დრო
ზაფხულის სამი თვე ისე მიიწურა როგორც .. უფრო სწორედ მიიწურა ?? აი ხედავთ მგონია არც ყოფილა, თითქოს ზაფხული ამ წელიწადს არც ყოფილა ან იქნებ მარტო ჩემთვის .. იქნებ მარტო მე არ მიმაჩნია ყოვრლი დღე მნიშვნელოვნად და მაგიტომ გარბის ასე სწრაფად დრო ?? არა შანსი არაა , ახლა ვუკვირდები დრო მაშინ გადის მაინცდამაინც სწრაფად როცა ყოველი წამი თუ წუთი ჩემთვის მნიშვნელოვანია . მხოლოდ როცა უაზროდ ვთვლი მაშინ მოუნდება წამის საუკუნეებად გადაქცევა დროს , მაინც რა არის არა დრო? რასაც უნდა იმას აკეთებს უნდა ირბენს უნდა ისეირნებს . მაგრამ ზაფხული . ეს ზაფხული არ უნდა გასულიყო ასე სწრაფად იმიტო რომ ჩემთვის ხომ არ იყო ისეთი მნიშვნელივანი ? არადა ზემოთ ვახსენე როცა მნიშვმელოვანია ჩემთვის დრო მაშინ მოუნდება სწრაფად გაქევათქო , ალბათ რაღაც შეიცვალა სხვა თამაში აირჩია რომელსაც სხვა განლაგება აქ მთავარია დავამუღამო და ახლიდან ავუღო ალღო შევიჩვიო ეს ვარიანტი მაგრამ რომ ვერ შევეგუო? დროის ასე სირბილს ? რო ვერ შევეგუო იმას რომ სკოლაში დასვენებები რომელიც 20 წუთიანი მაქ და გრძლად მომეჩვენა წამზე სწრაფად რჩება ? მინდა დრო შევაჩერო არ მინდა ასე მირბოდეს ალბათ იმიტო რომ არ ვარ მზად გავიღვიძო და სამსახურში მივდიოდე , ისევ დავიძინო გაიღვიძო და პაემანზე მივდიოდე ისევ დავიძინო გაიღვიძო და წითელ ლამაზ ვარდებში ყუთი რო შევამჩნიო რომელშიც ზუსტად ისეთი ბეჭედი იდება როგორიც სერიალებში და ფილმებში მამაკაცები რო სჩუქნიან ქალბატონებს , შემდეგ ისევ დავიძინო გავიღვიძო და თვალცრემლიან დედას ჩავხედო თვალებში და ჩემი თავი დავინახო თეთრ კაბასა და ნაზ გრძელ ფატაში , დავიძინო გავიღვიძო და უფრო სწორედ გამაღვიძონ ჰომმ პატარას ტირილლმა გამაღვიძოს ღამის 1 საათზე ჩემი პატარას ტირილმა რომელიც საჭმელს მოითხოვს ან მუცელი სტკივა , შემდეგ ისევ დავიძინო და მეორე დღეს ჩემი გოგონა სკოლის პირველ დღეს მივაცილო დიდი თაიგულით ხელში , ისევ გაღვიძებისას ჩემს ისევ ლამაზ პატარა ქალს დაველოდო როდისშემოაღებს კარებს და უნიში მაღალ შეფასებებს მახარებს , ალბათ მაშინაც ბედნიერად გავიღვიძებ და ამჟამად ჩემი გოგონა ჩამხედავს თვალებში და დაინახავს ჩემს თაფლისფერ ხშირად მუქ თვალებში თავის ულამაზეს სახეს და გრძელ თეთრ კაბას , ალბათ მაშინაც მშვიდად დავიძინებ მაგრამ გაღვიძებისას აღარ მომიწევს ჩემს პატარა გოგონასზე ზრუნვა დრო ხომ ისე სწრაფად გადის? დრო გვჩუქნის და შემდეგ გვართმევს ამიტომაც მეშინია , რომ გავიღვიძო და ისე არ იყოს ყველაფერი როგორც დავტოვე ახლა ჩემი გოგონა თავის პატარა ვაჟთან და ქმართან ერტადა მეკი კვლავ ვიძინებ , ვიღვიძებ და ჩემს ჩამხმარ ხელებს შევსცქერი რომელიც ჩემს მეუღლეს უკავია , ამდროს ვიღიმი და კვლავ დროს ვაბრალებ ყველაფერს ვიხსენებ იმ დღეებს როცა ჩემი გოოგონა პირველად ავიყვანე ხელში ვიხსენებ მის პირველ ნაბიჯს პირველ სიტყვას პირველ ქულებს და საერთოდ ყველაფერს რომელიც ისე სწრაფად გაქრა გაუჩინარდა და მიიწურა როგორც ზაფხულის სამი თვე რომელიც ასე მგონია არც ყოფილა , ისევ მეშინია ისევ და უფრო მეშინია დროის .. მე ისევ დავიძინებ მაგრამ გავიღვიძებ რო განა ? ვუსვამ ამ კითხვას თავს და ვიღიმი ... აქ წყდება რომ ჩემი გაღვიძება დროის შეცდომა იქნება , მან ხომ ისე უნდა განაგრძოს თამაში რომ შეცდომები არ დაუშვას..
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.