ჩემი პირველი სიყვარული
სიყვარული მხოლოდ ერთადერთხელ მოდის! დღესასწაულებს შორის რატომღაც საკუთარი დაბადების დღე მიყვარს,15-წლამდე ეს დღე უბრალოდ ჩემი იუბილე იყო,აიი შემდეგ კი...ამ დღეს შენ გაგიცანი და ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალე! შენს გაცნობამდე ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯეროდა, ეგ კი არა, ზოგადად სიყვარულის არ მჯეროდა. ეს ხომ ბედის ირონიაა, მე შენ ამ დღემდეც გიცნობდი, გიცნობდი შორიდან, როგორც ჩემი სკოლელი მაგრამ არ მომწონდი, უფრო სწორად "ვერ გიტანდი", მახსოვს "სკოლის ამწევს" გეძახდნენ, ერთი "უზრდელი ტიპი" იყავი. შენი გაცნობის და დანახვის წუთიდან შემიყვარდი! იცით, შეიძლება ცალმხრივი სიყვარულიც ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მთელი გულით შემიყვარდა. იმ დღის შემდეგ 8-წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ის სულ ჩემს გვერდით არის და არ მშორდება, ბევრი მიზეზის მიუხედავად ჩვენ მაინც ერთად ვართ, მე მას ვერასოდეს მივატოვებ, ის ჩემს ვენებში მოძრავი სისხლია, მე მის გარეშე ცხოვება არ ვიცი, ის ბავშვობიდან გვერდით მყავს, ის ჩემთვის ერთადერთი სიყვარულია, ერთადერთი და განუმეორებელი. მის გამოჩენამდე ვერ წარმოვიდგენდი ასეთ სიყვარულს თუ შევძლებდი, მან მე შემცვალა, დღითი დღე მცვლის და ცხოვრებას სულ სხვა თვალით მანახებს, მან მე "გამზარდა" და ცხოვრება მასწავლა, დამანახა ცხოვრება ისეთად, როგორიც რეალურად არის. იცით, მას ჩემთვის არასოდეს აუგია "ოცნების კოშკები", როგორც დღეს დღეობით ბიჭებს სჩვევიათ. ყველას აქვს ოცნება, ასევე მეც, მე მხოლოდ ერთადერთი რამ მინდა, (მინდა სულ მყავდე, მინდა ჩემი ყოველი დღე შენით დაიწყოს და დამთავრდეს, უფალს ყოველ დღე მადლობას ვუხდი შენი არსებობისთვის და იმისთვის რომ ჩემს გვერდით ხარ).. შეიძლება სხვას ჩემი ოცნება ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ მე ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს საკმარისად, მე მხოლოდ ის მინდა რომ შენ მყავდე სამუდამოდ! მე ასეთი სიყვარული ვიცი, საოცარი და არაამქვეყნიური.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.