შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენთვის წერილია!


16-09-2016, 19:08
ავტორი trisi
ნანახია 1 912

ვიცი თქვენი მარტოობა დავარღვიე ბატონო ახმედ.მეც კი ვიგრძენი როგორ შეკრთით,როცა კარის ქვეშ უკითხავად შემოცურდა ერთი შეყვითლებული ფურცელი,შემდეგ ზღვის ტალღებიდან წამოსულმა ნიავმა მსუბუქად ააფრიალა და სადღაც კუთხეში მიმალა.ალბათ სიხარულით,მაგრამ უღონოდ წამოდექით,რადგან ამდენი წლის შემდეგ მაინც გეგონათ,რომ ლილიმ გაგიხსენათ და წერილი გამოგიგზავნათ.მე ლილი არ ვარ!გეტყოდით მასავით ზღვის საჩუქარი ვარ-მეთქი,მაგრამ ესოდენ დიდი ამბიცია არ მაქვს,გეტყოდით მესმის თქვენი ხმა-მეთქი,მაგრამ ვიცი არ დამიჯერებთ.მერე რა,რომ ვერ ლაპარაკობთ ბატონო ახმედ?ადამიანს მაინც არ ძალუძს ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა.დამიჯერეთ,მე თქვენი უფრო უკეთ მესმის,ვიდრე უაზროდ მოლაყბე თვითკმაყოპილი კაცის.დამიჯერეთ!მე გავიგე თქვენი უსიტყვო გრძნობა,რომელსაც სახელსაც ვერ არქმევდით.ის მარტოობა გავიგე,რომელსაც ყოველდღე სიმწარენარევი სიტკბოებით ეძლევით.აჰ...ჯანდაბას ყველაფერი,მე მესმის თქვენი ახმედ მესმის!..
არ ვიცი რატომ ვაჯერებ საკუთარ თავს ან თქვენ,რომ ყველაფერი გახსოვთ.ალბათ არ მინდა იმის გაცნობიერება,რომ რაც იყო იყო და აღარ არის.ყველა მოგონებიდან ახლა მხოლოდ ყრუ,უფერული შეგრძნებებიღა დაგრჩენიათ.მჯერა მაინც გახსოვთ რაღაც,მაგრამ ეს უფრო ტკივილს ჰგავს,ვიდრე მოგონებას და სწორედ ეს არის ლილი-'ზღვის საჩუქარი'
რატომ აგირჩიეთ ბატონო ახმედ?მინდა ყველას გავაცნო თავი,მინდა ყველას ვანახო თქვენი ჩუმი სიცოცხლე.თქვენი უსიტყვო ცხოვრება მაკვირვებს,თქვენი უსიტყვო გრძნობები მაოცებს.მე კარგად გიცნობთ,იმაზე უკეთესად ვიდრე გგონიათ.მე პატარა ვარ ახმედ,ძალიან პატარა იმისთვის,რომ თქვენი არსებობა გავიგო,რადგან ჯერ საკუთარიც არ მესმის,მაგრამ ვხედავ,მაინც ვხედავ.
ჩვენ ვგავართ ერთმანეთს,ჩვენ ერთიდაიმავეს განვიცდით,ჩვენ ჩუმად ვართ,ორივე ჩუმად ვართ.
მეშინია სიჩუმის ახმედ.ლილიმაც ხომ ვერ გაუძლო უსიტყვო ცხოვრებას?მეც ვერ ვუძლებ.ხალხი მაბიჯებს და პირველად ვგრძნობ ამგვარ ტკივილს და გაოცება ძრავს ჩემს არსებას.არ ვიცი რატომ ხდება ასე,არ ვიცი რატომ არ ვგავარ სხვებს.ყველაფრისთვის პატარა ვარ ახმედ.ამ სამყაროსთვის,ამ გრძნობებისთვის,სიყვარულისთვის თუ სიძულვილისთვის.რატომ წავიდა ლილი?სუსტი იყო?იქნებ ძლიერმაც ვერ გაუძლოს ამ მომაკვდინებელ სიჩუმეს.ეს სიბნელეში ბრმად სიარულს ჰგავს.ყველაფერი სხვანაირია და ძალიან რთული.შენი ცხოვრებაა რთული.ლილის არ უფიქრია,მან არ იცოდა ასეთი განსაცდელი თუ ელოდა.ვერ გაუძლო,მაგრამ უყვარდი.მინდა ცხოვრების ბოლომდე გახსოვდეს ლილი-'ზღვის საჩუქარი',ლილი რომელმაც მთელი შენი ცხოვრება შეცვალა და არა ლილი,რომელმაც "მიგატოვა".
რაც შემეხება მე.გახსოვდე ახმედ.უნდა იცოდე,რომ არსებობს ადამიანი,რომელმაც შენგან ბევრი ისწავლა და გაგიგო კიდეც.გახსოვდე არა როგორც 'ზღვის საჩუქარი' არამედ 'გოგონა მომავლიდან'.მომავლიდან რომელიც საკმაოდ ბინდოვანი,მაგრამ იმედიანიაც.
წერილი თქვენთვისაა ბატონო ახმედ!



№1  offline მოდერი ლილიანა

რა წიგნზეა საუბარი? დამაინტერესე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

წავიკითხე, გავიგე, მაგრამ ვერ გავითავისე.ვფიქრობ ან პერსონაჟი გყავს ცუდად შერჩეული, ან ვალდებულების გამო დაწერე. ცუდად ნუ გაიგებ.წარმატებები

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

გრამატიკული შეცდომები საკმაოდ გქონდა, თუმცა ახლა ამას ნაკლებად ექცევა ყურადღება. შინაარსი, ვინაიდან ძალიან სუსტი ნაწერი იყო, ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს მოვალეობის მოსახდელად დაწერე.

 


№4  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

არ ვიცი ჩემი კარგად განვითარებული ფანტაზიის ბრალია თუ შენ გაქვს ნიჭი, რომელსაც ჩემი ,,მეოცე საუკუნის დიადი წიგნების" ლექტორი კინომოთხრობის შექმნის უნარს უწოდებს. დავინახე როგორ შეაცურე ეს წერილი... ზუსტად შემიძლია ვთქვა როგორი წერილია... რა რეაქცია ჰქონდა ამ კაცს.


,,მერე რა რომ ვერ საუბრობთ, ბატონო ახმედ. ადამიანს მაინც არ ძალუძს ყველაფერის სიტყვებით გადმოცემა." - გეთანხმები. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მრავაფეროვანი სიტყვის მარაგი მაქვს, ხშირად ვერ ვხსნი/ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ.

მთელი წერილის კითხვისას არ მშორდებოდა განცდა, რომ თითქოს შენი ხმა ჩამესმოდა ყურში... ან გიყურებდი როცა ამ წერილს წერდი.

,,მინდა მთელი ცხოვრება გახსოვდეს ლილი - ზღვის საჩუქარი, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა და არა ლილი, რომელმაც ,,მიგატოვა." - მხოლოდ ამ ფრაზისთვისაც კი ღირდა შენი წერილის წაკითხვა.

ძალიან მომეწონა... ცრემლი მომადგა.

რჩეულიშვილი ჩემი საყვარელი მწერალია.

 


№5  offline წევრი N7

tgvinianidze29
არ ვიცი ჩემი კარგად განვითარებული ფანტაზიის ბრალია თუ შენ გაქვს ნიჭი, რომელსაც ჩემი ,,მეოცე საუკუნის დიადი წიგნების" ლექტორი კინომოთხრობის შექმნის უნარს უწოდებს. დავინახე როგორ შეაცურე ეს წერილი... ზუსტად შემიძლია ვთქვა როგორი წერილია... რა რეაქცია ჰქონდა ამ კაცს.


,,მერე რა რომ ვერ საუბრობთ, ბატონო ახმედ. ადამიანს მაინც არ ძალუძს ყველაფერის სიტყვებით გადმოცემა." - გეთანხმები. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მრავაფეროვანი სიტყვის მარაგი მაქვს, ხშირად ვერ ვხსნი/ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ.

მთელი წერილის კითხვისას არ მშორდებოდა განცდა, რომ თითქოს შენი ხმა ჩამესმოდა ყურში... ან გიყურებდი როცა ამ წერილს წერდი.

,,მინდა მთელი ცხოვრება გახსოვდეს ლილი - ზღვის საჩუქარი, რომელმაც შენი ცხოვრება შეცვალა და არა ლილი, რომელმაც ,,მიგატოვა." - მხოლოდ ამ ფრაზისთვისაც კი ღირდა შენი წერილის წაკითხვა.

ძალიან მომეწონა... ცრემლი მომადგა.

რჩეულიშვილი ჩემი საყვარელი მწერალია.

გეთანხმები ყველაფერში
და დავამატებ, რომ ჩემთვის საკმაოდ ძლიერი ნაწერი იყო.
წარმატებები!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline წევრი trisi

Madloba yvelas tqveni azris gamoxatvisatvis.bevri vecade mgoni cudi ar unda iyos chemi asakis bavshvistvis.kidev ertxel madloba yvelas
--------------------
Painter

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent