სასაცილო!
ახლა ზიხარ და ფიქრობ.... რომ რაღაც ისე არ ხდება როგორც უნდა ხდებოდეს.... სასაცილო ხარ....! სასაცილო! რადგან არ იცი..... არ იცი რომ ვიღაცამ შენი,ისედაც მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან, ორ წამიანი კადრი ამოჭრა.... ისე რომ ერთი შეხედვით მაყურებელი ვერც შეამჩნევს როგორ გადადის წამზომი 16:17- იდან პირდაპირ 16:19-ზე..... წლები მაინც ხომ გავიდა აქედან.... არადა ეს ორადორი წამი...ის სიცარიელეა ასე სასტიკად რომ გიღრღნის სულს,სხეულს... სიცარიელე რომელიც გამძიმებს... სად...სად არის მთავარი გმირი?..... იქნებ კულისებში იმალება.... არამგონია ისეთი მორიდებული იყოს, რომ ბისს თავს არიდებდეს.... აი ისიც... ოთახის კუთხეში ,მობუზული,სასოწარკვეთილი "მე".... გუშინ უკანასკნელმა განცდამაც მიატოვა.... ახლა ზის ასე,შიშველ სხეულს ამოფარებული.... და ყველა გასულ წამს გულმოდგინედ იხსენებს,ცდილობს რომელიმე შეგრძნებას ჩაავლოს ბრჭყალი...მთელი არსებით ჩაებღაუჭოს და როგორმე სულს დაუბრუნოს.... იცით?!...მგონი სულმაც მიატოვა ეგ საწყალი...... არ იცის...ჯერ ვერ გაუაზრებია....აფექტურ მდგომარეობაში მყოფს, მხოლოდ კანკალი ამოსდის... ვინ...ვინ დაუბრუნებს წართმეულ ორ წამს....?! წამს რომელიც იქნებ არც არავის წაურთმევია, იქნებ სადღაც გამორჩა...სადღაც ჩაუარა და ვერ შეამჩნია..... ამიტომაცაა, ახლა ზიხარ და ფიქრობ,რომ რაღაც ისე არ ხდება,როგორც უნდა ხდებოდეს... სასაცილო ხარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.