შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც, გავძლებ..


11-09-2016, 17:43
ავტორი mariako1997
ნანახია 1 599

და მაინც, არ ვიცი, რატომ უნდა ვიტანჯო ასე, წინაპართა ცოდვებისა და შეცდომების გამო. ყველა დამოუკიდებელი პერსონაა. დრო გადის, მე კი ხელებში ისევ ის, პაწაწინა ოცნებები მიჭირავს. დრომ უსასრულო და უზარმაზარ რამეებად, რომ ააქცია. ცოტაოდენი მოგონებებიც მაქვს, რაც ძილის წინ,ყელში მტკივნეულ ბურთად მექცევა ხოლმე და ცრემლებით მავსებს.
ბოლოს მაინც, საკუთარ თავამდე მივყავარ, უაზრო ან აზრიან ფიქრებს კითხვით თუ: რა დავაშავე ? ! მერე კიდევ უფრო ღრმად, ვიძირები ფიქრებში, შესაძლოა, სიღრმეულამდე მთელი ღამეც, ვიცურო და ვიხსენებ ყველა ჩემს, შეცდომას თუ ცოდვას, დიდს თუ პატარას, მონანიებულს თუ მოუნანიებელს....
საშინლად სევდიანი, ზოგჯერ, საკუთარი თავის, ზიზღს ვგრძნობ.
ჩემს არარაობას, კი ყოველდღე ვუყურებ სარკის წინ....
და ზოგჯერ არსებობაც ისე რთულდება, დგება წამი, როცა "ქვესკნელში" ჩაძრომაზე მეტად არაფერი გსურს, მაგრამ ისევ დააბიჯებ დედამიწაზე, უაზროდ ფეხებს და ხვდები, რომ იმდენად უძლური ხარ, ესეც არ შეგიძლია..
რამდენი წუთი გადის, ფუჭად და მეც, ყოველი მსგავსად გასული წუთი მტკივა..
რამდენი ოცნება დამემსხვრა და მაინც ვცდილობ, ახალი ოცნებების შექმნას..
რამდენი იმედი გამიცრუვდა, ისევ ვიგონებ არაფრის მომცემ, იმედებს და ვეჭიდები,იმიტომ რომ არ ჩავიძირო...
და ზოგჯერ გაძლებაც რა რთულია, გაძლება, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ რთულ ამპლუაში.
გადატანა და ერთადერთი სურვილი, დროის გასვლა და დავიწყება...
მინდა მოვკვდე, ჰო ზუსტად ასეა, ასეა იმიტომ რომ არარაობა ვარ, ის არარაობა, არავის არაფერში რომ არ სჭირდება...
ცრემლები მოგდის, ღაპა-ღუპით და შენი პაწაწინა ოცნებების ნამსხვრევებს, დედაბერივით დასტირი.
მე ხომ ყველა, ყველა ნანატრი ოცნება, ფაიფურის ჭურჭელივით დამემსხვრა.
ახლა ვზივარ, ცრემლთა ცვენით და ვცდილობ ისე გადმოვცე, ჩემი განცდები, როგორც უწინ ვაკეთებდი ამას.
ყოფაც არასდროს ყოფილა თითქოს, იმაზე უფრო რთული, როგორც ახლაა..
მაშინაც არა, როცა დამტოვე. როცა, შენზე შეჩვეული შენს გადაჩვევას ვსწავლობდი. იქნებ იმიტომ, რომ დღემდე ვერ გადაგეჩვიე...“!



№1  offline წევრი VIKTA

ძალიან კარგია:)

 


№2  offline წევრი mariako1997

VIKTA
ძალიან კარგია:)

მადლობა დიდიი <3

 


№3  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent