შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი !


22-05-2016, 13:46
ავტორი ლენკა
ნანახია 1 720

ჰეი...
მენატრები .
ყველანაირი ახსნის და მიზეზის გარეშე გწერ წერილს , რომლის ადრესატადაც აღგიქვამ , მაგრამ ვიცი, რომ არასდროს წაიკითხავ .
ჰო , საშინლად ენატრებათ ჩემს ტუჩებს შენი კოცნა . დღემდე და ჯერ კიდევ .
ყოველთვის, როცა ცუდ ხასიათზე ყოფნისთვის მიზეზი მაქვს , მახსენდები შენ და შემდეგ ორმაგად დაჩაგრულად ვგრძნობ თავს იმითი , რომ რთულ სიტუაციებში არ მყავხარ.
შენზე წერას ვერ გადავეჩვიე და ალბათ მწერალს არ ჭირდება იმ ადამაინზე წერის შეჩერება , რომელიც მის ჩანაწერებს ასაზრდოებს.
თვეზე მეტია გასული იმ დღის შემდეგ , რაც ცხოვრებიდან სმუდამოდ გაგიშვი , მაგრამ მხოლოდ ამდენი ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან დამაკლდი .
ყოველი გზა , ყოველი სკამი და სართული შენ გიკავშირდება. ყველაფერი , შენთან ასოცირდება . ან მე ვაასოცირებ . არ ვიცი...
ღამით მახსენდები და ვცდილობ გელაპარაკო. სიგიჟეა არა ? ღამით , როცა არ მეძინება და ვერც ვწერ , გელაპარაკები და დილით ფურცელზე ვეღარ ვწერ იმას , რასაც ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაში გიყვებოდი .
მე გავიფანტე ნაწილ-ნაწილ . დამეშალა ძვლები და გარემო ჩემს გაღიზიანებას ადვილად ახერხებს .
არ არის იმედი , არ არის სტიმული , არ არის აზრიანი დღეები , აღარ არის გარეთ გასვლის მიზეზი და ვეღარ ვხედავ ნაყოფიერ წუთებს .
სიცარიელეა.
ქუჩებში , პარკებში და სკამებზე - სიცარიელეა.
ადამიანებით სავსე მეტროს ვაგონებშიც სიცარიელეა. შეყვარებული წყვილებით სავსე სკვერებშიც კი სიცარიელეა. არც ერთ წყვილში არ არის ის სინათლე და ის ბედნიერება , რომელიც ჩვენში იყო .
ჩვენ... ჩვენ ყველაზე არასტანდარტული წყვილი იყო ,რომელიც ყველა შებოჭილ შეყვარებულებს მაგალითს აძლევდა . ჩვენ ვიყავით ქუჩაში პოზიტივიც , სიყვარულიც და ბედნიერებაც .
და რა ვართ ახლა ? ახლა აღარც ჩვენ ვართ და აღარც ერთად .
ახლა დაცარიელებული მე და შენ ვართ . გრძნობებჩამორეცხილი მე და მერე შენ .
ეი...
ღამის პირველი საათი დაიწყო და ეს სწორედ ის დროა როცა
მენატრები .
დილით აღარ მემახსოვრები , მაგრამ ახლა გარეთ ცივა , მთვარე ღრუბლებიდან გამონათებას ცდილოს , დედამიწაზე ბნელა და მე
მენატრები .



№1  offline წევრი მოლურჯო

წესით უნდა მომნატრებოდა
მაგრამ არ მომენატრა.
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent