სუიციდის მსხვერპლი
ცხოვრება არ არის ის გზა რომელიც ყველა ჩვენგანმა წარმატებით უნდა გაიაროს. არსებობს შეფერხებებიც რომელსაც პრობლემას ვუწოდებთ. ხანდახან ხდება ისე რომ უბრალოდ მოულოდნელად ვეცემით და წამოდგომა იმდენად გვიჭირს გვირჩევნია დავნებდეთ და თვითმკლველობა ვცადოთ. ამ დროს კვდები ხორციელად და არა სულიერად. შენი სული ბინძურდება მხოლოდ იმიტომ რომ შენ არ შეირგე ღვთისგან ბოძებული საჩუქარი და ის უარყავი. ყველამ ვიცით თვითმკვლელი ხალხი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება! სულ რაღაც სამი წუთის წინ ბედნიერი გოგო ვიყავი ლამაზი ოცნებებით და ფერადი სამყაროთი. როგორც ჩანს ყველაფერი ეს დროებითი ყოფილა . გული მწყდება რომ ასე მარტივად ერთი სიტყვით დაასრულა ყველაფერი დაანგრია ჩემი ლამაზი სამყარო და დამიმსხვრია გული. „ყველაფერი ხდება“ მაგრამ რატომღაც ეს ფრაზა მე არ მამშვიდებს . გული ისე მატკინა იმ ფაქტმა, რომ ის ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან რომელთანაც სამარადისოდ ვაპირებდი ცხოვრებას, ძალა აღარ შემწევს შევეგუო დამარცხებას. მან უბრალოდ თქვა:-გთხოვ არ იტირო ჩემო სიყვარულო მე შენ გემშვიდობები- აი ასე ძალიან მარტივად დამტოვა მე მისი „სიყვარული“. დამშორდა ისე თითქოს ჩვენს შორის არც არაფერი არ ყოფილა . გამოყენებულ ტავარად ვგრძნობდი თავს რომელიც საბაჟოზე გატარებისას დეპორტი აარტყეს! მის დაკარგვას ვერ გადავიტანდი. ვდგევარ ჩემი სახლის სააბაზანოში . ჩემს გარშემო თეთრი ფერის კედლები უკვე ყველა ნერვულ ძაფს მიწყვეტს,ონკანიდან წვეთ-წვეთად მოწანწკარე წყლის წვეთები მიჩენს სურვილს რომ აქაურობა მივლეწო და საღი აღარაფერი დავტოვო მათ შორის აღარც ჩემი თავი.ვოცნებობ რომ მეტეორი დამეცეს და წამების გარეშე მოვკვდე. საკუთარ თავს დიდ სარკეში შევხედე და შევათვალიერე. ჩემი სახე იმაზე ცუდად გამოიყურება ვიდრე ველოდი. ჩაშავებული უპეები, გამომჭკნარი სახის კანი, უხალისოდ დაშვებული ოდესღაც წითელი ტუჩები, სახის ნახევარ ნაწილზე ჩამოყრილი თმა- ამას გული ვეღარ უძლებდა.ჯინსის სარვლის უკანა ჯიბიდან სამართებელი ამოვასრიალე. ხელი ამოვწიე და პირდაპირ მფეთქავ ვენაზე გადავისვი. გულმა რეჩხი მიყო. ნუთუ ამხელა გამბედაობა გამაჩნდა ? ვერ ვიჯერებდი ჩემს საქციელს მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი უფრო და უფრო ღრმა ჭრილობებს ვიღებდი შეჩერების ნაცვლად. თვალებში ცრემლები ჩამიდგა,თითქოს გამოსახულება გაითხაპნა. ვხედავდი ჩემი ხელიდან წამოსული სისხლი როგორ წვეთავდა ეთრ კაფელზე მაგრამ შეჩერება გვიანია. გვიანია დავიხიო უკან . სამართებელი ხელიდან გავაგდე თავად კი უკან ჩაკეტილ კარს მივეყრდენი. ნელ-ნელა ფეხიდან ძალა მეცლოდა და ვხვდებოდი ეს დასასრული იყო. დასასრული ბედნიერი ცხოვრებისა და ამქვეყნიური ტანჯვისა. მე ეს გავაკეთე და თვითმკვლელობა ვცადე და გამომივიდა კიდაც. სულ მალე გონება დავკარგე და უსულო საგანივით აღმოვჩნდი ცივ სისხლიან იატაკზე! მორჩა მე გარდავიცვალე! აი ასე უბრალოდ მე აგვფრინდი ზეცაში! სიკვდილი-ეს ამქვეყნიურ სადარდებელზე დიდი სატანჯველია უთხარი არა სუიციდს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.