შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატეხილი ფანჯარა და შედევრი


24-10-2016, 18:32
ავტორი abc7
ნანახია 1 683

ჰორიზონტის ხაზიდან სინათლის საოცარი ნაკადი წამოვიდა და გაანათა ირგვლივ არემარე.მზის სხივები მთელ სივრცეში მიმოიფანტნენ და ყოველ კუთხეში მოიკიდეს ფეხი.ხმაურიანი ქუჩის პირას მდგარი მაღალსართულიანი სახლის ერთ-ერთ გატეხილ ფანჯარაზეც წაითამაშა მზის სხივმა და ფანჯრის მიღმა გამეფებულ ბნელ სამყაროში შეიჭრა.ბნელი ოთახი ნელ-ნელა ნათდებოდა.იგი ძალზედ ღარბულად იყო გაწყობილი .მხოლოდ ორიოდე ნივთი იდგა ხის მაგიდა,რომელზეც ჭრელი სუფრა იყო გადაფარებული და ხის სკამი.კედელზე ძველ ჩარჩოში ჩასმული დიდი სარკე ეკიდა,რომელშიც ირეკლებოდა მთელი ოთახის ღარიბი პეიზაჟი.ერთ-ერთი მზის სხივი სარკეში აირეკლა და მაგიდაზე დადებულ ცარიელ ნაგლეჯს დაეცა.ფანჯრის რაფაზე უამრავი წვრილი ნამსხვრევები მიმობნეულიყო.ნამსხვრევებიდან არეკლილი სხივებით იქმნებოდნენ და თეთრ კედლებზე ისახებოდნენ ჭრელი,უაზრო ფიგურები ისინი იშლებოდნენ თავიდან იქმნებოდნენ და ასე მუდმივად ანაცვლებდნენ ერთმანეთს.ისინი მხატვრის უკვდავ და მუდამ ცვალებად ჩანაფიქრს წააგავდნენ,შემოქმედის შეშლილი ფანტაზიის შედეგს მის ახდენილ და დამსხვრეულ ოცნებებს.
სულ დამავიწყდა იმის თქმა რომ ამ ყველაფერს ერთი მოხუციც შეჰყურებდა რომელსაც ცხოვრებაში დაგროვილი განცდები სახეზე აღბეჭვოდა. ის ფანჯარას მიუახლოვდა და თავისთვის დაიწყო საუბარი.
ნება მიბოძე სამყაროვ,შენი პორტრეტი დავხატო.ნება მიბოძე ჩემი თეთრი ქაღალდი შენი ბნელი ფერებით შევმუსრო.არ შემიძლია მისი სილამაზის ასახვა და უკვდავყოფა,თქვა ისევ მოხუცმა და გააგრძელა,ამ ფანჯარასავით გაბზარულია ჩემი გული.არ შემიძლია მისი ასახვა,არ არის ჩემი ფუნჯი მისი ღირსი,უაზრო უსახურ პორტრეტს კი ვერ დავხატავ ეს ხომ არ იქნება შედევრი.ეს ხომ უაზრობაა ჩემი სიცოცხლეც უაზრობაამხოლოდ შედევრის დახატვას აქვს აზრი,მხოლოდ მას აქვს ფასი.კაცი ფანჯარას ჩამოეცალა და ახლა სარკეს მიუახლოვდა.უცებ ელდა ეცა.გამოცოცხლდა.გახალისდა,და აღტაცებით წამოიძახა.შეხედეთ შეხედეთ რა ფერთა სიხალისეა... ერთმანეთში გარდამავალი ტონები.ამას ვერცერთი ადამიანი ვერ დახატავს ეს მხოლოდ ღმერთმა შეძლო მხოლოდ მას ძალუძს შედევრების შექმნა.უეცრად სიხარული სადღაც დაიკარგა ოთახში ისევ სიბნელემ დაისადგურა.დუმილმა გააყრუა მთელი ოთახი.კაცი ისევ ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო ფანჯარა,ოთახი უმალ განათდა სიცოცხლით სავსე ფერებთ აივსო.
-ასე აღარ მინდა გატეხილი ფანჯრის ყურება თქვა მოხუცმა ნეტავ აწყმყოში დავბრუნდით? ნეტავ წარსულის ფურცელს როდის გადავშლით ყოველ ადამიანს ხო აქვს ცხოვრების წიგნი რომლის ერთი ფურცელი მისი ცხოვრების ერთი დღეა.

შორს ბუმბერაზი მთები მოჩანდა მათი სილამაზე თვალისმომჭრელია.თითქოს ფუნჯით არიან დახატულნიო თქვა ეს მოხუცმა და დახურა ისევ ფანჯარა ოთახში დაბრუნდა, მიუახლოვდა ხის სკამს და ჩამოჯდა და ისევ განაგრძო ფიქრი შედევრებზე რომლის შექმნაც მას არ ძალუძს.სარკეში კი მარადიული შედევრი იეკლებოდა სახელად ადამიანი



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent