შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ,დაბრუნდი!


9-09-2016, 20:40
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 576

იცი რა?... მენატრები, საოცრად მენატრები იმდენადაც, რომ შენს სახეს ყოველდღე ქუჩაში, გამვლელებს შორის ვეძებ... ალბათობა იმისა, რომ ათასობით ადამიანში შენ ერთს გამოგარჩევ ძალიან დიდია, არარეალური, თუმცა საკმაოდ დიდი ჩემთვის. სიგიჟეა ჰო? სიგიჟეა ვიცი, რადგან ალბათ ვერასდროს გნახავ, თუმცა არც არასდროს მინახიხარ. შემიყვარდი თუ არა? იცი?... არ ვიცი. არ ვიცი რას ვგრძნობ შენს მიმართ, თუმცა იმას კი ვხვდები, რომ ეს ყველაფერი გაუსაძლისია. როგორ მინდა თუნდაც 1 წამი მოგკრა თვალი ქუჩაში, ათას სხვადასხვა ფერში, შენ ერთადერთს გამოგარჩევ და მეც შენს ფერში შევიმოსები, მთლიანად მივიღებ მას. იცი მზე რაფერია? შენი ფერია, ბედნიერებაც შენი ფერია, სიხარულსაც შენი ფერი დაჰკრავს. გარშემო ყველაფერს სწორედ შენს ფერებში ვხედავ. ამის იქით გზა აღარ მაქვს. შეიძლება შენც გენატრები ფიქრობ ჩემზე, ფიქრობ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაგეშვა, ასე არ უნდა მომქცეოდი. იცი?... ჩვენს შორის გრნობა არ უნდა განელდეს, უბრალოდ არ შეიძლება , ვერ დავუშვებ, გესმის? გესმის ჩემი?ვიცი, რომ გესმის იქ , სადაც ხარ და გაწუხებს ჩემი სიჩუმე, უმოქმედობა. ვიცი, რომ გრძნობ, სამყაროს გრძნობ, ხალხს, გულის სიღრმეში მეც მგრძნობ და მეც გენატრები. ვერ გელევი, ვერა არ შემიძლია... შენი "დილამშვიდობის" ,შენი "მიყვარხარ", არ ვიცი ეს სიტყვა შენგან გულწრფელად თუ მოდიოდა, მაგრამ მე ამას ვგრნბდი. ეხლაც ჩემს გვერდით გგრძნობ ქუჩაში, სახლში, პარკში, მეგობრებთან თუ მარტო. მე შენ გგრძნობ... მე შენ მჭირდები.
გთხოვ, დაბრუნდი!



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent