შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ დავიბადე


22-10-2016, 18:32
ავტორი NiniG-1
ნანახია 1 524

”მე რომ დავიბადე, მამას თოფი უსვრია, მერე სუფრა გაუშლიათ და კარგად მოულხენიათ. დიდი ბაბუის სახელი მიწოდეს, ვახტანგი, და გვარის გაგრძელება დამავალეს. წლები გადიოდა, მამა დღითიდღე ცდილობდა ამაყი ყოფილიყი თავისი ვაჟკაცით. როცა ფეხბურთს უყურებდა, დამიძახებდა და იძულებულს მხდიდა 90 წუთი ბურთის მდევრებისთვის მეცქირა; მერე ძმაკაცები თუ ესტუმრებოდა, მაშინაც მეძახდა და, როგორც ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს შეეფერებოდა, სასმელს მასმევდა და უგრძეს-უბრძენეს სადღეგრძელოებს მასმენინებდა იმ იმედით, რომ მალე გამოვიწრთობოდი, როგორც საგვარეულოს შესაფერისი მამაკაცი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, რომ მე არ ვეკუთვნოდი ვახტანგის სხეულს.საკუთარი თავი ბოთლში გამომწყვდეული ბუზი მეგონა, რომელიც უშედეგოდ ცდილობს გარეთ გამოსვლას. სახლში მარტო დარჩენილი დედის ოთახში ჩავიკეტებოდი, მის კაბებსა და მაღალქუსლიან ფეეხსაცმელებს მოვირგებდი, მაკიაჟს გავიკეთებდი და სარკის წინ დავდიოდი. სახლში დაბრუნებულ მშობლებს კი ისევ დახეულ ჯინსსა და კაპიუშონიან ვახტანგურ სამოსში გამოწყობილი ვხვდებოდი. ეს ყველაფერი წლები გრძელდებოდა და მალე ვიგრძენი, რომ ჩემი პიროვნების მოჩვენებით ორად გახლეჩვა დამღლელი და დამძაბველი იყო. არ მინდოდა ფეხბურთი, მამის ძმაკაცები, უბნის ბიჭები. არ მინდოდა ლამაზი გოგო, იმიტომ რომ მინდოდა მე ვყოფილიყავი გოგო, რომელსაც ეცმეოდა მოკლე კაბა, ექნებოდა გრძელი შავი თმა და ლამაზად შეღებილი თვალები. მინდოდაა ვყოფილიყავი ის, ვისაც წლების განმავლობაში ვთრგუნავდი, ჩემში ვკლავდი, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა თავის შეხსენებას.
ძალიან კარგად დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და ახლა უკვე დიპლომიანი შევუდექი სამუშაოს ძებნას, მანამდე კი გადავწვიტე ვყოფილიყავი ის ვინც მინდოდა და პირდაპირ , ერთ ამოსუნთქვაში გავაგებინე ოჯახს ჩემი სათქმელი. ხომ წარმოგიდგენით რა რეაქციები მოყვებოდა ამ ამბავს? ერთ წუთში დაენგრა მამას ოცნებები, ერთ წუთში წარმოიდგინა დედამ, თუ რას იტყოდნენ ნათესავები , ერთ წუთში გაიგეს მეზობლებმა ჩვენი სახლიდან გასული ყვირილის მიზეზი და სწორედ ამ ერთ წუთში მოახერხა ბოთლში გამომწყვდეულმა ბუზმა თავის დაღწევა. ფეიერვერკივით ამოხეთქა ჩემი სხეულიდან რაღაც სიმძიმემ და დატოვა სიმსუბუქე. ვახტანგი მოკვდა, თუმცა დაიბადა ვიქტორია!
არც გაგიკვირდებათ ის, რომ სახლიდან გამაგდეს. არანაირი ტანისამოსი არ წამომიღია, იმიტომ რომ ის ვახტანგისი იყო, მე კი ვგრძნობდი სხვა ცხოვრებაა მეწყებოდა.
ვიქირავე ბინა, გავიპარსე წვერი, ფეხები, გავიკეთე წარბების კორექცია და შავი, ტანზე მოყვანილი კაბა ვიყიდე ულამაზეს ბალეტკებთან ერთად, პლუს პარიკი.
