შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფაიფურის ჭიქა


12-10-2016, 23:52
ავტორი ანიე
ნანახია 1 402

გოგა-იცი,ძალიან საინტერესო ხართ!
სესილი-მადლობ,თქვენზეც იგივეს თქმა შემიძლია
გოგა-ნუთუ ასეთი ცივი ხარ?
სესილი-რატომ არასდროს გიფიქრია,რომ ყინულს სითბო ალღვობს?
გოგა-სესილი არავინ გყვარებია?
სესილი-კი ახლაც მიყვარს,მკვდარია და მიყვარს,ყოველთვის ვოცნებობ ყოველთვის მენატრება,სულ პატარა ვიყავი როცა გავიცანი და ხელიდან უცებვე გამომეცალა,მენატრება ისე,როგორც არასდროს... ყავის ჭიქას ვკიდებ და თითქოს მის გატეხვას ვცდილობ ისე ვუჭერ ხელს,გოგა გაოცებულია და თვალებს არ უჯერებს,რომ ჩემნაირი ჯავშნიანი გოგო შეყვარებულია.
გოგა-იცი,მესმის შენი,მომიყვები როგორ მოხდა ყველაფერი?
სესილი-კი,შემთხვევით გავიცანი,ნელ-ნელა ურთიერთობა აგვეწყო,სიყვარული ძალიან მოულოდნელად ამიხსნა ძალიან ნერვიულობდა,თითქოს ეშინოდა,რომ მე უარს ვეტყოდი ორივემ ვიცოდით რაც ხდებოდა ჩვენშორის,მაგრამ არ ვჩქარობდით არაფერს,თავისით მოვიდა ყველაფერი კარგად მახსოვს წვიმაში ვცეკვავდით საღამოობით, ქუჩაში გავდიოდით და თითქმის ყველაფერზე ვლაპარაკობდით,ზამთარში ნაყინს ვაჭმევდი ხოლმე,ჩემზე 7 წლით უფროსი იყო,მაგრამ 2 წლის ბავშვად იქცეოდა როცა ჩემთან იყო.ერთმანეთისთვის არ დაგვიმალია არაფერი,იცი ახლა როცა ვიხსენებ მინდა ორი წუთით გაჩნდეს და მხოლოდ ერთხელ ჩავეხუტო,მხოლოდ ის იყო ისეთი როგორიც იყო,ყოველთვის ამბობდა რომანტიკული არ ვარო,მაგრამ როცა დაწვიმდებოდა მაშინვე მწერდა და მთხოვდა მელაპარაკა ჩემზე,ბოლოს კი ანგელოზს მეძახდა და მხოლოდ ერთს ნატრობდა ახლა რომ ჩემთან იყო ვიცი რომ კიდევ უფრო მომენატრებოდიო უცნაური იყო,თბილი,მკაცრი და ყურადღებიანი,ახლაც მიყვარს როცა ის ცივ სამარეში წევს.. იცი არც კი მინახავს როცა დაიღუპა,ყველამ გამკითხა,გამლანძღეს,არ დაიჯერეს რომ მიყვრდა,არც გასვენებაში მივსულვარ,არმინდოდა მკვდარი მენახა ისეთი ადამინანი რომელიც სიცოცხლით სავსე იყო,მხოლოდ საღამოთი ავდივარ მის საფლავზე როცა რავინაა და მარტო ვრჩებით მე და ის,ვიცი ესმის ჩემი და მიყურებს,ყოველთვის მეუბნებოდა რომ ვუყვარდი ვენატრებოდი მაშინაც კი როცა მასთან ვიყავი,იცი ახლა მარტო ვგრძნობ თავს,მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა თავიდან მართლა ვეძებდი მისნაირს,მაგრამ ვერ ვიპოვე,ხო ალბათ თვლი რომ კარგად ვერ ვარ,მაგრამ გაგიჟებით მიყვარდა.
თვალები დავხარე და ჭიქაში ჩავიხედე,თითქოს იქაც ვეძებდი პატარა მსმენელს,გოგას გაეღიმა არვიცი რატომ მაგრამ ცუდი არაფერი უფიქრია.
გოგა-შენც კი გცოდნია სიყვარული,იცი ახლა მართლა დავრწმუნდი რომ ჩუმი ჩანაფიქრებისთვის ხარ გაჩენილი
სესილი-ხო,ალბათ მაგრამ რკინა არვარ და გრძნობა მეც მაქვს
გოგა-როგორ დაიღუპა?
სესილი-როცა ჩემთან მოდიოდა ავარიაში მოყვა,10 წუთით ადრე კი მითხრა რომ ვუყვარდი და მალე ჩამოვიდოდა,როგორ მახსოვს,ერთ საღამოს ვიჩხუბეთ და დილის 6 საათამდე არცერთს არ დაგვიძინია,მე ფანჯარაში ვიყურებოდი და საოცარიც ის იყო რომ ჩემ სახლთან მისი ლანდი გაჩნდა,ვიცოდი ვერ მოისვენებდა და მაინც მოვიდოდა,მაშინვე დავურეკე,მობილურის ზარი კი ჩემს ეზოში გაისმა,იცი რა მითხრა? იმის მიუხედავად რომ ძალიან მაბრაზებ,მაინც მიყვარხარ და აქ იმიტომ მოვედი ვიცოდი ფანჯრიდან ღამეს უყურებდიო,მაშინ მივხვდი,რიმ ის ყველაზე კარგად მიცნობდა.
გოგა-ამ ამბავს ყველას უყვებით?
სესილი-არა მე სხვებს ვმკურნალობ და რჩევებს ვაძლევ ამიტომ არ მაქვს უფლება ჩემი პრობლემები სხვებსაც თავზე მოვახვიო...
გოგა-შენთან ადამიანი განიტვირთება ძალიან საინტერესო საუბარი იცი..
სესილი-ამიტომ ვარ ფსიქოლოგი
გოგა-ხვალ შეიძლება შენთან მოვიდე როგორც პაციენტი?
სესილი-საღამოს საათებში კი.
გოგა-აუცილებლად მოვალ.
სესილი-გონი დიდი დრო გავიდა,წასვლის დროა
გოგა-მოიცა რა
სესილი-არ უნდა წავიდე თანაც წვიმს
გოგა-კარგი.
გოგამ ანგარიში მოითხოვა მე კი ქურთუკი ჩავიცვი და გამოსასვლელად მოვემზადე. ალბათ თქვენ სათვალეებიანი სუსტი სახის ქალი გგონივართ,რომალსაც პროფესიის გარდა არაფერი აინტერესებს,სულაც არვარ ასეთი,ჩვეულებრივი 22 წლის გოგო ვარ,რომელსაც პირადი ცხოვრებაც აქვს,პირადი ცხოვრება კი მხოლოდ საღამოს 7ზე იწყება,იქამდე ვმუშაობ,ხალხს ვუსმენ ძალიან მსიამოვნებს როცა ადამიანი მადლობას მიხდის და ამბობს რომ ჩემმა რჩევამ უშველა.
სახლში მარტო ვცხოვრობ,გოგა ჩემი მეგობარია ახალი შეძენილი მაგრამ მეგობარი,წვიმაში გავდივართ გოგა ქოლგას შლის,უნდა რომ წვიმის წვეთბისგან თავი დავიცვათ.მაშინვე ვეუბნები:-შენ ართქვი წვიმა მიყვარსო?
გოგა-მიყვარს მაგრამ დავსველდებით
სესილი-მე მიყვარს წვიმა და არ მჭირდება მისგან თავის დაცვა.
გოგა-იცი,რომ დასველდები და მერე გაცივდები?
სესილი-ვიმკურნალებ,მაგრამ წვიმას არ შევუშინდები რადგან ის მიყვარს.
გოგა-კარგი.
გოგამ ქოლგა მოისროლა და გაღიმებულმა შემომხედა,ჩემი თავი ზოგჯერ დაკვირვების საგანი მგონია ზოგი ისე აღიქვამს ჩემს ნათქვამს თითქოს არც უთქვამს ასეთი რამ ვინმეს,მაგრამ რეალობაში მე მხოლოდ ვხსი პირადი გამოცდილებით,იცით ეს შველის ადამიანს როცა ვეუბბნები,რომ შეცდომა დავუშვი და მივედი ფატალურ შედეგამდე,ალბათ ისინიც ცდილობენ გამიგონ...
ადამიანს უყვარს ხალხი,მაგრამ ზოგჯერ მათ არ ენდობიან უყვართ ქარი,მაგრამ როცა ქარია ფანჯრებს ხურავენ,უყვართ მაგრამ ამ სიყვარულის უკან იმალება შიში,რომელიც პატარა შეცდომით გამოვლინდება.წვიმამ წვეთების დიდი წყობა გადმოუშვა,მაღლა ავიხედე თითქოს მინდოდა განმესაზღვრა რა სისწრაფით ეშვება ციდან მიწაზე,გოგას ვატყობ რომ ძალიან ცივა,მაგრამ ხმას არ იღებს,ტაქსს ვაჩერებ და გოგას ვეუბნები:-გაციების სტადიები უკვე გემჩნევა წადი სახლში და ხვალ მოდი ჩემს სამსახურში
გოგა-ბევრ რამეზე დამაფიქრე.
სესილი-მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ. გადასაკოცნელად გამოიწია მაგრამ თავი მაშინვე გავწიე -ეს იმას ნიშნავს,რომ ხვალ არ მოხვალ? -არა რატომ იფიქრე ასე? -ეს იმას ნიშნავს,რომ სადღაც გაქრები და ჯერ არ გამოჩნდები- კარგი უბრალოდ დაგემშვიდობები,კარგად. ტაქსის მძღოლი დაღლილი სახით იყურება,ბოდიშს ვუხდი და მანქანის კარებს ხმაურიანად ვაჯახუნებ...
რატომღაც ახლო მდებარე კაფეში მიმიწვს გული,არვიცი რატომ მომინდა იქ შესვლა.შევედი ფინჯანი ყავა შევუკვეთე,სიგარეტს მოვუკიდე და ბოლის გზამკვლევს დავემსგავსე პირიდან იმ მიმართულებით ვუშვებდი საითაც მომინდებოდა.ფაიფურის ჭიქას ჩავხედე,შიგნით კი ქალი დავინახე,გაყინული,უემოციო,მოწყენილი,თვალებ ჩავარდნილი,დარდმორეული ქალი,რომლსაც თავისი თავი ხშირად ავიწყდება.ბოლი გაქრა.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent