გმირი
ოლივერის ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა. ხელი წაიტანა და სახე შეეცვალა. კისრის მოტეხვით გირბინა დერეფანი, მოსამზადებელ ოთახშ კი არ შევიდა არამედ შევარდა. გადაუდებელი ოპერაცია არის. მისი დახმარება სჭირდებათ, ეს მას შეეძლო. -20 წუთის წინ ახალგაზრდა პოლიციელი შემოიყვანეს. -დაიწყო განმარტება რეზიდენტმა, რომელსაც დიდი შავი თვალები ჰქონდა. -ოცდასამი წლის ახალგაზრდა გოგონა. ცეცხლასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთი გულმკერდში, ორი მუცელში. გმირია ეს გოგონა. ხელების დაბანას მორჩა ექიმი ოლივერი და საოპერაციოში შევიდა. ყველაფერი მზად არის. კარდიოქირურგი უილსონ, ნეიროქირურგთან და რეზიდენტებთან ერთად საოპერაციოში ელოდება ექიმ ოლივერს. პაციენტს თავს წამომდგარ ქირურგს ხელები უკანკალებს. კარდიოქირურგს ეტყობა განცვიფრებასთან ერთად განადგურებულია. სულ სხვაა როცა უცხოს, შენთვის სრულიად სხვა ადამიანს უკეთბ ოპერაციას და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლვებელი როცა ოპერაციას ადამიანს უკეთებ რომლის მიმართაც არ იცი გრძნობ თუ არა რამეს. იმას ვგულისხმობ რომ არ იცი რაღაც განსხვავებული გრძნობები გაქვს თუ არა და ეს ადამიანი შენს წინ წევს, უგონო, გაჭრილი და სინამდვილეში არც ისეთი მშვიდი მშვიდი მდგომარეობა როგორიც პოლიციელის სახეზე იღბეჭდება. უსუსური ხარ. ნარკოზიდან გამოსულიც კი არ შეგიძლია შენს თავზე პასუხი აგო და პასუხისმგებლობა აიღო. დაუცველი და უმწეო ხარ. ისიც კი არ იცი სად გაბია თავი და რაღაც უაზრობებს გაუგებრად ბუტბუტებ, რომელიც ძალიან უინტერესოა მათთვის ვინც ნარკოზიდან გამოსვლაში გეხმარებიან. და სულ სხვაა როცა ოპერაციას ადამიანს რომელსაც თვლიან რომ გმირია. რომლის გამოც გარეთ უამრავი უბრალო ადამიანები იკრიბებიან და თანდათან უფრო მეტი მომლოცველი იკიდებს ფეხს. -ექიმო უილსონ. -გამოაფხიზლა ექიმმა ოლივერმა და იციც თავს დაადგა პაციენტს. -დროს ვკარგავთ -მერე ექიმს გახედა რომელსაც შუბლი სულ სველი ჰქონდა. -ყველაფერი რიგზეა ექიმო? -მკერდი უნდა გავუჭრათ. სკალპერი -თქვა და მას შემდეგ ხელი შემართა რის შემდეგაც დაცვარული შუბლი შეუმშრალეს. დაძაბული და რთული ოპერაცია დაიწყო. პოლიციელს მშვიდი სახე აქვს, თითქოს მის ირგვლივ არაფერი არ ხდება და არაფერ შუაში არ იყო. უშფოთველ ძილს განაგრძნობს, მალე ღიმილიანი სახით გაიღვიძებს და მშვენიერი სიზმრის მოყოლას დაიწყებს. სინამდვილეში კი მას წინ რამდენიმე საათიანი რთული ოპერაცია ელოდება რომელიც არავინ იცის როდის დასრულდება. გმირიც კი სხვის ხელშია, ახლა საოპერაციო მაგიდაზე წევს სრულიად შიშველი, შიშველი სხეულითა და შიშველი გრძნობებით. მოთხოვნილება ერთია გადამარჩინეთ მე და გადაარჩინეთ ჩემი სიცოცხლე. თითქოს უსუსური, მიტოვებული. ტყვიები არ ეყო და ახლა დანა უნდა დაუსვან? ახალგაზრდა გოგომ რამდენს უნდა გაუძლოს? გაუძლებს კი?! ვერაფერს გრძნობ საოპერაციოს მაგიდაზე მწოლიარე პაციენტი. თუ ყველაფერი ისე არ გამოვა როგორც დაგეგმილია უმტკივნეულოდ წავა, გაშორდება სული სხეულს, მშვიდი სახით დატოვებს სააქაოს, ვეღარ შეიგრძნობს ამ ქვეყნიურ ტკივილს, დრენაჟებსა და კათეტერებს. იქნებ შეძლონ და და მისი ორგანოები სხვა დამიანებს გადაუნერგონ და სხვის სხეულში განაგრძოს არსებობა. გმირი ხომ სიკვდილის შემდეგაც განაგრძნობს ცხოვრებას, სრული სიმშვიდი ტგაუყვება გვირაბის ბილიკს, სიბნელეში სადაც თეთრი სინათლე არ სჩანს, სდაც მთავრდება ხორციელი განცდები და იბადება გმირის ახალი სახელი, ისიც დროებით სანამ ახალი სენსაცია არ დატრიალდება ქვეყანაში, მსოფლიოში და ეკრანებზე არ დაიკავებს ადგილს ახალი და აღმაშფოთებელი ინფორმაცია, მკვლელობა, მკვლელობა, მკვლელობა და კვლავ მკვლელობა. -წნევა ეცემა. -პულსი სუსტდება. -პაციენტს ვკარგავთ ექიმო. -ანერვიულებული, შეშინებული წყვილი თვალები მიაჩერდა კარდიოქირურგს. ჯეიკობი რომელიც ნელა მოძრაობდა ახლა მთელი სისწრაფით ამოქმედდა. ეკრანს იმედიანად დაცქერდა მაგრამ სწორმა ხაზმა თითქოს ტვინში სისხლი ჩაუქცია. ისეთი შეგრძნებ ჰქონდა თითქოს მის გულს ანკესის ნემსები ყოველი მხრიდან ჰქონდა ჩაბმული და შემაძრწუნებელი ხარხარით ერთდროულად ექაჩებოდნენ და ჯოჯოხეთურ ტკივილს აყენებდნენ. -ელექტროდები. 10-ზე დამუხტეთ. არ მოკვდება, არ მოკვდება. განმუხტვა. მბრძანებლურად გაისმოდა მისი ხმა. უსიტყვოდ ასრულებდნენ მის ბრძანებებს. ჩუმად იყვნენ და პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ. ექიმების, რეზიდენტებისა და ინტერების თვალები ახლა ეკრანს მიაშტერდა. თითოეული მათგანის გულის ცემის ხმა ისმოდა. სუნთქვა შეკრულნი იდგნენ. უცვლელი სწორი ხაზი. დაძაბულობა და მღლვარება იმატებს. საავადმყოფოს დერეფანში პოლიციელები საუბრობენ. პოლიციელი რომელიც თითქმის მკვდარია მასზე საუბრობენ, თუ როგორ გადაარჩინა ათობით ადამიანი სიკვდილს. მეწყვილესთან შეიარაღბულ ძარცვას შეეჭრა და მისი და მისი მეწყვილეს მეშვეობით რომელიც ახლა ოპერაციის დასრულებას ელოდება ათობით მძევალი გაანთავისუფლეს. დიახ გმირი პოლიციელია და კვდება ჯერ კიდევ მკვდარი თუ არ არის. ის კი ექიმი უილსონი ხელშია რომელთანაც რაღაცით არის დაკავშირებული. დერეფანი და ეზო პოლიციელებით ივსება. გულშემატკივრობა მაღალ ფაზაში გადადის. -ყველაფერი დასრულდა ექიმო. გარდაიცვალა. ყველამ ამოისუნთქა, ერთმანეთის მიყოლებით თუმცა ეს ამოსუნთქვა არ იყო შვების მომგვრელი, პირიქით კრიჭა შეკრულნი იდგნენ, თითქოს მათ მიუძღოდათ ბრალი პაციენტის მდგომარეობაში. -სიკვდილის დრო გამოაცხადეთ. -დამაჯერებლად, უკვე მკაცრად გაისმა ექიმი ნოდარის ხმა. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი გადრაიცვლება ექიმი დადებს სკალპერს, ქირურგიულ ქუდს დამწუხრებული მოიხდის და დინჯი ნაბიჯებით პაციენტის ახლობლებს მიუახლოვდება, თავიზიანი და თავშეკავებული და არა გულგრილი, ემოიცების გარეშე რადგან იმავეს განიცდის ახლობელი ვისაც მძიმე სიტყვებს ეუბნები: რაც შეგვეძლო ვიღონეთ. ვწუხვარ. ყველაფერი გავაკეთეთ რასი გკეთებაც შეგვეძლო და არავინ იცის ამ დროს რა გზას გადის ექიმი. მაშინ პაციენტი ის მაინც ემოციურია, ექიმს ჩააფრინდები სახეში, მკლავებში და პასუხს მოსთხოვ იმის გამო რომ სხვისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა, ვერ გადაარჩინა და რჩება იმედგაცრუება, წარმოუდგენელი აფსურდი რომელიც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. -კიდე ერთხელ. 20 ჯოული. -თქვა ცივი დაბალი ხმით და ექიმის ბრძანება დააიგნორა. ჯეიკობი ცდილობდა, ცდილობდა და ამ ყოფაში თითქმის ისტერიკამდე მივიდა. -ნუ გეშინია, ნუ გეშინია ალისია, ყველაფერი კარგად იქნება. შენ ამას შესძლებ. -დაჟინებით დააცქერდა ეკრანს. სასწაულს ელოდა, მართლა სასწაულს. ჯეისონი მზად არის მიაღწიოს შეუძლებელს. მოლოდინით აევსო გული. ბურთი ყელში გაეჩხირა, ყელში უჭერდა, ახრჩობდა, კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთს მალე ჩაეფშვნებოდა. ცხვირით ღრმად სუნთქავდა, თვალებს არ ახამხამბდა, სიმშრალისგან ეწვოდა. უიმედობა აგიჟებდა და ის ანადგურებდა რომ სიკვდილთან უძლური იყო. სიკვდილი ჯეიკობს ალისიას თავს ართმევდა, ქირურგს პაციენტს, საზოგადოებას გმირს. -გულის ცემაა. ღმერთო ჩემო. გილოცავთ ექიმო ჯეიკობ. -დახურეთ. -თითქოს სხვისი ხმით ალაპარაკდა, რომ დაკვირვებოდა საკუთარ ხმას ვერ იცნობდა, ცივი და გაბოროტებული გახდომოდა. სხვისი სხეულივით ამოძრავდა, პაციენტის სახესთან გადაინაცვლა, მის მშვიდ სახეს დააცქერდა. ის დღე გაახსენდა როცა ორი წლის წინ ოპერაცია გაუკეთა, ტირილ-კივილით შეიყვანეს საოპერაციოში. გაახსენდა როგორ ეხვეწებოდა ოპერაცია არ გამიკეთოთო მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ გადაუდებელი ოპერაცია აუცილებელი იყო მისთვის. როგორც იქნა გაეღიმა ქირურგს, თავი იმედიანად გააქნია. -ყოჩაღი გოგო ხარ. მაშინ კი არ იყავი. აი თურმე რატომ ღელავდა ასე განსაკუთრებულად, რატომ ნერვიულობდა ოპერაციაზე, ახლა კი ალისია ისევე მშვიდად გამოვა საოპერაციოდან როგორც შეიყვანეს, მშვიდად და უშფოთველად. ექიმი ოლივერი დაელოდა როდის გავიდოდა ჯეიკობი საოპერაციოდან და რამდენიმე წუთში უკან გაჰყვა. -ჯეიკობ -კაბინეტის კარები მიხურა ოლივერმა და მაგიდის წინ სავარძელში ჩაჯდა. -შენ დღეს გაიმარჯვე. -ეს მან გაიმარჯვა. ის ხომ გმირია. ჩვენ კი გარდაცვალების დრო გვინდოდა გამოგვეცხადებინა. -რა გაკავშირებ მასთან. (კითხვა) -შეაწყვეტინა სუბარი. ექიმს გაეღიმა, პირველად ამ ხნის განმავლობაში. მხრებში მოეშსვა თითქოს ახლა მოეხსნა დაბრკოლება და ოპერაციისგან დარჩენილი მღელვარება. ლამაზი ღიმილი ჰქონდა. მაღალი და სიმპატიური იყო. თაფლისფერი თვალები და შავი შმები შვენოდა. იუმორი შესანიშნავი (ამიტომაც აქებდა ალისია მეგობრებში "შესანიშნავი ექიმი მყავდა" ) და რაც მთავარია უნიჭიერესი ქირურგი გახლდათ. -ორი წლის წინ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავუკეთეთ. ტირილით აიღო ყველაფერი. ოპერაციას არ იკეტებდა და როგორც იქნა დავითანხმეთ. ძალიან უსუსური და სუსტი სჩანდა, ახლა კი სამ ტყვიას გაუმკლავდა და ლამის ჩემს ხელებში დალია სული. -მაგიდისკენ მიიწია სკამი და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო. ის ბავშვია. -ის ქალია. -თავი დახარა და ღიმილი დამალა. -მართალია, ქალია და მე ამ ქალის (დაკარგვას არ ვაპირებ) -დაკარგვას არ აპირებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.