ჯერ კიდევ გულუპრყვილო, ხალხზე შეყვარებულ ბავშვს, მეგონა საზოგადოება მიმიღებდა, ოჯახის გარეშე დარჩენილს ჩამიხუტებდა და არ მომაკლებდა დედობრივ სიყვარულს, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი. ჩემი ბინის ზღურბლზე გადმობიჯებით, მივხვდი, რომ ცხოვრება უსამართლოა ჩემნაირების მიმართ. დამცინავი, ზიზღით აღსავსე მზერა, რომელიც დამნაშავედ გაგრძნობინებს თავს; ზურგს უკან მოდევნებული გინება, წყევლა, დაცინვა; საზოგადოებრივ ტრანსპორტში მუჯლუგუნი და უკმაყოფილო წამოძახილები ” იცით ბავშვები გიყურებენ”; ” ვაი შენს დედას”; და ა.შ - ეს ყველაფერი სიბოროტეს ანაყოფიერებს და ბადებს სიძულვილს საზოგადოების, ბრბოს მიმართ.
დეპრესიაში ჩავვარდი, სახლიდან არ გამოვდიოდი, საჭმელს არ ვჭამდი, მთელი დღეეები ვიწექი და ვტიროდი. დედა მენატრებოდა... მისი ღიმილი, მისი თვალები, მისი ხმაა , დედა მინდოდა...
მასთან მისულსს ის დედა აღარ დამხვდა. ის გამქრალიყო ვახტანგისთან ერთად. ის იმ ბრბოს გავდა, რომელიც მეზიზღებოდა და თან მეცოდებოდა.
ერთი კვირის წინ ინტერნეტში წავიკითხე რაღაც ტესტირება ტარდებოდა რომელიღაც კომპანიაში ვაკანტური ადგილისათვის. საოცარი მოტივაციაა შემოვიდა სხეულში, დატრიალდაა მუცელში გემრიელი ნამცხვრის სურნელივით და შემომძახაა -” შენ ამას შეძლებ”!
6 თვე თავაუღებლად ვსწავლობდი, ბოლოს კი იმ სანატრელ დღეს გამოცდებიც ჩავაბარე და გასაუბრებაზეც აკანკალებული ხელებით საკმაოდ დამაჯერებლად წარვდექი, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით პირშიოცნებაგამოვლებული გამომისტუმრეს სახლისკენ. არ ამიყვანეს, მხოლოდ იმიტომ რომ ვიყავი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც გააღიზიანებდა საზოგადოებას ამ თანამდებობის დაკავბით.
სახლისკენ მომავალ გზაზე კი ვიღავ მთვრალი ამეკიდა, დამეწია და დანაა გამიყარა მუცელში, რომელშიც იმედგაცრუება მიყუჩულიყო. გულიი გამალებით მიცემდა, ნუ გიკვირთ, ჩვენც გვაქვს გულები!!! სიცოცხლე მინდოდაა, სიკვდილის კი ძალიან მეშინოდა... ძალიან მციოდა და მწყუროდა. გარშემო არავინ იყოო. დედას ვეძახდი, ხელს ვუწვდიდიი , მაგრამ ის იდგა და ისევ ისეე ცივი თვალებით მიყურებდა. ვიცოდი ვკვდებოდი ამიტომაც ვტიროდი, არ მინდოდა ასე დასრულებულიყო ჩემი ცხოვრება, არ მინდოდა უპატრონო ძაღლს დავმსგავსებოდი! არ მინდოდა სიკვდილი, არ მინდოდაა გესმით? მაგრამ მაინც მოვკვდი!!!
მივკვდი... გაჩერდა 22 წლის გული, რომელსაც სიცოცხლე სწყუროდა, დადუმდა ის სისხლი, რომელიც ორგანიზმში ჩქეფდა.
გასვენების დღესაც გაისმა თოფის ხმა. ოღონდ ტყვია ჰაერში კი არა დედაჩემის სხეულში შევარდა და გააჩერა 46 წლის გული.

მე მოვკვდი და კიდევ მოკვდება ბევრი ამ მიზეზით! მე ადამიანი ვიყავი, რომელიც მოკლა არა იმ ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ,არამედ თქვენ , ყველამ ერთად . მე მოვკვდი და ჯერ კიდევ არ მასვენებს ერთი კითხვა - დაგიშავეთ რამე?”

-ნინო ლაფანაშვილი.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent