თქვენთვის წერილია ერიხ მარია რემარკ
მოგესალმებით მისტერ რემარკ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა პატივია თქვენთან საუბარი. თუნდაც ასე შორიდან, ჩვენ ხომ საუკუნეზე მეტი გვაშორებს ერთმანეთს. მაგრამ როგორ ჩანს საუკუნემაც ვერაფერი დააკლო თქვენს გენიალურობას. რა შეიძლება თქვას ჩემნაირმა უბრალო მოკვდავმა თქვენს ნამუშევრებზე? ძალიან ბანალურად ჟღერს დიდებულია, სასწაულია. ეს სულ სხვა რაღაც არის. თქვენს წიგნებში თავმოყრილია ჩვენი, უბრალო ხალხის პრობლემები. ახლა ალბათ ბუხართან ზიხართ, გრძელი შავი პალტო გაცვიათ და ჩიბუხს ეწევით. გეღიმებათ რადგან ჩემნაირმა გოგომ სურვილი აისრულა და მის საყვარელ მწერალს წერილი მისწერა. ამის შანსი ხომ ბევრს არ აქვს? თქვენთან საუბრის შანსი ხომ ძალიან მცირეა? პირველად დედაჩემმა მაჩუქა „ტრიუმფალური თაღი“, იმ პერიოდში გამოცდები მქონდა და მისთვის ნამდვილად არ მეცალა. ერთ დღეს გავბედე და თაროდან ავიღე. ვკითხულობდი და ვხვდებოდი რომ ფუჭად დამიკარგას ის დრო როდესაც ეს წიგნი თაროზე იდო. ალბათ სულ მცირე 30ჯერ მაინც წავიკითხე, შემდეგ თქვენს სხვა ნაწარმოებსაც გავეცანი. როგორც შეიძლება არსებობდეს ადამიანი და არ ჰქონდეს წაკითხული თუნდაც „სამი მეგობარი“ „ნასესხები სიცოცხლე“, „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“?. როდესაც კითხულობ ამ წიგნებს ხვდები რა სისასტიკე ხდებოდა საუკუნის წინათ, ხვდები რა ახლოსაა სიკვდილი და ამავე დროს რა ახლოსაა სიცოცხლე. ომიანობის პერიოდში ხალხი ბედისგან, ჩინოვნიკებისგან და ოლიგარქებისგან იყო დაჩაგრული, მე დარწმუნებული ვარ შვებას თქვეს წიგნებში იპოვიდნენ. რაც შეეხება სიკვდილს. ეს ხომ ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა? მას ვერც გავექცევით და ვერც დავემალებით. მისტერ რემარკ ვერ ვხვდები როგორ არ შეეშინდა თქვენი კალმის სიკვდილს? მასზე ხომ ამდენს წერდით? ვინ იცის რამდენ რამეს მალავს თქვენი გული მისტერ რემარკ. გამოგიტყდებით და მეც ვწერ ხოლმე რაღაც მოთხრობებს, თუ საშუალება მომეცემა გამოგიგზავნით. რათქმაუნდა თქვენს ნამუშევრებს ვერ შეედრება მაგრამ თქვენნაირი ადამიანისგან კრიტიკაც ძალიან მესიამოვნება. ვიცი რომ ოდესღაც სადღაც აუცილებლად შევხვდებით მე და თქვენ სადმე. ერთად მივუსხდებით სუსხიან ამინდში ბუხარს, კალვადოსს დავლევთ და ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, სიკვდილზე, ომზე, უსამართლობაზე, სიყვარულზე. იქნებ თქვენს ახალ, ცნობისმოყვარე, ახალგაზრდა მეგობარს საიდუმლო გაუმხილოთ? ოდესმე გყვარებიათ ვინმე? გყვარებიათ ისე რომ მისი გულისთვის მზად იყავით მთელს მსოფლიოს დადგომოდით წინ? გყვარებიათ ისე რომ გრძნობდით როგორ ჰყავდით შებოჭილი სიყვარულს? აი მე კი მყვარებია, მყვარებია და თანაც იცით როგორ? ხშირად მიოცნებია მეც ჟოანის მსგავსად წავსულიყავი მისკენ. მიოცნებია მასთან ერთად დამელია კალვადოსი. მაგრამ ხომ იცით „ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო“. მეორე გზა აირჩია და წავიდა. თქვენ რას იზავდით? დარჩებოთ ჩემნაირ მომაბეზრებელ ადამიანთან? თუ თქვენს სხვა გზას დაადგებოდით? ამ კითხვაზე პასუხს ოდესმე გავიგებ? ახლა ალბათ ბუხართან მდგარ მაგოდასთან მიხვალთ და შემდეგ ჭიქა კალვადოსს დაისხავთ. გულისყურით კითხულობთ ჩემს წერილს ხომ? თქვენი მადლიერი ვარ. ვიცი წერილები დასტებად გაქვთ დალაგებული. ყველას წერილს არ კითხულობთ ხომ? მე რატომ გამიმართლა? ალბათ იმიტომ რომ ჩემი სახელი და გვარი გეუცხოვათ. სოფია მქვია მიქაძე ვარ გვარად, ერთ პატარა ქვეყნის პატარა დედაქალაქში თბილისში ვხოვრობ. გაგიგიათ? თუ გადაწყვეტთ იქნებ გვესტუმროთ? დამიჯერეთ მოუთმენლად გელოდებით მეც და დედაჩემიც ერთ ჭიქა ჩაიზე. თუ თავი არ მოგაბეზრეთ კიდევ ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ. ოდესმე გინდოდათ თქვენს ქვეყანაში დაბრუნება? გინდოდათ ისევ გერმანიის ნაწილი ჰყოფილიყავით? არ გქონდათ უფლება აორტის ანევრიზმასთან წაგეგოთ ბრძოლა. უნდა გებრძოლათ, კიდევ უნდა გებრძოლათ რადგან ბევრი გენიალური ნაწარმოები დაგრჩათ დაუწერელი. თქვენ ხომ თავში მილიონი აზრი გიტრიალებდათ? სადაც ხართ იმედია მანდ გაქვთ ფურცლები და საწერი კალამი. თუ არ გაქვთ მითხარით და როდესაც წამოვალ აუცილებლად წამოგიღებთ. ამ წერილს ახლა ალალბედზე ვაგზავნი. ვიცი ჩვენი ძვირფასი ფოსტალიონი აუცილებლად მოგიტანთ. ძვირფასო მისტერ რემარკ იმედია მიპასუხებთ წერილზე და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს რომ შევხვდებით ერთმანეთს. როგორც თანამედროვე მწერალი იტყოდა „დაე იღბალი მუდამ თან გდევდეთ“. P.S: იქნებ ისიც მითხრათ ჩვენს ახალ მწერლებზე რას ფიქრობთ? იქცევიან ისინიც ისეთ გენიოსებად როგორიც თქვენ ხართ? -თქვენი ერთგული მეგობარი სოფია მიქაძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.