შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იჩქარე!თორემ ბედნიერი დრო წამივით ჩაგიქროლებს...


3-05-2015, 17:46
ავტორი Pekito -))
ნანახია 1 745

-გამარჯობათ თქვენ ალბათ ნათიას დედა ხართ ხო?(გოგა)
-დიახ(ეკა)
-საქმე მაქვს თქვენთან(გოგა)
-მობრძანდით(ეკა)
გვერძე ოთახში შევიდნენ მათი ლაპარაკი აღარ მესმოდა და აფორიაქებული დავდიოდი ოთახში.
ხალათს დავწვდი მოვიცვი უნდა გავსულიყავი და ამ დროს გამოვიდნენ ოთახიდან და უცებ კარს ავეფარე
-ჩემგან არანაირი პრობლემა არ არის ეხლა მთავარი ნათიას აზრია.(ეკა)
-მოხარული ვარ, მადლობთ.(გოგა)
-გავალ მე ნათიას დავუძახებ(ეკა)
-კარგით(გოგა)
ამ დროს აღარ დავაყოვნე გავედი და ისეთI სახე მივიღე თითქოს არაფერი არ ვიცოდი და ეხლახანს ავდექი.
-ვაიმეე გოგააა (მე) მივიღე გაკვირვებული სახე.. -აქ რას აკეთებ? ან მისამართი საიდან?? (მე)
ფრაზიის დასრულებისას უკვე გოგა ჩემს წინ იყო და წელზე ისე მონატრებულად შემომეხვია რომ სულ დამბურძგლა.
-შუადღე მშვიდობისა (გოგა) თვალებში შემომხედა და გამიღიმა
-მაპატიე სულ დამავიწყდა მოსალმება..(მე)
-არაუშავს, ანუ გაინტერესებს შენი მისამართი საიდან ვიცი ხო? (გოგა)
-კი (მე)
-გუშინ მანქანით გამოგყევი, თან მოგაცილე თან გავიგე დღეს სად უნდა მოვსულიყავი(გოგა)
-და რატო?(მე)
-იმიტომ რომ სადღაც უნდა დაგპატიჯო. უარს არ მივიღებ.(გოგა)
-უკაცრავად მე დაგტოვებთ. (ეკა) ძლივს მოიფიქრა რომ გასულიყო
-სად უნდა დამპატიჯო?(მე)
-8საათზე გამოგივლი, საღამოს კაბა ჩაიცვი და ეხლა დაძაბული ნუ დგეხარ გაიღიმე რადგან საოცრად გიხდება ღიმილი, ეს ფრაზა დაასრულა და ისევ მოულოდნელობა... ჩემს ტუჩებზე მისი კოცნა, არა საოცრად მაბედნიერებს ეს ადამიანი, ვფიქრობდი და მეღიმებოდა, ჩემს ტუჩებს თითქოს ძლივს მოწყდა და ღიმილნარევი სერიოზზულობით მითხრა
-ეხლა წავალ და საღამოს 8ზე მზად იყავი კარგი?(გოგა)
-კარგი (მე) ხმა წართმეულა წამოვიჩურჩულე
კართან მივაცილე და უცებ შევეჩერე
-მადლობ (მე)
-რისთვის ?(გოგა) -მე ხომ ყვავილებიც არ მომიტანია შენთვის ისე დაბნეულად მოვედი... (გოგა) და სიცილი მოაყოლა
-არაფრისთვის... უბრალოდ მადლობა.(მე)
-იცოდე სულ იცინე. (გოგა)
-კარგი, დროებით.(მე)
-საღამომდე(გოგა)
გავუღიმე კარი მივხურე და ეკასთან ოთახში შევედი
-რაზე ილაპარაკეთ?(მე)
-შენი ხელი მთხოვა(ეკა)
-რაა?? მერეე ესეე როგორ.. შენ.. (მე) ისე დავიბენი და გავბრაზდი ესე რატომ მითხრა ხომ შეეძლო არ ეთქვა და დაემალა თან გამიხარდა ის რაც ეკამ მითხრა..
-ხო რაიყო?ცოტა ასაკიანია მაგრამ ფულიანია როგორც ჩანს (ეკა)
ამ ფრაზამ სასტიკად გამაბრაზა
-როგორ შეგეძლია სულ მხოლოდ ფულზე იფიქრო!(მე) გაბრაზებულმა ოთახი დავტოვე და კარი ხმაურიანად დავხურე, ჩემს ოთახში შევედი და ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში... აჰაა ისევ ჩემი მეგობარი სარკეე (სარკესტან მივედი და ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი)- ნუ ნერვიულობ, ყევლაფერი მაშინ დაიწყო, როცა სულიერად ძალიან მიჭირდა, ეს ადამიანიც სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და შემოანათა ბედნიერება,ისიც კი არ ვიცოდი ადრე, თუნდაც გუშინ დილით, რა მინდოდა, როგორ უნდა მეცხოვრა,ვინმეს რომ ეკითხა რაიყო ჩემთვის მთავარი უმნიშვნელოდ ვუპასუხებდი ან საერთოდ ავიცილებდი თავიდან!! ის ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ვერ გავიგე რა უნდოდა... მერე მივხვდი მის გარეშე როგორ მაკლდა სითბო,სიმშვიდე,სიხარული. ამ ყველაფერს იქნებ სიყვარულიც ერქვა... არ ვიცი ვერ გავრკვეულვარ საკუთარ თავში. ჩემს თავს იმდენი ხანი ველაპარაკე საათს რომ გავხედე უკვე 3იყო დაწყებული,უცებ სააბაზანოში შევედი, წყლის ქვეშ ნახევარი საათი ვიდექი და იქაც ვფიქრობდი ამ ყველაფერზე,დღევანდელ საღამოზე...რაც შეეხება საღამოს, ვაიმეე საღამოს კაბააა, ისე შევიცხადე კინაღამ ფეხი დამისრიალდა, ვაიმე სასწრაფოდ უნდა დავიწყო კაბის შერჩევააა... პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი,ოთახში შესვლისთანავე კაბები გადმოვაწყვე და რჩევა დავუწყე, დიდი რჩევის შემდეგ როგორც იქნა ავარჩიე წითელი ფერის კაბა. წითელი ფეხსაცმელი მაღალი ქუსლებით და ოქროსფერი ჩანთა. ამასობაში მზეც ჩავიდა ჭამა სულ გადამავიწყდა უცებ კუხნაში გავვარდი და სალათი მივირთვი, შემდეგ მზადებას შევუდექი, კაბა ჩავიცვი, ფეხსაცმელი, მაკიაჟი მსუბუქი როგორც ყოველთვის ტუში და წითელი ტუჩსაცხი, სახლში გიჯივით დავქროდი როდესაც ზარის ხმა გაისმა. აქ მგონი გული წამით გაჩერდა კართან ნელ-ნელა მივედი, გავაღე და გოგას გავუღიმე... სახეზე საშინელი,სასიამოვნო გაოცება დაეტყო.
-შენ...ძალიან... მე უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ, მშვენიერი ხარ ნათი! (გოგა) მომიახლოვდა და ხელზე ხელი შემომხვია.
-შენც კარგად გამოიყურები (მე) ამოვიჩურჩულე მასზე აკრობილმა.
-ეკას არ დავემშვიდობოთ? (გოგა)
-არ არის სახლში. შენ რომ წახვედი მალევე წავიდა. (მე)
-კარგი მაშინ წავიდეთ(გოგა) და ყელში ვნებიანად მაკოცა
-წავიდეთ(მე)
გარეთ გავედით მანქანის კარი გამიღო და ჩავჯექი,თვითონ მეორე მხრიდან მოუარა და გვერდით მომიჯდა.
-არ ვიცოდი მძღოლი თუ გყავდა..(მე)
-არაუშავს ნელ-ნელა ყველაფერი გეცოდინება. (გოგა) ღიმილით გამომხედა და თვალებში მიყურებდა იქამდე სანამ მძღოლმა არ დაიძახა -მოვედით ბატონო გოგა (მძღოლი) გოგა მანქანიდან გავავიდა ჩემს მხარეს მოვიდა და კარი გამიღო.
-გადმობრძანდი ულამაზესო ქალბატონო (გოგა)
-დიდი მადლობა (მე) გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent