვის.გვასწავლეთ თუ როგორ ვიბრძოლოთ მაშინაც კი როცა ტირანი ხელისუფლება პირდაპირ ყელში გვიჭერს და გვაიძულებს თავი მის უღელში გავყოთ, როცა ხელისუფლება გვიდგენს ეტიკეტს რა ჩავიცვათ და რა არა, რა დავწეროთ და რა არა ან თუნდაც როგორ გვიყვარდეს და გვძულდეს.
თავიდან როდესაც გავიგე თქვენი გეგმის შესახებ მინდოდა პირდაპირ თქვენთან გადმოვსულიყავი და თითოეულისთვის ჭკუა მესწავლებინა და მეთქვა რომ ამით მარტო თქვენს სიცოცხლეს კი არა ბერი თეოდორეს სიცოცხლესაც გაწირავდით რომელიც სულ არ მჯდარა თვითმფრინავში. მაგრამ მერე გაგიგეთ. გავიგე რომ ძნელია ცხოვრობდე ქვეყანაში სადაც ჯინსის ჩაცმაც კი ხელისუფლებისადმი გამოვლენილ ურჩობად მიიჩნევა და მეც თქვენთან ერთად წამოვედი სიცოცხლის გასარისკად მაგრამ მერე ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა...
ვიცი თინას ამბავი და ძალიან ვწუხვარ. მერწმუნე, ძალიან დიდხანს იბრძოდა მაგრამ აკი უკვე გითხარი საბჭოთა კავშირი არავის მისცემს ბედნიერების უფლებას მითუმეტეს თქვენ არ მოგცემდათ ამის უფლებას. უცოდველი ბავშვი ნაადრევად გააგზავნეს, ღმერთთან ზეცაში სადაც იგი ანგელოზად იქცა და ამ ცხოვრების მწარე ტკივილისგან სული არ დაესერა.
არ მინდა სიკვდილის წინ მძიმე ფიქრებით დაგამძიმო მაგრამ ეს უკვე გავაკეთე და ვეღარ შევცვლი. თინაზე ნუ გაბრაზდები, მაშინ იმიტომ არ გამოგეპასუხა რომ ერთდროულად შენც დაგკარგათ და ბავშვიც ამასთან თავისუფლებაც და დიდი ალბათობით სიცოცხლის ხალისიც.
არ გეგონოს რომ თავისუფალ საქართველოს მტრები არ ჰყავს. ვიცი გეგონათ რომ სადაც ჯინსი იყო ბედნიერებაც იქ იყო მაგრამ ცდები, ამერიკაც კი მხოლოდ იმისთვის ‘’გვიმეგობრდება’’ რომ საქართველო უნდა. აი, რუსეთი კი სხვა საქმეა ის ასე მაინც არ პირფერობს და პირდაპირ გვესხმის თავს. ვერ გეტყვი რომ მომწონს იმის წერა თუ რა მძიმე შედეგები მოგვიტანა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ამიტომაც ამაზე ფიქრი შენთვის მომინდია, ალბათ წარმოიდგენ მაინც. ნეტავ რუსეთის პრეზიდენტის სახე განახა როცა საუბარი საქართველოზეა მხოლოდ ამიტომ ვუყურებ ხოლმე ტელევიზორს. ერთი დიდი სანახაობაა. ბუნებრივია რომ არ უნდა საქართველოზე საუბარი რადგან ჩვენ მისი პირადი მარცხი ვართ.
ახლა ყველაზე მაგარს გეტყვი, ქვეყანა სავსეა ჯინსებით, ნამდვილი ამერიკული ჯინსებით რომლის შეძენა და ჩაცმა როცა მოგინდება მაშინ შეგიძლია და არა მხოლოდ ჯინსები, კიდევ უამრავი სხვა რამ რაც ამერიკიდან შემოდის.
ალბათ ვინმეს 1983-ში რომ ეთქვა მალე ჯინსების შეძენა პირდაპირ საქართველოში შეგვეძლებაო სამშობლოს ღალატში დასდებდნენ ბრალს და ციხეში ჩააყუდებდნენ, მერე კიდევ რამდენიმე არჩადენილ დანაშაულს მიაკრავდნენ და ხალხს სამუდამოდ დაავიწყებდნენ მის ნათქვამს.
იცი მე თვალს ვადევნებდი შენი საუკეთესო მეგობრის ირაკლი ჩარკვიანის დაკითხვას და როცა რუს გამომძებელს უთხრა ‘’-მე გადავცურავ ზღვას...’’ ის არ ტყუოდა. მან მართლაც გადაცურა ზღვა თავისი სიმღერით და ყველას დაგვიტოვა ნაკვალევი გულში. ირაკლი ჩარკვიანი ჩვენთვის მეფეა. ოჰ, ნეტავ გენახა რუსი გამომძიებლის სახე როცა კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილს მასთან საუბარი არ ისურვა და თავი ისე მოაჩვენა თითქოს რუსული არ იცოდა. ესეც პროტესტის გამოხატულება იყო. მიხვდა რუსი გამომძიებელი რომ მომავალი თაობა ზუსტად ასეთი დაუმორჩილებელი და მებრძოლი იქნებოდა.ის არც შემცდარა გეგა, ალბათ თქვენ იმაყებდით ჩვენით ისევე, როგორც ჩვენ ვამაყობთ თქვენით.
თავიდან ყველასთან მინდოდა წერილის გაგზავნა მაგრამ ხომ ხვდები რომ ადვილი საქმე არ არის. მინდა ქალბატონ ნათელას მივწერო, შევეცდები გავამხნევო.არ ვიცი რამდენად გამომივა მაგრამ შესაძლოა თინასთანაც გავბედო წერილის მიწერა.
არც კი იცი როგორ მტკივა გული რომ პასუხს ვერ დაველოდები. დამიჯერე, რომ შემეძლოს აუცილებლად გადაგარჩენდი მაგრამ არ შემიძლია, ეს ჩემს ძალებს აღემატება.
გახსოვდეს სიკვდილის წინ ბოლოს გაიღიმე. ისე გაიღიმე რომ თვით ჯალათიც კი მიხვდეს რომ მას დასცინი, რომ ‘’ბოროტების იმპერიას’’ დასცინი. გახსოვდეს საბჭოთა კავშირს ისევე მოეღება ბოლო როგორც სხვა იმპერიებს. მე ამის პირობას გაძლევ.
სიკვდილის წინ ბოლოჯერ შეისუნთქე ჰაერი და მოშორდი ამ ცოდვებისგან დამძიმებულ სამყაროს!

№1  offline წევრი lucifer :)

ანი ნემსიწვერიძე
არ ვიცი, ვერც კი აღგიწერ იმ განცდილ ბედნიერებას რაც ამ წერილის კითხის დროს შევიგრძენი.
ჩემთვის ერთ-ერთი უძლიერესი წიგნი არის "ჯინსების თაობა" და მადლობას გიხდი, რომ მოგაფიქრდა და ამის შესახებ დაწერე და გეგას უგზავნი შენ წერილს.
იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ ამ წერილით წაკითხულმა სიხარულმა ეს ყოველივე შეცდომა გადაფარა.
მინდა წარმატებები გისურვო.
კარგი გოგო ხარ რომ მოგვეცი ამის წაკითხვის საშვალება.
წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა შენ. მეგონა არავის მოეწონებოდა და თავიდან ყოყმანიც კი დავიწყე დამედო თუ არა მაგრამ ახლა რომ ვხედავ მოგეწონა ბედნიერი ვარ relieved

რატო დამასწარიი???

№3  offline წევრი lucifer :)

იასამნისფერი
რატო დამასწარიი???

ვიცოდი რომ ვინმე დამასწრებდა და ასე საჩქაროდ იმიტომ დავდე relaxed

lucifer :)
იასამნისფერი
რატო დამასწარიი???

ვიცოდი რომ ვინმე დამასწრებდა და ასე საჩქაროდ იმიტომ დავდე relaxed
ძალიქნ მაგარია . ყოჩაღ. ხელები ამიწევია

№5  offline მოდერი desktop

შესანიშნავი იყო.
--------------------
© umanita' mi stai sul cazzo...

№6  offline წევრი lucifer :)

desktop
შესანიშნავი იყო.

მადლობ

№7  offline მოდერი Behandice

ძალიან მომეწონა.
ჯინსების თაობაზე ხო ვგიჟდები.
მილიონჯერ მაქვს წაკითხული.
ძალიან კარგად მოგიფიქრებია დროის მანქანა.
გამეღიმა რომ წავიკითხე და გულს უხაროდა თითიეული სიტყვა.
წარმატებები.

№8 სტუმარი Guest Mkitxveli

Es, es iseti shegrzbeba iyio.vwer risi dawerac minda da ver vewer.vshli da vwer kvlav.magram ar gamomdis am shegrznebebis aq gadmotana.bravo

№9  offline წევრი enni

თუ საჩქაროდ არ დადევი, ვინმე დაგასწრებს >_< უკვე მეორედ >_< ჯერ მეგის ვწერდი, მერე გეგას... ბედი არ მაქვს რა... გთხოვთ ისევ ნუ დამასწრებთ! იმედია ნორიას არ მისწერთ ვინმე :D

№10 სტუმარი Guest Mkitxveli

[quote=Guest Mkitxveli]Es, es iseti shegrzbeba iyio.vwer risi dawerac minda da ver vewer.vshli da vwer kvlav.magram ar gamomdis am shegrznebebis aq gadmotana.bravo

Es, es iseti shegrzbeba iyio.vwer risi dawerac minda da ver vewer.vshli da vwer kvlav.magram ar gamomdis am shegrznebebis aq gadmotana.bravo

Es, es iseti shegrzbeba iyio.vwer risi dawerac minda da ver vewer.vshli da vwer kvlav.magram ar gamomdis am shegrznebebis aq gadmotana.bravo

№11  offline წევრი Shokoladi :D

საღოლ შენ ყველას გადაუსწარი )) მიხარია რომ ასეთი ნიჭიერი ბავშვები ვიზრდებით :D წარმატებები <3

№12  offline წევრი lucifer :)

Shokoladi :D
საღოლ შენ ყველას გადაუსწარი )) მიხარია რომ ასეთი ნიჭიერი ბავშვები ვიზრდებით :D წარმატებები <3

ხედავ რა კარგი თაობა ვართ :) მიხარია უზომოდ მიხარია რომ მოგწონთ

№13  offline წევრი ფორთოხალი

enni
თუ საჩქაროდ არ დადევი, ვინმე დაგასწრებს >_< უკვე მეორედ >_< ჯერ მეგის ვწერდი, მერე გეგას... ბედი არ მაქვს რა... გთხოვთ ისევ ნუ დამასწრებთ! იმედია ნორიას არ მისწერთ ვინმე :D

ქართული თუ არ ისწავლე, არაფრის დადებას არ ექნება აზრი.

ხო, წერილზე რა ვთქვა. 'პირდაპირ საქართველოში' ამერიკული ჯინსების ყიდვა ეგეთი მარტივი არ არის ნამდვილად, როგორც აქ გიწერია. ამიტომ ეს მომენტი ცოტა არაადეკვატურად მეჩვენება.
უადგილო იყო, ჩემი აზრით, დღევანდელ დემოკრატიაზე ნიშნისმოგებით მითითება. არ მოუხდა საერთო ფონს.
დანარჩენს არაუშავდა. წარმატებები :)

№14  offline წევრი lucifer :)

ხო, წერილზე რა ვთქვა. 'პირდაპირ საქართველოში' ამერიკული ჯინსების ყიდვა ეგეთი მარტივი არ არის ნამდვილად, როგორც აქ გიწერია. ამიტომ ეს მომენტი ცოტა არაადეკვატურად მეჩვენება.
უადგილო იყო, ჩემი აზრით, დღევანდელ დემოკრატიაზე ნიშნისმოგებით მითითება. არ მოუხდა საერთო ფონს.
დანარჩენს არაუშავდა. წარმატებები :)[/quote]
მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდ პატივს გცემ ფორთოხალო უნდა შეგედავო.
''პირდაპირ საქართველოში'' ჯინსების ყიდვა ამ დროში უფრო ადვილია ვიდრე მაშინ ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ. მიუხედავად ადგილების სიმცირისა საქართველოში შეგიძლია ნახო ჯინსები ამერიკიდან მაშინ საერთოდ ვერ ნახავდი. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჯინსიც ვერ მოიძებნებოდა ამიტომაც ამ მხრივ შენი შენიშვნის მიღება ცოტა არაადეკვატურად მეჩვენება ჩემი მხრიდან. რაც შეეხება დემოკრატიას ეს ასპექტი იმიტომ გამოვიყვანე ასპარეზზე რომ ჩვენს თაობაზე ეწერა რომ ვიბრძოდით და რადგან აუცილებელი იყო მიმენიშნებინა რისთვის ვიბრძოდით დემოკრატიას გავუსვი ხაზი.
მადლობა შენიშვნებისთვის და საუკეთესო სურვილებისთვის

№15  offline წევრი enni

ფორთოხალი
enni
თუ საჩქაროდ არ დადევი, ვინმე დაგასწრებს >_< უკვე მეორედ >_< ჯერ მეგის ვწერდი, მერე გეგას... ბედი არ მაქვს რა... გთხოვთ ისევ ნუ დამასწრებთ! იმედია ნორიას არ მისწერთ ვინმე :D

ქართული თუ არ ისწავლე, არაფრის დადებას არ ექნება აზრი.

ხო, წერილზე რა ვთქვა. 'პირდაპირ საქართველოში' ამერიკული ჯინსების ყიდვა ეგეთი მარტივი არ არის ნამდვილად, როგორც აქ გიწერია. ამიტომ ეს მომენტი ცოტა არაადეკვატურად მეჩვენება.
უადგილო იყო, ჩემი აზრით, დღევანდელ დემოკრატიაზე ნიშნისმოგებით მითითება. არ მოუხდა საერთო ფონს.
დანარჩენს არაუშავდა. წარმატებები :)

ქაი))))

№16  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

გრამატიკა აშკარად შენი სუსტი წერტილია.არაუშავს,მო.მთავარია შინაარსი იყო კარგი და საინტერესო.ყოჩაღ,მე კმაყოფილი ვარ.ნუ კარგი იქნებოდა გრამატიკული ხარვეზები რომ არ გქონოდა,იმდენად კარგია,მაგრამ თვალს ვხუჭავ. მთლიანობაში მშვენიერია. წარმატებები. heart_eyes
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№17  offline წევრი Smiling girl

ბრავო.. ჩემთვის ეს საუკეთესოა კონკურსში მიღებული წერილებიდან. განსაკუთრებით იმიტომ მომეწონა ალბათ, რომ ჯინსების თაობა ჩემთვის საყვარელი წიგნია, როგორც ირაკლი ჩარკვიანი და მისი შემოქმედება <3 ძალიან ძალიან მომეწონა ის ყველაფერი გადმოეცი რისი თქმაც მე მინდოდა როდეს ეს წიგნი წავიკითხე <3 წარმატებები

№18  offline წევრი qetiqetiA3

ჯინსების თაობა,გეგა,ირაკლი არანირმალურად მიყვარს სამივე,ჯინსების თაობა ჩემთვის უძლიერესი წიკნია,რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო თვალები სულ მიცრემლიანდება,გეგა_ჩემთვის პირადად და ვფიქრობ მთელი საქართველოსთვისაც უდიდესი დანაკლისია,არამარტო გეგასი არამედ ყველა ჩვენი ბიჭის,გული მწყდება მხოლოდ თინა რომ გადარჩა ნაწილობრივ,ნეტავ ბიჭებიდანაც გადარჩენილიყო რომელიმე,მიხარია ჩარკვიანი რომ მატთან ერთად არრ იყო,ჩემთვისაც მეფეა ირაკლი მიყვარს უზომოდ,ხშირად ვკიტხულობ მის დაკითხვას და ტანში მბურძგლავს,ვგიჟდები ირაკლიზე,მეც მომინდა გეგასთვის წერილის მიწერა აუცილებლად მივწერ არა საკონკურსოდ როდესაც მოვიცლი მადლობა შენ ამისთვის,მომეწონა,იმდენად დიდია ჩემი სიყვარული ამ წიგნისადმი რომ შერი წერილიც ძალიან მომეწონა,წარმატებებს გისურვებ kissing_heart kissing_heart

№19  offline წევრი კოკი

ბრავოო უბრალოდდ ვერც კი აგღიწერ ისეთი მაგარი იყოო .. სათაურიდანვეე მივხვდი რომ რაღაც საოცრება იქნებოდააა .. წარმატებებიი

№20  offline მოდერი წითური გოგონა

არ წამიკითხავს, მაგრამ:
მხოლოდ იმიტომ რომ გეგას მიწერე, ძალიან გამახარე ;33
--------------------
მწვანე ლიმონი

№21  offline მოდერი Eleniko13

ახლა ისევ იმას იტყვიან
კონკურსანტისგან შეფასება დაიკიდეო,
მაგრამ მაინც შეგაფასებ.
არ მანაღვლებს :)

გეგა და მისი მეგობრები გმირები არ იყვნენ. ამას როგორც დათო, ისე ყველა გადარჩენილი და რეალური მოწმე აღნიშნავს და წიგნი არც იმიტომ დაწერილა, რომ მათგან მაგალითი აგვეღო. ტურაშვილიც კი ამბობს, რომ მათი საქციელი წარმოუდგენლად მიუღებელია და წიგნის მიზანი მხოლოდ ის არის, დაგვანახოს როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. გარდა ამისა, ყველაფერი გამუქებულია წიგნში. არ ვამბობ რომ საბჭოელები კარგები იყვნენ, მეზიზღება მე პირადად ყველა, მაგრამ ისეც არ იყო საქმე, რომ დანაშაული შეეტენათ ვინმესთვის. სამართალს მაინც ნახულობდნენ:) ვგიჟდები გეგაზე, ირაკლიზე ხომ საერთოდ... მაგრამ ძალიან ბანალური მეჩვენა და არ ვიცი... ბევრის სათქმელი თქვი, მაგას ვერ დაგიკარგავ. უბრალოდ ტყუილია რა, ტყუილად აღმერთებთ ჯინსების თაობასაც და გეგაზეც ტყუილად გიჟდებით (იმ მიზეზით გიყვართ რომ მაგალითია თქვენი და მაგრად მოიქცა. რეალურად, გეგას საქციელი გაუმართლებელია).

ხოდა, წარმატებები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№22  offline მოდერი Amalthea

Eleniko13

გეგა კარგი,რომ ყოფილიყო საკუთარი თავისუფლების მოპოვების გამო სხვებს არ ჩააგდებდა საფრთხეში, მითუმეტეს ორსულ ცოლს. ხალხით სავსე თვითმფრინავის დანახვაზე უბრალოდ ჩაჯდებოდა და წავიდოდა ბათუმში.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ძალიან საინტერესო თემა შეგირჩევია წერილის მისაწერად, არ ვიცი რა ასაკის ხარ, მესმის რომ წერილის დადებას ჩქარობდი, ვინმეს რომ არ დაესწრო, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა მცირედი შეცდომები გაგესწორებინა... შეფასებისას მხოლოდ თემას არ ვითვალისწინებთ, რომც გამეორებულიყო წერილის მიმღები ან თუნდაც თემა, "ჯინსების თაობას" ერთი წერილით ვერ ამოწურავ, მერწმუნე, საკმაოდ კარგად წერ და ამით შენს წერილს არაფერი დააკლდებოდა, კიდევ ერთხელ გთხოვთ, დრო იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე ერთი წერილის დაწერას სჭირდება, დაუკვირდით, გადახედეთ, საკუთარ ნაშრომს თქვენვე ნუ დაუკარგავთ ხარისხს. წარმატებას გისურვებ, ჩემთვის "ჯინსების თაობა" საკმაოდ მტკივნეული და ძვირფასი თემაა და მიხარია თქვენი თაობის ამ თემისადმი ინტერესი.

№24  offline წევრი N7

Yvavi.
Eleniko13
ახლა ისევ იმას იტყვიან
კონკურსანტისგან შეფასება დაიკიდეო,
მაგრამ მაინც შეგაფასებ.
არ მანაღვლებს :)

გეგა და მისი მეგობრები გმირები არ იყვნენ. ამას როგორც დათო, ისე ყველა გადარჩენილი და რეალური მოწმე აღნიშნავს და წიგნი არც იმიტომ დაწერილა, რომ მათგან მაგალითი აგვეღო. ტურაშვილიც კი ამბობს, რომ მათი საქციელი წარმოუდგენლად მიუღებელია და წიგნის მიზანი მხოლოდ ის არის, დაგვანახოს როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. გარდა ამისა, ყველაფერი გამუქებულია წიგნში. არ ვამბობ რომ საბჭოელები კარგები იყვნენ, მეზიზღება მე პირადად ყველა, მაგრამ ისეც არ იყო საქმე, რომ დანაშაული შეეტენათ ვინმესთვის. სამართალს მაინც ნახულობდნენ:) ვგიჟდები გეგაზე, ირაკლიზე ხომ საერთოდ... მაგრამ ძალიან ბანალური მეჩვენა და არ ვიცი... ბევრის სათქმელი თქვი, მაგას ვერ დაგიკარგავ. უბრალოდ ტყუილია რა, ტყუილად აღმერთებთ ჯინსების თაობასაც და გეგაზეც ტყუილად გიჟდებით (იმ მიზეზით გიყვართ რომ მაგალითია თქვენი და მაგრად მოიქცა. რეალურად, გეგას საქციელი გაუმართლებელია).

ხოდა, წარმატებები.

გეგა კარგი,რომ ყოფილიყო საკუთარი თავისუფლების მოპოვების გამო სხვებს არ ჩააგდებდა საფრთხეში, მითუმეტეს ორსულ ცოლს. ხალხით სავსე თვითმფრინავის დანახვაზე უბრალოდ ჩაჯდებოდა და წავიდოდა ბათუმში.

აბსოლიტურად გეთანხმებით ორივეს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერილი არ მომეწონა.
პირიქით, იდეაც და განხორციელეაც კარგი იყო.
რაღაც ხარვეზების გამო კი, თუნდაც გრამატიკული ან შინაარსობრივი მხრიდან, ათ ბალიანი სისტემიდან 8-ს დავწერდი.
კარგი გოგო ხარ. ძალიან მაგარი და ვიცი, დროთაგანმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწები.
წარმატება ბევრი შენ!
--------------------
ქოქოსის გოგო.

№25  offline მოდერი Eleniko13

მეც მომეწონა, ვინ თქვა რომ არ მომეწონა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№26  offline წევრი stranger9

ჩემთვის დასაგმობი ის სასტიკი რეჟიმია და არა - ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომლის სურვილიც იმდენად დიდი იყო, რომ გადაფარა ჯანსაღი აზრი და მოსალოდნელი შედეგების და საფრთხის განსაზღვრის უნარი.
შენი წერილი მართლა ძალიან მომეწონა, შენი სტილიც, წერის მანერაც. გულით გისურვებ წარმატებას

№27  offline წევრი lucifer :)

stranger9
ჩემთვის დასაგმობი ის სასტიკი რეჟიმია და არა - ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომლის სურვილიც იმდენად დიდი იყო, რომ გადაფარა ჯანსაღი აზრი და მოსალოდნელი შედეგების და საფრთხის განსაზღვრის უნარი.
შენი წერილი მართლა ძალიან მომეწონა, შენი სტილიც, წერის მანერაც. გულით გისურვებ წარმატებას

დიდ მადლობა ჩემო ძვირფასო მკითხველო kissing_heart

N7
Yvavi.
Eleniko13
ახლა ისევ იმას იტყვიან
კონკურსანტისგან შეფასება დაიკიდეო,
მაგრამ მაინც შეგაფასებ.
არ მანაღვლებს :)

გეგა და მისი მეგობრები გმირები არ იყვნენ. ამას როგორც დათო, ისე ყველა გადარჩენილი და რეალური მოწმე აღნიშნავს და წიგნი არც იმიტომ დაწერილა, რომ მათგან მაგალითი აგვეღო. ტურაშვილიც კი ამბობს, რომ მათი საქციელი წარმოუდგენლად მიუღებელია და წიგნის მიზანი მხოლოდ ის არის, დაგვანახოს როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში. გარდა ამისა, ყველაფერი გამუქებულია წიგნში. არ ვამბობ რომ საბჭოელები კარგები იყვნენ, მეზიზღება მე პირადად ყველა, მაგრამ ისეც არ იყო საქმე, რომ დანაშაული შეეტენათ ვინმესთვის. სამართალს მაინც ნახულობდნენ:) ვგიჟდები გეგაზე, ირაკლიზე ხომ საერთოდ... მაგრამ ძალიან ბანალური მეჩვენა და არ ვიცი... ბევრის სათქმელი თქვი, მაგას ვერ დაგიკარგავ. უბრალოდ ტყუილია რა, ტყუილად აღმერთებთ ჯინსების თაობასაც და გეგაზეც ტყუილად გიჟდებით (იმ მიზეზით გიყვართ რომ მაგალითია თქვენი და მაგრად მოიქცა. რეალურად, გეგას საქციელი გაუმართლებელია).

ხოდა, წარმატებები.

გეგა კარგი,რომ ყოფილიყო საკუთარი თავისუფლების მოპოვების გამო სხვებს არ ჩააგდებდა საფრთხეში, მითუმეტეს ორსულ ცოლს. ხალხით სავსე თვითმფრინავის დანახვაზე უბრალოდ ჩაჯდებოდა და წავიდოდა ბათუმში.

აბსოლიტურად გეთანხმებით ორივეს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წერილი არ მომეწონა.
პირიქით, იდეაც და განხორციელეაც კარგი იყო.
რაღაც ხარვეზების გამო კი, თუნდაც გრამატიკული ან შინაარსობრივი მხრიდან, ათ ბალიანი სისტემიდან 8-ს დავწერდი.
კარგი გოგო ხარ. ძალიან მაგარი და ვიცი, დროთაგანმავლობაში უფრო და უფრო დაიხვეწები.
წარმატება ბევრი შენ!

საერთოდ არ მსურდა რომ ის რაც დავწერე სხვანაირად გაგეგოთ მაგრამ ასე მოხდა.
პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მე შენიშნვნას და კრიტიკას ყველასგან ვიღებ. ვიცი რომ გეგა და თვითმფრინავის ბიჭები გმირები არ იყვნენ მაგრამ ვაღიაროთ ბრძოლა გვასწავლეს და ვერ დავუკარგავთ. საბჭოთა კავშირი და სამართლიანობა? ეს კიდევ ცალკე სხვა თემაა და ამასთან დაკავშირებით ალბათ დავწერ. გეგა კარგი იყო! ამ სამყაროსთვის ზედმეტად კარგიც კი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ახლა იტყვით გეგამ შეატყობინა საბჭოთა ხელისუფლებას რომ თვითმფრინავს იტაცებდნენ და გეგამ უთხრა ბერი თეოდორეც ჩვენთან ერთად იყო და ბარემ მიდი შვილიც მომიკალით და მეგობრებიც დამიხოცეთო. არამც და არამც გეგა არ იყო გმირი მაგრამ არც ბოროტმოქმედი იყო! ბატონ დათოს არ სურდა რომ გეგა ბოროტმოქმედად წარმოგვედგინა. ან მაინტერესებს მარტო გეგამ დაგეგმა თვითმფრინავის გატაცება? რატომ არის ამხელა აგრესია გეგაზე? საბჭოთა ხელისუფლება სამართლიანი რომ ყოფილიყო თვითმფრინავიდან ხელებაწეულ, უიარაღოდ გადმოსულ უდანაშაულო ხალხს არ დახოცავდა. რატომ გიკვირთ რომ ''არჩადენილი საქმეების აკვრაზე ვსაუბრობ?'' აბა როგორ შეიკერა თვითმფრინავის საქმე? ან კიდევ უამრავი სხვა საქმე რომლის გამოც უამრავი ისეთი ხალხი დაიხოცა რომელთა სიკვდილიც მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებას აწყობდა? სასტიკად გავღიზიანდი როდესაც წავიკითხე რომ თურმე გეგას ბრალი იყო ყველაფერი და მაინც მომიტევეთ თუ ვინმეს გაწყენინეთ.

№28  offline ადმინი უნდა ვწერო

აზრები იდეები..მოკლედ,საოცარი ჯაჭვი შექმენი. შინაარსობრივად ვერ შეგაფასებ, ვინაიდან ტურაშვილის არც ერთი ნაწარმოები და მათ შორის "ჯინსების თაობაც" არ მაქვს წაკითხული (გაგიკვირდება, ასეთი ნაკითხი ქალი ტურაშვილს როგორ არ იცნობსო,თუმცა ასეა,მაინცდამაინც არ ვეტანებოდი და ვეტანები თანამედროვე ქართველ მწერლებს).

მოკლედ,მე გაფასებ,როგორც მხატვრულ ნაწარმოებს და არა,როგორც მხატვრული ნაწარმოების განხილვას. შენი აზრებიდან ყველაფერი, რა საკვირველია, არ იყო რეალური და გავიადებაც ჩანდა (მაგალითად, ამერიკული ჯინსების შესახებ),თუმცა ეს ყველაფერი უხდება მხატვრულ ნაწარმოებს. მას სწორედ ამიტომ ჰქვია მხატვრული და ეს გაქვს.

გრამატიკა შენი სუსტი წერტილია,შეიძლება ითქვას,ძალიან სუსტიც კი(პუნქტუაციური უამრავი შეცდომა ყველას მოხვდება თვალში, დანარჩენი-ნაკლებად).

№29  offline ახალბედა მწერალი ერკე

14 წლის ხარ?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№30  offline წევრი Lolitta

ასეთ თემას რომ ირჩევ, ანუ წერ იმაზე, რაც ყველა ქართველისთვის ძალიან ცნობილი და მტკივნეულია, ათასჯერ უფრო მეტი მუშაობა გიწევს, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
სხვა თემა რომ აგერჩია საკონკურსოდ, უფრო გაგიმართლებდა ალბათ და ჩვენც, ასე ყველა წვრილმანს შეიძლება არც დავკვირვებოდით.
რაღაც მომენტები გქონდა ისეთი, რაც ძალიან მომეწონა. რაღაც მომენტებზე გამეღიმა.
იდეალური არ იყო ჩემთვის, ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი მტკივნეული თემაა ზოგადად გეგაც და მთელი თვითმფრინავის ბიჭებიც.
მაგრამ, მთლიანობაში მომეწონა.
სხვა რამეებს უფრო მაგრად დაწერ,ვიცი, და სიამოვნებითაც წავიკითხავ.
წარმატებები!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent