შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა დაბეროს სიყვარულს ქარმა


19-09-2016, 20:45
ავტორი Kristy
ნანახია 1 876

მინდა დაბეროს სიყვარულს ქარმა ძლიერად
და გამიტაცოს ვით ფოთოლი უმისამართოდ,
მაქციოს სულმა დაუდევარ ოცნების ენად,
შემაკოწიწოს სურვილებში გაშლილი ფართოდ,
მსურს, მომაშოროს ამ უფერულ ცხოვრების დენას,
გადამისროლოს წამიერი საპყრობილიდან,
რომ არ ვაქცევდე ყურადღებას ამ ნაღებ ფენას
და შემიფაროს მოგონებამ ლაღი დილიდან,
მინდა მოვშორდე წუთისოფლის რიტმებს უგულოს,
ერთფეროვნებას და მომავლის უიმედო წლებს,
სადაც ცნობებმა უერთგულეს ფიქრებს უსულოს,
არ შეუერთდნენ ყალბი გრძნობების დამღუპველ გზებს!
იმქვეყნად, სადაც ჯერ არავინ დასახლებულა,
მინდა მომაკლდეს თვითკმაყოფილ ხალხთა ფენები
და თუ იმედი სამუდამოდ არ აღებულა,
მსურს, რომ შემომრჩეს სიყვარულის საღი გენები,
მინდა წავიდე აქედან შორს, სხვა სამყაროში,
აღმოვაჩინო საკუთარი თბილი პლანეტა,
სადაც ძველ მიზნებს არ ჩაყრიან თმობის ხაროში,
არ დაიმსხვრევა საუცხოო ბროლის პლაცენტა,
როცა თამამი სული სხეულს დაისაკუთრებს,
მსურს დროს გავუსწრო, საუკუნის მიღმა აღმოვჩნდე,
სხვა რეალობა, სხვა ოცნება დამისაკუთრებს
და იქნებ შევძლო, თუნდაც წამით მაინც გამოვჩნდე!
მინდა, რომ გავქრე, როგორც წამი ქრება წუთებში,
აღარ ვფიქრობდე ხორციელი აზრის კვდომაზე
და შემომაკლდეს მოლოდინი ტანჯულ მუზებში,
თითქოს ამ დრომაც უარი თქვა სხვა განცხრომაზე,
თუ ოცნებებს დამიფრთხობენ უგულო მდევრებით,
თუ ფუნჯებსაც დამიცლიან, ფიქრი რომ არ ვხატო,
მინდა შევძლო, რომ მარტივი, უცხო შედევრებით
ეს სიბრაზე და ტკივილი სწორად გამოვხატო:
აქ გრძნობები მეოცნებეთ უკვდავ დაღებს ასვამს,
რომ ვერ დგება ალიონი მომაკვდავ ბნელეთში,
ბოროტება ძველ იმედებს ოქროს ჯვარზე აცვამს
და ყოველი ამოსუნთქვა კვდება სიბნელეში,
მინდა გავქრე იმ უაზრო სამყაროდან, სადაც
მარცხს ტრიუმფი შეუცვლია, ულევ ცრემლებს ძალა...
მინდა, შენი შეძახილი გავიგონო აქაც
და გრძნობები მომლოდინეს ისევ მიეძალა!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მინდა, რომ გავქრე, როგორც წამი ქრება წუთებში,
აღარ ვფიქრობდე ხორციელი აზრის კვდომაზე
და შემომაკლდეს მოლოდინი ტანჯულ მუზებში,
თითქოს ამ დრომაც უარი თქვა სხვა განცხრომაზე,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent