შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მხოლოდ მზე მათბობს...


8-10-2016, 12:37
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 551

თვალებს ვახელ და ერთადერთი, რასაც შევიგრძნობ წვიმის წვეთების წკაპუნია ფანჯრის რაფაზე. წვეთები ერთმანეთს ენაცვლებიან და თითქოს შესაფერის მელოდიას ქმნიან. მე წვიმა არ მიყვარს... ალბათ იმიტომ, რომ ქუჩაში სიარულისას ფეხსაცმელი გვესვრება, გარეთ ნესტია, გაცრეცილი ნაცრისფერი ასფალტი თითქოს უფრო მკვეთრი ხდება და შავ ფერს იძენს. პატარებს უყვართ წვიმა , მეც მიყვარს მათი ყურება, როცა ფეხებს წუმპეში აჭყაპუნებენ და ამას მათთვის უდიდესი ბედნერება მოაქვს. ისე... ფიქრისთვის შესანიშნავი ამინდია. და მაინც რატომ ვკარგავთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, იქნებ პრობლემა მათშია, ან თუნდაც ჩვენში, მაგრამ გვიჭირს ამისი აღიარება... თითქოს ყოველთვის ჩვენგან ელიან სიახლეს ან შეიძლება უბრალოდ ვბეზრდებით... შემდეგ დგება ის ეტაპი, როდესაც ვფიქრობთ, რომ თუ არ ვჭირდებით მათ, მაშინ ჩვენც გავაგრძელებთ ცხოვრებას მათ გარეშე...
იცით?! წვიმიან ამინდში ბევრი ჩახუტებული ადამიანი მინახავს, თითქოს სიცივეს შეუშინდნენ და ერთმანეთს ათბობენ. მე მხოლოდ მზე მათბობს... რამდენჯერ მიოცნებია ჩემთვისაც ეზრუნა ვინმეს, ენერვიულა, რომ არ გავციებულიყავი წვიმიან ამინდში, შეიძლება ოცნებებს ახდენის თავისი დრო აქვს, თუმცა იმედგაცრუება ყველაზე საშინელი რამაა. მთავარია ის შენს მეგობრად არ გახადო, შენს მრჩეველად ან ცხოვრების მეგზურად. გაგანადგურებს, ბოლოს მოგიღებს და საბოლოოს ნატანჯი, ისევ სიყვარულის კალთას შეაფარებ თავს, თუმცა იპოვი კი იმ ადამიანს, რომელიც ყველაზე ლამაზ არსებად გაგრძნობინებს თავს? ალბათ ადვილად ვერ იპოვი და ისევ ქუჩაში ნაპოვნი წყვილის ყურებით მოიოხებ გულს. ისევ გაწვიმდება და შენ ისევ მარტო იდგები ქუჩაში... შემდეგ ჩემსავით გაგიჩნდება კითხვა: "ნუთუ არავის ვჭირდები?", "ნუთუ ასეთი აუტანელი ვარ?" და ბოლოს იფიქრებ, რომ პრობლემა შენშია, შეიძულებ შენს თავს, სახეს, ტანს და საბოლოო დიაგნოზს დაუსვამ საკუთარ უბედურებას. "მახინჯი" იტყვი და ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯები. ნეტა ვინმეს თუ ვუყვარვარ? ჰაჰ იქნებ ჩემი მომავალი ქმარი ზის და ფიქობს ჩემზე , მელოდება? იქნებ ისიც ჩემსავით უბედურია? სასაცილოა. ამ ყველაფერთან მეგობრებს ვკარგავთ, მათ ვისაც წლებია ვიცნობთ და ერთი ხელის მოსმით ჩვენს დიდი ხნის ურთიერთობას სწორედ ისინი ანადგურებენ... ისინი და არა ჩვენ, ესეიგი პრობლემა მათშია... ამ დროს მზე გამოდის და ღრუბლებს მისი სხივები ფანტავენ. ცა მოწმენდილია... უარყოფითი ემოციები იფანტება და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ადამიანი ვარ. ლამაზი ვარ. საოცარი ქმნილება, რომელიც ღმერთმა დედამიწაზე სხვა ადამიანებისთვის ბედნიერების მოსატანად გააჩინა... მე ვიღაცას ვუყვარვარ... გულის სიღრმეში მის გაუთავებელ ლოდინს ვგრძნობ. მე წავალ მასთან და სამუდამოდ დავრჩები იქ... იქ, სადაც ბედნიერებას ჩემში იპოვიან. უსიყვარულო სამყაროში, სიყვარულს გავაჩუქებ და ყველა ბედნიერი იქნება... მე, შენ და მზე!



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent