შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


18-10-2016, 16:43
ავტორი Irinachikviladze
ნანახია 1 371

დავიწყოთ. რაღაცით დავიწყოთ. როგორღაც ხომ უნდა დავიწყოთ. თუმცა თქვენ რა, მე უნდა დავიწყო. დაწყება ყოველთვის მიჭირს. შესავლის პოვნის პროცესში, ყოველ თითოეულ მომავალ წინადადებას წინ უსწრებს სხვები, და ასე ენაცვლებიან ერთმანეთს მანამ, სანამ რომელიმეს ამოვარჩევ. შესავალი, შინაარსი და დასკვნაც ერთდროულად მებლანდება გონებაში, და მაშინ როდესაც პირველი წინადადების დასრულებამდე სულ რამოდენიმე სიტყვა მაკლია, ამ დროისათვის მთელი ამბავი დასრულებული მაქვს, გონებრივად. საშინელი თვისებაა, ალბათ მარტო მე მჭირს.
რაც შეეხება ისტორიის თემას, კონკრეტული და განსაზღვრული მიმართულება არ აქვს. არც ისტორიას დავარქმევდი. უბრალოდ თავისუფალი და არეული როგორც ანდრე ბრეტონის მთელი შემოქმედება.
ვიფიქრე მკითხველს ჩემს სიურეალისტურ სამყაროს დავანახებ-მეთქი, ცოტახნით თავს არანორმალურად და რეალობისგან განცალკავებულად ვაგრძნობინებდი. სიურეალიზმი სიტყვასიტყვით "ზერეალობას" ნიშნავს ფრანგულად. ხოლო სიურეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო. მეც ვიფიქრე ჩემს ქვეცნობიერს და გამოკვლეულ სამყაროს აგიხწერდით, ჩემს ხედვას ცხოვრებისადმი, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. მაგრამ, გადავიფიქრე. წუთი წუთს ემატება და ჩემშიც იცვლება ყველა ჩანაფიქრი და იბადება ახალი იდეა, რომელიც წინაზე უკეთესი ან უფრო სულელურია.
თუნდაც ჩემს გარშემო მყოფ პიროვნებებზე დავწერდი. როგორ ვთქვა და როგორ გავაიგივო ეს ორი ("ერთფეროვანი" " განსხვავებული") სიტყვა ერთმანეთთან რომელიც მინდა მათ აღსაწერად გამოვიყენო? როგორც არ უნდა გამომსვლოდა ეს, ასეა. ერთფეროვანია ყველა მათგანი, როგორც სარდაფში ერთსა და იმავე თაროზე მოთავსებული დახუფული ბანკები. ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმითა და სიდიდით, რომელებსაც ზედ აწერია "ვარდის ჯემი", მაგრამ რატომღაც ყველას ერთი შიგთავსი აქვს როგორც წარწერა გვატყობინებს. მხოლოდ და მხოლოდ ვარდის ჯემი, სხვა არაფერი. სამწუხაროა.
ამავე დროს განსხვავებული, ოღონდაც ერთმანეთისგან. აი როგორც მაღაზიის საწყობში მოთავსებული სხვადასხვა კომპანიების მიერ დამზადებული ვარდის ჯემები. განსხვავებული შეფუთვა, გემო, რაოდენობა და ფასი. აქაც ის ერთი მთავარ რამ არის ცხადი, შიგთავსი ერთია. მაგრამ იცით რა? მე მიყვარს ვარდის ჯემი. მოკლედ ეს იდეა არ მომეწონა რადგან სულ დადებითად ვერ ავღწერდი ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს ხოლო თუ მათზე რამე აუგის მაგვარს ვიტყოდი ეს მე შემაწუხებდა, მეც და მათაც.
აი ბევრჯერ კი მიფიქრია რაიმე რომანი დამეწერა. რომანი რომელიც სულისშემძვრელი სიყვარულით,ტკივილით, ამაღელვებელი მოვლენათა ვრცელი დიაპაზონით და თავგადასავლებით იქნებოდა გამდიდრებული. ისეთი როგორსაც ჯეინ ოსტინი თავაზობდა ქალბატონებს 1811 წლიდან, და არარეალურ მოლოდინს უჩენდა მამაკაცების მიმართ. ტრილოგიაზეც მიოცნებია. გეტყვით, ერთერთი რომანის შინაარსი ესეთი წარმომედგინა: უმაღლესი რანგის ადამიანებისთის ცნობილი, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის საერთოდ უცნობი სერიული მკვლელი. მისი ღრმა და ავადმყოფური ფსიქოლოგია. ამავე დროს ბევრ ადამიანზე ადამიანური, მხოლოდ და მხოლოდ ერთი განსხვავებული სურვილით. ერთ დღესაც მას შეუყვარდებოდა რაც გამორიცხული არ იყო კონკრეტული პერსონაჟიდან, მაგრამ გამორიხული იყო ის რომ სხვასაც შეუყვარდებოდა ის. მე კი ამ გამონაკლისს დავუშვებდი და მხოლოდ ერთი გოგო მოახერხებდა მის შეყვარებას. ანუ რაღაც არანორმალურ რომანს დავწერდი. ამ იდეასაც ზურგი ვაქციე.
ბოლოს ვიფიქრე ვინმე საინტერესო ადამიანი ამეთვალწუნა, თუნდაც გამვლელი და მასზე დამეწერა. დიდი არჩევანი არც მქონია. ერთ ორ პიროვნებაზე დიდი სიამოვნებით დავხარჯავდი 600 ფურცელს. მაინც სხვაგან წავედი. მაგალითად ხანში შესულ ქალბატონზე დავწერდი რომელსაც იშვიათად ვხედავ ხოლმე ქუჩაში. შავ სამოსში გამოწყობილი დადის. ხელთ გაბღენძილი შავი ნაჭრის ჩანთა უჭირავს და რაღაც ნივთები ულაგია. თეთრი მაღლა აწეული თმები ისე აჩეჩია, გეგონება დღე და ღამე ისე მიქრის მის გაშლას და დავარცხნას ვერ ასწრებსო. მაკიაჟიც მრავალფეროვანი აქვს. ერთადერთი რამ, რაც მის სახეს უჩვეულოდ ეფინება გარდა ღიმილიანი გამომეტყველებისა, ეს გახლავთ თვალის შავი ფანქარი, რომელიც ზუსტად თვალის უპეებზე უსვია მოგრძო სქელ ხაზად. ლოყები ვარდისფრად შეფაკლული,ალბათ იმავე საშუალებით აძლევს ფერს რომლითაც ტუჩებს იღებავს ხოლმე. შორიდან ვერ შეამჩნევთ მაგრამ როგორც კი მიუახლოვდები მიხვდებით, რომ მისი ტუჩების უწესრიგო მოძრაობა რაღაცას ამბობს, რაც მხოლოდ მისთვისაა ცნოილი, თუნდაც უცნობი. გასაკვირი არ იქნება თუ იფიქრებთ რომ ის რეალობას ნაკლებად აღიქვამს, რადგან ეს ასეც არის. მაგრამ უფრო უხეშად მოიხსენიებენ ხოლმე, "გიჟიაო". რა იყო ასე საინტერესო ამ ქალბატონში რომ ვიფიქრე მასზ ედამეწერა? არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგრამ მაინც საინტერესოდ მეჩვენებოდა, განსაკუთრებით მისი წარსული, რომელიც ყოველთვის ამგვარი არ ყოფილა. ამბობენ ჭკუიდან შეიშალა მას შემდეგ რაც მისი ქმარი ფრონტზე დაიღუპაო. მხოლოდ ეს არის ჩემთვის ცნობილი მისი წარსულიდან. კარგი იდეა იყო ეს თემა, ცოტა გამოძიება მომიწევდა, ამიტომ არა მგრამ მაინც გადავიფიქრე.
მოკლედ ბევრ რამეზე დავწერდი. დავწერ კიდეც. მიყვარს წერა. მიყვარს რადგან ის რასაც ფურცელზე ჩემს მიერ დატანილი სიტყვები ამბობენ შეიძლება მე პირადად არასდროს ვთქვა. და სწორედ რომ ის რისი თქმაც ხმამაღლა არ მინდა, შვებას ჰპოვებს ფურცელზე. არ ვგულისხმობ კონკრეტულ თემას რასაც ახლა კითხულობთ. ვწერ კიდევ იმიტომ რომ ფანტაზია გავაცოცხლო. დიდი ფანტაზიის უნარი მაქვს და ყოველთვის როცა ერთ მოთხრობას ვწერდი, დამთავრებას ვერ ვასწრებდი მეორე მოთხრობის დაწერის სურვილი მკლავდა. ყველა ადამიანი ერთი მოთხრობაა. ზოგიერთს სხვა სერიებიც აქვს. თითოეული ადამიანი მისივე მოთხრობის მთავარი გმირია. ის არის ერთი და სხვა დანარჩენი.
ჩემს მოთხრობებს რაც შეეხება, დაახლოებით 14-15 წლის ვიყავი წერა რომ დავიწყე. მახსოვს ერთერთ თინეიჯერულ საიტზე ვწერდი მოთხრობას სახელად "ტყე". მართალია ბევრი არაფრისმთქმელი და ბანალური სათაური იყო, მაგრამ თემატიკას შეესაბამებოდა და მეც მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. ზუსტად აღარ მახსოვს რაზე ვწერდი, მაგრამ მახსოვს კომენტარებში წერდნენ რომ თუ დროზე არ დავამატებდი შემდეგ ნაწილს, თავიანთი ხელით დამახრჩობდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ ისე მიხაროდა ასეთი კომენტარების კითხვა. ანუ ის რასაც მე ვწერდი და მომწონდა, სხვასაც მოსწონდა.
ყოველთვის რაღაც უცნაურ სიუჟეტს ვიგონებდი, მისტიკა მიტაცებდა, თან საშინელება.
მოკლედ რომ ვთქვათ და ბევრი აღარ გავაგრძელო, მინდა მომავალში ბევრ საინტერესო რამეზე დავწერო. თუ რაიმე უცნაურს დავწერ ან დავწერე, ეს უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი რეალობა უფრო განსხვავებულია ვიდრე სხვისი და მე გიჟი არ ვარ. ან სულაც რაც გინდათ ის დაარქვით.
ერთხელ ერთმა ძალზედ საინტერესო და ღრმა პიროვნებამ, რომელსაც მე გალაქტიკის სახელს ვუწოდებ რომელიც ჩვენს "ირმის ნახტომზე" უფრო დიდია და ამავე დროს ახლოს, ასე ვთქვათ კომპლიმენტი მითხრა: " მე რომ ხატვა შემეძლოს, ცხრა თავიანს დაგხატავდი". და მე ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვისმინე ყველაზე განსხვავებული, დამაფიქრებელი და მართალი კომპლიმენტი. ძალიან მომეწონა, არა, უფრო სწორად შემიყვარდა ეს სიტყვები და სულ ვუმეორებდი ჩემს თავს. აღარ მაინტერესებდა როგორი ვეგონე სხვას რადგან როგორც იქნა ერთმა პიროვნებამ ისეთი დამინახა როგორიც ნამდვილად ვიყავი, და იმედია სინამდვილეში იმაზე უარესი არა. თუ რას ნიშნავს ვიყო ისეთი როგორიც მან დამინახა და რას ნიშნავს ის კომპლიმენტი, ამის გამხელის უფლება არ მაქვს. არც მინდა.
ბოლოს მინდა ჰერმან ჰესეს რომანიდან:"ტრამალის მგელი", ვისესხო რამოდენიმე წინადადება....
"მე კი ჩემს თავს იმ ტრამალის მგელს ვამსგავსებ რომელიც იდუმალი ჭიშკრის ტრაფარეტზე მორბენალ ფერად სიტყვებს ჩაჰფრენოდა რაღაც განსხვავებულის პოვნის იმედით, რომელიც ამბობდა: "ყველას არ შეესვლება" და კიდევ: " მხოლოდ შეშლილთათვის"".
უსათაურო

P.S საბოლოოდ არ ვიცი რა გამოვიდა. უბრალოდ მინდოდა რაღაც დამეწერა და აი... ვიცი ძალიან მოკლედ დავწერე ეს ყველაფერი, უფრო ბევრი და ვრცელი სათქმელი არის სინამდვილეში მაგრამ რაღაც ნაწილი დავწერე და ვისიამოვნე.



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიტყვებში გრამატიკული შეცდომები გაქვს, მაგრამ წერის სტილიც მომეწონა და ფრაზებიც <3

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent