შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გესმის ჩემი ხმა ?


19-10-2016, 18:52
ავტორი Mirranda Qavtaradze
ნანახია 1 416

გული დამიხტის,ხან აქეთ ხან იქეთ..ისევე ლამობს ამოძვრენას საგულედან,როგორც ადრე ათი წლის წინ,როდესაც პირველად მიყიდეს ლეკვი..
ვიცი,ვიცი ვერ გნახავ ვერ შეგეზები,შენს ლამაზ სახეს ვრ შევავლებ ჩემს პატარა ხელებს...ვიცი ვერ მოვესწრები შენი თვალების მორევში ჩაძირვას,შენი სურნელის შეგრძნებას..
ხელის გულები მექავება,ისე მინდა ჩემს წინ იდგე და ფაფუკ თმას ვეხებოდე..მთელი გულით შეგავლებდი თვალს შორს მოელვარეს,მოციმციმე ვარსკვლავივით...
ეს ოცნებაა,ნატვრა მაგრამ,ოცნება ხომ მაინც შემიძლია,ხომ მაქვს ამის უფლება?!

რთულია ჩემო კარგო,ძალიან როდესაც შენს ფიქრებთან,მოგონებებთან მარტო დარჩენილს გიწევს ფიქრი.დილის სუსხიანი ამინდივით მეპარება შენზე ოცნებები,ტანში ჟრუანტელი მივლის და სული უნებურად მეძიძგნება..ვიცი დღეს,ხვალ და ზეგაც ასე მოხდება,შევეგუე ამას..
სასოწარქვეთილი შენს სახეს ვამჩნევ ფანჯრის მინებზე,ვშტერდები და პატარა ბავშვივით შემოვყურებ მოჩვენების სილუეტს..სიბნელეში სინათლეს გავხარ,სინათლეში სიბნელეს,უცნაური ხარ !!
შეგიძლია ამაფორიაქო,ამანერვიულო,ამატირო,მაგრამ შენც იფიქრო არ შეგიძლია ჩემებურად..შენ შეგიაძლია იცინო,იმხიარულო მე კი,მე უბრალოდ დავდგე და შენს ბედნიერ სახეს ვუყურო.

ცრემლები უნებლიედ თუ ნებით,ღაპაღუპით მოედინება ჩემი თვალებიდამ,შემდეგ იმალება და ძილის სინდიდრისკენ ეშვება..
სასწაული ხარ,სასწაულად მიუღწეველი,მიუწვდომელი!

გაგეცინება და,აქაც ქალაქებია,სოფლები და გზები..აქაც არიან ადამიანები,ცხოველები.
შენ არ იცი,ვერ ამჩნევ და ვერ გრძნობ რადგან,სხვა შეგიყვარდა,რადგან ასე მოგთხოვე მე,მაშინ როდესაც ჩემს საწოლთან თვალებ ჩავარდნილს მომცქროდი იმედიანად..შენ უნდა გიყვარდეს,მე კი მეყვარება ის ვინც შენ..მაგრამ შენს სიყვარულს ვერავინ წამართქმევს,ვერც აქ...
სამწუხარო არ გესმის ჩემი,ჩემს შეხებას ვერ გრძნობ მაგრამ მე მესმის შენი ხმა,მკაფიოთ ჩამესმის თვითოეული ფრაზა და ფიქრი.
უსასრულობაში გადაკარგულს,ასე შემიძლია გავაგრძელო დღე,ვიჯდე შენს საწოლთან და ვუცქირო მძინარე სახეს ვლაპარაკობდე,მაგრამ
ამაოდ .. იმედი მაქვს გესმის ,ანგესიზმრება ჩემი საუბარი ..

-ლინდა?-სახეშეშლილი წამოხტა საწოლიდან,მიიხედ მოიხედა და საბანში შეძვრა,თვალებზე ცრემლი მოადგა,ცრემლი მონატრების,ცრემლი ტკივილისა და დამალული განცდების..-ლინდა მე
მესმის შენი..-თვალები დახუჭა და სახიდან ცრემლები დაეფინა საწოლს..



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent