შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტომი და ჯერი


8-10-2016, 15:12
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 253

ჩემო სულიერო მეგობრებო, ვიცი ბავშვობაში სხვისთვის შესაშური ურთიერთობა გვქონდა, თითქოსდა სულ ერთად ვიყავით, დგავდით გრანდიოზულ ისტორიებს და მერწმუნეთ, მშვენივრადაც თამაშობდით; მეც გიყურებდით, როგორც თქვენი მეგობარი, როგორც უბრალო მაყურებელი, მაგრამ თქვენ გარდაიცვალეთ, ტომ... ჯერი... დაინგრა ჩემი იმჟამინდელი უმარტივესი სულიერების სამყარო, ვით დექსტერის ლაბორატორია და ჩემი საყვარელი სამურაის ხმალი, გადატყდა, თავად სამურაი კი, განგმირეს ყოველთვის მეორე ხარისხოვანმა მონსტრებმა. ყველანი მოკვდით, შენც, ჩემო განუყრელო მეგობარო, ბენ! შენი საათიც კი გადაიკარგა უსასრულობაში... შენც, ჩემო საყვარელო მშიშარა ცუგა, მოკვდი ისევე როგორც შენი პატრონები, – საყვარელი ბებია და უმკაცრესი ბაბუა.

თქვენ გარეშე მიჭირს, რამეთუ ცა, ისევ ისეთი ვეღარ არის, როგორიც იყო, – ცისფერი და მყარი. ამასთან იმასაც მივხვდი, რომ როგორც ასეთი ცა, საერთოდაც არ არსებობს.

ახლა ბნელმა მოიცვა ცა, ბნელი დევს მზეზეც.

მაგრამ ვიცი, სადღაც, ჩემი სულიერების სამყაროს ყველაზე ნათელ კუნჭულში, არსებობთ და მელოდებით.

აწ განადგურებულ დექსტერის უსასრულო ლაბორატორიაში უზენაესი ხელოვნება განისვენებს.

დიდება თქვენ, ჩემო ბავშვობის მეგობრებო!

დამიცადეთ, დღეს თუ ხვალ, დროისა და სივრცის მიღმა შექმნილ კუნძულზე, მეც მოვალ.

იქ ცა ცისფერია, ზღვა, – მღელვარე.

იქ არ არსებობს ნიცშე, სოკრატე, ქრისტე, ედგარ პო, მოცარტი, ბახი, ბეთჰოვენი...

იქ არსებობს უმარტივესი ფილოსოფია, – ცა და მიწა.

აქ კი, კვლავ ელვარებს უსასრულობაზე უზენაესი, შესაზარელი სიბნელე.

ახლა კი მელის ბეთჰოვენი, მელის სიბნელე.

თუმცა არ მავიწყდება,

ჩემი სახლი დისნეის სასახლეა.



№1 სტუმარი kaci arsaidan2

aq xart:):)

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent