შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბადება


22-03-2016, 01:40
ავტორი Archive
ნანახია 1 739

ქუჩაში მივდიოდი.. იყო მზე და ნუში ყვაოდა.
შავ-თეთრი იყო ყველაფერი და მაინც მზე იღვრებოდა ფოთლებში, თმებში და თვალებში.
მე მაშინ დავიბადე, როდესაც ვიღაც სხვას სუნთქვა შეუწყდა. ვიღაცის გაგრძელებად და დასრულებად დავიბადე. და მტკიოდა ყველა ამოხეთქილი კვირტი, სიცოცხლის ყველა ფერი მტკიოდა. მტკიოდა და მიხაროდა.
ჩემს დაღმართზე ჩავიარე, მწვანე ხეების რიგში. ღია იყო თეთრი, საღებავგადაცლილი ფანჯარა და პიანინოს ხმა ისმოდა. მშვენიერი იყო ყველაფერი როგორც ლა მინორი, მშვენიერი და სევდიანი.
შენი სუნთქვა გამახსენდა ჩემს თმებში და თითებში მოქცეული თბილი ფინჯანი. ვუსმენდით ყანჩელს და გლინტვეინს ვსვამდით ფორთოხლით და დარიჩინით. გვიხდებოდა მუსიკა. სიმშვიდეც. და მაინც, ეპიზოდი იყო.
ხმები და ფერები ქმნიდნენ სინამდვილეს.
ბაღში ჩემს სკამს ჩავუარე და ხის დაკაწრული ზედაპირი ამეწვა. და არ იყო იმ წამს არაფერი რაც ისე მოუხდებოდა ამოსუნთქვას, როგორც შორი მატარებლის ხმა და აშრიალებული ჭადარი.
ლამაზი იყო თითებში დაშლილი მზის სხივი და მტვრის პატარა, ჰაერში აფრიალებული ნაწილაკები. ახალი სუნთქვით დარბილებულ მიწაზე დავწექი და თითები ბალახს გადავატარე, რომ სიმწვანე მეგრძნო, როგორც აღდგომა.
რბილი იყო მიწა, რბილი და.. ფეთქავდა.
მუხლამდე მიწაში ვიდექით მაშინ და ერთმანეთს ვრწყავდით. გრძელი წაბლისფერი თმა მქონდა და პატარა ნაოჭები თვალებთან. ვერ გაგვეზარდა ფესვები, ერთმანეთის წყალი არ გვეყო..
მზით გამთბარი თმა გავიშალე და ქუჩას გავუყევი.
ნუში ყვაოდა და ტყემლის ხე.
გაზაფხული იყო...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent