შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეციური ტბა


6-10-2016, 22:02
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 144

შეხედავ ზეციურ ტბას, რომლის ზედაპირიც ირეკლავს ვარსკვლავებით მიყრილ–მიმოფანტულ ზეცას. მთვარის მკრთალი ნათება ელვარებს ტბაზე და მბჟუტავი ვარსკვლავი თავისი კანონებისამებრ, სიშორიდან მოგიძღვნის ანგელოზთა გალობას, და ცხრა ფრთიანი სერაფიმი ეჭვგარეშე არ არსებობს. ეჭვგარეშეა ჩემი არ არსებობაც და ზეციური ტბა, ათასნაირი ნარკოტიკის ნარევის კაიფს გავს: ამრიგად, უსასრულობაში არაფერი არსებობს გარდა ყველაფრისა, ყველაფერი, როგორც ზეციური ტბა და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა.
მთვარის მკრთალი ნათება მთვარიდან არ მოდის. ის უფრო ჩემივე უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფია და მაშასადამე, შენც თუ შეიგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს და მგლოვიარე იდგები ჩემი უდიდესი ილუზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, – მიუახლოვდები ჩემებრ სიგიჟეს, რომელიც უბრალოდ სიგიჟე როდი არის...
სამყარო არ არსებობს, ვარსებობთ ჩვენ და ჩვენვე ვიგონებთ სამყაროს ისეთად, როგორიც გვსურს. სწორედ ეს არის ღმერთობა. სწორედ მაშინ ხარ ღმერთი, როდესაც ზეციური ტბის მახლობლად დგახარ, რამეთუ რაიმე მსგავსი არათუ ჩვენგან ძალიან შორს არის, არამედ საერთოდ არ არსებობს.
თუმცა,
პულსაცია შეწყდება და გახდები ყველაფერი, რამეთუ არაფერი, – ყველაფერია.
ჯერ–ჯერობით ბიძგები წუთში სამოციდან ოთხმოცამდე აღწევს, – მჩქეფარე სიცოცხლის მქონე პირისთვის ეს საუკეთესოა.
მაინც რაოდენ ბინძური სისხლი მაქვს, გული მას მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში რომ ამუშავებს?!
დაისვენე გულო, საღამომდე, დაისვენე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent