შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


15-09-2016, 22:39
ავტორი Anastasia Mdivani
ნანახია 1 419

*
ახალი წელი დგებოდა,უკვე ყველა სუფრასთან ვისხედით.ბიჭები როგორც ყოველთვის ღვინით ხელში სადღეგრძელოს-სადღეგრძელოზე სვამდნენ.მე გოგოებს ველაპარაკებოდი,მაგრამ თვალები მაინც მისკენ გამირბოდა.ვიგრძენ გულის ცემა და პულსაცია როგორ ამიჩქარდა.ვერვხვდებოდი ჩემს თავს რა ხდებოდა..
მერე ვიცეკვეთ,მისი ინიციატივით.ყელში მაკოცა და მანდ მივხვდი,რომ უკვე ერთი ფეხი სამარეში მედგა.გული ისე სწრაფად მიცემდა მეგონა ცოტაც და საგულედან ამომივარდებოდა.გამიღიმა..მეც გავუღიმე..ამდენი წლის განმავლობაში პირველად მივხვდი როგორი სექსუალური იყო.
ისეთი მიმზიდველი და ისეთი..ისეთი საოცრება!
მერე ნაზი კოცნა იყო ყელსა და ლოყაზე..
მერე..
მერე..
ლუკა გამახსენდა და იქ მორჩა..
*
უკვე გამთენია იყო,რომ დავწექით.ბევრი ლაპარაკის მერე ყველა ერთო ოთახში შევეხირეთ და ერთმანეთზე გადაწოლილებმა ვცადეთ დაგვეძინა.მისკენ მივჩოჩდი,გულზე დავადე თავი.ხელები მომხვია ძლიერად..ძალიან ძლიერად.
რა ჯანდაბა მჭირდა?
უფრო მივეკარე.
არაფერი უთქვამს..
ჩვენ ასე ვიყავით,ყოველთვის ასე ვიქცეოდით,მაგრამ არასდროს შემოუხედავს ხალხს ჩვენთვის ისე როგორც წყვილს.
ზევიდან მოვექეცი მას,ხელები იატაკზე დავაწყვე და თვალი-თვალში გავუყარე.
-საბ..
-გისმენ..!
-მიყვარხარ..
-მეც.
მერე ტუჩთან ძალიან ახლოს ვაკოცე.თვალები დახუჭა და ხლები ძალიან მაგრად მომხვია.მეორეჯერ ვაკოცე,ისევ ტუჩთან ალოს,მაგრამ გეფიცებით ოდნავადაც კი არ შევხებივარ მის სქელ ვარდისფერ ტუჩებს.უბრალოდ ტუჩთან ახლოს ვაკოცე..
*
მერე გავიდა დღეები,თვეები და თქვენ წარმოიდგინეთ წლებიც კი!ერთი ან ორი წელი კი არა 6წელი!
გულის ცემამ და პულსაციამ სულ უფრო და უფრო იმატა.
აღარ ვეკარებოდი და უკვირდა..ერთი ორჯერ დამელაპარაკა კიდეც.“რამე გაწყენინე და არ მახსოვსო?“ რა მეპასუხა?უარით გავაქნიე თავი.ახლაც ისე შემოჭილი ვზივარ მის წინ..მის მზერას ვგრძონ,ისე მიყურებს ჯერ,რომ არასდროს შემოუხედავს..
-ნინა აივანზე გამომყევი!
მიბრძანა მან მე კი ყველაფერი მერჩივნა მასთან მარტო დარჩენას.
წამოდგა და აივნისკენ დაიძრა,მე კი გაუნძრევლად ვიჯექი ლუკას(ჩემი ძმის)გვერდით.
-ნინა?!
სხვა გზა აღარ მქონდა..უნდა გავყოლოდი.მეც ავდექი და უკან გზააბნეული ლეკვივით დავედევნე.აივანზე ჰაერის ცივი ნაკადი რომ მეცა ცოტა დავმშვიდდი..
-რა გჭირს ტო?
ყრუ სიჩუმე..
-რა მჭირს?
-მე მეკითხები ტო?
-არაფერი.მცივა,შევიდეთ სახლში.
-ჩამეხუტე გათბები!
-საბა შემეშვი რა..
-რავქნა?
-შემეშვი რა..
-ბაზარია არაა...!
*
მერე რა იყო?
არაფერი,საერთოდ არაფერი.
ერთი დიდი სიცარიელე იყო და მორჩა.
გაბრაზდა..ძალიან გაბრაზდა!
ჩვენი საუბარი მხოლოდ „გამარჯობა-გაგიმარჯო-თი“ შემოიფარგლებოდა.
მენატრებოდა..საშინლად..
*
საშინელი წვიმა იყო.ფეხით მივუყვებოდი სახლის გზას.ჩემთვის ჩაფიქრებული ვიყავი მანქანის სიგნალის ხმა,რომ გავიგე.ისე შემეშინდა ისე..
გავიხედე და სერიოზული სახით ის,რომ დავინახე გამეღიმა.მანქანაში ჩავუჯექი.არაფერი უთქვამს..
-სადმე ჩიხში შეაყენე რა საბა.
ვეღარ გავუძელი ამდენ სიჩუმეს.
არაფერი უთქვამს,ხმისამოუღებლად შეაყენა ჩიხში.
-არ დამელაპარაკები?
თითებზე შევეხე ნაზად.არ განძრეულა..
-მომენატრე!
ამჯერად სახეზე მოვეფერე.ისევ ურეაქციოდ იჯდა.
-ბოდიში..
სიჩუმე.
საშინელი სიჩუმე.
-საბ..გამომხედე რა გთხოვ.
თითქმის ტირილით შევევედრე მე.
გამომხედა.
-საბ მოვკვდები ახლა რომ..
-რომ რა?
არ მაცადა დასრულება.
-რომ არ გაკოცო!
მაშინ გაშრა.სახეზე გამომეტყველება წაეშავალ და არაფრისმთქმელი მზერით მომაშტერდა.
მერე..მივხვდი,რომ არაფერს გრძნობდა.არ გრძნობდა იმას რაც მე მინდოდა,რომ ეგრძნო..
ვუყვარდი მაგრამ ისე არა,როგორც მე მინდოდა...
ამას,რომ მივხვდი თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი მოკვდა.
რომ მეკოცნა ყველაფერი დამთავრდებოდა ვიცოდი,მაგრამ ეს გრძნობა იმდენად დიდი იყო იმდენად!
ლუკაც დავივიწყე და საერთოდ ყველა..
მისკენ გადავიხარე და ვაკოცე.არ განძრეულა..არც გავუწევივარ,არც შემწინააღმდეგებია,არც უკოცნია.ასე უმოქმედოდ იდგა.მე კი მთელი გრძნობით ვკოცნიდი.
და იცით რა?
ძველებურად აღარაფერი იქნებოდა.არც ყელში კოცნები..არც ერთად ცეკვები..არც მიყვარხარ..არაფერი საერთოდ არაფერი იქნებოდა.უბრალოდ ზრდილობისგამო მისალმება..
მაშინ მივხვდი,რომ ყველაფერი დასრულდა..
მე დავასრულე..
*
*
*
იცით,სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ დავწერე.არც ის ვიცი რატომ ვდებ..
უბრალოდ თთებმა თავისით დაწერეს,მერე კი თვინს საშინლად მოუნდა დაედო..
ხო და მეც ვდებ..
რავიცი რა უნდა გითხრათ?
მიყვარხართ ძალიან!
(ხვალ ან ზეგ „ჩემს გარდა არავინ შეიყვარო-ს“ ახალ თავს დავდებ.)
გკოცნით თქვენი ტაისია..



№1  offline წევრი Indigo

აუუუუუუუუ........ :(((((((
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent