შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქერა ანგელოზი


20-02-2016, 11:23
ავტორი bacho1998
ნანახია 2 145

წელს ცივი თებერვალია, დილით დედამ გამაღვიძა ადექი, სკოლაში გაგვიანდება. ნახევრად მძინარემ ტანსაცმელი ჩავიცვი და ინერციით წავედი სკოლისკენ, გარეთ ყინვა იყო, ამინდი ძალიან მოქმედებდა ჩემზე, დეპრესიულ ხასიათზე დავდექი. გეოგრაფიის გაკვეთილმა უინტერესოდ ჩაიარა, დასვენებაზე გარეთ გავედი და ჩემი სხეული გაიყინა, ჩემს წინ იდგა ანგელოზი, ქერა თმებით და ულამაზესი სახის ნაკვთებით, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა, თუმცა სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით თქვენც ვერასოდეს დაიჯერებთ. მეგობართან ერთად იდგა და მომაჯადოვებლად იღიმოდა. გონებაში ყველაფერი ამერია, მსგავსი რამ არასოდეს მომსვლია და ცოტა შემეშინდა, ზარის ხმამ გამომაფხიზლა და კლასში დავბრუნდი. მთელი დღე ფრაგმენტებს ვიხსენებდი და დეტალებს ვაანალიზებდი, მინდოდა რაღაც ახალი გამეგო მასზე. ძალიან მიჭირდა ფიქრების დალაგება, მგონი შემიყვარდა, არა არა ნამდვილად შემიყვარდა, თუმცა რადროს სიყვარულია, წინ ხომ გამოცდებია. გრძნობების კონტროლი მიჭირდა და ქერა ლამაზმანზე დამოკიდებული ვხდებოდი ძალიან სწრაფად. მას შემდეგ რაც ემოციებისგან დავიცალე მივხვდი რომ ის მე არასოდეს შემომხედავდა და კვლავ დავღონდი.
რამოდენიმე დღის შემდეგ ჩვენი მზერა სკოლის დერეფანში ერთმანეთს დაემთხვა, ალბათ ძალიან სასაცილო სახე მქონდა, სულ გავწითლდი, იქნებ მიხვდა? რა სულელი ვარ... ძალიან მინდოდა მასთან რაიმე სახის ურთიერთობის დაწყება. ყოველდღე რაღაც ახალს ვიგებდი მასზე, უფრო და უფრო მიზიდავდა მისი თვალები. შემდეგ კი სკოლის ბუფეტში დავინახე და ურცხვად გამოველაპარაკე, პატარა შანსიც კი არ უნდა გამეშვა ხელიდან, თავში შეგროვებულმა დალაგებულმა აზრებმა უცებ აქეთ-იქით დაიწყეს გაფრენა და, და, მეე ... რა კარგი ამინდია ... ხოო.. არ მეგონა ასეთი რამ თუ დამემართებოდა, ნერვიულობა მასაც შევატყე, იქნებ კლასში სულ წითელი შევიდა და მთელი გაკვეთილი ჩემზე ფიქრობდა? ან იქნებ სულაც არ გაუმახვილებია ამაზე ყურადღება ? ყველაფრის მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილება არ მინანია. გონებაში მისი სურათი მიტრიალებდა, ღამეც მასზე ვფიქრობდი, განა სხვა რა არის სიყვარული.
ყველანაირად ვცდილობდი ჩემში რაღაც საინტერესო დაენახა, იქნებ უბრალოდ მორცხვია და უჭირს ჩემთან კომუნიკაცია. თავში ძალიან ბევრი კითხვა მომდიოდა რომელზეც პასუხები არ მქონდა. ჩვენი ცხოვრება ძალიან გავს კინოს, შეიძლება შენ ამ ფილმის მთავარი გმირი ხარ, თუმცა ყველა ფილმს არ აქვს ბედნიერი დასასრული, ეს მაშინებდა.
მიუხედავად ყველაფრისა ვფიქრობდი რომ მასში გაჩნდა პატარა ნაპერწკალი, რომელიც სამომავლოდ აგიზგიზდებოდა, ვცდილობდი პოზიტიური სახით დამენახა ყველაფერი. სკოლის შემდეგ ვამოწმებდი სოციალურ ქსელებს, არც ერთი მესიჯი მისგან, მაშინ მივხვდი როგორი საშინელია ცალმხრივი სიყვარული. მე უბრალოდ არ ვიყავი საკმარისად ძლიერი, მე ეს ვერ შევძელი, თუმცა მაინც ბედნიერი ვიყავი თითოეული წამის გამო, რომელიც მის გვერდით გავატარე, ასეთი წამები კი ძალიან ცოტა იყო.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaa gaagrdzeled
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent