შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა, რომ მყავდე!


8-10-2016, 00:20
ავტორი Kristy
ნანახია 5 369

მინდა საკუთარი სამყარო მქონდეს, აქედან შორს... წარმოვიდგენ ულამაზეს მინდვრებს, რომლებშიც მშვიდად ვდგავარ და თმებში გულმოდგინედ ვიწნავ გვირილებს...

მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!


ვგრძნობ ჩემი ილუზიის წმინდა სუნთქვას, ოცნების ნაზ ამბორს გადაღეღილ მკერდზე... ამ დროს მინდა, რომ სამყარომ დამივიწყოს და მე დავივიწყო ის!

მინდა, რომ მყავდე!


მინდა თავისუფალი ვიყო ამ კლასიკური ქალის სტილისგან… მახრჩობს, რომ არ შემიძლია გამოვხატო ჩემი თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში ვარ!

მინდა, რომ მყავდე!


და ვშლი ხელებს ჩემსავე სიზმრებში, ვისმენ გამოგონილ რიტმებს და დაქანცული სხეული თითქოს თავისთავად მიჰყვება მუსიკას:

მინდა, რომ მყავდე!


ფრთებს ისხამს ჩემი ყოველი დანაკარგი და საიდუმლო მოძრაობებში იკარგება, როგორც ფიქრისგან დაღლილი ფიქრები...

მინდა, რომ მყავდე!


და ვცეკვავ, როგორც შემიძლია, ვცეკვავ თავდავიწყებით, თითქოს მინდა ამ რიტმებს გავატანო ყველა ნაღველი!

მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!


ისევ ვიღვიძებ (როგორც ყოველთვის) !

მინდა, რომ მყავდე!


ვიღვიძებ და უსუსურ რეალობას შეჩეხებული მონდომებით ვცდილობ საკუთარი სახის დამალვას...

მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!


სამყაროს ქაოსში გაჭედილი ვვოცნებობ, რომ უკან დავბრუნდე... მინდა მიუვალ კუნძულზე ვიყო და ამ ქაოსს არ შეეძლოს ჩემამდე მოღწევა… მინდა დაცული ვიყო!

მინდა, რომ მყავდე!


მაგრამ ვხვდები, რომ უკვე გვიანია თვალების დახუჭვა... ვხვდები, რომ ახლა ჯობია ვფხიზლობდე!

მინდა, რომ მყავდე!
00

ვცდილობ წარმოვიდგინო ძალა, რომელიც ახლა ამ გაუგებრობიდან მიხსნიდა და უცებ ვხვდები... ვხვდები, რაც მჭირდება!

მინდა, რომ მყავდე!


მინდა გვერდით ნამდვილი მამაკაცი მყავდეს, ვისაც გულწრფელი სიყვარულის ძალა შესწევს; ვინც ამ გრძნობას ისეთად იცნობს, როგორადაც მე და იცის, რომ გიყვარდეს ნიშნავს დაივიწყო საკუთარი თავი და იცხოვრო იმისთვის, ვინც გიყვარს - შენი სიყვარულის ობიექტისთვის!

მინდა, რომ მყავდე!


მე ხომ თეთრ ცხენსა და რაინდს არ ვითხოვ?!

მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!


მინდა რომ მყავდე... ისეთი, როგორიც ხარ, რადგან უკეთესი ვერასდროს იქნები!

მინდა, რომ მყავდე!
მინდა, რომ მყავდე!


და ისევ იხსნება ფარდა, ისევ იწყება ლამაზი ზღაპარი: ჩემს ფეხებთან პატარა გოგონა ფარფატა კაბაში, ნაცნობი ნათელი და ტკბილი გრძნობა თავისუფლების...

მინდა, რომ მყავდე!


მე კი თავიდან ვხატავ თვალებს შენს ნაცრისფერ ჭერზე, რომ არასოდეს დაგავიწყდეს ჩემი იქ ყოფნა!

მინდა, რომ მყავდე!


და ანგელოზი მოწყენილი გვიმზერს კედლიდან!

მინდა, რომ მყავდე!



№1 სტუმარი Magda

წერით ხო ძალიან მაგარიიი ხარ, მაგრამ ასევე მაგრა ხატაავ. ძალიან მომწოონსსსს

 


№2  offline წევრი anukianukianuki23

ვაიმე რა მაგარი ნახატებიაა flushed

 


№3  offline აქტიური მკითხველი select

აუუ რა მაგარი იყოო ძალიან კარგი ხაარ მართლაა ძალიან მომეწონა და ვისიამოვნე გასაოცარი ხარ heart_eyes kissing_heart

 


№4 სტუმარი Dzaan momewona

Maggaria dzaan ssaocrad momewona

 


№5 სტუმარი saxeli

bravo gavocdi

 


№6  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent