შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩუმი


14-09-2016, 10:55
ავტორი Ignifex
ნანახია 1 553

სიბნელის ყოველთვის ეშინოდა.

აბლაბუდებიან ღამის სანათს მუდამ გაკაშკაშებულს ტოვებდა. ღრმად სწამდა,რომ ურჩხული,რომელსაც ბოლო წლებში მოფერებით “ცხოვრებას” ეძახდა,სინათლეს გაურბოდა და სწორედ ამიტომ იმალებოდა ძველი,მტვრიანი საწოლის ქვეშ.

ბოროტი,დამჭკნარი და დანაოჭებული გული არასდროს ჰქონია,თუმცა თვალებს რომ დახუჭავდა,ოცნების ღრუბლებში ხშირად უყურებდა,როგორ იკარგებოდა “ცხოვრება” ცეცხლის ალში და მისგან მხოლოდ სიკვდილისფერი ფერფლი რჩებოდა.

არც ეს ფერფლი ასვენებდა. ეჩვენებოდა,რომ ძლიერი ქარი ქროდა,ფერფლის გროვას არღვევდა,ატრიალებდა და ბოლოს,როდესაც თითქოს რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდა,ძალას იკრებდა,ხელს ჰკრავდა და ერთი მიმართულებით მიაქროლებდა. ფერფლი მშიშარას სახეში ეყრებოდა და სუნთქვა ეკვრებოდა,მაგრამ ჩუმად იყო,ხმას ვერ იღებდა.

ქარი ნელ-ნელა ქარიშხლად იქცა,არეულობა დატრიალდა და შიშის მონამ თავდაპირველად ვერც კი შეამჩნია,როგორ მოჰხვიეს ძლიერი მკლავები და როგორ გაუთბო მთელი არსება კისერში ვიღაცის უჩვეულოდ თბილმა,თანაბარმა სუნთქვის შეგრძნებამ.

წვიმასა და ჭექა-ქუხილში ურჩხული,რომელიც ძველი,მტვრიანი საწოლის ქვეშ იმალებოდა,მის გვერდით,სარეცელზე გაწოლილი აღმოჩნდა და ბნელ,მრავალ ტანჯვაგადატანილ თვალებს არ აცილებდა.

ნელ-ნელა ქარიშხალი ჩაწყნარდა,თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი მოვალეობა შეასრულაო და თბილი,სუსტი ნიავის სახით შვებით ამოუსუნთქა. ღამის ნათებაც,წლების განმავლობაში გაჩენილი ბზარებით რომ იყო დამშვენებული,სულის ერთი შებერვით ჩაქრა. “ცხოვრებას” ბრჭყალები თითქმის შეუმჩნევლად ჩამოშორდა და ცხოვრებად იქცა.

სიბნელეს აღარ გაურბოდა.

როგორ უნდა გაქცეოდა იმას,რაც უყვარდა?

შემდეგ თვალებს ახელდა და ცრემლმორეული,ტკივილისაგან დამახინჯებულ რეალობას უბრუნდებოდა.

საწოლის ქვეშ,სიბნელეში,მისი ურჩხული მძიმედ სუნთქავდა და მტვრიან იატაკზე გრძელ,დამჭკნარ თითებს ათამაშებდა.
_

ძველია და შეცდომებით გატენილი (სპეციალურად დაშვებული შეცდომებით :დ),მაგრამ მომინდა უცებ დადება. არ ვიცი სათქმელს რამდენად გადმოსცემს. იყოს,რაც არის. ♥



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნეტავ რამ დაგაწერინა...
ქეთი, ძალიან ძალიან კარგი ხარ...
აი ხო იყო სევდიანი წასაკითხი, მაგრამ მაინც თბილი...
^^

 


№2  offline წევრი Ignifex

okay
.... რა კარგია
უბრალოდ ძალიან სასიამოვნო

დიდი მადლობა ♥
lullaby
ნეტავ რამ დაგაწერინა...
ქეთი, ძალიან ძალიან კარგი ხარ...
აი ხო იყო სევდიანი წასაკითხი, მაგრამ მაინც თბილი...
^^

მარიი,მადლობა და მადლობა ♥ რომ შემოვედი "იავნანას" მოვკარი თვალი და გავიქეცი,უნდა წავიკითხო. ისე ველოდებოდი ^^

 


№3  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent