შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისს... (Miss)


18-12-2015, 03:29
ავტორი Anna)))
ნანახია 2 124

მისს!
თქვენი მშვიდი სუნთქვა მიყვარს,მისს...
რიჟრაჟის დროს გაგონილი თქვენი ნაზი ხმა...
წვიმს,ისევ ისე უმოწყალოდ წვიმს,
თქვენ წახვედით,
თქვენ წახვედით,
მიმატოვეთ კვლავ.

თქვენს ღიმილზე კვლავ ლექსებს ვწერ,მისს...
ყოველღამით გიხსენებთ და ვსვამ,
მე ხომ თქვენი სიყვარული მჭირს,
უძილობაც...ვეღარ ვხუჭავ თვალს.

სად გეძებოთ?!სად მოგძებნოთ ,მისს?!
მე ხომ ისევ უთქვენობა მკლავს ,
ვის ვუამბო,ვის შევჩივლო ვის?!
მაინც არვინ არ დამიჭრს მხარს.

ნუთუ სხვასთან მიღალატეთ,მისს?!
ნუთუ ანდობთ სხვა მამაკაცს თავს?!
იქნებ თქვენი მოძებნაც არ ღირს
თუკი სულ სხვა ეხება თქვენს ტანს.

გახსოვთ ზღაპარს მიამბობდით ,მისს,
ზღაპრებს კარგი დასარული აქვთ,
თქვენ კი ბოლოს მიებარეთ სხვის
მკლავებს და აღარ ფიქრობთ ჩემზე თუნდაც წამს.

რატომ არ ხართ ჩემთან ახლოს, მისს?!
გეტყოდით რომ მიყვარხართ და მწამს,
თქვენი მშვიდი,თქვენი ნაზი ხმის,
უთქვენოდ ყულფს მივაბარებ თავს.

მოდით ხელი შემაშველეთ, მისს,
ვკვდები, ვატყობ უთქვენობა მკლავს...
წვიმს,
რა უღმერთოდ წვიმს...
თქვენ წახვედით...მიებარეთ სხვას.
ანა ზეიკიძე...



№1  offline წევრი aleksandre

love ანაააა ჩემო თბილოოოო

 


№2  offline წევრი Anna)))

aleksandre
love ანაააა ჩემო თბილოოოო


<3 ალექსანდრე ^_^
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent