მე შენმა მონატრებამ გამანადგურა!
მონატრება, ეს ყველა გრძნობისგან გამორჩეულია, ყველაზე გამანადგურებელი, მას შეუძლია მთელს სხეულში დაგიაროს და უცებ საწოლს მიგაჯაჭვოს, მას შეუძლია დიდი ტკივილის გამოწვევა, აი ისეთი ტკივილის, ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ მოგირჩენს. დღითი დღე გკლავს, ატყობ როგორ გიქრობს ყველაფრის ხალისს, ატყობ როგორ გაგდებს დეპრესიაში, გკეტავს სახლში, გართმევს გარეთ გასვლის და გართობის „მუღამს“... მომენტი, როდესაც ვერ ხვდები რა მოუხერხო საკუთარ თავს, მადას გაკარგვინებს, გაღიზიანებს სახლში მყოფები, საუკეთესო დაქალის ნახვაც კი არ გინდა, აღარც Facebook-ში და მსგავს სოციალურ ქსელში შესვლა აღარ გსურს, ფილმის ყურებაც კი გეზარება. სარკეში იყურები და საკუთარი თავი გეცოდება, გეცოდება იმიტომ რომ ოდესღაც, უფრო სწორად სულ რამოდენიმე დღის ან კვირის უკან შენ ყველაზე მხიარული, უდარდელი და ბედნიერი გოგო იყავი. ახლა? ახლა კი საკუთარი ჩრდილიც გაშინებს. დგახარ სარკის წინ და საკუთარ თავს ეკითხები, თუ რატომ მოხდა ასეთი რამ, რატომ განადგურდი, პასუხს ყველაფერში ეძებ, იხსენებ ყველა დეტალს, ბოლოს კი ცდილობ საკუთარი თავისგან მაინც მიიღო ამ წყეულ კითხევბზე პასუხი, თუმცა არა! წვები, ხუჭავ თვალებს და სულ ის ადამიანი გიდგას თვალწინ ვინც ასე ტკივილამდე გენატრება. აუცილებელი არ არის ეს მონატრება დაშორებამ გამოიწვიოს, არა! დამიჯერეთ, შეიძლება ადამიანს დაშორდეთ, თუმცა ხანდახან შორიდან მაინც შეგეძლოთ მისი დანახვა, ან უბრალოდ იცოდეთ რომ ისიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს და იმ ქალაქის ჰაერს სუნთქავს. მე სხვა მონატრებაზე ვწერ, მე ვწერ მანძილით გამოწვეულ მონატრებაზე, აი ისეთი მანძილით, მის დანახვას მხოლოდ Skype-ში რომ შეძლებთ, მის ხმის გაგონებას მარტო ტელეფონით რომ შეგძლებთ, ეს არის ყველაზე გამანადგურებელი! დღითი დღე კლავს ადამიანს მანძილით გამოწვეული მონატრება! როდესაც რაიმე გიჭირს და გინდა მის გვერდით იყო, ბევრი არაფერი, უბრალოდ ჩახუტება და შუბლზე კოცნა რომ გიშველის, თუმცა ამ ყველაფრის წარმოდგენა უფრო მეტ ტკივილს მოგაყენებს, რადგან რადგან ზუსტად იცი რომ ამ მომენტში ეს შეუძლებელია, ეგუები იმ ფაქტს რომ უნდა მოითმინო სანამ ის რაღაც დრო არ მოვა, და არ ჩახვალ საქართველოში, მაგრამ როდის? იქ დრო ყველაზე ნელა გადის.....ეს კი საშინელებაა!!! ცდილობ ძალები მოიკიბო, გადიხარ გარეთ და უცხო ქვეყანაში, სრულიად უცნობებში ეძებ მისნაირს, ყველა ის გგონია, მისი სიმაღლის, აუჩქარებ ნაბიჯს, დაეწევი შეხედავ დაა....იმედები გიცრუვდება. შემდეგ ფიქრობ, - რა მჭირს? ალბათ გავგიჟდი! ეს ხდება სულ, ყოველი გარეთ გასვლისას. თუმცა მონატრება ხშირ შემთხვევაში ღამ ღამობით აღწევს პიკს.....როდესაც ყველასგან მარტო რჩები და იკეტები საკუთარ თავში! ხან ისე მოგენატრება გული აგტკივდება, ხელის ყოველ ძარღვში იგრძნობ მის მონატრებას. ასე გრძელდება დიდხანს, საკუთარ თავს მანიაკივით ექცევი, ყოველ დღე კლავ საკუთარ თავს. გადის წლები, მოვა ნანატრი დღე, ჩადიხარ საქართველოში ნახულობ იმ ერთადერთ ადამიანს დაა.....გავიწყდება თითოეული მწარე დღე, მისი დანახვა, მისი შეხება, ჩახუტება და კოცნა იმ ტკივილებს გიშუშებს რაც მონატრებამ დაგმართა. მონატრების შემდეგ შეხვედრა ყველაზე მაგარი თემაა, თუმცა არავის ვუსურვებ იმ ტკივილის გამოცდას რასაც სიშორით გამოწვეული მონატრება ჰქვია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.